მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა დანელიამ მომავალი მეუღლე მკერდით მოხიბლა
თეა დანელიამ მომავალი მეუღლე მკერდით მოხიბლა

მუ­სი­კო­სი თეა და­ნე­ლია და­ო­ჯახ­და. თე­ას­თვის ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა და პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 9 წლის ზუკა ჰყავს, რა­ტის - 12 წლის იკუ­ნა. თეამ ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი რატი ბუ­ა­ძე "ღა­მის შოუს სტუ­დი­ა­ში" გა­იც­ნო. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ერ­თად და­ლი­ეს, ამას მოჰ­ყვა მე­გობ­რო­ბა, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და ბო­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი. ხე­ლის მო­წე­რა რომ გა­და­წყვი­ტეს, პირ­ველ ცდა­ზე ორი­ვეს ჩა­ე­ძი­ნა. მე­ო­რედ პა­ტარ­ძა­ლი საკ­მა­ოდ უჩ­ვე­უ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა და კი­ნა­ღამ სა­კუ­თარ ხე­ლის­მო­წე­რა­ზე და­იგ­ვი­ა­ნა.

თეა:

- ჩემი რჩე­უ­ლი რატი ბუ­ა­ძე ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რია. ხელი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 22 ოქ­ტომ­ბერს მო­ვა­წე­რეთ, მაგ­რამ სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ერთ სახ­ლში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. რატი "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ა­ში გა­ვი­ცა­ნი. ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი გახ­ლავთ. "იმედ­ში" სა­მუ­შა­ოდ შარ­შან მარ­ტში მო­ვი­და.

რატი:

- თეა პირ­ვე­ლად 2007 წელს ერთ-ერთ ბარ­ში ვნა­ხე, სა­დაც მღე­რო­და. მახ­სოვს, ჯგუფ­ში სამ­ნი იყ­ვნენ. ადრე "რუს­თა­ვი 2"-ში ვმუ­შა­ობ­დი, "ღა­მის შო­უ­ში" 2011 წელს მი­ვე­დი. თეა იქ უკვე ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნი.

თეა:

- პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე დავ­ლი­ეთ. ყვე­ლა­ფე­რი ხომ და­ლე­ვით იწყე­ბა. ადა­მი­ანს მთვრალს რომ ხე­დავ, ხვდე­ბი, შე­ნი­ა­ნია თუ - არა. "ღა­მის შოუს" გუნდს ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბით. იმ კლუ­ბებ­ში მო­დი­ოდ­ნენ, სა­დაც "ფა­რენ­გე­ი­ტი" ვუკ­რავ­დით და შემ­დეგ ვქე­ი­ფობ­დით.

- ყვე­ლა­ფე­რი ალ­ბათ მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო.

რატი:

- მე და თეა, პირ­ველ რიგ­ში, კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ.

თეა:

- და ხან­და­ხან ცოლი, თუ არ მე­ძი­ნე­ბა. რა­ტის სულ ვე­კი­თხე­ბი, რა გაძ­ლე­ბა მოგ­ცა ღმერ­თმა, რომ ცო­ლად მე ამირ­ჩიე და თან ამით ბედ­ნი­ე­რი ხარ-მეთ­ქი. კაცი რომ ვიყო, ჩემ­ნა­ირ ქალ­თან ერ­თად ვერ ვი­ცხოვ­რებ­დი. რატი ჩემი დიდი მკერ­დით მო­ი­ხიბ­ლა (იცი­ნი­ან).

- რატი, თეას სიყ­ვა­რუ­ლი რო­გორ აუხ­სე­ნი?

- არ ამიხ­სნია, ვაგ­რძნო­ბი­ნე.

თეა:

- ჩვენ­ში ეს გრძნო­ბა ერ­თდრო­უ­ლად მო­ვი­და. ჩემი მხრი­დან რამე სა­პა­სუ­ხო რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც სხვე­ბი და­მიბ­ლო­კავს, რა­ტი­საც ისე დავბლო­კავ­დი. სა­კუ­თარ თავ­ში ვიგ­რძე­ნი, რომ მას­ზე სხვა­ნა­ი­რად ვფიქ­რობ­დი და პა­ნი­კა­ში ჩავ­ვარ­დი. სიყ­ვა­რუ­ლი მარ­ტო სი­ტყვე­ბი ხომ არ არის, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. თან, როცა გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს, უფრო ფრთხი­ლი ხდე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი ვაწ­ვა­ლე, დღე­საც ვე­უბ­ნე­ბი, სულ ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის მე­ტყო­და, წადი ერთი, თავი და­მა­ნე­ბეო.

რატი:

- თეა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და დღე­საც მიყ­ვარს.

თეა:

- რატი პი­როვ­ნუ­ლად ზედ­მე­ტად და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია. მი­მაჩ­ნია, რომ ასეთ კარგ ადა­მი­ანს არ ვიმ­სა­ხუ­რებ. ძა­ლი­ან ალა­ლია, შე­გიძ­ლია, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ყვე­ლა­ფე­რი მო­ა­ტყუო. ზედ­მე­ტად მომთმე­ნი და კე­თი­ლია. მე მა­ი­მუ­ნი ტიპი ვარ. არ შე­მიძ­ლია ვუ­თხრა, საყ­ვა­რე­ლო, მოდი ჩემ­თან, მა­კო­ცე. ამა­ში გა­მი­გო, რად­გან თვი­თო­ნაც არ უყ­ვარს ასე­თი რა­ღა­ცე­ბი. სულ ვმა­ი­მუ­ნობთ, ჩვე­ნი ცოლ­ქმრო­ბა მა­ი­მუ­ნო­ბაა. ჭკუ­ამ­ხი­ა­რუ­ლი ოჯა­ხი ვართ. ერ­თმა­ნე­თი ისე­თე­ბი გვიყ­ვარს, რო­გო­რე­ბიც ვართ.

- რატი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში თუ გი­ჩხუ­ბი­ათ?

- სე­რი­ო­ზუ­ლად არა­სო­დეს. ერთხელ დავ­შორ­დით ორი დღე, ისიც "ლა­ი­თად" და ვი­ცო­დი, რომ თეას აუ­ცი­ლებ­ლად და­ვიბ­რუ­ნებ­დი. მსი­ა­მოვ­ნებ­და, მისი გუ­ლის მო­სა­გე­ბად ამ­დე­ნი ბრძო­ლა რომ მი­წევ­და.

თეა:

- მგო­ნი, მა­ზო­ხის­ტია და ახლა გა­ვარ­კვიე. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თა­ვი­დან­ვე გარ­კვე­უ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ერთ ნა­ბიჯს უკან გა­და­სად­გმე­ლად მა­ინც ვი­ტო­ვებ­დი. აგ­ვის­ტო­ში "ბან­დერო­ლი" ბა­თუმ­ში ვუკ­რავ­დით სხვა­დას­ხვა კლუბ­ში და რა­ტის ყო­ველ­დღი­უ­რად ტე­ლე­ფო­ნით ვეხ­მი­ა­ნე­ბო­დი. ერთ დღეს ვუ­რე­კავ, სად ხარ-მეთ­ქი და რუს­თავ­ში ძმა­კაც­თან მივ­დი­ვა­რო. ერთი სა­ა­თის შემ­დეგ ვუ­რე­კავ, პუპ­სიკ, გზა­ში ვარ, ვერ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბიო, ცოტა ხან­ში იგი­ვე გა­მე­ორ­და, ვერ მივ­ხვდი, რა სჭირ­და. სა­ღა­მოს სამ­სა­ხურ­ში მი­მა­ვალს და­მი­რე­კა და ვუ­თხა­რი, ახლა მე არ მცა­ლია, სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ-მეთ­ქი. მი­ვე­დი და იქ დამ­ხვდა. მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მაქვს. პირ­ვე­ლად რომ და­ვი­ნა­ხე, მე­გო­ნა მეჩ­ვე­ნე­ბო­და, მაგ­რამ წი­თელ კე­დებ­ზე მივ­ხვდი, რომ ნამ­დვი­ლად ის იყო. ამის შემ­დეგ ბა­თუმ­ში დარ­ჩა. თან ჩემი შვი­ლი მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ა­რეთ. ერთ თვე­ში 6000 კი­ლო­მეტ­რი გა­ვი­ა­რეთ.შემ­დეგ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. "ბან­დეროლს" ბინა გვქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი და ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, რო­მელ­თაც ოჯა­ხე­ბი აქვთ, მე­უღ­ლე­ე­ბით იყ­ვნენ წა­მო­სუ­ლე­ბი. რა­ტიც ჩვენ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. დილა-სა­ღა­მოს მას ვუ­ყუ­რებ­დი და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მივ­ხვდი, რომ მო­მე­ნატ­რა დი­ლას მისი და­ნახ­ვა. ბა­თუმ­ში­ვე ვა­პი­რებ­დით ხე­ლის მო­წე­რას, მაგ­რამ მი­ზეზ­თა გამო გა­და­ვი­ფიქ­რეთ.

რატი:

- ჩაგ­ვე­ძი­ნა (იცი­ნი­ან).

თეა:

- ხომ გე­უბ­ნე­ბით, ჩაგ­ვე­ძი­ნა, მა­ი­მუ­ნე­ბი ვართ. სხვა ქალი ამის გამო ერთ ამ­ბავს ატეხ­და. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩემ­მა შვილ­მა ძა­ლი­ან დიდი როლი ითა­მა­შა. რო­დე­საც ქალს შვი­ლი გყავს და თხოვ­დე­ბი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ შენი შვი­ლიც შენ­თან იცხოვ­რებს. რატი თა­ვი­დან­ვე გა­ვა­ცა­ნი და ძა­ლი­ან კარ­გად გა­უ­გეს ერ­თმა­ნეთს. ზუ­კას მარ­თლა უყ­ვარს რატი, თა­ვი­სი ნე­ბით ეძა­ხის მა­მას. ეუბ­ნე­ბა, მა­მი­კო, მიყ­ვარ­ხარ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ზღვარ­ზე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ზუ­კამ მი­თხრა, ნეტა ერთი რას ფიქ­რობ, რატი რომ გი­ყუ­რებს, მის თვა­ლებ­ში შენ ჩან­ხა­რო. მინ­და, რატი ჩემი მამა იყო­სო.

- ერ­თმა­ნე­თის ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- გა­და­სა­რე­ვად. 32 წლის ვხდე­ბი, გა­ნა­თხო­ვა­რი ქალი ვარ და რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, დე­დას რომ ეთ­ქვა, არა, შვი­ლო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბაო. თან, რა­ტის იც­ნობ­დნენ. ნა­ხეს, ჩემ­თან და ზუ­კას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. რა­ტის გე­ნი­ა­ლუ­რი დედა ჰყავს. სამ­სა­ხუ­რი­დან შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­მო­ვე­დით, ყავა უნდა დაგ­ვე­ლია. ამ დროს დე­დამ და­უ­რე­კა, სად ხარ­თო? - მე და თეა ყა­ვის და­ლე­ვას ვა­პი­რებ­დი­თო. - მერე, რაღა სხვა­გან ახ­ვი­დეთ, ჩვენ­თან ამო­დით და აქ და­ლი­ე­თო. ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბო­და, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ვკან­კა­ლებ­დი. სახ­ლში შე­ვე­დი და ხუთ წუთ­ში მო­მეშ­ვა.

- ხე­ლის მო­წე­რამ­დე ერთხელ ჩა­გე­ძი­ნათ და ბო­ლოს რო­გორ მო­ა­წე­რეთ ხელი?

- სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვია, დო­კუ­მენ­ტუ­რად მო­გიყ­ვე­ბით. ხე­ლის მო­წე­რა 22 ოქ­ტომ­ბერს დავ­ნიშ­ნეთ. დი­ლას ჩემს ერთ-ერთ მეჯ­ვა­რე ნი­ნოს­თან ერ­თად სპორტდარ­ბაზ­ში წა­ვე­დი. ხუთ სა­ათ­ზე იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ხელი უნდა მოგ­ვე­წე­რა. სარ­ბენ ბი­ლიკ­ზე ვი­დე­ქით, რო­დე­საც ნი­ნოს ფეხ­მძი­მე დამ და­უ­რე­კა, ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა და­ე­წყო. ორი­ვე სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­ვი­ქე­ცით, კე­დე­ბი და სპორ­ტუ­ლე­ბი მეც­ვა. ბავ­შვი ექ­ვსთვი­ა­ნი და­ი­ბა­და და სას­წრა­ფოდ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. მეც გავ­ყე­ვი. სა­ათს რომ დავ­ხე­დე, ოთხი ხდე­ბო­და, მივ­ხვდი, რომ სახ­ლში მის­ვლა­სა და გამ­ზა­დე­ბას ვერ მო­ვას­წრებ­დი. რა­ტის და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, ტან­საც­მე­ლი წა­მო­ე­ღო და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან მო­სუ­ლი­ყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის პარ­კინგზე, დღი­სით, მზი­სით, მან­ქა­ნა­ში გა­ვი­ხა­დე სპორ­ტუ­ლე­ბი და ჯინ­სი და შავი ზე­და­ტა­ნი ჩა­ვიც­ვი. გი­ჟე­ბი­ვით შევ­ვარ­დით, ხელი მო­ვა­წე­რეთ, გა­მო­ვი­ქე­ცით. ქმარ-შვი­ლი სახ­ლში მი­ვიყ­ვა­ნე და მე ისევ სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­ვი­ქე­ცი. ჯვა­რი ჯერ არ დაგ­ვი­წე­რია, მაგ­რამ ვა­პი­რებთ. ახლა მე, რატი და ზუკა ერ­თად ვცხოვ­რობთ. სახ­ლში თუ­თი­ყუ­ში და ძაღ­ლი - ჩიკო და ლენ­კა გვყავს. ოთხი მა­მა­კა­ცი მყავს და ერთი ქალი ვარ.

- რატი, თეა რო­გო­რი დი­ა­სახ­ლი­სია?

- მშვე­ნი­ე­რი, უგემ­რი­ე­ლეს საჭ­მე­ლებს აკე­თებს. კარ­გი მე­ო­ჯა­ხე და მე­უღ­ლეა.

თეა:

- რა­ტის სულ ვე­უბ­ნე­ბი და მარ­თლა ასე მჯე­რა, რო­გორ ხმა­მაღ­ლა­დაც უნდა ჟღერ­დეს, ჩემ გვერ­დზე მდგო­მი მა­მა­კა­ცის გვერ­დით თავს დე­დოფ­ლად უნდა ვგრძნობ­დე და მე მის­თვის მონა ვიქ­ნე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ღაც შევ­ცვა­ლე სა­კუ­თარ თავ­ში რა­ტის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, ასე­ვე მა­ნაც, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თის­თვის არ დაგ­ვი­ძა­ლე­ბია. სა­ნამ და­ვო­ჯახ­დე­ბო­დი, სამ­სა­ხურს პირ­ველ სა­ათ­ზე რომ მოვ­რჩე­ბო­დი, შე­მეძ­ლო, სამ სა­ა­თამ­დე იმ კლუბ­ში ვმჯდა­რი­ყა­ვი და მე­სა­უბ­რა. ახლა ასე აღარ ვიქ­ცე­ვი, იმი­ტომ, რომ შინ ქმარ-შვი­ლი მე­ლო­დე­ბა. რატი არაფ­რის ჩაც­მას არ მიკ­რძა­ლავს. მოკ­ლე ბო­ლო­კა­ბა ისე­დაც არ მაც­ვია, არც წი­თელ პო­მა­დას ვის­ვამ.

- ალ­ბათ სა­ერ­თო შვილ­ზეც ფიქ­რობთ?

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. არა­ვინ იცის, რა იქ­ნე­ბა. ერთი ის ვი­ცით ორი­ვემ, რომ ერ­თად კარ­გად ვართ. ისე კარ­გად არა, რო­გორც რო­მა­ნებ­ში წე­რენ ან ზღაპ­რებს რომ კი­თხუ­ლობ და შენც ეგრე გინ­და იყო. არა, უბ­რა­ლოდ, კარ­გად ვართ. რა­ტის მარ­თლა ძა­ლი­ან მა­გა­რი თვი­სე­ბა აქვს. მე თუ ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, არა­ვის ვუ­სურ­ვებ, იმ წუ­თებ­ში გა­მე­კა­როს. შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი დავ­ღე­ჭო და დავჭმუჭ­ნო. რა­ტის შე­უძ­ლია, მორ­ჩი­ლად ამი­ტა­ნოს იმ წუ­თებ­ში და ყვე­ლა­ფერ­ზე და­მე­თან­ხმოს. მეც ვცდი­ლობ, როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, ხა­სი­ა­თი შე­ვუ­წყო. ისე უნდა მო­იქ­ცეს ორი ადა­მი­ა­ნი, რომ ერ­თმა­ნე­თი გა­ა­ბედ­ნი­ე­რონ.

- ეჭ­ვი­ა­ნე­ბი ხომ არ ხართ?

- არა, ერ­თმა­ნეთს ვენ­დო­ბით. ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და ამას რატი ხე­დავს. მე­გო­ბა­რი ბი­ჭე­ბი მყავს და მის­გან არა­სო­დეს მიგ­რძნია უნ­დობ­ლო­ბა. რაც შე­მე­ხე­ბა მე, სა­კუ­თარ თავს ისე ვენ­დო­ბი, რომ ჩემს ქმარ­ზე არ ვი­ეჭ­ვი­ა­ნებ. მე და რატი თა­ვი­დან­ვე შევ­თან­ხმდით, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი აქვს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, რომ ეს და­სას­რუ­ლი მა­შინ იყოს, რო­დე­საც ჩვენ დავსრულ­დე­ბით. არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა, კაცი ბჭობ­და და ღმერ­თი იცი­ნო­დაო. მკრე­ხე­ლო­ბა­ში არა­ვინ ჩა­მო­მარ­თვას, მაგ­რამ დიდი იმე­დი მაქვს, რომ სა­მი­ვე ერ­თად ვი­ცი­ნებთ.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

თეა დანელიამ მომავალი მეუღლე მკერდით მოხიბლა

თეა დანელიამ მომავალი მეუღლე მკერდით მოხიბლა

მუსიკოსი თეა დანელია დაოჯახდა. თეასთვის ეს მეორე ქორწინებაა და პირველი ქორწინებიდან 9 წლის ზუკა ჰყავს, რატის - 12 წლის იკუნა. თეამ ტელეოპერატორი რატი ბუაძე "ღამის შოუს სტუდიაში" გაიცნო. პირველი შეხვედრის შემდეგ ერთად დალიეს, ამას მოჰყვა მეგობრობა, ურთიერთგაგება და ბოლოს სიყვარული. ხელის მოწერა რომ გადაწყვიტეს, პირველ ცდაზე ორივეს ჩაეძინა. მეორედ პატარძალი საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა და კინაღამ საკუთარ ხელისმოწერაზე დაიგვიანა.

თეა:

-  ჩემი რჩეული რატი ბუაძე ტელეოპერატორია. ხელი ოფიციალურად 22 ოქტომბერს მოვაწერეთ, მაგრამ სექტემბრის ბოლოს ერთ სახლში გადავედით საცხოვრებლად. რატი "ღამის შოუს" სტუდიაში გავიცანი. ტელეოპერატორი გახლავთ. "იმედში" სამუშაოდ შარშან მარტში მოვიდა.

რატი:

-  თეა პირველად 2007 წელს ერთ-ერთ ბარში ვნახე, სადაც მღეროდა. მახსოვს, ჯგუფში სამნი იყვნენ. ადრე "რუსთავი 2"-ში ვმუშაობდი, "ღამის შოუში" 2011 წელს მივედი. თეა იქ უკვე ახლოს გავიცანი.

თეა:

-  პირველ შეხვედრაზე დავლიეთ. ყველაფერი ხომ დალევით იწყება. ადამიანს მთვრალს რომ ხედავ, ხვდები, შენიანია თუ - არა. "ღამის შოუს" გუნდს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხშირად ვიკრიბებით. იმ კლუბებში მოდიოდნენ, სადაც "ფარენგეიტი" ვუკრავდით და შემდეგ ვქეიფობდით.

-  ყველაფერი ალბათ მეგობრობით დაიწყო.

რატი:

-  მე და თეა, პირველ რიგში, კარგი მეგობრები ვართ.

თეა:

-  და ხანდახან ცოლი, თუ არ მეძინება. რატის სულ ვეკითხები, რა გაძლება მოგცა ღმერთმა, რომ ცოლად მე ამირჩიე და თან ამით ბედნიერი ხარ-მეთქი. კაცი რომ ვიყო, ჩემნაირ ქალთან ერთად ვერ ვიცხოვრებდი. რატი ჩემი დიდი მკერდით მოიხიბლა (იცინიან).

-  რატი, თეას სიყვარული როგორ აუხსენი?

-  არ ამიხსნია, ვაგრძნობინე.

თეა:

-  ჩვენში ეს გრძნობა ერთდროულად მოვიდა. ჩემი მხრიდან რამე საპასუხო რომ არ ყოფილიყო, როგორც სხვები დამიბლოკავს, რატისაც ისე დავბლოკავდი. საკუთარ თავში ვიგრძენი, რომ მასზე სხვანაირად ვფიქრობდი და პანიკაში ჩავვარდი. სიყვარული მარტო სიტყვები ხომ არ არის, უდიდესი პასუხისმგებლობაა. თან, როცა გამოცდილება გაქვს, უფრო ფრთხილი ხდები. ძალიან ბევრი ვაწვალე, დღესაც ვეუბნები, სულ ველოდებოდი, როდის მეტყოდა, წადი ერთი, თავი დამანებეო.

რატი:

-  თეა ძალიან მიყვარდა და დღესაც მიყვარს.

თეა:

-  რატი პიროვნულად ზედმეტად დადებითი ადამიანია. მიმაჩნია, რომ ასეთ კარგ ადამიანს არ ვიმსახურებ. ძალიან ალალია, შეგიძლია, პატარა ბავშვივით ყველაფერი მოატყუო. ზედმეტად მომთმენი და კეთილია. მე მაიმუნი ტიპი ვარ. არ შემიძლია ვუთხრა, საყვარელო, მოდი ჩემთან, მაკოცე. ამაში გამიგო, რადგან თვითონაც არ უყვარს ასეთი რაღაცები. სულ ვმაიმუნობთ, ჩვენი ცოლქმრობა მაიმუნობაა. ჭკუამხიარული ოჯახი ვართ. ერთმანეთი ისეთები გვიყვარს, როგორებიც ვართ.

-  რატი, შეყვარებულობის პერიოდში თუ გიჩხუბიათ?

-  სერიოზულად არასოდეს. ერთხელ დავშორდით ორი დღე, ისიც "ლაითად" და ვიცოდი, რომ თეას აუცილებლად დავიბრუნებდი. მსიამოვნებდა, მისი გულის მოსაგებად ამდენი ბრძოლა რომ მიწევდა.

თეა:

-  მგონი, მაზოხისტია და ახლა გავარკვიე. ჩვენს ურთიერთობაში თავიდანვე გარკვეული იყო ყველაფერი, მაგრამ რატომღაც ერთ ნაბიჯს უკან გადასადგმელად მაინც ვიტოვებდი. აგვისტოში "ბანდეროლი" ბათუმში ვუკრავდით სხვადასხვა კლუბში და რატის ყოველდღიურად ტელეფონით ვეხმიანებოდი. ერთ დღეს ვურეკავ, სად ხარ-მეთქი და რუსთავში ძმაკაცთან მივდივარო. ერთი საათის შემდეგ ვურეკავ, პუპსიკ, გზაში ვარ, ვერ დაგელაპარაკებიო, ცოტა ხანში იგივე გამეორდა, ვერ მივხვდი, რა სჭირდა. საღამოს სამსახურში მიმავალს დამირეკა და ვუთხარი, ახლა მე არ მცალია, სამსახურში მივდივარ-მეთქი. მივედი და იქ დამხვდა. მხედველობის პრობლემა მაქვს. პირველად რომ დავინახე, მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ წითელ კედებზე მივხვდი, რომ ნამდვილად ის იყო. ამის შემდეგ ბათუმში დარჩა. თან ჩემი შვილი მყავდა წაყვანილი. ძალიან ბევრი ვიარეთ. ერთ თვეში 6000 კილომეტრი გავიარეთ.შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ყოველდღიურობაში გადაიზარდა. "ბანდეროლს" ბინა გვქონდა ნაქირავები და ჯგუფის წევრები, რომელთაც ოჯახები აქვთ, მეუღლეებით იყვნენ წამოსულები. რატიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. დილა-საღამოს მას ვუყურებდი და თბილისში დაბრუნებული მივხვდი, რომ მომენატრა დილას მისი დანახვა. ბათუმშივე ვაპირებდით ხელის მოწერას, მაგრამ მიზეზთა გამო გადავიფიქრეთ.

რატი:

-  ჩაგვეძინა (იცინიან).

თეა:

-  ხომ გეუბნებით, ჩაგვეძინა, მაიმუნები ვართ. სხვა ქალი ამის გამო ერთ ამბავს ატეხდა. ჩვენს ურთიერთობაში ჩემმა შვილმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. როდესაც ქალს შვილი გყავს და თხოვდები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი შვილიც შენთან იცხოვრებს. რატი თავიდანვე გავაცანი და ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს. ზუკას მართლა უყვარს რატი, თავისი ნებით ეძახის მამას. ეუბნება, მამიკო, მიყვარხარ. გადაწყვეტილების მიღების ზღვარზე ვიყავი, როდესაც ზუკამ მითხრა, ნეტა ერთი რას ფიქრობ, რატი რომ გიყურებს, მის თვალებში შენ ჩანხარო. მინდა, რატი ჩემი მამა იყოსო.

-  ერთმანეთის ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

-  გადასარევად. 32 წლის ვხდები, განათხოვარი ქალი ვარ და როგორ წარმოგიდგენიათ, დედას რომ ეთქვა, არა, შვილო, როგორ შეიძლებაო. თან, რატის იცნობდნენ. ნახეს, ჩემთან და ზუკასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა. რატის გენიალური დედა ჰყავს. სამსახურიდან შესვენებაზე გამოვედით, ყავა უნდა დაგველია. ამ დროს დედამ დაურეკა, სად ხართო? - მე და თეა ყავის დალევას ვაპირებდითო. - მერე, რაღა სხვაგან ახვიდეთ, ჩვენთან ამოდით და აქ დალიეთო. ძალიან მერიდებოდა, პატარა ბავშვივით ვკანკალებდი. სახლში შევედი და ხუთ წუთში მომეშვა.

-  ხელის მოწერამდე ერთხელ ჩაგეძინათ და ბოლოს როგორ მოაწერეთ ხელი?

-  საოცარი ამბავია, დოკუმენტურად მოგიყვებით. ხელის მოწერა 22 ოქტომბერს დავნიშნეთ. დილას ჩემს ერთ-ერთ მეჯვარე ნინოსთან ერთად სპორტდარბაზში წავედი. ხუთ საათზე იუსტიციის სახლში ხელი უნდა მოგვეწერა. სარბენ ბილიკზე ვიდექით, როდესაც ნინოს ფეხმძიმე დამ დაურეკა, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ორივე სამშობიაროში გავიქეცით, კედები და სპორტულები მეცვა. ბავშვი ექვსთვიანი დაიბადა და სასწრაფოდ იაშვილის კლინიკაში გადავიყვანეთ. მეც გავყევი. საათს რომ დავხედე, ოთხი ხდებოდა, მივხვდი, რომ სახლში მისვლასა და გამზადებას ვერ მოვასწრებდი. რატის დავურეკე და ვუთხარი, ტანსაცმელი წამოეღო და იუსტიციის სახლთან მოსულიყო. წარმოიდგინეთ, იუსტიციის სახლის პარკინგზე, დღისით, მზისით, მანქანაში გავიხადე სპორტულები და ჯინსი და შავი ზედატანი ჩავიცვი. გიჟებივით შევვარდით, ხელი მოვაწერეთ, გამოვიქეცით. ქმარ-შვილი სახლში მივიყვანე და მე ისევ სამშობიაროში გავიქეცი. ჯვარი ჯერ არ დაგვიწერია, მაგრამ ვაპირებთ. ახლა მე, რატი და ზუკა ერთად ვცხოვრობთ. სახლში თუთიყუში და ძაღლი - ჩიკო და ლენკა გვყავს. ოთხი მამაკაცი მყავს და ერთი ქალი ვარ.

-  რატი, თეა როგორი დიასახლისია?

-  მშვენიერი, უგემრიელეს საჭმელებს აკეთებს. კარგი მეოჯახე და მეუღლეა.

თეა:

-  რატის სულ ვეუბნები და მართლა ასე მჯერა, როგორ ხმამაღლადაც უნდა ჟღერდეს, ჩემ გვერდზე მდგომი მამაკაცის გვერდით თავს დედოფლად უნდა ვგრძნობდე და მე მისთვის მონა ვიქნები. ძალიან ბევრი რაღაც შევცვალე საკუთარ თავში რატის გაცნობის შემდეგ, ასევე მანაც, მაგრამ ერთმანეთისთვის არ დაგვიძალებია. სანამ დავოჯახდებოდი, სამსახურს პირველ საათზე რომ მოვრჩებოდი, შემეძლო, სამ საათამდე იმ კლუბში ვმჯდარიყავი და მესაუბრა. ახლა ასე აღარ ვიქცევი, იმიტომ, რომ შინ ქმარ-შვილი მელოდება. რატი არაფრის ჩაცმას არ მიკრძალავს. მოკლე ბოლოკაბა ისედაც არ მაცვია, არც წითელ პომადას ვისვამ.

-  ალბათ საერთო შვილზეც ფიქრობთ?

-  რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. არავინ იცის, რა იქნება. ერთი ის ვიცით ორივემ, რომ ერთად კარგად ვართ. ისე კარგად არა, როგორც რომანებში წერენ ან ზღაპრებს რომ კითხულობ და შენც ეგრე გინდა იყო. არა, უბრალოდ, კარგად ვართ. რატის მართლა ძალიან მაგარი თვისება აქვს. მე თუ ცუდ ხასიათზე ვარ, არავის ვუსურვებ, იმ წუთებში გამეკაროს. შეიძლება, ადამიანი დავღეჭო და დავჭმუჭნო. რატის შეუძლია, მორჩილად ამიტანოს იმ წუთებში და ყველაფერზე დამეთანხმოს. მეც ვცდილობ, როცა ცუდ ხასიათზეა, ხასიათი შევუწყო. ისე უნდა მოიქცეს ორი ადამიანი, რომ ერთმანეთი გააბედნიერონ.

-  ეჭვიანები ხომ არ ხართ?

-  არა, ერთმანეთს ვენდობით. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და ამას რატი ხედავს. მეგობარი ბიჭები მყავს და მისგან არასოდეს მიგრძნია უნდობლობა. რაც შემეხება მე, საკუთარ თავს ისე ვენდობი, რომ ჩემს ქმარზე არ ვიეჭვიანებ. მე და რატი თავიდანვე შევთანხმდით, რომ ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს დასასრული მაშინ იყოს, როდესაც ჩვენ დავსრულდებით. არსებობს გამოთქმა, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. მკრეხელობაში არავინ ჩამომართვას, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ სამივე ერთად ვიცინებთ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება