პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის 13 ქვეყანაში საქონლის ხორცად 750 ტონა ცხენის ხორცი გასაღდა
ევროპის 13 ქვეყანაში საქონლის ხორცად 750 ტონა ცხენის ხორცი გასაღდა

ევ­რო­პის 13 ქვე­ყა­ნა­ში სა­ქონ­ლის ხორ­ცად 750 ტონა გა­ყი­ნუ­ლი ცხე­ნის ხორ­ცი გა­საღ­და. ამის შე­სა­ხებ "ესო­ში­ე­ი­თედ პრე­სი" იუ­წყე­ბა. საფ­რან­გეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ფრან­გუ­ლი ხორ­ცით მო­ვაჭ­რე უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნია "სპან­გე­რო" ბოლო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­მი­ნე­თი­დან სა­ქონ­ლის ხორცთან ერ­თად ცხე­ნის ხორცსაც იძენ­და. შემ­დეგ კი მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ახ­დენ­და და მას სა­ქონ­ლის ხორ­ცად ასა­ღებ­და. თა­ვის მხრივ, "სპან­გე­რო" უარ­ყოფს ბრალ­დე­ბას.

საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და ჰო­ლან­დი­ა­შიც, სა­დაც მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის კომ­პა­ნია "დრა­ა­ფი" და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. თუმ­ცა, ეს უკა­ნას­კნე­ლი ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს.

მე­დი­კოს­თა გან­ცხა­დე­ბით, ცხე­ნის ხორ­ცი საჭ­მე­ლად ვარ­გი­სია, თუმ­ცა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა მომ­ხმა­რე­ბელს ეყი­და ის ხორ­ცი, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე ფე­ნილ­ბუ­ტა­ზო­ნი – ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო პრე­პა­რა­ტი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

"ხორ­ცის სკან­და­ლი" ევ­რო­პა­ში მას შემ­დეგ აგორ­და, რაც ცოტა ხნის წინ ინ­გლი­სი­სა და ირ­ლან­დი­ის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის დახ­ლებ­ზე ცხე­ნის ხორ­ცი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და გერ­მა­ნი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, კვიპ­როს­ში, ლუქ­სემ­ბურ­გში, რუ­მი­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და შვე­დეთ­ში.

ამ ეტაპ­ზე საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ევ­რო­პო­ლი აწარ­მო­ებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Associated Press-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ევროპის 13 ქვეყანაში საქონლის ხორცად 750 ტონა ცხენის ხორცი გასაღდა

ევროპის 13 ქვეყანაში საქონლის ხორცად 750 ტონა ცხენის ხორცი გასაღდა

ევროპის 13 ქვეყანაში საქონლის ხორცად 750 ტონა გაყინული ცხენის ხორცი გასაღდა. ამის შესახებ "ესოშიეითედ პრესი" იუწყება. საფრანგეთში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფრანგული ხორცით მოვაჭრე უმსხვილესი კომპანია "სპანგერო" ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუმინეთიდან საქონლის ხორცთან ერთად ცხენის ხორცსაც იძენდა. შემდეგ კი მის რეალიზაციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ახდენდა და მას საქონლის ხორცად ასაღებდა. თავის მხრივ, "სპანგერო" უარყოფს ბრალდებას.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდა ჰოლანდიაშიც, სადაც მსგავსი დანაშაულისთვის კომპანია "დრააფი" დაადანაშაულეს. თუმცა, ეს უკანასკნელი ბრალდებას უარყოფს.

მედიკოსთა განცხადებით, ცხენის ხორცი საჭმელად ვარგისია, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა მომხმარებელს ეყიდა ის ხორცი, რომელსაც თავის დროზე ფენილბუტაზონი – ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო პრეპარატი აქვს გაკეთებული.

"ხორცის სკანდალი" ევროპაში მას შემდეგ აგორდა, რაც ცოტა ხნის წინ ინგლისისა და ირლანდიის სუპერმარკეტების დახლებზე ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში, ესპანეთში, კვიპროსში, ლუქსემბურგში, რუმინეთში, საფრანგეთსა და შვედეთში.

ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიებას ევროპოლი აწარმოებს.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა