პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კირა ნაიტლი - "როცა მიყვარს, მეც თავს ვკარგავ!"
კირა ნაიტლი - "როცა მიყვარს, მეც თავს ვკარგავ!"

"ანა კა­რე­ნი­ნას" მო­რი­გი ეკ­რა­ნი­ზა­ცია რე­ჟი­სორ ჯო რა­ი­ტის ნა­მუ­შე­ვა­რია. მთა­ვარ როლ­ზე მან კირა ნა­იტ­ლი შე­არ­ჩია და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამ არ­ჩე­ვანს დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, სა­ბო­ლო­ოდ მა­ყუ­რებ­ლე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა კი­რას ანა კა­რე­ნი­ნა და­დე­ბი­თად მი­ი­ღო.

"ანა მა­ში­ნებ­და..."

- პირ­ვე­ლად რო­დის წა­ი­კი­თხეთ ლევ ტოლსტო­ის ეს რო­მა­ნი?

- და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლი­სამ. მახ­სოვს, ვი­ტი­რე კი­დეც ანას გამო. ის მსხვერ­პლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და, ლა­მის წმინ­და­ნად, ყვე­ლა მის გარ­შე­მო კი - უგ­რძნობ და და­უნ­დო­ბელ ნა­ძი­რა­ლე­ბად. ხოლო რო­დე­საც გა­და­ღე­ბე­ბის წინ გა­და­ვი­კი­თხე ხე­ლახ­ლა, სულ სხვა სახე წარ­მო­მიდ­გა - უფრო მგრძნო­ბი­ა­რე და იდუ­მა­ლი ქა­ლის, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ო­ბე­ბი­თა და ვნე­ბე­ბით იყო სავ­სე.

- ეს გმი­რი თქვენ­თან რა­ი­მე­თი იყო ახ­ლოს?

- ანა მა­ში­ნებ­და კი­დეც... მაგ­რამ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მე მას­ზე არაფ­რით ვარ უკე­თე­სი! ჩემ­თვის ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან პი­რა­დუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. როცა გო­ნე­ბით ვხვდე­ბო­დი, რომ ანა არ იყო მარ­თა­ლი, აღ­ვშფოთ­დე­ბო­დი და ვკი­ცხავ­დი, სა­დღაც გუ­ლის სიღ­რმე­ში მიჩ­ნდე­ბო­და შე­კი­თხვა: "ნუთუ მე სხვა­ნა­ი­რად მო­ვიქ­ცე­ო­დი?" ჩვე­ნი ხა­სი­ა­თე­ბის სა­ო­ცა­რი მსგავ­სე­ბი მა­ში­ნებ­და კი­დეც და თან მა­ჯა­დო­ებ­და.

- მაშ თქვენც გჯე­რათ, რომ ნამ­დვი­ლი ვნე­ბის გამო ნე­ბის­მი­ე­რი სი­გი­ჟის ჩა­დე­ნა შე­იძ­ლე­ბა?

- 27 წლის ასაკ­ში უკვე არ მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე მსგავ­სი მო­ზარ­დუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, სიყ­ვა­რუ­ლი ისე­თი რამ არის, ჩვენს აზრს არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ღრმა გან­ცდას სი­ტყვე­ბით ვერ აღ­წერ. იქ ბევ­რი ტკი­ვი­ლი და შე­კი­თხვაა, თა­ნაც უპა­სუ­ხო. თა­ვა­დაც ვა­რი­გებ რჩე­ვებს, როცა სხვა­თა რო­მა­ნებს ეხე­ბა საქ­მე. მაგ­რამ როცა თა­ვად ვმიჯ­ნურ­დე­ბი, თავს ვკარ­გავ. ტოლსტო­იც, ჩემი აზ­რით, იმ სტი­ქი­ა­ზე წერს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის გან­სჯა­ზე მაღ­ლა დგას. რაც ანას თავს ხდე­ბა, ეს არ არის რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, მას სხვა ზე­ძა­ლა ამოძ­რა­ვებს, რო­მელ­საც გა­ბედ­ნი­ე­რე­ბაც შე­უძ­ლია და გა­ნად­გუ­რე­ბაც. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მერე ამ­ბობ­დნენ: "რა ნაც­ნო­ბია ყვე­ლა­ფე­რი". ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას და­მარ­თვია რა­ღაც ასე­თი.

"ბრი­ლი­ან­ტებ­ზე არ ვი­ტყო­დი უარს..."

- კრი­ტი­კო­სებს ჰქონ­დათ ბევ­რი შე­ნიშ­ვნა, სა­ნამ სუ­რა­თი გა­მო­ვი­დო­და ეკ­რა­ნებ­ზე. მა­გა­ლი­თად, უნ­დობ­ლად მო­ე­კიდ­ნენ იდე­ას, რომ მოქ­მე­დე­ბე­ბი თე­ატ­რა­ლურ დარ­ბაზ­ში გა­და­ტა­ნი­ლი­ყო...

- სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენ გა­მოგ­ვი­ვი­და ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი "ანა კა­რე­ნი­ნა". მე მთლი­ა­ნად ვუ­ჭერ­დი მხარს რე­ჟი­სორს, რო­მე­ლიც ჩემი მე­გო­ბა­რია. თა­ნაც, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ მა­სა­ლის ტრა­დი­ცი­უ­ლი აღ­ქმის ჩარ­ჩო­ებს გავ­ცდე­ნო­დით, თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ვცა­დეთ!

- ყვე­ლა აღი­ა­რებ­და იმას, რომ ფილმში შე­სა­ნიშ­ნა­ვი კოს­ტი­უ­მე­ბია...

- მე მგო­ნია, ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რი კოს­ტი­უ­მე­ბია. ეს ხომ არის ამ­ბა­ვი ოქ­როს გა­ლი­ა­ზე, იმა­ზე, გმი­რის გარ­შე­მო რო­გორ ვიწ­როვ­დე­ბა სიკ­ვდი­ლის რგო­ლი. მის თმა­ში არი­ან ფრინ­ვე­ლე­ბი, რო­მელ­თაც ფრე­ნა არ უწე­რი­ათ, ყელ­ზე - ბრი­ლი­ან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქოს ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში მზად არი­ან, ყელ­ში წა­უ­ჭი­რონ. ძი­რი­თა­დად იმ ეპო­ქის სა­მოს­ზე გა­ვა­კე­თეთ აქ­ცენ­ტი, თუმ­ცა კოს­ტი­უ­მი, რომ­ლი­თაც ანა ბოლო კად­რებ­ში ჩნდე­ბა, ბა­ბი­ლო­ნე­ლი ცდო­მი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით არის შთა­გო­ნე­ბუ­ლი. ერ­თი­ა­ნო­ბა­ში, საკ­მა­ოდ სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი, ერო­ტი­კუ­ლი და სიმ­ბო­ლუ­რი სუ­რა­თი გა­მო­ვი­და.

- რო­მე­ლი­მე კა­ბის და­ტო­ვე­ბა არ მო­გინ­დათ?

- არა, თუმ­ცა ბრი­ლი­ან­ტებ­ზე კი არ ვი­ტყო­დი უარს - სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია!

- პარტნი­ო­რებ­ზე რას იტყვით?

- ჯუდ ლოუ შე­სა­ნიშ­ნა­ვი კა­რე­ნი­ნია. ბევ­რი წე­ლია ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ. მარ­თლა ლა­მა­ზია და უბ­რა­ლოდ შექ­მნი­ლია "მძაფრ­ხა­სი­ა­თი­ა­ნი" რო­ლე­ბის­თვის. სუ­რათ­ში ის სა­ო­ცა­რია - უჩ­ვე­უ­ლოდ დიდი და ძლი­ე­რი ჩანს. ჩვენს ვრონ­სკის კი - აა­რონ ჯონ­სონს - მუ­შა­ო­ბის უჩ­ვე­უ­ლო მე­თო­დი ჰქონ­და. მე და ჯუდი მა­გი­დას ვუს­ხე­დით, წიგნს ვკი­თხუ­ლობ­დით, შე­ნიშ­ვნებს ვა­კე­თებ­დით და პერ­სო­ნა­ჟე­ბის მო­ტი­ვებს სა­ა­თო­ბით გან­ვი­ხი­ლავ­დით... აა­რო­ნი კი დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რობს - იმპრო­ვი­ზე­ბას მი­მარ­თავს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი სთა­ვა­ზობს. მსგავ­სი არა­სო­დეს არა­ფე­რი მი­ნა­ხავს.

- ახლა თუ გი­ღე­ბენ რო­მე­ლი­მე ფილმში?

- დიახ, თა­ნაც სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო ხა­სი­ა­თის პრო­ექ­ტში, რო­მელ­საც "ჯეკ რა­ი­ა­ნი" ჰქვია. ცოტა ხნის წინ უცებ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ყვე­ლა ჩემს სუ­რათ­ში, ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ან ვკვდე­ბი, ან რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა მე­მარ­თე­ბა... მო­მინ­და ერთი წელი ტრა­გე­დი­ის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, რა­ღაც ოპ­ტი­მის­ტუ­რის, პო­ზი­ტი­უ­რის გა­კე­თე­ბა.

და­სა­წყი­სის­თვის ვი­თა­მა­შე ფილმში "შე­უძ­ლია სიმ­ღე­რას გიხ­სნას?" - ძა­ლი­ან ნა­თე­ლი ამ­ბა­ვია მე­გობ­რო­ბა­ზე. "ჯეკ რა­ი­ა­ნი" კი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი გა­სარ­თო­ბი ტრი­ლე­რია. "ანა კა­რე­ნი­ნას" მერე ეს ნამ­დვი­ლი ზე­ი­მია!

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

კირა ნაიტლი - "როცა მიყვარს, მეც თავს ვკარგავ!"

კირა ნაიტლი - "როცა მიყვარს, მეც თავს ვკარგავ!"

"ანა კარენინას" მორიგი ეკრანიზაცია რეჟისორ ჯო რაიტის ნამუშევარია. მთავარ როლზე მან კირა ნაიტლი შეარჩია და იმის მიუხედავად, რომ ამ არჩევანს დიდი კრიტიკა მოჰყვა, საბოლოოდ მაყურებლების დიდმა ნაწილმა კირას ანა კარენინა დადებითად მიიღო.

"ანა მაშინებდა..."

-  პირველად როდის წაიკითხეთ ლევ ტოლსტოის ეს რომანი?

-  დაახლოებით 20 წლისამ. მახსოვს, ვიტირე კიდეც ანას გამო. ის მსხვერპლად მეჩვენებოდა, ლამის წმინდანად, ყველა მის გარშემო კი - უგრძნობ და დაუნდობელ ნაძირალებად. ხოლო როდესაც გადაღებების წინ გადავიკითხე ხელახლა, სულ სხვა სახე წარმომიდგა - უფრო მგრძნობიარე და იდუმალი ქალის, რომელიც წინააღმდეგობრიობებითა და ვნებებით იყო სავსე.

-  ეს გმირი თქვენთან რაიმეთი იყო ახლოს?

-  ანა მაშინებდა კიდეც... მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მე მასზე არაფრით ვარ უკეთესი! ჩემთვის ეს პროექტი ძალიან პირადული აღმოჩნდა. როცა გონებით ვხვდებოდი, რომ ანა არ იყო მართალი, აღვშფოთდებოდი და ვკიცხავდი, სადღაც გულის სიღრმეში მიჩნდებოდა შეკითხვა: "ნუთუ მე სხვანაირად მოვიქცეოდი?" ჩვენი ხასიათების საოცარი მსგავსები მაშინებდა კიდეც და თან მაჯადოებდა.

-  მაშ თქვენც გჯერათ, რომ ნამდვილი ვნების გამო ნებისმიერი სიგიჟის ჩადენა შეიძლება?

-  27 წლის ასაკში უკვე არ მაქვს ურთიერთობებზე მსგავსი მოზარდული წარმოდგენები. მაგრამ, სამწუხაროდ, სიყვარული ისეთი რამ არის, ჩვენს აზრს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ღრმა განცდას სიტყვებით ვერ აღწერ. იქ ბევრი ტკივილი და შეკითხვაა, თანაც უპასუხო. თავადაც ვარიგებ რჩევებს, როცა სხვათა რომანებს ეხება საქმე. მაგრამ როცა თავად ვმიჯნურდები, თავს ვკარგავ. ტოლსტოიც, ჩემი აზრით, იმ სტიქიაზე წერს, რომელიც ადამიანის განსჯაზე მაღლა დგას. რაც ანას თავს ხდება, ეს არ არის რომანტიკული თავგადასავალი, მას სხვა ზეძალა ამოძრავებს, რომელსაც გაბედნიერებაც შეუძლია და განადგურებაც. ადამიანები, რომლებიც გადაღებებში მონაწილეობდნენ, მერე ამბობდნენ: "რა ნაცნობია ყველაფერი". ცხოვრებაში ყველას დამართვია რაღაც ასეთი.

"ბრილიანტებზე არ ვიტყოდი უარს..."

-  კრიტიკოსებს ჰქონდათ ბევრი შენიშვნა, სანამ სურათი გამოვიდოდა ეკრანებზე. მაგალითად, უნდობლად მოეკიდნენ იდეას, რომ მოქმედებები თეატრალურ დარბაზში გადატანილიყო...

-  სამაგიეროდ, ჩვენ გამოგვივიდა ერთადერთი და განუმეორებელი "ანა კარენინა". მე მთლიანად ვუჭერდი მხარს რეჟისორს, რომელიც ჩემი მეგობარია. თანაც, ეს მნიშვნელოვანი იყო, რომ მასალის ტრადიციული აღქმის ჩარჩოებს გავცდენოდით, თამამი გადაწყვეტილება იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვცადეთ!

-  ყველა აღიარებდა იმას, რომ ფილმში შესანიშნავი კოსტიუმებია...

-  მე მგონია, ძალიან სიმბოლური კოსტიუმებია. ეს ხომ არის ამბავი ოქროს გალიაზე, იმაზე, გმირის გარშემო როგორ ვიწროვდება სიკვდილის რგოლი. მის თმაში არიან ფრინველები, რომელთაც ფრენა არ უწერიათ, ყელზე - ბრილიანტები, რომლებიც თითქოს ნებისმიერ მომენტში მზად არიან, ყელში წაუჭირონ. ძირითადად იმ ეპოქის სამოსზე გავაკეთეთ აქცენტი, თუმცა კოსტიუმი, რომლითაც ანა ბოლო კადრებში ჩნდება, ბაბილონელი ცდომილის გამოსახულებით არის შთაგონებული. ერთიანობაში, საკმაოდ სანახაობრივი, ეროტიკული და სიმბოლური სურათი გამოვიდა.

-  რომელიმე კაბის დატოვება არ მოგინდათ?

-  არა, თუმცა ბრილიანტებზე კი არ ვიტყოდი უარს - სამწუხაროდ, არავის შემოუთავაზებია!

-  პარტნიორებზე რას იტყვით?

-  ჯუდ ლოუ შესანიშნავი კარენინია. ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ. მართლა ლამაზია და უბრალოდ შექმნილია "მძაფრხასიათიანი" როლებისთვის. სურათში ის საოცარია - უჩვეულოდ დიდი და ძლიერი ჩანს. ჩვენს ვრონსკის კი - აარონ ჯონსონს - მუშაობის უჩვეულო მეთოდი ჰქონდა. მე და ჯუდი მაგიდას ვუსხედით, წიგნს ვკითხულობდით, შენიშვნებს ვაკეთებდით და პერსონაჟების მოტივებს საათობით განვიხილავდით... აარონი კი დღევანდელი დღით ცხოვრობს - იმპროვიზებას მიმართავს და აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს თავს ნებისმიერ სიტუაციაში, რომელსაც რეჟისორი სთავაზობს. მსგავსი არასოდეს არაფერი მინახავს.

-  ახლა თუ გიღებენ რომელიმე ფილმში?

-  დიახ, თანაც სრულიად საპირისპირო ხასიათის პროექტში, რომელსაც "ჯეკ რაიანი" ჰქვია. ცოტა ხნის წინ უცებ გავაცნობიერე, რომ ყველა ჩემს სურათში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ან ვკვდები, ან რაღაც საშინელება მემართება... მომინდა ერთი წელი ტრაგედიის გარეშე ცხოვრება, რაღაც ოპტიმისტურის, პოზიტიურის გაკეთება.

დასაწყისისთვის ვითამაშე ფილმში "შეუძლია სიმღერას გიხსნას?" - ძალიან ნათელი ამბავია მეგობრობაზე. "ჯეკ რაიანი" კი ჰოლივუდური გასართობი ტრილერია. "ანა კარენინას" მერე ეს ნამდვილი ზეიმია!

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება