პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ადამიანები და მათი ძაღლები
ცნობილი ადამიანები და მათი ძაღლები

გა­მო­ცე­მა The Daily Beast იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ძაღ­ლე­ბის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, ვი­საც პატ­რო­ნებ­მა სა­ხე­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა თუ გმი­რე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად შე­ურ­ჩი­ეს.

მომ­ღე­რალ­მა ტე­ი­ლორ სვიფტ­მა თა­ვის ძაღლს სა­ხე­ლი საყ­ვა­რე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს პა­ტივ­სა­ცე­მად შე­ურ­ჩია და მას "Doctor" (ექი­მი) და­არ­ქვა. ხოლო პა­ტა­რა, ნაც­რის­ფერ კა­ტას მე­რე­დი­თი და­არ­ქვა, თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლის "გრე­ის ანა­ტო­მი­ის" გმი­რის პა­ტივ­სა­ცე­მად.

ამე­რი­კელ­მა ბიზ­ნეს ლე­დიმ და სა­ტე­ლე­ვი­ზიო წამ­ყვან­მა მარ­ტა სტი­უ­არ­ტმა საყ­ვა­რელ ოთხფე­ხა ცხო­ველს ერთ-ერთი აზი­ე­ლი გმი­რის სა­ხე­ლი და­არ­ქვა; პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "გრე­ის ანა­ტო­მი­ის" მსა­ხი­ობ­მა ელენ პომ­პე­ომკმა თა­ვის ლეკვს თა­ვი­სი­ვე დი­ზა­ი­ნე­რის სა­ხე­ლი შე­არ­ქვა.

ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ­მა ჯორჯ კლუ­ნიმ, რო­მე­ლიც ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა და რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შინ გოჭი ჰყავ­და, ცოტა ხნის წინ ძაღ­ლი შე­ი­ძი­ნა და მას ეინშტა­ი­ნი და­არ­ქვა.

"კარ­გა ხანს არ მყო­ლია ძაღ­ლი, ამი­ტომ ძა­ლი­ან მინ­დო­და მისი ყოლა. თუმ­ცა, უკვე გაწ­ვრთნი­ლი ძაღ­ლის ყოლა მერ­ჩივ­ნა", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"გრე­ის ანა­ტო­მი­ის" ვარ­სკვლავ­მა ელენ პომ­პე­ომ ყა­ვის­ფერ პუ­დელს ვა­ლენ­ტი­ნო და­არ­ქვა, საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ვა­ლენ­ტი­ნოს პა­ტივ­სა­ცე­მად. თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლის 2013 წელს ხალ­ხის რჩე­უ­ლის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­ტე­ლე­ვი­ზიო მსა­ხი­ო­ბად და­სა­ხელ­და, და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ლან­ვი­ნის კა­ბით გა­მო­ცხად­და და არა - ვა­ლენ­ტი­ნო­სი.

ცნო­ბი­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო წამ­ყვა­ნის მარ­ტა სტი­უ­არ­ტის ჩაო-ჩაოს ჯი­შის ძაღ­ლი არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი მონ­ღოლ­თა ლი­დე­რის ჩინ­გიზ ხა­ნის სეხ­ნი­აა. ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს ლედი ხში­რად უნა­ხავთ ნიუ იორ­კის მდიდ­რულ რეს­ტორ­ნებ­ში, სა­დაც ის "ჩინ­გიზ ხან­თან" ერ­თად სა­დი­ლობს, რო­მე­ლიც ამა­ყად ზის მა­გი­დას­თან.

ჯე­ნი­ფერ გარ­დნე­რი­სა და ბენ აფ­ლე­კის ოჯა­ხის მე­ხუ­თე სა­პა­ტიო წევ­რი თეთ­რი ლაბ­რა­დო­რია, სა­ხე­ლად "მარ­ტა სტი­უ­არ­ტი".

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი ჯე­სი­კა ალბა ძაღ­ლე­ბის, კერ­ძოდ მოპ­სის ჯი­შის ძაღ­ლე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, "სინ სი­თის" ვარ­სკვლავს ძაღ­ლე­ბის გარ­და, როკ მუ­სი­კაც უყ­ვარს. სწო­რედ საყ­ვა­რე­ლი როკ-შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი ჰქვი­ათ ალ­ბას ძაღ­ლებს - სიდი, ნენ­სი და ბოუი, დე­ვიდ ბო­უ­ის პა­ტივსცე­მად.

რიზ უი­ზერ­სპუნ­მა თა­ვის ფრან­გულ ბულ­დოგს კოკო შა­ნე­ლი და­არ­ქვა, ინ­გლი­სელ ბულ­დოგს კი საყ­ვა­რე­ლი მომ­ღერ­ლის ფრენკ სი­ნატ­რას სა­ხე­ლი უწო­და.

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი კეტ­რინ ჰე­ი­ლი უზარ­მა­ზარ სახ­ლში თა­ვის ორ გო­გო­ნას­თან და შვიდ ძაღ­ლთან ერ­თად ცხოვ­რობს. ძაღ­ლე­ბი­დან ერთ-ერთს მსა­ხი­ობ­მა შექ­სპი­რის გმი­რის - რო­მე­ოს სა­ხე­ლი და­არ­ქვა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია thedailybeast.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ცნობილი ადამიანები და მათი ძაღლები

ცნობილი ადამიანები და მათი ძაღლები

გამოცემა The Daily Beast იმ ცნობილი ადამიანების ძაღლების ფოტოებს აქვეყნებს, ვისაც პატრონებმა სახელი ცნობილი ადამიანებისა თუ გმირების პატივსაცემად შეურჩიეს.

მომღერალმა ტეილორ სვიფტმა თავის ძაღლს სახელი საყვარელი სატელევიზიო შოუს პატივსაცემად შეურჩია და მას "Doctor" (ექიმი) დაარქვა. ხოლო პატარა, ნაცრისფერ კატას მერედითი დაარქვა, თავისი საყვარელი სერიალის "გრეის ანატომიის" გმირის პატივსაცემად.

ამერიკელმა ბიზნეს ლედიმ და სატელევიზიო წამყვანმა მარტა სტიუარტმა საყვარელ ოთხფეხა ცხოველს ერთ-ერთი აზიელი გმირის სახელი დაარქვა; პოპულარული სერიალის "გრეის ანატომიის" მსახიობმა ელენ პომპეომკმა თავის ლეკვს თავისივე დიზაინერის სახელი შეარქვა.

ჰოლივუდის მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ, რომელიც შინაური ცხოველების დიდი სიყვარულით გამოირჩევა და რამდენიმე წლის განმავლობაში შინ გოჭი ჰყავდა, ცოტა ხნის წინ ძაღლი შეიძინა და მას ეინშტაინი დაარქვა.

"კარგა ხანს არ მყოლია ძაღლი, ამიტომ ძალიან მინდოდა მისი ყოლა. თუმცა, უკვე გაწვრთნილი ძაღლის ყოლა მერჩივნა", - განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

"გრეის ანატომიის" ვარსკვლავმა ელენ პომპეომ ყავისფერ პუდელს ვალენტინო დაარქვა, საყვარელი დიზაინერის ვალენტინოს პატივსაცემად. თუმცა მსახიობი, რომელის 2013 წელს ხალხის რჩეულის დაჯილდოებაზე საუკეთესო სატელევიზიო მსახიობად დასახელდა, დაჯილდოებაზე ლანვინის კაბით გამოცხადდა და არა - ვალენტინოსი.

ცნობილი სატელევიზიო წამყვანის მარტა სტიუარტის ჩაო-ჩაოს ჯიშის ძაღლი არც მეტი, არც ნაკლები მონღოლთა ლიდერის ჩინგიზ ხანის სეხნიაა. ამერიკელი ბიზნეს ლედი ხშირად უნახავთ ნიუ იორკის მდიდრულ რესტორნებში, სადაც ის "ჩინგიზ ხანთან" ერთად სადილობს, რომელიც ამაყად ზის მაგიდასთან.

ჯენიფერ გარდნერისა და ბენ აფლეკის ოჯახის მეხუთე საპატიო წევრი თეთრი ლაბრადორია, სახელად "მარტა სტიუარტი".

ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ალბა ძაღლების, კერძოდ მოპსის ჯიშის ძაღლების დიდი მოყვარულია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "სინ სითის" ვარსკვლავს ძაღლების გარდა, როკ მუსიკაც უყვარს. სწორედ საყვარელი როკ-შემსრულებლების სახელები ჰქვიათ ალბას ძაღლებს - სიდი, ნენსი და ბოუი, დევიდ ბოუის პატივსცემად.

რიზ უიზერსპუნმა თავის ფრანგულ ბულდოგს კოკო შანელი დაარქვა, ინგლისელ ბულდოგს კი საყვარელი მომღერლის ფრენკ სინატრას სახელი უწოდა.

ცნობილი ამერიკელი მსახიობი კეტრინ ჰეილი უზარმაზარ სახლში თავის ორ გოგონასთან და შვიდ ძაღლთან ერთად ცხოვრობს. ძაღლებიდან ერთ-ერთს მსახიობმა შექსპირის გმირის - რომეოს სახელი დაარქვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია thedailybeast.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება