საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაომი კემპბელი - ადამიანი ისე უნდა მოიქცეს, რომ მობოდიშება არ დასჭირდეს
ნაომი კემპბელი - ადამიანი ისე უნდა მოიქცეს, რომ მობოდიშება არ დასჭირდეს

სუ­პერ­მო­დელ ნა­ო­მი კემ­პბე­ლის არა­პუნ­ქტუ­ა­ლო­ბა­ზე და უხა­სი­ა­თო­ბა­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დის. ამ­ჟა­მად კემ­პბე­ლი ახალ რე­ა­ლი­თი შო­უ­ში "The Face" მო­ნა­წი­ლე­ობს. შო­უ­ში ნა­ო­მი მო­დე­ლებს კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში ეხ­მა­რე­ბა.

პრო­დუ­სე­რე­ბი იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ ნა­ო­მი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ხა­სი­ათს შე­იც­ვლი­და და დაგ­ვი­ა­ნე­ბას გა­და­ეჩ­ვე­ო­და, მაგ­რამ შეც­დნენ. რე­ა­ლი­თი შოუს თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბი - კა­რო­ლი­ნა კურ­კო­ვა, კოკო როშა და ნი­გელ ბარ­კე­რი პრე­მი­ე­რა­ზე დრო­უ­ლად მი­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ნა­ო­მი შო­უ­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა, კემ­პბელ­მა ამა­ყად გა­ნა­ცხა­და, რომ ხა­სი­ათს ვე­რა­ვის გამო შე­იც­ვლის. "სა­ში­ნე­ლე­ბაა, რომ ყველ­გან ვაგ­ვი­ა­ნებ", - თავი იმარ­თლა სუ­პერ­მო­დელ­მა.

ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი სუ­პერ­მო­დე­ლი ხში­რად ეხ­ვე­ვა სკან­და­ლებ­ში. მის მძი­მე ხა­სი­ათ­ზე სა­უბ­რობს ყვე­ლა, ვი­საც კი მო­დის სფე­როს­თან შე­ხე­ბა აქვს. თუკი სა­მო­სის პა­ტა­რა დე­ტა­ლიც კი არ მო­ე­წო­ნა, ნა­ო­მი თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, პო­დი­უმ­ზე არ გა­ვი­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია სუ­პერ­მო­დე­ლის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ო­ბა. მას ტე­ლე­ფო­ნიც კი უს­რო­ლია თა­ნა­შემ­წის­თვის.

თუმ­ცა, სხვე­ბის მი­მართ ნა­ო­მი მომ­თხოვ­ნია და თვლის, რომ ადა­მი­ა­ნი ისე უნდა მო­იქ­ცეს, რომ მო­ბო­დი­შე­ბა არ დას­ჭირ­დეს და თუკი ვინ­მემ რამე და­ა­შა­ვა, სი­ტყვა "ბო­დი­ში" ვე­ღა­რა­ფერს შეც­ვლის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია showbizspy.com-ის მი­ხედ­ვით.

ნაომი კემპბელი - ადამიანი ისე უნდა მოიქცეს, რომ მობოდიშება არ დასჭირდეს

ნაომი კემპბელი - ადამიანი ისე უნდა მოიქცეს, რომ მობოდიშება არ დასჭირდეს

სუპერმოდელ ნაომი კემპბელის არაპუნქტუალობაზე და უხასიათობაზე ლეგენდები დადის. ამჟამად კემპბელი ახალ რეალითი შოუში "The Face" მონაწილეობს. შოუში ნაომი მოდელებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება.

პროდუსერები იმედოვნებდნენ, რომ ნაომი დროთა განმავლობაში ხასიათს შეიცვლიდა და დაგვიანებას გადაეჩვეოდა, მაგრამ შეცდნენ. რეალითი შოუს თანაწამყვანები - კაროლინა კურკოვა, კოკო როშა და ნიგელ ბარკერი პრემიერაზე დროულად მივიდნენ, მაგრამ ნაომი შოუში მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოჩნდა. მიუხედავად უპასუხისმგებლობისა, კემპბელმა ამაყად განაცხადა, რომ ხასიათს ვერავის გამო შეიცვლის. "საშინელებაა, რომ ყველგან ვაგვიანებ", - თავი იმართლა სუპერმოდელმა.

ტემპერამენტიანი სუპერმოდელი ხშირად ეხვევა სკანდალებში. მის მძიმე ხასიათზე საუბრობს ყველა, ვისაც კი მოდის სფეროსთან შეხება აქვს. თუკი სამოსის პატარა დეტალიც კი არ მოეწონა, ნაომი თავს უფლებას აძლევს, პოდიუმზე არ გავიდეს. განსაკუთრებით საშიშია სუპერმოდელის თანაშემწედ მუშაობა. მას ტელეფონიც კი უსროლია თანაშემწისთვის.

თუმცა, სხვების მიმართ ნაომი მომთხოვნია და თვლის, რომ ადამიანი ისე უნდა მოიქცეს, რომ მობოდიშება არ დასჭირდეს და თუკი ვინმემ რამე დააშავა, სიტყვა "ბოდიში" ვეღარაფერს შეცვლის.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება