პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე ოთარ ქირია
რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე ოთარ ქირია

ცოტა ხნის წინ "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის ეთე­რის პრე­სის მი­მომ­ხილ­ვე­ლი ოთარ ქი­რია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სას­წრა­ფო მან­ქა­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა და ოთა­რი ოჯახ­სა და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს და­უბ­რუნ­და. შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­ზე, ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ზე, თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და სხვა თე­მებ­ზე ოთა­რი თა­ვად გი­ამ­ბობთ.

- ოთარ, ზამ­თრის შვე­ბუ­ლე­ბა რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე?

- ვერ­სად ვერ წა­ვე­დი. ვალი მაქვს, ბევ­რი არა, მაგ­რამ ცო­ტაც რომ მაქვს, ვერ ვის­ვე­ნებ. თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი და მე­ძი­ნა დათ­ვი­ვით. სა­ერ­თოდ, ნო­ემ­ბრი­დან მარ­ტამ­დე მძი­ნავს. არ მიყ­ვარს ზამ­თა­რი და სი­ცი­ვე. ოჯა­ხიც ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ არ დავ­დი­ო­დი შეშ­ლი­ლი სა­ხით.

- მხო­ლოდ სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით ად­გე­ბი ოჯახს კარ­გად ან ცუ­დად?

- რა­ტომ ფიქ­რობ ასე? მა­გა­ლი­თად, ახა­ლი წლის დღე­ებ­ში მე­უღ­ლეს მო­ვეხ­მა­რე ბა­ჟეს გა­კე­თე­ბა­ში. კი­დევ გა­დავ­ყა­რე ნა­გა­ვი. სა­ა­ხალ­წლოდ შე­ვი­ძი­ნე საჭ­მე­ლე­ბი, ხილი და ბოსტნე­უ­ლი. გო­ზი­ნა­ყის­თვის ვი­ყი­დე ნი­გო­ზი. წელს მე­ცხრე ახა­ლი წელი გა­ვა­ტა­რეთ მე და თა­მუ­ნამ ერ­თად. ცხრა წე­ლია გო­ზი­ნაყს აკე­თებს და მერე ვყრით. წელს პირ­ვე­ლად არ გა­დავ­ყა­რეთ, გა­მო­უ­ვი­და.

- შენი წო­ნის მა­ტე­ბაც გო­ზი­ნა­ყის დამ­სა­ხუ­რე­ბაა?

- ნა­წი­ლობ­რივ კი. წინა ახა­ლი წლი­დან ამ ახა­ლი წლის ჩათ­ვლით 20 კი­ლოგ­რა­მი მო­ვი­მა­ტე. ახლა 4 კილო და­ვი­კე­ლი.

- დი­ე­ტა­ზე ხარ?

- იძუ­ლე­ბით დი­ე­ტა­ზე გახ­ლა­ვართ. თევ­ზის კონ­სერ­ვი გე­ა­ხე­ლით და კი­ნა­ღამ გაღ­მა გა­ვე­დი მა­რილ­ზე. არა, კი არ მო­ვი­წამ­ლე, მე­გო­ნა, რომ მო­ვი­წამ­ლე და იძუ­ლე­ბის წე­სით უკან ამო­ვი­ღე ეს კონ­სერ­ვი. პირ­საქ­მე­ბის დროს კუ­ჭი­სა და საყ­ლა­პა­ვის სა­ზღვარ­ზე გაჩ­ნდა ნა­ხეთ­ქი, და­მე­წყო სის­ხლდე­ნა. სას­წრა­ფო მან­ქა­ნით გა­და­მიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მტერს არ ვუ­სურ­ვებ იმას, რაც მე გა­და­ვი­ტა­ნე. ზონ­დებს მა­ყლა­პებ­დნენ პი­რი­დან, ცხვი­რი­დან... თა­ვი­დან, სახ­ლში გული რომ ამე­რია, და­ვი­ძი­ნე. ორ სა­ათ­ში გა­მეღ­ვი­ძა, ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. რომ ავ­დე­ქი, თავ­ბრუ და­მეს­ხა და ია­ტაკ­ზე დავ­წე­ქი. წა­ვიქ­ცე­ო­დი, ჩე­მით რომ არ დავ­მჯდა­რი­ყა­ვი, კი­დევ ამე­რია გული და სის­ხლი ამო­ვა­ყო­ლე. მა­შინ კი შე­მე­შინ­და. ღა­მის თორ­მე­ტის ნა­ხე­ვა­რი იყო. სას­წრა­ფოს ექი­მებს "ვე­კა­ჩა­ვე", არ­სად არ წა­მო­ვალ, გა­მივ­ლის-მეთ­ქი. 15-წუ­თი­ა­ნი ძიძ­გი­ლა­ო­ბის შემ­დეგ რომ მივ­ხვდი, ძალა სა­ერ­თოდ აღარ მქონ­და, გავ­ყე­ვი. სამი დღე ვი­ყა­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, დღე-ნა­ხე­ვა­რი წყა­ლიც არ მქონ­და და­ლე­უ­ლი. ამით აკონ­ტრო­ლებ­დნენ, და­ი­წყე­ბო­და თუ არა გაჭ­რის გა­რე­შე შე­ხორ­ცე­ბა. გა­მი­მარ­თლა და შე­ხორ­ცდა.

- მნახ­ვე­ლე­ბი გყავ­და?

- იქ არა­ვის უშ­ვე­ბენ. სა­მა­გი­ე­როდ, თავს გევ­ლე­ბი­ან მედ­დე­ბი. პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი. რო­გორც კი ლა­პა­რა­კი და­ვი­წყე, ავი­ღე ტე­ლე­ფო­ნი და ჩა­მოვ­რე­კე ახ­ლობ­ლებ­თან, მე­გობ­რებ­თან, სა­კუ­თარ ქელეხ­ში დავ­პა­ტი­ჟე ხალ­ხი, მაგ­რამ მე­დი­ცი­ნა ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად და ქელე­ხი "გა­ი­მა­ზა".

- ქელეხ­ზე და გაღ­მა გას­ვლა­ზე გა­მახ­სენ­და, მე ვიცი, რომ შენ ერთხელ თვით­მკვლე­ლო­ბაც სცა­დე.

- კი, იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა. გა­რე­კი­ლი მთვრა­ლი ვი­ყა­ვი.

- რა ასაკ­ში იყო ეს, ცოლ-შვი­ლი გყავ­და უკვე?

- კი, მყავ­და, მაგ­რამ მი­ზეზს ნუ მკი­თხავ, მა­ინც არ ვი­ტყვი.

- ახლა რას მი­ირ­თმევ, ფა­ფებს?

- ფა­ფებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. 6 თვე სას­მელს ვერ დავ­ლევ. ყა­ვაც კი ამიკ­რძა­ლეს. ჯერ ისევ წამ­ლებ­ზე ვარ. ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია და­მე­მარ­თა, სა­მე­დი­ცი­ნო დი­ე­ტა­ზე ვარ და იძუ­ლე­ბის წე­სით ვიკ­ლებ წო­ნა­ში.

- "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლა­ში რა სი­ახ­ლე­ე­ბი გაქვთ? ამა­სო­ბა­ში კონ­კუ­რენ­ტე­ბი გა­მო­გიჩ­ნდნენ...

- კონ­კუ­რენ­ტე­ბი კი გა­მოგ­ვიჩ­ნდნენ, მაგ­რამ ჩვენ­მა რე­ი­ტინ­გმა იმა­ტა. ამას მო­ნა­ცე­მე­ბი მოწ­მობს... პა­რა­ლე­ლუ­რად ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ კავ­კა­სი­ის ბიზ­ნეს-სკო­ლა­ში თე­მა­ზე მარ­კე­ტინ­გის სა­ფუძ­ვლე­ბი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში და სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა.

- რას იტყვი მო­მა­ვალ მე­ნე­ჯე­რებ­ზე, რო­გო­რი თა­ო­ბა მო­დის?

- თა­ვი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლო ვი­ყა­ვი, შემ­დეგ პრო­ცენ­ტუ­ლად რომ ვი­ან­გა­რი­შე, მთლად სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვაქვს.

- სტუ­დენ­ტებ­მა რო­გორ მი­გი­ღეს?

- თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ პა­ტა­რა გა­უ­გებ­რო­ბის გამო ერთი თვე შა­ტა­ლო­ზე ვი­ყა­ვი, ვერ ვი­ტყვი, ალ­ბათ სტუ­დენ­ტე­ბი ფიქ­რობ­დნენ, არას­დროს არ მო­ვაო.

- რუს­თა­ვი 2"-შიც გაქვს ხოლ­მე შენ შა­ტა­ლო­ე­ბი...

- ამი­ე­რი­დან ხუთ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს მექ­ნე­ბა შა­ტა­ლო­ე­ბი. პო­ლი­ტი­კურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ. ორ თვე­ში ერთხელ გას­ვლი­თი სას­წავ­ლო სე­მი­ნა­რე­ბი მაქვს, ოღონდ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შე­ვა­თან­ხმე, სწავ­ლა­ში ხელს არ მიშ­ლი­ან, სა­პა­ტიო გაც­დე­ნად ჩა­მეთ­ვლე­ბა.

- ძვე­ლით ახალ წელს ავა­რია მოგ­სვლია, გა­ვი­გე...

- ჰო, 14 იან­ვარს ახვლე­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე ვატო კა­ხი­ძის მე­უღ­ლის მან­ქა­ნას და­ვარ­ტყი, ფარი გა­ვუ­ფუ­ჭე. ნას­ვა­მი არ ვყო­ფილ­ვარ, გა­ვუ­კე­თე მა­საც და ჩემი მან­ქა­ნაც შე­ვა­კე­თე. ასე რომ, მშვი­დად დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი.

- ვინ იყო წელს შენი მეკვლე?

- ჩემი შვი­ლი, გვან­ცა (იცი­ნის).

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე ოთარ ქირია

რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე ოთარ ქირია

ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-ის დილის ეთერის პრესის მიმომხილველი ოთარ ქირია საავადმყოფოში მოხვდა. მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო მანქანით გადაიყვანეს რეანიმაციაში. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ოთარი ოჯახსა და ჟურნალ-გაზეთებს დაუბრუნდა. შემთხვევის დეტალებზე, ავტოავარიაზე, თვითმკვლელობის მცდელობასა და სხვა თემებზე ოთარი თავად გიამბობთ.

- ოთარ, ზამთრის შვებულება როგორ გამოიყენე?

- ვერსად ვერ წავედი. ვალი მაქვს, ბევრი არა, მაგრამ ცოტაც რომ მაქვს, ვერ ვისვენებ. თბილისში ვიყავი და მეძინა დათვივით. საერთოდ, ნოემბრიდან მარტამდე მძინავს. არ მიყვარს ზამთარი და სიცივე. ოჯახიც ბედნიერი იყო, რომ არ დავდიოდი შეშლილი სახით.

- მხოლოდ სახის გამომეტყველებით ადგები ოჯახს კარგად ან ცუდად?

- რატომ ფიქრობ ასე? მაგალითად, ახალი წლის დღეებში მეუღლეს მოვეხმარე ბაჟეს გაკეთებაში. კიდევ გადავყარე ნაგავი. საახალწლოდ შევიძინე საჭმელები, ხილი და ბოსტნეული. გოზინაყისთვის ვიყიდე ნიგოზი. წელს მეცხრე ახალი წელი გავატარეთ მე და თამუნამ ერთად. ცხრა წელია გოზინაყს აკეთებს და მერე ვყრით. წელს პირველად არ გადავყარეთ, გამოუვიდა.

- შენი წონის მატებაც გოზინაყის დამსახურებაა?

- ნაწილობრივ კი. წინა ახალი წლიდან ამ ახალი წლის ჩათვლით 20 კილოგრამი მოვიმატე. ახლა 4 კილო დავიკელი.

- დიეტაზე ხარ?

- იძულებით დიეტაზე გახლავართ. თევზის კონსერვი გეახელით და კინაღამ გაღმა გავედი მარილზე. არა, კი არ მოვიწამლე, მეგონა, რომ მოვიწამლე და იძულების წესით უკან ამოვიღე ეს კონსერვი. პირსაქმების დროს კუჭისა და საყლაპავის საზღვარზე გაჩნდა ნახეთქი, დამეწყო სისხლდენა. სასწრაფო მანქანით გადამიყვანეს საავადმყოფოში. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც მე გადავიტანე. ზონდებს მაყლაპებდნენ პირიდან, ცხვირიდან... თავიდან, სახლში გული რომ ამერია, დავიძინე. ორ საათში გამეღვიძა, ძალიან ცუდად ვიყავი. რომ ავდექი, თავბრუ დამესხა და იატაკზე დავწექი. წავიქცეოდი, ჩემით რომ არ დავმჯდარიყავი, კიდევ ამერია გული და სისხლი ამოვაყოლე. მაშინ კი შემეშინდა. ღამის თორმეტის ნახევარი იყო. სასწრაფოს ექიმებს "ვეკაჩავე", არსად არ წამოვალ, გამივლის-მეთქი. 15-წუთიანი ძიძგილაობის შემდეგ რომ მივხვდი, ძალა საერთოდ აღარ მქონდა, გავყევი. სამი დღე ვიყავი საავადმყოფოში, დღე-ნახევარი წყალიც არ მქონდა დალეული. ამით აკონტროლებდნენ, დაიწყებოდა თუ არა გაჭრის გარეშე შეხორცება. გამიმართლა და შეხორცდა.

- მნახველები გყავდა?

- იქ არავის უშვებენ. სამაგიეროდ, თავს გევლებიან მედდები. პირველი რამდენიმე საათი ვერ ვლაპარაკობდი. როგორც კი ლაპარაკი დავიწყე, ავიღე ტელეფონი და ჩამოვრეკე ახლობლებთან, მეგობრებთან, საკუთარ ქელეხში დავპატიჟე ხალხი, მაგრამ მედიცინა ძლიერი აღმოჩნდა არსებული პრობლემის გადასაჭრელად და ქელეხი "გაიმაზა".

- ქელეხზე და გაღმა გასვლაზე გამახსენდა, მე ვიცი, რომ შენ ერთხელ თვითმკვლელობაც სცადე.

- კი, იყო ასეთი შემთხვევა. გარეკილი მთვრალი ვიყავი.

- რა ასაკში იყო ეს, ცოლ-შვილი გყავდა უკვე?

- კი, მყავდა, მაგრამ მიზეზს ნუ მკითხავ, მაინც არ ვიტყვი.

- ახლა რას მიირთმევ, ფაფებს?

- ფაფებს, რომლებიც ძალიან მიყვარს. 6 თვე სასმელს ვერ დავლევ. ყავაც კი ამიკრძალეს. ჯერ ისევ წამლებზე ვარ. ზოგი ჭირი მარგებელია დამემართა, სამედიცინო დიეტაზე ვარ და იძულების წესით ვიკლებ წონაში.

- "რუსთავი 2"-ის დილაში რა სიახლეები გაქვთ? ამასობაში კონკურენტები გამოგიჩნდნენ...

- კონკურენტები კი გამოგვიჩნდნენ, მაგრამ ჩვენმა რეიტინგმა იმატა. ამას მონაცემები მოწმობს... პარალელურად ლექციებს ვკითხულობ კავკასიის ბიზნეს-სკოლაში თემაზე მარკეტინგის საფუძვლები. უნივერსიტეტში ჩავაბარე დოქტორანტურაში და სავალდებულოა ლექციების კითხვა.

- რას იტყვი მომავალ მენეჯერებზე, როგორი თაობა მოდის?

- თავიდან უკმაყოფილო ვიყავი, შემდეგ პროცენტულად რომ ვიანგარიშე, მთლად საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს.

- სტუდენტებმა როგორ მიგიღეს?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პატარა გაუგებრობის გამო ერთი თვე შატალოზე ვიყავი, ვერ ვიტყვი, ალბათ სტუდენტები ფიქრობდნენ, არასდროს არ მოვაო.

- რუსთავი 2"-შიც გაქვს ხოლმე შენ შატალოები...

- ამიერიდან ხუთშაბათსა და პარასკევს მექნება შატალოები. პოლიტიკურ სკოლაში ვსწავლობ. ორ თვეში ერთხელ გასვლითი სასწავლო სემინარები მაქვს, ოღონდ ხელმძღვანელობასთან შევათანხმე, სწავლაში ხელს არ მიშლიან, საპატიო გაცდენად ჩამეთვლება.

- ძველით ახალ წელს ავარია მოგსვლია, გავიგე...

- ჰო, 14 იანვარს ახვლედიანის ქუჩაზე ვატო კახიძის მეუღლის მანქანას დავარტყი, ფარი გავუფუჭე. ნასვამი არ ვყოფილვარ, გავუკეთე მასაც და ჩემი მანქანაც შევაკეთე. ასე რომ, მშვიდად დამთავრდა ყველაფერი.

- ვინ იყო წელს შენი მეკვლე?

- ჩემი შვილი, გვანცა (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები