წელს მთავრობა ეკონომიკის 6%-იან ზრდას და დაბალ ინფლაციას ვარაუდობს. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის ის მინიმუმი, რომელზეც საქართველოს მთავრობა წელს იმუშავებს.
"2013 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 6% უნდა იყოს. წელს არ იქნება მაღალი ინფლაცია და, სავარაუდოდ, შეადგენს 3,5%-ს. ეს ციფრები ემყარება იმ გათვლებს, რომელიც სავალუტო ფონდმა გააკეთა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის ის მინიმუმი, რომელზეც ჩვენ წელს ვიმუშავებთ. ამავე დროს, მომავალ წელს ეკონომიკური მაჩვენებელი აუცილებლად გაიზრდება ინვესტიციების ზრდის კვალობაზე", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9