მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარსკვლავური ცრურწმენა - სამაჯური შამბალა
ვარსკვლავური ცრურწმენა - სამაჯური შამბალა

თუ ვარ­სკვლავ­თა ფო­ტო­ებს და­აკ­ვირ­დე­ბით, შე­ამ­ჩნევთ, რომ უმე­ტე­სო­ბას ხელ­ზე საკ­მა­ოდ უბ­რა­ლო სა­მა­ჯუ­რი უკე­თია. რა აერ­თი­ა­ნებთ ჯას­ტინ ბი­ბერს, ჯე­ი­ზის, კიმ კარ­და­ში­ანს, კარლ ლა­გერ­ფელდს და სხვა ვარ­სკვლა­ვებს? - ეს სა­მა­ჯუ­რი შამ­ბა­ლაა.

სა­მა­ჯუ­რი შამ­ბა­ლა (შამ­ბა­ლა - ლე­გენ­და­რუ­ლი ქა­ლა­ქი ტი­ბეტ­ში), რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან მოს­წონთ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის წინ ტი­ბეტ­ში გა­მო­ი­გო­ნეს. ით­ვლე­ბა, რომ მას პატ­რო­ნის­თვის მშვი­დო­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა, ში­ნა­გა­ნი ჰარ­მო­ნია და ჯან­მრთე­ლო­ბა მო­აქვს.

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც სა­მა­ჯუ­რი შამ­ბა­ლა "შე­იყ­ვა­რა" ცნო­ბი­ლი რე­პე­რი ჯე­ი­ზია. ის შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პი­ო­ნე­რა­დაც კი ით­ვლე­ბა. შამ­ბა­ლას სა­მა­ჯუ­რი მის ხელ­ზე 2009 წელს ჟურ­ნალ Gotha-ის გა­რე­კან­ზე გა­მოჩ­ნდა.

2010 წელს ჯე­ი­ზი ჟურ­ნალ Rolling Stone-ის გა­რე­კან­ზე მოხ­ვდა. რე­პერს შამ­ბა­ლას სამ­კა­უ­ლი ხელ­სა და ყელ­ზე ეკე­თა. ჯე­ი­ზის ამ ძველ ტი­ბე­ტურ "დამ­ცავ­ზე" უარი არც 2013 წელს უთ­ქვამს.

შამ­ბა­ლას სა­მა­ჯუ­რე­ბი ჰო­ლი­ვუდ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მალე გახ­და. ეს აქ­სე­სუ­ა­რი უკვე გა­ნუყ­რე­ლია ჯას­ტინ ბი­ბე­რი­სა და კრის ბრა­უ­ნის­თვის. ამას­თან, ჯას­ტინს შამ­ბა­ლას სხვა­დას­ხვა სა­მა­ჯუ­რი აქვს, რომ­ლებ­საც სა­მოსს უხა­მებს.

ეს აქ­სე­სუ­ა­რი საკ­მა­ოდ ბევ­რი აქვს "შა­ნე­ლის" კრე­ა­ტი­ულ დი­რექ­ტორს, კარლ ლა­გერ­ფელ­დსაც, რო­მელ­საც ურ­ჩევ­ნია ხელ­ზე ერ­თად რამ­დე­ნი­მე შამ­ბა­ლა ეკე­თოს, რათა თავი უკეთ და­ი­ზღვი­ოს უბე­დუ­რე­ბის­გან.

შამ­ბა­ლას სა­მა­ჯუ­რე­ბი შე­საძ­ლოა, უბ­რა­ლო ქვე­ბი­სა და ძა­ფის­გან იყოს შექ­მნი­ლი, თუმ­ცა ვარ­სკვლა­ვებ­მა აქაც იპო­ვეს გა­მო­სა­ვა­ლი და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ბრი­ლი­ან­ტე­ბი­თა და "სვა­როვ­სკის" კრის­ტა­ლე­ბი­თაც არის მორ­თუ­ლი.

შამ­ბა­ლას სა­მა­ჯუ­რის გა­კე­თე­ბა ყვე­ლა მსურ­ველს შე­უძ­ლია. ამის­თვის სა­ჭი­როა თო­კე­ბი, მაკ­რა­მეს ცოდ­ნა (თუნ­დაც და­წყე­ბით დო­ნე­ზე) და მძი­ვე­ბი. ვი­დე­ო­პორ­ტა­ლებ­ზე მათი შექ­მნის ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი­ცაა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია womanews.ru-ს მი­ხედ­ვით.

ვარსკვლავური ცრურწმენა - სამაჯური შამბალა

ვარსკვლავური ცრურწმენა - სამაჯური შამბალა

თუ ვარსკვლავთა ფოტოებს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ უმეტესობას ხელზე საკმაოდ უბრალო სამაჯური უკეთია. რა აერთიანებთ ჯასტინ ბიბერს, ჯეიზის, კიმ კარდაშიანს, კარლ ლაგერფელდს და სხვა ვარსკვლავებს? - ეს სამაჯური შამბალაა.

სამაჯური შამბალა (შამბალა - ლეგენდარული ქალაქი ტიბეტში), რომელიც ასე ძალიან მოსწონთ ცნობილ ადამიანებს, მრავალი საუკუნის წინ ტიბეტში გამოიგონეს. ითვლება, რომ მას პატრონისთვის მშვიდობა, ბედნიერება, შინაგანი ჰარმონია და ჯანმრთელობა მოაქვს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც სამაჯური შამბალა ”შეიყვარა” ცნობილი რეპერი ჯეიზია. ის შეიძლება ითქვას,  პიონერადაც კი ითვლება. შამბალას სამაჯური მის ხელზე 2009 წელს ჟურნალ Gotha-ის გარეკანზე გამოჩნდა.

2010 წელს ჯეიზი ჟურნალ Rolling Stone-ის გარეკანზე მოხვდა. რეპერს შამბალას სამკაული ხელსა და ყელზე ეკეთა. ჯეიზის ამ ძველ ტიბეტურ "დამცავზე" უარი არც 2013 წელს უთქვამს.

შამბალას სამაჯურები ჰოლივუდში პოპულარული მალე გახდა. ეს აქსესუარი უკვე განუყრელია ჯასტინ ბიბერისა და კრის ბრაუნისთვის. ამასთან, ჯასტინს შამბალას სხვადასხვა სამაჯური აქვს, რომლებსაც სამოსს უხამებს.

ეს აქსესუარი საკმაოდ ბევრი აქვს "შანელის" კრეატიულ დირექტორს, კარლ ლაგერფელდსაც, რომელსაც ურჩევნია ხელზე ერთად რამდენიმე შამბალა ეკეთოს, რათა თავი უკეთ დაიზღვიოს უბედურებისგან.

შამბალას სამაჯურები შესაძლოა, უბრალო ქვებისა და ძაფისგან იყოს შექმნილი, თუმცა ვარსკვლავებმა აქაც იპოვეს გამოსავალი და ზოგიერთი მათგანი ბრილიანტებითა და "სვაროვსკის" კრისტალებითაც არის მორთული.

შამბალას სამაჯურის გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა თოკები, მაკრამეს ცოდნა (თუნდაც დაწყებით დონეზე) და მძივები. ვიდეოპორტალებზე მათი შექმნის ვიდეოგაკვეთილებიცაა განთავსებული.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება