პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაშორდა შეყვარებულს ნუკი კოშკელიშვილი
რატომ დაშორდა შეყვარებულს ნუკი კოშკელიშვილი

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ის თე­მაა, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ყო­ველ­თვის ინ­ტე­რეს­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე­ზე და ტე­ლე­წამ­ყვან ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილ­ზე გა­ვი­გე, რომ ისი­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს და­შორ­დნენ. ისიც თქვეს, - ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი ნუ­კის ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­გან ფეხ­მძი­მედ არი­სო... ხალ­ხი იმა­საც ამ­ბობს, რომ ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ, მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ას სიყ­ვა­რუ­ლი ისევ ეწ­ვია - მან რო­მა­ნი რე­პერ მას­ტერ­თან გა­ა­ბაო. იმის გა­სარ­კვე­ვად, შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა ეს ყო­ვე­ლი­ვე სი­მარ­თლეს, თა­ვად გი­ორ­გის, ნუ­კი­სა და თი­კას და­ვუ­კავ­შირ­დი.

- ნუკი, შენ­თან შე­კი­თხვა მაქვს, რო­მე­ლიც შენს პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა...

- რა გა­ინ­ტე­რე­სებს?

- გა­ვი­გე, ნუკი შეყ­ვა­რე­ბულს - ოთო მარ­გოშ­ვილს და­შორ­დაო. მარ­თა­ლია?

- კი, ვა­დას­ტუ­რებ, რომ სი­მარ­თლეა! ამა­ზე არ­სად მი­ლა­პა­რა­კია და შენ რო­გორ გა­ი­გე?

- ამას ვერ გე­ტყვი.

- და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახ­ლა­ხან მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბად ვრჩე­ბით. არ გვი­ჩხუ­ბია, ერ­თმა­ნე­თის­თვის ცუდი არა­ფე­რი გვი­კად­რე­ბია.

- თქვენ ოჯა­ხე­ბი­თაც მე­გობ­რობთ, არა?

- დიახ. წლე­ბია, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ.

- და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი რა იყო?

- ეტყო­ბა, რა­ღა­ცე­ბის­თვის მზად არ ვი­ყა­ვით. მა­საც ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი... მოკ­ლედ, ჩვენ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვად მი­ვი­ღეთ.

- თქვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ვინ­მე მე­სა­მე ხომ არ იყო?

- არა.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოთოს­გან ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლია ფეხ­მძი­მედ.

- ეს ტყუ­ი­ლია. მე და ნინა არ ვმე­გობ­რობთ, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ. ის ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. გული მწყდე­ბა, როცა ნი­ნა­ზე ცუდ რა­ღა­ცე­ებს ამ­ბო­ბენ. მერ­წმუ­ნე, ესეც მო­რი­გი ჭო­რია.

- რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე ნი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბა, მაგ­რამ არ მი­პა­სუ­ხა. ოთო და ნინა ერ­თმა­ნეთს არ იც­ნო­ბენ?

- არა.

- იმ ადა­მი­ან­თან და­შო­რე­ბას, რო­მე­ლიც გიყ­ვარს, ყო­ველ­თვის ტკი­ვი­ლი ახ­ლავს. გა­გი­ჭირ­და ამის გა­და­ტა­ნა?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, ახ­ლაც არ ვარ სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ეს მარ­თლაც დიდი ტკი­ვი­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნე­ბად ვრჩე­ბით.

- პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სი­ახ­ლე ხომ არ გაქვს?

- ამ მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი ხდე­ბა. "შუა ქა­ლაქ­ში" ვთა­მა­შობ. სე­რი­ა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მი­ხა­რია და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მიყ­ვარს. გა­და­ღე­ბე­ბის დროს კარ­გად ვერ­თო­ბი; იმ­დენს ვი­ცი­ნი, მგო­ნი, 10 წლის სი­ცო­ცხლე მო­მე­მა­ტა.

- პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ!

- გმად­ლობ!

და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვეა, რაც მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე შეყ­ვა­რე­ბულს - მსა­ხი­ობ თამ­თა შა­ლამ­ბე­რი­ძეს და­შორ­და. მათ ერ­თმა­ნე­თი "ოც­ნე­ბის ქა­ლა­ქის" გა­და­ღე­ბა­ზე გა­იც­ნეს. "მო­ვი­ხიბ­ლე უბ­რა­ლოდ ნათ­ქვა­მია, იმ სა­ღა­მოს "გავ­ჭე­დე". იქ უამ­რა­ვი მო­დე­ლი, ლა­მა­ზი გოგო ტრი­ა­ლებ­და, მაგ­რამ თამ­თა რომ და­ვი­ნა­ხე, გარ­შე­მო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­შა­ლა, გა­და­ვი­რიე", - ამ­ბობ­და გი­ორ­გი ერთი წლის წინ მო­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. ამ­ჯე­რად კი თამ­თას­თან შე­წყვე­ტილ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბა.

- გი­ორ­გი, ბოლო პე­რი­ოდ­ში ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად რამ­დენ­ჯერ­მე შეგ­ხვდი. ყო­ველ ჯერ­ზე თამ­თა გახ­ლდა და არ მე­გო­ნა, ერ­თმა­ნეთს ასე მალე თუ და­შორ­დე­ბო­დით.

- ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. თამ­თას "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" დას­რუ­ლე­ბი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ დავ­შორ­დი.

- სხვა გოგო შე­გიყ­ვარ­და?

- არა.

- აბა, რა­ტომ ამ­ბო­ბენ, - თამ­თას სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას გამო და­შორ­დაო?

- ეს სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა! ჩვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი სა­ლო­მე ნამ­დვი­ლად არ არის.

- აბა, რა ან ვინ არის?

- უბ­რა­ლოდ, რა­ღა­ცებ­ზე ვერ შევ­თან­ხმდით.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი დიდი ხნის მან­ძილ­ზე იყა­ვით და ერ­თმა­ნე­თი ახლა გა­ი­ცა­ნით?

- არ მინ­და, ამ თე­მას ჩა­ვუღ­რმავ­დე. და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ორი­ვემ ერ­თად მი­ვი­ღეთ. მივ­ხვდით, ჩვენ­თვის ასე აჯო­ბებ­და.

- დღეს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- ადა­მი­ა­ნუ­რი, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი...

- მახ­სოვს, მი­თხა­რი, - თამ­თას პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი არ მომ­წონ­სო. მისი მსა­ხი­ო­ბო­ბა არ გინ­დო­და. და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ეს ხომ არ იყო?

- არა. არც ამის გამო დავ­შო­რე­ბულ­ვართ...

- სა­ლო­მეს­თან მე­გობ­რო­ბას აგ­რძე­ლებ?

- რა თქმა უნდა, მას­თან ვმე­გობ­რობ. ოღონდ, გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­დღე ვნა­ხუ­ლობ­დით, ახლა კი - უფრო იშ­ვი­ა­თად.

- რა­ტომ ალა­პა­რაკ­დნენ შენი და სა­ლო­მეს რო­მან­ზე?

- მსგავ­სი ჭორი არა­ერ­თხელ გა­მი­გო­ნია, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ. უბ­რა­ლოდ, ასეთ რა­ღა­ცებ­ზე მე­ცი­ნე­ბა. 21 თე­ბერ­ვალს თე­ატ­რში "ან­ტი­გო­ნეს" პრე­მი­ე­რა მაქვს და ახლა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩემს საქ­მე­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი. სულ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მაქვს. კარ­გია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. თამ­თას­თან და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა რთუ­ლი იყო, მაგ­რამ ორი­ვეს­თვის ასე ჯობ­და....

- მო­გე­ბუ­ლი მან­ქა­ნა უკვე გა­ყი­დე?

- არა, ვყი­დი და იქ­ნებ და­მეხ­მა­როთ, კლი­ენტს ვე­ლო­დე­ბი.

- რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნის­თვის ყიდი?

- რა­ღაც გეგ­მე­ბი მაქვს და ფული მჭირ­დე­ბა.

- ბიზ­ნეს­მე­ნო­ბას ხომ არ აპი­რებ?

- ღმერ­თმა მა­გის ნიჭი არ მომ­ცა.

და­ბო­ლოს, არც თიკა ჯამ­ბუ­რი­ამ აა­რი­და თავი ჩემ­თან ლა­პა­რაკს:

- რე­პერ მას­ტერ­თან რომ "მაქვს" რო­მა­ნი, ეგ მეც მი­თხრეს, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი სი­მარ­თლე არ არის. ამ ჭორ­ზე მეც და მას­ტერ­მაც ბევ­რი ვი­ცი­ნეთ. ხალ­ხმა ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი მას მერე "აა­გო­რა", რაც მას­ტერ­თან ერ­თად 2 დუ­ე­ტი ჩავ­წე­რე. სხვა­თა შო­რის, პირ­ველ დუ­ეტ­ზე, მალე კლი­პის გა­და­ღე­ბა­საც ვა­პი­რებთ.

- შენ­კენ რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე ხომ არ არის?

- მალე შო­თი­კო ტა­ტიშ­ვილ­თან (ექი­მი და შო­უ­მე­ნი ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის ვაჟი. - ავტ.) ერ­თად, რა­დი­ო­ში წა­ვიყ­ვან გა­და­ცე­მას, რო­მელ­საც "FMსტა­ტუ­სი" ერ­ქმე­ვა. ჩვენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ და­დე­ბულ სტა­ტუ­სებს გან­ვი­ხი­ლავთ და ალ­ბათ, ჭო­რა­ო­ბაც იქ­ნე­ბა. იმე­დია, სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ცე­მა გა­მოგ­ვი­ვა.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რატომ დაშორდა შეყვარებულს ნუკი კოშკელიშვილი

რატომ დაშორდა შეყვარებულს ნუკი კოშკელიშვილი

ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება ის თემაა, რომლითაც საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველთვის ინტერესდება. რამდენიმე დღის წინ მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეზე და ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილზე გავიგე, რომ ისინი შეყვარებულებს დაშორდნენ. ისიც თქვეს, - ნინა წკრიალაშვილი ნუკის ყოფილი შეყვარებულისგან ფეხმძიმედ არისო... ხალხი იმასაც ამბობს, რომ ოჯახის დანგრევის შემდეგ, მომღერალ თიკა ჯამბურიას სიყვარული ისევ ეწვია - მან რომანი რეპერ მასტერთან გააბაო. იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა ეს ყოველივე სიმართლეს, თავად გიორგის, ნუკისა და თიკას დავუკავშირდი.

- ნუკი, შენთან შეკითხვა მაქვს, რომელიც შენს პირად ცხოვრებას ეხება...

- რა გაინტერესებს?

- გავიგე, ნუკი შეყვარებულს - ოთო მარგოშვილს დაშორდაო. მართალია?

- კი, ვადასტურებ, რომ სიმართლეა! ამაზე არსად მილაპარაკია და შენ როგორ გაიგე?

- ამას ვერ გეტყვი.

- დაშორების გადაწყვეტილება ახლახან მივიღეთ, მაგრამ მეგობრებად ვრჩებით. არ გვიჩხუბია, ერთმანეთისთვის ცუდი არაფერი გვიკადრებია.

- თქვენ ოჯახებითაც მეგობრობთ, არა?

- დიახ. წლებია, ჩვენი ოჯახის წევრები ერთმანეთს იცნობენ.

- დაშორების მიზეზი რა იყო?

- ეტყობა, რაღაცებისთვის მზად არ ვიყავით. მასაც ჰქონდა პრობლემები... მოკლედ, ჩვენ ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ.

- თქვენი დაშორების მიზეზი ვინმე მესამე ხომ არ იყო?

- არა.

- სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთოსგან ნინა წკრიალაშვილია ფეხმძიმედ.

- ეს ტყუილია. მე და ნინა არ ვმეგობრობთ, მაგრამ ერთმანეთს ვიცნობთ. ის ძალიან კარგი ადამიანია. გული მწყდება, როცა ნინაზე ცუდ რაღაცეებს ამბობენ. მერწმუნე, ესეც მორიგი ჭორია.

- რამდენჯერმე ვცადე ნინასთან დაკავშირება, მაგრამ არ მიპასუხა. ოთო და ნინა ერთმანეთს არ იცნობენ?

- არა.

- იმ ადამიანთან დაშორებას, რომელიც გიყვარს, ყოველთვის ტკივილი ახლავს. გაგიჭირდა ამის გადატანა?

- სიმართლე გითხრა, ახლაც არ ვარ სახარბიელო მდგომარეობაში. ეს მართლაც დიდი ტკივილია, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისთვის ძვირფას ადამიანებად ვრჩებით.

- პროფესიულ საქმიანობაში სიახლე ხომ არ გაქვს?

- ამ მხრივ მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. "შუა ქალაქში" ვთამაშობ. სერიალის შემოქმედებით ჯგუფთან ურთიერთობა ძალიან მიხარია და თითოეული მათგანი მიყვარს. გადაღებების დროს კარგად ვერთობი; იმდენს ვიცინი, მგონი, 10 წლის სიცოცხლე მომემატა.

- პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაშიც წარმატებას გისურვებ!

- გმადლობ!

დაახლოებით 1 თვეა, რაც მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულს - მსახიობ თამთა შალამბერიძეს დაშორდა. მათ ერთმანეთი "ოცნების ქალაქის" გადაღებაზე გაიცნეს. "მოვიხიბლე უბრალოდ ნათქვამია, იმ საღამოს "გავჭედე". იქ უამრავი მოდელი, ლამაზი გოგო ტრიალებდა, მაგრამ თამთა რომ დავინახე, გარშემო ყველა და ყველაფერი წაიშალა, გადავირიე", - ამბობდა გიორგი ერთი წლის წინ მოცემულ ინტერვიუში. ამჯერად კი თამთასთან შეწყვეტილ ურთიერთობაზე გველაპარაკება.

- გიორგი, ბოლო პერიოდში ინტერვიუს ჩასაწერად რამდენჯერმე შეგხვდი. ყოველ ჯერზე თამთა გახლდა და არ მეგონა, ერთმანეთს ასე მალე თუ დაშორდებოდით.

- ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თამთას "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ დავშორდი.

- სხვა გოგო შეგიყვარდა?

- არა.

- აბა, რატომ ამბობენ, - თამთას სალომე ჭაჭუას გამო დაშორდაო?

- ეს სრული სისულელეა! ჩვენი დაშორების მიზეზი სალომე ნამდვილად არ არის.

- აბა, რა ან ვინ არის?

- უბრალოდ, რაღაცებზე ვერ შევთანხმდით.

- შეყვარებულები დიდი ხნის მანძილზე იყავით და ერთმანეთი ახლა გაიცანით?

- არ მინდა, ამ თემას ჩავუღრმავდე. დაშორების გადაწყვეტილება ორივემ ერთად მივიღეთ. მივხვდით, ჩვენთვის ასე აჯობებდა.

- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ადამიანური, ცივილიზებული, მეგობრული...

- მახსოვს, მითხარი, - თამთას პროფესიული არჩევანი არ მომწონსო. მისი მსახიობობა არ გინდოდა. დაშორების მიზეზი ეს ხომ არ იყო?

- არა. არც ამის გამო დავშორებულვართ...

- სალომესთან მეგობრობას აგრძელებ?

- რა თქმა უნდა, მასთან ვმეგობრობ. ოღონდ, განსხვავება ისაა, რომ პროექტში მონაწილეობისას ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობდით, ახლა კი - უფრო იშვიათად.

- რატომ ალაპარაკდნენ შენი და სალომეს რომანზე?

- მსგავსი ჭორი არაერთხელ გამიგონია, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. უბრალოდ, ასეთ რაღაცებზე მეცინება. 21 თებერვალს თეატრში "ანტიგონეს" პრემიერა მაქვს და ახლა თავიდან ბოლომდე ჩემს საქმეზე ვარ გადართული. სულ რეპეტიციები მაქვს. კარგია, რომ დაკავებული ვარ. თამთასთან დაშორების გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მაგრამ ორივესთვის ასე ჯობდა....

- მოგებული მანქანა უკვე გაყიდე?

- არა, ვყიდი და იქნებ დამეხმაროთ, კლიენტს ველოდები.

- რაიმე კონკრეტული მიზნისთვის ყიდი?

- რაღაც გეგმები მაქვს და ფული მჭირდება.

- ბიზნესმენობას ხომ არ აპირებ?

- ღმერთმა მაგის ნიჭი არ მომცა.

დაბოლოს, არც თიკა ჯამბურიამ აარიდა თავი ჩემთან ლაპარაკს:

- რეპერ მასტერთან რომ "მაქვს" რომანი, ეგ მეც მითხრეს, მაგრამ ეს ამბავი სიმართლე არ არის. ამ ჭორზე მეც და მასტერმაც ბევრი ვიცინეთ. ხალხმა ჩვენი სიყვარულის ამბავი მას მერე "ააგორა", რაც მასტერთან ერთად 2 დუეტი ჩავწერე. სხვათა შორის, პირველ დუეტზე, მალე კლიპის გადაღებასაც ვაპირებთ.

- შენკენ რაიმე საინტერესო სიახლე ხომ არ არის?

- მალე შოთიკო ტატიშვილთან (ექიმი და შოუმენი ოთარ ტატიშვილის ვაჟი. - ავტ.) ერთად, რადიოში წავიყვან გადაცემას, რომელსაც "FMსტატუსი" ერქმევა. ჩვენ სოციალურ ქსელებში ცნობილი ადამიანების მიერ დადებულ სტატუსებს განვიხილავთ და ალბათ, ჭორაობაც იქნება. იმედია, საინტერესო გადაცემა გამოგვივა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება