პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუმია" გრძელდება
"მუმია" გრძელდება

ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბის სე­რია "მუ­მია" გრძელ­დე­ბა. კომ­პა­ნია Universal Pictures-ი ახა­ლი სა­თავ­გა­და­სავ­ლო ფილ­მის სცე­ნა­რის­ტად უკვე მო­იწ­ვია ბილ რეი. დღემ­დე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სუ­რა­თის­თვის სცე­ნა­რი უკვე და­წე­რა ჯონ სპე­იტსმა, თუმ­ცა ახლა სტუ­დი­ამ გა­და­წყვი­ტა, ორი­ვე სცე­ნა­რის­ტის ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ა­ერ­თი­ა­ნოს.

"ერთი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გან­ვი­თარ­დე­ბა ფილ­მის მთა­ვა­რი სი­უ­ჟე­ტი, ხოლო მე­ო­რეს პერ­სო­ნა­ჟე­ბი­სა და დი­ა­ლო­გე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ", - აცხა­დებს წყა­რო.

ახა­ლი "მუ­მი­ის" რე­ჟი­სო­რი ლენ უა­იზ­მა­ნი იქ­ნე­ბა. სუ­რა­თი ეკ­რა­ნებ­ზე 2014 წელს გა­მო­ვა.

პირ­ვე­ლად ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის სა­თავ­გა­და­სავ­ლო ფილ­მი "მუ­მია" ეკ­რა­ნებ­ზე 1932 წელს გა­მო­ვი­და. 1999 წელს ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით მა­ყუ­რე­ბელ­მა სუ­რა­თის ახა­ლი ვერ­სია იხი­ლა. მას­ში მთა­ვა­რი რო­ლე­ბი რე­ი­ჩელ უა­ის­მა და ბრენ­დან ფრე­ი­ზერ­მა შე­ას­რუ­ლეს. ფილ­მს წი­ლად დიდი წარ­მა­ტე­ბა ხვდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტუ­დია Universal Pictures-მა მისი ორი გაგ­რძე­ლე­ბა "მუ­მია ბრუნ­დე­ბა" და "მუ­მია: დრა­კო­ნე­ბის იმ­პე­რა­ტო­რის აკ­ლდა­მა" გა­და­ი­ღო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია popcornnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"მუმია" გრძელდება

"მუმია" გრძელდება

ცნობილი ფილმების სერია "მუმია" გრძელდება. კომპანია Universal Pictures-ი ახალი სათავგადასავლო ფილმის სცენარისტად უკვე მოიწვია ბილ რეი. დღემდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სურათისთვის სცენარი უკვე დაწერა ჯონ სპეიტსმა, თუმცა ახლა სტუდიამ გადაწყვიტა, ორივე სცენარისტის ნამუშევარი გააერთიანოს.  

"ერთი სცენარის მიხედვით განვითარდება ფილმის მთავარი სიუჟეტი, ხოლო მეორეს პერსონაჟებისა და დიალოგებისთვის გამოიყენებენ", - აცხადებს წყარო.

ახალი "მუმიის" რეჟისორი ლენ უაიზმანი იქნება. სურათი ეკრანებზე 2014 წელს გამოვა.

პირველად ფანტასტიკის ჟანრის სათავგადასავლო ფილმი "მუმია" ეკრანებზე 1932 წელს გამოვიდა. 1999 წელს ამავე სახელწოდებით მაყურებელმა სურათის ახალი ვერსია იხილა. მასში მთავარი როლები რეიჩელ უაისმა და ბრენდან ფრეიზერმა შეასრულეს. ფილმს წილად დიდი წარმატება ხვდა. მოგვიანებით სტუდია Universal Pictures-მა მისი ორი გაგრძელება "მუმია ბრუნდება" და "მუმია: დრაკონების იმპერატორის აკლდამა" გადაიღო.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება