პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფუჭი გასროლა, ანუ როგორ ვებრძოლოთ ლუდომანიას
ფუჭი გასროლა, ანუ როგორ ვებრძოლოთ ლუდომანიას

კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა ლუ­დო­მა­ნე­ბის­თვი­საც (და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე) მო­ი­ცა­ლა. კერ­ძოდ, დე­პუ­ტატ­მა მო­ამ­ზა­და კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მას კრძა­ლავს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში, ტრან­სპორ­ტში და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში.

ლუ­დო­მა­ნია სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, არა­ერ­თი ოჯა­ხი და­ინ­გრა და გა­უ­ბე­დურ­და, ადა­მი­ა­ნებ­მა და­კარ­გეს სახლ-კარი და სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნუ­რი სახე. ლუ­დო­მა­ნია ხში­რად გამ­ხდა­რა თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზიც. მოკ­ლედ, ეს მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა­შიც ალ­ბათ, სა­ხელ­მწი­ფო თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თონ.

მაგ­რამ სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს ეს კონ­კრე­ტუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი იმას, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს აღარ მო­უნ­დეთ "რუ­ლეტ­კის" დატ­რი­ა­ლე­ბა ან ონ­ლა­ინფსო­ნის და­დე­ბა.

სხვა­თა შო­რის, რიგ და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-80-იან წლებ­ში აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან ბრძო­ლა უფრო რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დე­ბით გა­და­წყვი­ტეს - აი­ღეს და აკ­რძა­ლეს. თუმ­ცა იქა­უ­რე­ბი თა­მაშს მა­ინც აგ­რძე­ლებ­დნენ - ოღონდ ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი კი შე­მო­სა­ვალს კარ­გავ­და. შე­სა­ბა­მი­სად, აკ­რძალ­ვა თა­მა­შებ­ზე ნელ-ნელა მო­იხ­სნა.

ვცა­დოთ, იქ­ნებ ჩვენ გა­მოგ­ვი­ვი­დეს. შეგ­ვიძ­ლია, მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ უზ­ბე­კე­თის მა­გა­ლი­თი, სა­დაც ბი­ლი­არ­დიც კი, კა­ნონ­გა­რე­შედ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

ხუმ­რო­ბა იქით იყოს და რეკ­ლა­მის შე­ზღუდ­ვით ლუ­დო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლა არა­ე­ფექ­ტუ­რია. ეს ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე კარ­გად ლიტ­ვა­ში მო­ეხ­სე­ნე­ბათ. იქ მოქ­მე­დებს მკაც­რი კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, აზარ­ტუ­ლი რეკ­ლა­მის დამ­კვეთს ლი­ცენ­ზია ჩა­მო­ერ­თმე­ვა. თუმ­ცა კომ­პა­ნი­ებ­მა კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ად­ვი­ლად მო­ძებ­ნეს - ოფ­შო­რებ­ში რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან და მშვი­დად უკ­ვე­თა­ვენ რეკ­ლა­მებს მე­დია თუ ინ­ტერ­ნეტ­სა­შუ­ა­ლე­ბებს. სა­პა­სუ­ხოდ, ლიტ­ვა­ში რეკ­ლა­მის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბის და­ჯა­რი­მე­ბა სცა­დეს, მაგ­რამ ამან მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ისე­თი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკან და­ი­ხია.

თუმ­ცა ლიტ­ვამ და უზ­ბე­კეთ­მა თა­ვი­ან­თი "მკვდა­რი" იტი­რონ, ჩვენ ჩვე­ნი ვთქვათ. კარ­გით, ვთქვათ ავ­კრძა­ლეთ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, რა­დი­ო­ებ­ში, გა­ზე­თებ­ში თუ ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტებ­ზე. რეკ­ლა­მა აღარ იქ­ნე­ბა? იქ­ნე­ბა, ოღონდ ქარ­თუ­ლი კა­ზი­ნოს ან ონ­ლა­ინ­პო­კე­რის რეკ­ლა­მას შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს რო­მე­ლი­მე რუ­სუ­ლი ან სხვა უცხო­უ­რი სა­ი­ტი. მა­გა­ლი­თად, "ითა­მა­შე.გე"-ს ნაც­ვლად, იქ­ნე­ბა "ითა­მა­შე.რუ" - იგი­ვე სტრუქ­ტუ­რით და იგი­ვე პრინ­ცი­პე­ბით.

მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დავბლო­კოთ ყვე­ლა ის უცხო­უ­რი სა­ი­ტი, სა­დაც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შის რეკ­ლა­მა იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი. რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვა რომ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის წა­მა­ლი იყოს, მარ­თლაც კარ­გი იქ­ნე­ბო­და.

მა­შინ უნდა ავ­კრძა­ლოთ მან­ქა­ნე­ბის რეკ­ლა­მა, რად­გან შე­საძ­ლოა, ავა­რი­ა­ში მოხ­ვდე; ყა­ვის რეკ­ლა­მა - ბევ­რი კო­ფე­ი­ნი სა­ზი­ა­ნოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის; რეს­ტორ­ნე­ბის რეკ­ლა­მა - თუ ცუდი სიმ­თვრა­ლე გაქვს შე­საძ­ლოა, შარ­ში გა­ეხ­ვიო. ასე ნელ-ნელა თურ­ქმე­ნე­თის გზას გა­ვუდ­გე­ბით.

მოკ­ლედ, და­ვი­თაშ­ვი­ლის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბა მხო­ლოდ იმას გა­მო­იწ­ვევს, რომ მე­დია თუ ინ­ტერ­ნეტ­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მი­დან მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს და­კარ­გა­ვენ. არც თუ ისე მდი­და­რი ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­თვის ეს სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ იმა­ზე, რომ შე­მო­სა­ვალს და­კარ­გავს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტიც.

სხვა­თა შო­რის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვა იმას ნიშ­ნავს, რომ სა­მო­რი­ნე­ებ­მა და სლოტკლუ­ბებ­მა აბ­რე­ბი უნდა მოხ­სნან. ისე, რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მსგავ­სი აკ­რძალ­ვა და­წეს­და. სა­პა­სუ­ხოდ, სა­მო­რი­ნე­ებ­მა თუ სლოტკლუ­ბებ­მა გა­აკ­რეს აბ­რე­ბი - "ინ­ტერ­ნეტ­სა­ლო­ნი", "სა­ხა­ლი­სო ლოტო" და ა.შ. ასე რომ, მათ ქარ­თველ "კო­ლე­გებს" მა­გა­ლი­თის­თვის შორს წას­ვლა არ დას­ჭირ­დე­ბათ.

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეც იძ­ლე­ვა მა­ნევ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. კა­ნო­ნი არ კრძა­ლავს მა­გა­ლი­თად, ასე­თი სა­ი­ტის შექ­მნას - "კრუ­პი­ე­ე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბი" და შემ­დეგ მის რეკ­ლა­მი­რე­ბას. მსგავ­სი სა­ი­ტის ფარ­გლებ­ში მშვე­ნივ­რად შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, სა­მო­რი­ნის­თვის ირი­ბი რეკ­ლა­მის გა­კე­თე­ბა ისე, რომ არც ერთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მას არ და­არ­ღვევ.

კი­დევ ბევ­რი მსგავ­სი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შეგ­ვიძ­ლია და კა­ნონ­მა ყვე­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვა რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, კობა და­ვი­თაშ­ვილს მრა­ვალ­ტო­მე­ულ­ზე მუ­შა­ო­ბა მო­უ­წევს.

ასე რომ, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის დამ­ტკი­ცე­ბა ფუჭი გას­რო­ლა იქ­ნე­ბა, ბუ­სუ­სე­ბი­ა­ნი თუ ულ­ვა­შე­ბი­ა­ნი პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის არ იყოს.

ლუ­დო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის კი არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი, ხერ­ხე­ბი თუ პროგ­რა­მე­ბი, თუმ­ცა ეს უკვე სხვა სტა­ტი­ის თე­მაა.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები

ფუჭი გასროლა, ანუ როგორ ვებრძოლოთ ლუდომანიას

ფუჭი გასროლა, ანუ როგორ ვებრძოლოთ ლუდომანიას

კობა დავითაშვილმა ლუდომანებისთვისაც (დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე) მოიცალა. კერძოდ, დეპუტატმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს საინფორმაციო სივრცეში, ტრანსპორტში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ლუდომანია სერიოზული პრობლემაა. აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების გამო, არაერთი ოჯახი დაინგრა და გაუბედურდა, ადამიანებმა დაკარგეს სახლ-კარი და საერთოდ, ადამიანური სახე. ლუდომანია ხშირად გამხდარა თვითმკვლელობის მიზეზიც. მოკლედ, ეს მტკივნეული საკითხია, რომლის მოგვარებაშიც ალბათ, სახელმწიფო თუ საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთონ.

მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად უზრუნველყოფს ეს კონკრეტული კანონპროექტი იმას, რომ მოქალაქეებს აღარ მოუნდეთ "რულეტკის" დატრიალება ან ონლაინფსონის დადება.

სხვათა შორის, რიგ დასავლურ ქვეყნებში გასული საუკუნის 70-80-იან წლებში აზარტულ თამაშებთან ბრძოლა უფრო რადიკალური მეთოდებით გადაწყვიტეს - აიღეს და აკრძალეს. თუმცა იქაურები თამაშს მაინც აგრძელებდნენ - ოღონდ იატაკქვეშეთში, სახელმწიფო ბიუჯეტი კი შემოსავალს კარგავდა. შესაბამისად, აკრძალვა თამაშებზე ნელ-ნელა მოიხსნა.

ვცადოთ, იქნებ ჩვენ გამოგვივიდეს. შეგვიძლია, მაგალითად, ავიღოთ უზბეკეთის მაგალითი, სადაც ბილიარდიც კი, კანონგარეშედ არის გამოცხადებული.

ხუმრობა იქით იყოს და რეკლამის შეზღუდვით ლუდომანიასთან ბრძოლა არაეფექტურია. ეს ალბათ, ყველაზე კარგად ლიტვაში მოეხსენებათ. იქ მოქმედებს მკაცრი კანონი, რომლის მიხედვითაც, აზარტული რეკლამის დამკვეთს ლიცენზია ჩამოერთმევა. თუმცა კომპანიებმა კანონის გვერდის ავლის საშუალებები ადვილად მოძებნეს - ოფშორებში რეგისტრირდებიან და მშვიდად უკვეთავენ რეკლამებს მედია თუ ინტერნეტსაშუალებებს. საპასუხოდ, ლიტვაში რეკლამის გამავრცელებლების დაჯარიმება სცადეს, მაგრამ ამან მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციების ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია.

თუმცა ლიტვამ და უზბეკეთმა თავიანთი "მკვდარი" იტირონ, ჩვენ ჩვენი ვთქვათ. კარგით, ვთქვათ ავკრძალეთ აზარტული თამაშების რეკლამა ტელევიზიებში, რადიოებში, გაზეთებში თუ ქართულ ინტერნეტსაიტებზე. რეკლამა აღარ იქნება? იქნება, ოღონდ ქართული კაზინოს ან ონლაინპოკერის რეკლამას შემოგვთავაზებს რომელიმე რუსული ან სხვა უცხოური საიტი. მაგალითად, "ითამაშე.გე"-ს ნაცვლად, იქნება "ითამაშე.რუ" - იგივე სტრუქტურით და იგივე პრინციპებით.

მაშინ საქართველოში უნდა დავბლოკოთ ყველა ის უცხოური საიტი, სადაც აზარტული თამაშის რეკლამა იქნება განთავსებული. რეკლამის აკრძალვა რომ პრობლემის მოგვარების წამალი იყოს, მართლაც კარგი იქნებოდა.

მაშინ უნდა ავკრძალოთ მანქანების რეკლამა, რადგან შესაძლოა, ავარიაში მოხვდე; ყავის რეკლამა - ბევრი კოფეინი საზიანოა ჯანმრთელობისთვის; რესტორნების რეკლამა - თუ ცუდი სიმთვრალე გაქვს შესაძლოა, შარში გაეხვიო. ასე ნელ-ნელა თურქმენეთის გზას გავუდგებით.

მოკლედ, დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონის ამოქმედება მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ მედია თუ ინტერნეტსაშუალებები აზარტული თამაშების რეკლამიდან მიღებულ შემოსავალს დაკარგავენ. არც თუ ისე მდიდარი ქართული მედიისთვის ეს სერიოზული დარტყმა იქნება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ შემოსავალს დაკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიც.

სხვათა შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა იმას ნიშნავს, რომ სამორინეებმა და სლოტკლუბებმა აბრები უნდა მოხსნან. ისე, რუსეთის რამდენიმე ქალაქში მსგავსი აკრძალვა დაწესდა. საპასუხოდ, სამორინეებმა თუ სლოტკლუბებმა გააკრეს აბრები - "ინტერნეტსალონი", "სახალისო ლოტო" და ა.შ. ასე რომ, მათ ქართველ "კოლეგებს" მაგალითისთვის შორს წასვლა არ დასჭირდებათ.

ინტერნეტსივრცეც იძლევა მანევრირების საშუალებას. კანონი არ კრძალავს მაგალითად, ასეთი საიტის შექმნას - "კრუპიეების შემსწავლელი კურსები" და შემდეგ მის რეკლამირებას. მსგავსი საიტის ფარგლებში მშვენივრად შეიძლება, მაგალითად, სამორინისთვის ირიბი რეკლამის გაკეთება ისე, რომ არც ერთ საკანონმდებლო ნორმას არ დაარღვევ.

კიდევ ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია და კანონმა ყველა ასეთი შემთხვევა რომ გაითვალისწინოს, კობა დავითაშვილს მრავალტომეულზე მუშაობა მოუწევს.

ასე რომ, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონის დამტკიცება ფუჭი გასროლა იქნება, ბუსუსებიანი თუ ულვაშებიანი პრეზერვატივების შესახებ რეგულაციების არ იყოს.

ლუდომანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კი არსებობს მსოფლიოში აღიარებული მეთოდები, ხერხები თუ პროგრამები, თუმცა ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

გიორგი კვიტაშვილი

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს