გუშინ ლოს-ანჯელესში გრემის 55-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გრანდიოზულ შოუს ერთპიროვნული ლიდერი არ ჰყოლია, თუმცა, ერთი ტენდენცია შეინიშნებოდა, წლევანდელ "გრემიზე" სწორედ ძლიერი სქესის წარმომადგენლები დომინირებდნენ.
ნომინაციაში "წლის საუკეთესო ჩანაწერი" გაიმარჯვა ჯგუფ Gotye feat Kimbra-ს სიმღერამ "Somebody That I Used to Know", წლის ალბომის ჯილდო მიიღო ჯგუფმა Mumford & Sons ალბომისთვის Babel, წლის სიმღერა და წლის დებიუტი კი ამერიკულმა ბენდმა Fun მოიპოვა სიმღერისთვის We Are Young".
რაც შეეხება წლის პოპ შემსრულებლებს, აქ უკვე ქალებიც გამოჩნდნენ, "წლის პოპ ჩანაწერის" კატეგორიაში ადელმა იმარჯვა, ხოლო "წლის პოპ ალბომის" კატეგორიაში კელი კლარქსონმა.
როკ-ნომინაციებში უპირობო ლიდერი აღმოჩნდა ჯგუფი "The Black Keys", ხოლო 4 რეპ ნომინაციიდან - სამში ცნობილმა რეპერმა Jay-Z-იმ და Kanye West-მა გაიმარჯვა.
ცერემონიალზე გამოვიდნენ ელტონ ჯონი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ბრუნო მარსი, სტინგი, რიანა, ტეილორ სვიფტი, ჯგუფი ფანი.