პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაცალეთ, მეგობრებო", - რას ავალებს და სთხოვს სოსო ჯაჭვლიანი ჟურნალისტებს
"გვაცალეთ, მეგობრებო", - რას ავალებს და სთხოვს სოსო ჯაჭვლიანი ჟურნალისტებს

"ქუ­თა­ის­ში რო­გორ არის, იცით? ჩე­მოდ­ნებ­ზე ვზი­ვართ, მუდ­მი­ვად გზა­ში ვართ. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გო­რი დი­ვერ­სია მო­ა­წყო იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში გა­და­ტა­ნით? ამის შემ­დეგ რომ ვუს­მენ, რო­გორ იცა­ვენ ისი­ნი სა­ა­კაშ­ვილს, პირ­და­პირ ბოღ­მა მახ­რჩობს... მად­ლო­ბა ღმერ­თს, ახლა დე­მოკ­რა­ტი­ის სიომ და­ბე­რა, მაგ­რამ დე­მოკ­რა­ტი­ამ­დე ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან შორი ყო­ფი­ლა. არ მე­გო­ნა, თუ ასე შორს იქ­ნე­ბო­და", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში დე­პუ­ტა­ტი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბაც "სკა­ი­პის" სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ. რო­გო­რი ეგო­ნა მას არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დე­მოკ­რა­ტია და რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამის შე­სა­ხებ მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- დე­მოკ­რა­ტია არც შო­რი­დან ჩან­და ად­ვი­ლი, მაგ­რამ ახ­ლო­დან მა­ინც ძა­ლი­ან ძნე­ლი და მი­უღ­წე­ვე­ლი ყო­ფი­ლა... აბა, დე­მოკ­რა­ტია ად­ვი­ლი რომ იყოს, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბო­და. სულ რა­ღაც 40 წლის წინ ამე­რი­კა­ში თეთრკა­ნი­ა­ნი და შავ­კა­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რობ­დნენ. ამ დროს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნუ­რი შეგ­ნე­ბა არ­სე­ბობ­და. ასე რომ, ჩვენ, ქარ­თვე­ლებს, ვერც ევ­რო­პა და ვერც აზია ვერ გვას­წავ­ლის ტო­ლე­რან­ტო­ბა­სა და იმ დე­მოკ­რა­ტი­ას, რა­ზეც ახლა გვი­კი­ჟი­ნე­ბენ. ეს თემა ვაჟა-ფშა­ვე­ლამ ასა­ხა თა­ვის ორგვერ­დი­ან ნა­წარ­მო­ებ­ში "პატ­რი­ო­ტიზ­მი და კოს­მო­პო­ტი­ლიზ­მი". ის ყვე­ლა­ფე­რი, რი­თაც დღე­ვან­დელ მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის მა­მებს თავი მო­აქვთ და დიდ გან­სწავ­ლუ­ლო­ბას იბ­რა­ლე­ბენ, იმ ორ გვერ­დზე წე­რია. ახლა კი დგა­ნან და ნო­ტა­ცი­ებს გვი­კი­თხა­ვენ, ვი­თომ დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ბძელ­თან უნ­დათ მიგ­ვიყ­ვა­ნონ...

იმ დღეს, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბულ უფ­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, რა­ღაც მი­ზე­ზის გამო ვერ და­ვეს­წა­რი გან­ხილ­ვას და იმ დროს მი­ვუს­წა­რი, რო­დე­საც დე­ბა­ტე­ბი მთავ­რდე­ბო­და. არა­და, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი კი­თხვა და­ის­ვა, უნდა ჰქონ­დეს თუ არა ერთ კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ფა­რა­ო­ნის უფ­ლე­ბე­ბი?!. ოპო­ზი­ცია ტა­ნი­სა­მოსს იგ­ლეჯს, უნდა ჰქონ­დე­სო. არა­და, ცხრა წე­ლია, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­თომ გუნ­დი, სა­ქარ­თვე­ლოს შავ დღე­ში აგ­დე­ბენ, გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და ნა­მუ­სი ახა­დეს ქვე­ყა­ნას და ახლა დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან. ვი­თომ ის ცო­ცხე­ბი და დუ­ბინ­კე­ბი არც ყო­ფი­ლა მათი მმარ­თვე­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­ში. მეტი და­ცინ­ვა რაღა გინ­დათ. ისე კი, მე­ცი­ნე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და იცით რა­ტომ? მე მა­შინ ვი­გი­ნე­ბო­დი და ჩემი სა­გა­ზე­თო ლექ­სი­კა, ცოტა ისე­თი, "არა­დე­პუ­ტატ­სკი" იყო. ახლა კი, ბოლო ასი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხმა არ ამო­მი­ღია და იცით რა­ტომ? მე მა­შინ ვი­გი­ნე­ბო­დი და ვა­ხუ­რებ­დი, რო­დე­საც ფასი ჰქონ­და, ახლა ყვე­ლა ყი­ყი­ნებს... ზოგი და­სავ­ლე­თი­დან ყი­ყი­ნებს და ზო­გიც აქ. თავი დაგ­ვა­ნე­ბონ რა, არა­ვი­სი სას­წავ­ლი არა­ფე­რი გვჭირს, რო­გორ­მე ჩვენს თავს მივ­ხე­დავთ.

- კო­ა­ბი­ტა­ცი­ის­კენ მოგ­ვიწ­ოდა და­სავ­ლეთ­მა. თქვე­ნი აზრ­ით, რო­გო­რია კო­ა­ბი­ტა­ცია­ში მყო­ფი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოპო­ზი­ცია?

- კო­ა­ბი­ტა­ცია თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და თა­ნა­არ­სე­ბო­ბას ნიშ­ნავს. გა­აჩ­ნია, ვის­თან ითა­ნამ­შრომ­ლებ, ნა­ძი­რა­ლებ­თან თა­ნა­არ­სე­ბო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს ორ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­აზ­როვ­ნე პარ­ტი­ას შო­რის არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, თო­რემ კა­ცი­ჭა­მი­ებ­სა და მკვლე­ლებ­თან თა­ნა­არ­სე­ბო­ბა ვის გა­უ­გია. მე მათ ოპო­ზი­ცი­ად ვერ აღ­ვიქ­ვამ, ისი­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან. მო­დით ამ სი­ტყვას ცოტა იუ­მო­რი­თაც შევ­ხე­დოთ, კი ამ­ბო­ბენ, ფრან­გუ­ლი წარ­მო­შო­ბის არი­სო, მაგ­რამ ჩვენ­მა მოძ­მე სომ­ხებ­მა ასე თქვეს, - ნეტ, ეტა არ­მი­ანსკოე სლო­ვო და ჩვე­ნე­ბუ­რად სექსს ნიშ­ნავ­სო. თან ისიც და­ა­კონ­კრე­ტეს, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გაყ­რი­ლი ცოლ-ქმა­რი შეხ­ვდე­ბა ერ­თმა­ნეთს და თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე არც ერთი არ ამ­ბობს უარს...

ამ დროს ჩვენს რეს­პონ­დენტს მეს­ტი­ის დე­პუ­ტა­ტი ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე ეს­ტუმ­რა და ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩარ­თვის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, რა­ზეც სოსო ჯაჭვლი­ა­ნი მე­ხუმ­რა, - "თქვენ ახლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სას­წა­ულს სჩა­დი­ხართ, ორ სვან­თან ერ­თდრო­უ­ლად წერთ ინ­ტერ­ვი­უს..."

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე:

- მინ­და გი­თხრათ, რომ დე­მოკ­რა­ტი­ის სიომ სვა­ნეთ­ში ისე ძლი­ე­რად და­ბე­რა, გვაჟ­რი­ა­ლებს კი­დეც...

სვა­ნეთ­ზე სა­უბ­რის შემ­დეგ ისევ თბი­ლის­ზე გად­მო­ვი­ნაც­ვლეთ და ბა­ტონ სო­სოს მი­ვუბ­რუნ­დით...

სოსო ჯაჭვლი­ა­ნი:

- ბოლო დღე­ებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­ის და­ფუძ­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­საც თით­ქმის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში, სოფ­ლად თუ ქა­ლა­ქად დიდი ხმა­უ­რი ახ­ლავს თან. ათას კაცს, რო­მე­ლიც ბოლო დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდა, იმ ხუთ­კა­ცი­ან ჯფუფ­ში უნდა მოხ­ვედ­რა, ამი­ტო­მაც თით­ქმის ყველ­გან ჩხუ­ბია. ერ­თა­დერ­თი რა­ი­ო­ნი გლ­და­ნია, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი სი­ამ­ტკბი­ლო­ბით ჩა­ტარ­და, ამი­ტო­მაც ჩემი თხოვ­ნა და და­ვა­ლე­ბა იქ­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ - სვა­ნე­ბი დაგ­ვა­ფა­სეთ და მოგ­ვი­ა­რეთ!

- ძა­ლი­ან რთულ და­ვა­ლე­ბას გვაძ­ლევთ, ბა­ტო­ნო სოსო...

- თქვენ იხუმ­რეთ და ახლა მე და ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე ტყუ­ი­ლად კი არ შე­ვი­ყა­რეთ ერ­თად, კა­ნონპ­რო­ექტს ვწერთ.

- ამას გვი­მა­ლავ­დით? რა სფე­როს შე­ე­ხე­ბა თქვე­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტი?

- მო­დით ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ტყვით, სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბა, იტყვი­ან, დაგ­ვცი­ნი­ა­ნო, არა­და, მარ­თლა ძა­ლი­ან მა­გა­რი რამ იქ­ნე­ბა და ამა­ში თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბით. მო­ცუ­ლო­ბი­თია, სპორ­ტსაც ეხე­ბა, კულ­ტუ­რა­საც და სო­ცი­ა­ლურ თე­მა­ტი­კა­საც.

- სვა­ნებს უნი­კა­ლუ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის შედ­გე­ნა შეგ­ძლე­ბი­ათ, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად არის მოქ­ცე­უ­ლი...

- (იცი­ნის) ზოგ­ჯერ გა­მოგ­ვდის. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბის შემ­დეგ კი­ნოს შე­სა­ხებ კა­ნო­ნი არ არ­სე­ბობ­და, რაც ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მებს ქმნი­და. დო­ტა­ცია უნდა არ­სე­ბობ­დეს, რათა რამ­დე­ნი­მე ფილ­მის გა­და­ღე­ბა მა­ინც გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბით. ასე­ვე მინ­და სპორ­ტის მი­მარ­თაც შე­იც­ვა­ლოს სი­ტუ­ა­ცია. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მხო­ლოდ ოლიმ­პი­უ­რი სპორ­ტია, არა­და, სუმო ია­პო­ნი­ა­ში სპორ­ტის წამ­ყვან სა­ხე­ო­ბად ით­ვლე­ბა და მათ სპორ­ტსმე­ნებს მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა აქვთ მო­პო­ვე­ბუ­ლი... ჩვენ გვინ­და, სპორ­ტის არა­ო­ლიმ­პი­უ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი არ იჩაგ­რე­ბო­დეს. ამი­ტომ ვა­პი­რებ, გლ­და­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას გა­მო­ვუ­ცხა­დო, რომ მალე შეძ­ლე­ბენ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი სპორ­ტის სხვა­დას­ხვა წრე­ზე უფა­სოდ ატა­რონ. ხალ­ხს ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან უჭირს და რა­ღა­ცით უნდა წა­ვეშ­ვე­ლოთ.

- ისე კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკ­­ვე გაჩ­ნდა იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რომ დიდი მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ უკე­თე­სო­ბის­კენ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა...

- არ არის ასე, თან­და­თან ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ იც­ვლე­ბა. მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვი­საც ძა­ლი­ან უჭირს და უნ­დათ, ყვე­ლა­ფე­რი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ არ­სე­ბობს სქე­მა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. მა­გა­ლი­თად, დენი რომ გა­ი­აფ­დეს, რა­ღაც გზა უნდა გა­ვი­ა­როთ, არ­სე­ბობს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ადრე და­ი­დო და ფა­სის გა­ნა­ხევ­რე­ბამ­დე, შემ­დეგ კი სა­სურ­ველ ტა­რი­ფამ­დე, ეტა­პობ­რი­ვად უნდა მი­ვი­დეთ. ჩვენ ახ­ლა­ვე რომ გა­ვა­ი­ა­ფოთ ყვე­ლა­ფე­რი, შე­საძ­ლოა, ჯა­რი­მე­ბიც მი­ვი­ღოთ. ახლა გა­ზის სა­ფა­სუ­რის 10%-ით შემ­ცი­რე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ არც ამ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად. ამი­ტო­მაც ვი­პო­ვეთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რათა მო­სახ­ლე­ო­ბამ ცოტა ამო­ი­სუნ­თქოს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე 28-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას იღებ­დნენ, 60 ლარს მი­ი­ღე­ბენ. მეს­მის, რომ ესეც ძა­ლი­ან ცო­ტაა, ბევ­რის­თვის ერთი ლუკ­მაც კი... აი, ახლა ჩემს მე­გო­ბარ დე­პუ­ტატს, ბა­ტონ ვიქ­ტორს რომ ვუ­ყუ­რებ, მთე­ლი კუბ­და­რი ერთ ლუკ­მად შე­ჭა­მა, ეს, რა თქმა უნდა, ხუმ­რო­ბით, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი იქით მი­დის, რომ თან­და­თან ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა.

- ლუკა კურ­ტა­ნი­ძე­ზეც გკი­თხავთ, რო­მელ­მაც ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ვე­ტე­რან სპორ­ტსმე­ნებს...

- ეკა კვე­სი­ტა­ძეს­თან ღია ეთერ­ში ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი, სა­დაც უნდა მო­სუ­ლი­ყო თე­მურ ყა­ზა­რაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც თურ­მე ცუ­დად გახ­და, ამ მი­ზე­ზით ვერ მო­ვი­და და ტე­ლე­ფო­ნით ჩა­ერ­თო. არა­და, მა­ნამ­დე ვი­ყა­ვით შე­თან­ხმე­ბუ­ლი, რომ ერ­თად გვე­სა­უბ­რა ამ თე­მის გარ­შე­მო. სი­ნამ­დვი­ლე­ში რაც მოხ­და, მხო­ლოდ მათ იცი­ან, მაგ­რამ სპორ­ტი ჩემ­თვი­საც არ არის უცხო და რა­ღა­ცე­ბი მეც მეს­მის, იქ ბევ­რი რამ სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა. სპორ­ტსმე­ნებს სხვა­ნა­ი­რი ფსი­ქი­კა და ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ და ზოგს რომ ჰგო­ნია, ჩხუ­ბია და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლო ღლა­ბუ­ცი იყოს...

- ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე სა­უბრ­ობ­დნენ, ბა­ტო­ნო სოსო...

- რო­გორ ფიქ­რობთ, ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს, მძი­მე წო­ნა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონს ხელი რომ და­ერ­ტყა რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის­თვის, რო­გორ იქ­ნე­ბოდ­ნენ?!. ამის შემ­დეგ ისი­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ით ამ­ბო­ბენ, მცე­მა, მაგ­რამ არ ვუ­ჩი­ვი ლუ­კა­სო, შე და­ლოც­ვი­ლო, ტე­ლე­ვი­ზი­ით თქვი და მეტი რაღა გინ­და?.. გა­მიჯ­ნე რა, შე კაი დედ­მა­მიშ­ვი­ლო, სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა. თე­მურ ყა­ზა­რაშ­ვილს, რა­ინ­დი აბ­რა­მიშ­ვილს და და­ნარ­ჩე­ნებს მხო­ლოდ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი შე­უც­ვა­ლეს, თო­რემ ხელ­ფა­სე­ბიც შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს და სამ­სა­ხუ­რიც, მა­შინ, როცა ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ონს, რო­მე­ლიც ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას მაღ­ლა სწევ­და და ღირ­სე­ბა­აყ­რი­ლი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის იბ­რძო­და, ერთი სი­ტყვა რა­ტომ არ შე­ა­წი­ეს? სად იყო მა­შინ სპორ­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

- ანუ ის ვე­ტე­რა­ნე­ბი მა­შინ­დე­ლი დუ­მი­ლის ფასს იმ­კი­ან?

- არა, ასე არ არის, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მა­შინ ერთი ტკბი­ლი სი­ტყვა შე­ე­წი­ათ ამ თავ­გან­წი­რუ­ლი ბი­ჭის­თვის... მე თე­მურ ყა­ზა­რაშ­ვილს პირ­და­პირ ვკი­თხე, შენ და ლუკა რომ ლა­პა­რა­კობ­დით, იმ დროს იქ რა­ინ­დი სა­ი­დან აღ­მოჩ­ნდა-მეთ­ქი? - მერე მო­ვი­დაო, - მი­თხრა. ანუ ლუ­კას­თან კა­ბი­ნეტ­ში შე­სუ­ლან და იქ და­უ­წყეს საქ­მის გარ­ჩე­ვა, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?.. არა­და, ლუ­კამ ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ტო­ვა და ხელ­ფა­სე­ბიც შე­უ­ნარ­ჩუ­ნა. შე და­ლოც­ვი­ლო, ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს რომ ირ­ჩე­ვენ, წინა პრე­ზი­დენ­ტი ეგ­რე­ვე სახ­ლში მი­დის და შენ რომ ცოტა გვერ­დზე მი­ი­წიო, არ შე­იძ­ლე­ბა?.. თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი მა­ინც მო­რიგ­დე­ბი­ან და მე­გობ­რე­ბად დარ­ჩე­ბი­ან... ჩემი შტა­ბი­დან ერთი ადა­მი­ა­ნიც არ და­მი­საქ­მე­ბია. რა ვქნა, ძვე­ლე­ბი გავ­ყა­რო და ისი­ნი მო­ვიყ­ვა­ნო? მე­ტიც არ უნ­დათ ნა­ცი­ო­ნა­ლებს. მალე ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბიც იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ბავ­შვი ცხრა თვე­ში იბა­დე­ბა, გვა­ცა­ლეთ მე­გობ­რე­ბო...

- წინა კვი­რას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გან­ვლი­ლი ასი დღე შე­ა­ფა­სა. პი­რა­დად თქვენ რას და­ა­სა­ხე­ლებ­დით, რაც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­კეთ­და?

- ამ ცოტა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­კეთ­და, პირ­ველ რიგ­ში, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა დაბ­რუნ­და. იმის ფონ­ზე, რომ მკვლე­ლი, მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის პრე­ზი­დენ­ტი გვყავ­და და მთელ მსოფ­ლი­ო­ში თავს გვჭრი­და, ახლა ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მაგ­რად არის. ამას წი­ნათ ბა­თუმ­ში "ენ­დი­ა­ის" ხელმღვა­ნელ ლუის ნა­ვა­როს ვკი­თხე, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ გა­მო­სუ­ლი­ყო და რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრძა­ნე­ბა გა­ე­ცა, თქვენს ხალ­ხს რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და-მეთ­ქი. მან რა­ღაც ფარ­თხუ­ნი და­ი­წყო, ეს ყვე­ლა­ფე­რი ფაქ­ტე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი უნდა იყო­სო, და­ლოც­ვი­ლო, მეტი რაღა უნდა გა­ამ­ყა­რო...

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

"გვაცალეთ, მეგობრებო", - რას ავალებს და სთხოვს სოსო ჯაჭვლიანი ჟურნალისტებს

"გვაცალეთ, მეგობრებო", - რას ავალებს და სთხოვს სოსო ჯაჭვლიანი ჟურნალისტებს

"ქუთაისში როგორ არის, იცით? ჩემოდნებზე ვზივართ, მუდმივად გზაში ვართ. წარმოგიდგენიათ, როგორი დივერსია მოაწყო იმ ხელისუფლებამ პარლამენტის ქუთაისში გადატანით? ამის შემდეგ რომ ვუსმენ, როგორ იცავენ ისინი სააკაშვილს, პირდაპირ ბოღმა მახრჩობს... მადლობა ღმერთს, ახლა დემოკრატიის სიომ დაბერა, მაგრამ დემოკრატიამდე ჯერ კიდევ ძალიან შორი ყოფილა. არ მეგონა, თუ ასე შორს იქნებოდა", - ამბობს ჩვენთან საუბარში დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი, რომელთან დაკავშირებაც "სკაიპის" საშუალებით მოვახერხეთ. როგორი ეგონა მას არჩევნებამდე დემოკრატია და როგორი აღმოჩნდა სინამდვილეში, ამის შესახებ მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

-  დემოკრატია არც შორიდან ჩანდა ადვილი, მაგრამ ახლოდან მაინც ძალიან ძნელი და მიუღწეველი ყოფილა... აბა, დემოკრატია ადვილი რომ იყოს, ყველა ქვეყანაში იქნებოდა. სულ რაღაც 40 წლის წინ ამერიკაში თეთრკანიანი და შავკანიანი ადამიანები სხვადასხვა ავტობუსით მგზავრობდნენ. ამ დროს კი საქართველოში სულ სხვანაირი ადამიანური შეგნება არსებობდა. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს, ვერც ევროპა და ვერც აზია ვერ გვასწავლის ტოლერანტობასა და იმ დემოკრატიას, რაზეც ახლა გვიკიჟინებენ. ეს თემა ვაჟა-ფშაველამ ასახა თავის ორგვერდიან ნაწარმოებში "პატრიოტიზმი და კოსმოპოტილიზმი". ის ყველაფერი, რითაც დღევანდელ მსოფლიო ლიდერებსა და დემოკრატიის მამებს თავი მოაქვთ და დიდ განსწავლულობას იბრალებენ, იმ ორ გვერდზე წერია. ახლა კი დგანან და ნოტაციებს გვიკითხავენ, ვითომ დემოკრატიის საბძელთან უნდათ მიგვიყვანონ...

იმ დღეს, როდესაც პარლამენტში პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე მუშაობდნენ, რაღაც მიზეზის გამო ვერ დავესწარი განხილვას და იმ დროს მივუსწარი, როდესაც დებატები მთავრდებოდა. არადა, ძალიან მარტივი კითხვა დაისვა, უნდა ჰქონდეს თუ არა ერთ კონკრეტულ პიროვნებას, მიხეილ სააკაშვილს, ფარაონის უფლებები?!. ოპოზიცია ტანისამოსს იგლეჯს, უნდა ჰქონდესო. არადა, ცხრა წელია, ეს ადამიანები, ვითომ გუნდი, საქართველოს შავ დღეში აგდებენ, გააუპატიურეს და ნამუსი ახადეს ქვეყანას და ახლა დემოკრატიაზე გველაპარაკებიან. ვითომ ის ცოცხები და დუბინკები არც ყოფილა მათი მმართველობის ისტორიაში. მეტი დაცინვა რაღა გინდათ. ისე კი, მეცინება ამ ყველაფერზე და იცით რატომ? მე მაშინ ვიგინებოდი და ჩემი საგაზეთო ლექსიკა, ცოტა ისეთი, "არადეპუტატსკი" იყო. ახლა კი, ბოლო ასი დღის განმავლობაში, ხმა არ ამომიღია და იცით რატომ? მე მაშინ ვიგინებოდი და ვახურებდი, როდესაც ფასი ჰქონდა, ახლა ყველა ყიყინებს... ზოგი დასავლეთიდან ყიყინებს და ზოგიც აქ. თავი დაგვანებონ რა, არავისი სასწავლი არაფერი გვჭირს, როგორმე ჩვენს თავს მივხედავთ.

-  კოაბიტაციისკენ მოგვიწ­ოდა დასავლეთმა. თქვენი აზრ­ით, როგორია კოაბიტაცია­ში მყოფი ხელისუფლება და ოპო­ზიცია?

-  კოაბიტაცია თანამშრომლობასა და თანაარსებობას ნიშნავს. გააჩნია, ვისთან ითანამშრომლებ, ნაძირალებთან თანაარსებობა არ შეიძლება. ეს ორ, განსხვავებულად მოაზროვნე პარტიას შორის არის შესაძლებელი, თორემ კაციჭამიებსა და მკვლელებთან თანაარსებობა ვის გაუგია. მე მათ ოპოზიციად ვერ აღვიქვამ, ისინი დამნაშავეები არიან. მოდით ამ სიტყვას ცოტა იუმორითაც შევხედოთ, კი ამბობენ, ფრანგული წარმოშობის არისო, მაგრამ ჩვენმა მოძმე სომხებმა ასე თქვეს, - ნეტ, ეტა არმიანსკოე სლოვო და ჩვენებურად სექსს ნიშნავსო. თან ისიც დააკონკრეტეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაყრილი ცოლ-ქმარი შეხვდება ერთმანეთს და თანაცხოვრებაზე არც ერთი არ ამბობს უარს...

ამ დროს ჩვენს რესპონდენტს მესტიის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ესტუმრა და ინტერვიუში ჩართვის სურვილი გამოთქვა, რაზეც სოსო ჯაჭვლიანი მეხუმრა, - "თქვენ ახლა, ფაქტობრივად, სასწაულს სჩადიხართ, ორ სვანთან ერთდროულად წერთ ინტერვიუს..."

ვიქტორ ჯაფარიძე:

-  მინდა გითხრათ, რომ დემოკრატიის სიომ სვანეთში ისე ძლიერად დაბერა, გვაჟრიალებს კიდეც...

სვანეთზე საუბრის შემდეგ ისევ თბილისზე გადმოვინაცვლეთ და ბატონ სოსოს მივუბრუნდით...

სოსო ჯაჭვლიანი:

-  ბოლო დღეებში "ქართული ოცნების" პარტიის დაფუძნება მიმდინარეობს, რასაც თითქმის ყველა რაიონში, სოფლად თუ ქალაქად დიდი ხმაური ახლავს თან. ათას კაცს, რომელიც ბოლო დღეებში გამოჩნდა, იმ ხუთკაციან ჯფუფში უნდა მოხვედრა, ამიტომაც თითქმის ყველგან ჩხუბია. ერთადერთი რაიონი გლდანია, სადაც ყველაფერი სიამტკბილობით ჩატარდა, ამიტომაც ჩემი თხოვნა და დავალება იქნება ჟურნალისტების მიმართ - სვანები დაგვაფასეთ და მოგვიარეთ!

-  ძალიან რთულ დავალებას გვაძლევთ, ბატონო სოსო...

-  თქვენ იხუმრეთ და ახლა მე და ვიქტორ ჯაფარიძე ტყუილად კი არ შევიყარეთ ერთად, კანონპროექტს ვწერთ.

-  ამას გვიმალავდით? რა სფეროს შეეხება თქვენი კანონპროექტი?

-  მოდით ჯერჯერობით არ ვიტყვით, სანამ არ დასრულდება, იტყვიან, დაგვცინიანო, არადა, მართლა ძალიან მაგარი რამ იქნება და ამაში თავად დარწმუნდებით. მოცულობითია, სპორტსაც ეხება, კულტურასაც და სოციალურ თემატიკასაც.

-  სვანებს უნიკალური კანონპროექტების შედგენა შეგძლებიათ, თუ ეს ყველაფერი ერთად არის მოქცეული...

-  (იცინის) ზოგჯერ გამოგვდის. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის შემდეგ კინოს შესახებ კანონი არ არსებობდა, რაც ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიდა. დოტაცია უნდა არსებობდეს, რათა რამდენიმე ფილმის გადაღება მაინც გახდეს შესაძლებელი სახელმწიფო სახსრებით. ასევე მინდა სპორტის მიმართაც შეიცვალოს სიტუაცია. ამჟამად საქართველოში პრიორიტეტული მხოლოდ ოლიმპიური სპორტია, არადა, სუმო იაპონიაში სპორტის წამყვან სახეობად ითვლება და მათ სპორტსმენებს მსოფლიო აღიარება აქვთ მოპოვებული... ჩვენ გვინდა, სპორტის არაოლიმპიური სახეობები არ იჩაგრებოდეს. ამიტომ ვაპირებ, გლდანის მოსახლეობას გამოვუცხადო, რომ მალე შეძლებენ თავიანთი შვილები სპორტის სხვადასხვა წრეზე უფასოდ ატარონ. ხალხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს და რაღაცით უნდა წავეშველოთ.

-  ისე კი, საზოგადოებაში უკ­­ვე გაჩნდა იმედგაცრუება, რომ დიდი მოლოდინის შემდეგ უკეთესობისკენ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა...

-  არ არის ასე, თანდათან ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. მესმის იმ ადამიანების, ვისაც ძალიან უჭირს და უნდათ, ყველაფერი რაც შეიძლება მალე შეიცვალოს, მაგრამ არსებობს სქემა, რომლის თანახმადაც ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მაგალითად, დენი რომ გაიაფდეს, რაღაც გზა უნდა გავიაროთ, არსებობს ხელშეკრულებები, რომლებიც ადრე დაიდო და ფასის განახევრებამდე, შემდეგ კი სასურველ ტარიფამდე, ეტაპობრივად უნდა მივიდეთ. ჩვენ ახლავე რომ გავაიაფოთ ყველაფერი, შესაძლოა, ჯარიმებიც მივიღოთ. ახლა გაზის საფასურის 10%-ით შემცირებაზეა საუბარი, მაგრამ არც ამ შემთხვევაში მოხდება ყველაფერი სწრაფად. ამიტომაც ვიპოვეთ ალტერნატივა, რათა მოსახლეობამ ცოტა ამოისუნთქოს, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც აქამდე 28-ლარიან დახმარებას იღებდნენ, 60 ლარს მიიღებენ. მესმის, რომ ესეც ძალიან ცოტაა, ბევრისთვის ერთი ლუკმაც კი... აი, ახლა ჩემს მეგობარ დეპუტატს, ბატონ ვიქტორს რომ ვუყურებ, მთელი კუბდარი ერთ ლუკმად შეჭამა, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი იქით მიდის, რომ თანდათან ყველაფერი დალაგდება.

-  ლუკა კურტანიძეზეც გკითხავთ, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერან სპორტსმენებს...

-  ეკა კვესიტაძესთან ღია ეთერში ვიყავი მიწვეული, სადაც უნდა მოსულიყო თემურ ყაზარაშვილიც, რომელიც თურმე ცუდად გახდა, ამ მიზეზით ვერ მოვიდა და ტელეფონით ჩაერთო. არადა, მანამდე ვიყავით შეთანხმებული, რომ ერთად გვესაუბრა ამ თემის გარშემო. სინამდვილეში რაც მოხდა, მხოლოდ მათ იციან, მაგრამ სპორტი ჩემთვისაც არ არის უცხო და რაღაცები მეც მესმის, იქ ბევრი რამ სხვანაირად ხდება. სპორტსმენებს სხვანაირი ფსიქიკა და ურთიერთდამოკიდებულება აქვთ და ზოგს რომ ჰგონია, ჩხუბია და შეურაცხყოფა მიაყენა, სინამდვილეში ეს შეიძლება უბრალო ღლაბუცი იყოს...

-  ვეტერანი ფეხბურთელები ფი­ზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრ­ობდნენ, ბატონო სოსო...

-  როგორ ფიქრობთ, ლუკა კურტანიძეს, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონს ხელი რომ დაერტყა რომელიმე მათგანისთვის, როგორ იქნებოდნენ?!. ამის შემდეგ ისინი ტელევიზიით ამბობენ, მცემა, მაგრამ არ ვუჩივი ლუკასო, შე დალოცვილო, ტელევიზიით თქვი და მეტი რაღა გინდა?.. გამიჯნე რა, შე კაი დედმამიშვილო, სპორტი და პოლიტიკა. თემურ ყაზარაშვილს, რაინდი აბრამიშვილს და დანარჩენებს მხოლოდ თანამდებობები შეუცვალეს, თორემ ხელფასებიც შეუნარჩუნეს და სამსახურიც, მაშინ, როცა ლუკა კურტანიძეს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს დროშას მაღლა სწევდა და ღირსებააყრილი ქართველი საზოგადოებისთვის სამართლიანობის დაბრუნებისთვის იბრძოდა, ერთი სიტყვა რატომ არ შეაწიეს? სად იყო მაშინ სპორტული საზოგადოება?

-  ანუ ის ვეტერანები მაშინდელი დუმილის ფასს იმკიან?

-  არა, ასე არ არის, მაგრამ კარგი იქნებოდა, მაშინ ერთი ტკბილი სიტყვა შეეწიათ ამ თავგანწირული ბიჭისთვის... მე თემურ ყაზარაშვილს პირდაპირ ვკითხე, შენ და ლუკა რომ ლაპარაკობდით, იმ დროს იქ რაინდი საიდან აღმოჩნდა-მეთქი? - მერე მოვიდაო, - მითხრა. ანუ ლუკასთან კაბინეტში შესულან და იქ დაუწყეს საქმის გარჩევა, წარმოგიდგენიათ?.. არადა, ლუკამ ყველა მათგანი დატოვა და ხელფასებიც შეუნარჩუნა. შე დალოცვილო, ამერიკის პრეზიდენტს რომ ირჩევენ, წინა პრეზიდენტი ეგრევე სახლში მიდის და შენ რომ ცოტა გვერდზე მიიწიო, არ შეიძლება?.. თუმცა დარწმუნებული ვარ, ისინი მაინც მორიგდებიან და მეგობრებად დარჩებიან... ჩემი შტაბიდან ერთი ადამიანიც არ დამისაქმებია. რა ვქნა, ძველები გავყარო და ისინი მოვიყვანო? მეტიც არ უნდათ ნაციონალებს. მალე ახალი სამუშაო ადგილებიც იქნება, მაგრამ ბავშვი ცხრა თვეში იბადება, გვაცალეთ მეგობრებო...

-  წინა კვირას პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განვლილი ასი დღე შეაფასა. პირადად თქვენ რას დაასახელებდით, რაც ამ ხნის განმავლობაში გაკეთდა?

-  ამ ცოტა ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, პირველ რიგში, სამართლიანობა დაბრუნდა. იმის ფონზე, რომ მკვლელი, მსუბუქი ყოფაქცევის პრეზიდენტი გვყავდა და მთელ მსოფლიოში თავს გვჭრიდა, ახლა ყველაფერი ძალიან მაგრად არის. ამას წინათ ბათუმში "ენდიაის" ხელმღვანელ ლუის ნავაროს ვკითხე, ამერიკის პრეზიდენტი ტელევიზიით რომ გამოსულიყო და რომელიმე კონკრეტული ოჯახის განადგურების ბრძანება გაეცა, თქვენს ხალხს რა რეაქცია ექნებოდა-მეთქი. მან რაღაც ფართხუნი დაიწყო, ეს ყველაფერი ფაქტებით გამყარებული უნდა იყოსო, დალოცვილო, მეტი რაღა უნდა გაამყარო...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"