პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ემანუელაზე" ფილმს გადაიღებენ
"ემანუელაზე" ფილმს გადაიღებენ

ერო­ტი­ულ ფილმ "ემა­ნუ­ე­ლას" მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ მსა­ხი­ობ სილ­ვია კრის­ტელ­ზე ფილ­მს გა­და­ი­ღე­ბენ.

ფილ­მს და­ნი­ე­ლე­ბი იღე­ბენ. გა­და­სა­ღე­ბი ჯგუ­ფის კონ­სულ­ტან­ტი მსა­ხი­ო­ბის ერ­თა­დერ­თი ვაჟი არ­ტურ კრის­ტე­ლი იქ­ნე­ბა. ფილმ "სილ­ვია კრის­ტე­ლი: სურ­ვი­ლის ობი­ექ­ტი" (Sylvia Kristel: Object of Desire) გა­მოს­ვლა 2015 წელ­საა და­გეგ­მი­ლი.

სილ­ვია კრის­ტელ­მა მსოფ­ლიო ცნო­ბა­დო­ბა 1974 წელს, ერო­ტი­უ­ლი რო­მა­ნის, "ემა­ნუ­ე­ლას" გა­მოს­ვლის შემ­დეგ მო­ი­პო­ვა. სუ­რათ­ში კრის­ტელ­მა ფრან­გი დიპ­ლო­მა­ტის მე­უღ­ლის როლი შე­ას­რუ­ლა. სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, მთა­ვა­რი გმი­რი ქმარ­თან ბანგკოკ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც სხვა მა­მა­კაც­თან დაწ­ვე­ბა. სსრკ-ში მი­უ­ხე­და­ვად აკ­რძალ­ვი­სა, სუ­რა­თი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

სუ­რა­თის გა­მოს­ვლის შემ­დეგ მსა­ხი­ობს კი­ნო­კა­რი­ე­რა­ში სირ­თუ­ლე­ე­ბი შეხ­ვდა, მას მხო­ლოდ ერო­ტი­ულ ფილ­მებ­ში თა­მაშს სთა­ვა­ზობ­დნენ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ში სირ­თუ­ლე­ე­ბის გამო კი ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წო. 2006 წელს კრის­ტელ­მა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია "შიშ­ვე­ლი" და­წე­რა, რო­მე­ლიც კრი­ტი­კო­სებ­მა კარ­გად მი­ი­ღეს.

2012 წელს სილ­ვია კრის­ტელს ყე­ლი­სა და ღვიძ­ლის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში მას ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა. მსა­ხი­ო­ბი 61 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Screen Daily-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ემანუელაზე" ფილმს გადაიღებენ

"ემანუელაზე" ფილმს გადაიღებენ

ეროტიულ ფილმ "ემანუელას" მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობ სილვია კრისტელზე ფილმს გადაიღებენ.

ფილმს დანიელები იღებენ. გადასაღები ჯგუფის კონსულტანტი მსახიობის ერთადერთი ვაჟი არტურ კრისტელი იქნება. ფილმ "სილვია კრისტელი: სურვილის ობიექტი" (Sylvia Kristel: Object of Desire) გამოსვლა 2015 წელსაა დაგეგმილი.

სილვია კრისტელმა მსოფლიო ცნობადობა 1974 წელს, ეროტიული რომანის, "ემანუელას" გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. სურათში კრისტელმა ფრანგი დიპლომატის მეუღლის როლი შეასრულა. სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი ქმართან ბანგკოკში მიემგზავრება, სადაც სხვა მამაკაცთან დაწვება. სსრკ-ში მიუხედავად აკრძალვისა, სურათი დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

სურათის გამოსვლის შემდეგ მსახიობს კინოკარიერაში სირთულეები შეხვდა, მას მხოლოდ ეროტიულ ფილმებში თამაშს სთავაზობდნენ. პირად ცხოვრებასა და კარიერაში სირთულეების გამო კი ნარკოტიკების მოხმარება დაიწო. 2006 წელს კრისტელმა ავტობიოგრაფია "შიშველი" დაწერა, რომელიც კრიტიკოსებმა კარგად მიიღეს.

2012 წელს სილვია კრისტელს ყელისა და ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობის პროცესში მას ინსულტი დაემართა. მსახიობი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია Screen Daily-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება