საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე მიიჩნევს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის , ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალა გაყალბებულია.
როგორც რობაქიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მის შვილს იარაღი არ ჰქონია.
"სისულელეს აკეთებენ, გაყალბებულია კადრები. ორი დღის წინ ეს კაცი ამბობდა, რომ რობაქიძის და გირგვლიანის ქუჩა უნდა გაიხსნასო. დონაძე საზღვარგარეთ ეგდო მაგიტომ, რომ გაეკეთებინა ეს კასეტა. გავა ეს კასეტა ექსპერტიზაზე და ვნახავთ პასუხს. რაც არ უნდა მოხდეს მანდ და რაც არ უნდა დაიქცეს ქვეყანა, ჩემს შვილს იარაღი არ ჰქონია, სად ჰქონდათ 10 წელი ეს კასეტა", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
მისივე თქმით, ბუტა რობაქიძე მასთან ერთად მყოფი პირებიდან მხოლოდ ერთს იცნობდა, ყველა დანარჩენი კი დიდუბეში, სუფრაზე გაიცნო.
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა.
კადრები დღესვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სადაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან.
კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.
ირაკლი ფირცხალავა პროკურატურაში იმყოფება და აპირებს, აღნიშნული ვიდეომასალა მთავარ პროკურატურას გადასცეს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ეს კადრები არ არის სრული ვერსია, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა. როგორც ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მყოფი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი. "ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანაში. ეს მანქანა შუა დღეს "დინამოს" სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე",-განაცხადა ფირცხალავამ.
მისივე თქმით, მისთვის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე, ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ არსებობდა კადრები და ვახტანგ კომახიძის სახელით, რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდათ ის, რაც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე.
"მე მოვიპოვე ეს კადრები. ეს არის უმძიმესი, საშინელი კადრები. ერთი ცალი ნივთმტკიცებად პროკურატურაში მოვიტანე. ეს კადრები მხოლოდ ჩემს შვილს აქვს ნანახი, რომელიც არის 21 წლის. ჩემს შვილსაც არ სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეირაღებული",-განაცხადა ფირცხალავამ.
მისი თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რატომ იცრუეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების შემდეგ, რომ მანქანაში იარაღი არ იყო.
ფირცხალავამ დასძინა, რომ ამ საქმის პროკურორებს აცილებას მისცემენ "თუ საერთოდ აზრი აქვს ამ საქმის გამოძიებას".
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე მიიჩნევს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის , ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალა გაყალბებულია.როგორც რობაქიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მის შვილს იარაღი არ ჰქონია.
"სისულელეს აკეთებენ, გაყალბებულია კადრები. ორი დღის წინ ეს კაცი ამბობდა, რომ რობაქიძის და გირგვლიანის ქუჩა უნდა გაიხსნასო. დონაძე საზღვარგარეთ ეგდო მაგიტომ, რომ გაეკეთებინა ეს კასეტა. გავა ეს კასეტა ექსპერტიზაზე და ვნახავთ პასუხს. რაც არ უნდა მოხდეს მანდ და რაც არ უნდა დაიქცეს ქვეყანა, ჩემს შვილს იარაღი არ ჰქონია, სად ჰქონდათ 10 წელი ეს კასეტა", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
მისივე თქმით, ბუტა რობაქიძემ მასთან ერთად მყოფი პირებიდან მხოლოდ ერთს იცნობდა, ყველა დანარჩენი კი დიდუბეში, სუფრაზე გაიცნო.