ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჰიუ გრანტი 52 წლის ასაკში მამა მეორედ გახდა. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" გვერდზე თავად განაცხადა.მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში მარტოხელა მამაკაცის იმიჯს ინარჩუნებდა.
გრანტს მამობის ბედნიერება ჰონგ-კონგელმა მეგობარმა ქალბატონმა, ტინგლან ჰონგმა მიანიჭა. მან ცნობილ მსახიობს ვაჟი გაუჩინა, რომელიც სწორედ იმ სამშობიარო სახლში დაიბადა, სადაც ბრიტანეთის პრინცესა, ქეით მიდლტონი აპირებს მშობიარობას.
ჰიუმ და ტინგლანმა პატარას ფელიქს ჩანგი დაარქვეს. ფელიქსი ლათინურ ენაზე "ბედნიერს" ნიშნავს, "ჩანგი" კი ჩინურ ენაზე ითარგმნება, როგორც "დღეგრძელი".
როგორც აღმოჩნდა, ბავშვი 29 დეკემბერს დაიბადა, მაგრამ მშობლებმა ის ოფიციალურად 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის დღეს დაარეგისტრირეს.
"ძალიან მიხარია, რომ ჩემს ქალიშვილს ძმა ჰყავს. ორივეს ვაღმერთებ. მათ არაჩვეულებრივი დედა ჰყავთ. სიმართლე გითხრათ, მამობა ახლა ვიგრძენი", - წერს მსახიობი თავის მიკრობლოგში.
ჰიუსა და მისი მეგობარი ქალბატონის თანაცხოვრება იოლი არ ყოფილა. 2011 წლის სექტემბერში ტინგლანმა მსახიობს ქალიშვილი აჩუქა, თუმცა 19 წლით უმცროსი ქალის ფეხმძიმობა გრანტისთვის უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა და საჯაროდ განაცხადა, რომ შვილის დედასთან მხოლოდ შემთხვევითი გატაცება აკავშირებდა. ამის მიუხედავად, პატარა ტაბიტა გრანტმა შვილად აღიარა, დედა-შვილს სახლი უყიდა და მათი უზრუნველყოფაც იკისრა.
იქედან გამომდინარე, რომ ამჯერად ბავშვის დაბადება საჯაროდ აღიარა, ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ გაერთიანებული სამეფოს ყველაზე სასურველმა სასიძომ, როგორც იქნა, ოჯახური ბედნიერების გემო გაიგო.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo