საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთიდან შემოსულ დაავადებულ კარტოფილზე მონიტორინგი ხორციელდება
თურქეთიდან შემოსულ დაავადებულ კარტოფილზე მონიტორინგი ხორციელდება

თურ­ქე­თი­დან შე­მო­მა­ვა­ლი კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლით სავ­სე კონ­ტე­ი­ნე­რი სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე ევ­რო­კავ­ში­რის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი რის­კე­ბის პროგ­რა­მით, მო­ნი­ტო­რინგს და­ექ­ვემ­დე­ბა­რა , - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ტვირ­თის მო­ნი­ტო­რინგს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის, სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ნი­ტა­რუ­ლი, ფიტო-სა­ნი­ტა­რუ­ლი და არა­სა­ტა­რი­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სამ­მარ­თვე­ლო ახორ­ცი­ე­ლებს.

სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ბა­ჟო პრო­ცე­დუ­რე­ბის სრუ­ლი დაც­ვი­თა და მო­ნი­ტო­რინ­გის გეგ­მის თა­ნახ­მად უკვე აი­ღეს კარ­ტო­ფი­ლის სინ­ჯე­ბი და სპე­ცი­ა­ლურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­და­აგ­ზავ­ნეს. ამას­თან, ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხურ­საც. კარ­ტო­ფი­ლის კიბო სა­კა­რან­ტი­ნო და­ა­ვა­დე­ბაა. ამ­ჟა­მად ტვირ­თი და­ყა­და­ღე­ბუ­ლია და გა­ნად­გუ­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლის შე­მოს­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დღეს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ გა­ახ­მა­უ­რა. მისი გან­ცხა­დე­ბით, ფაქ­ტის შე­სა­ხებ იმ­პორ­ტი­ორ ქვე­ყა­ნას ეც­ნო­ბე­ბა.

ამას­თან, რო­გორც კირ­ვა­ლი­ძემ გან­მარ­ტა, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის კო­დექსში ცვლი­ლე­ბებს ამ­ზა­დებს, რაც ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის მო­ლაპ­რა­კე­ბი­სას ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა. მი­სი­ვე თქმით, სა­ა­გენ­ტომ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა და­ა­ფიქ­სი­რა, რო­დე­საც ბა­ზარ­ში სა­ქონ­ლის ხორ­ცის ნაც­ვლად ვი­რის და ცხე­ნის ხორ­ცი შე­დი­ო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თურქეთიდან შემოსულ დაავადებულ კარტოფილზე მონიტორინგი ხორციელდება

თურქეთიდან შემოსულ დაავადებულ კარტოფილზე მონიტორინგი ხორციელდება

თურქეთიდან შემომავალი კიბოთი დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი სარფის საბაჟოზე ევროკავშირის მიერ დამტკიცებული რისკების პროგრამით, მონიტორინგს დაექვემდებარა , - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტვირთის მონიტორინგს შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტო-სანიტარული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველო ახორციელებს.

სამმართველოს თანამშრომლებმა საბაჟო პროცედურების სრული დაცვითა და მონიტორინგის გეგმის თანახმად უკვე აიღეს კარტოფილის სინჯები და სპეციალურ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ამასთან, ინფორმაცია მიეწოდა სურსათის უვნებლობის სამსახურსაც. კარტოფილის კიბო საკარანტინო დაავადებაა. ამჟამად ტვირთი დაყადაღებულია და განადგურებას ექვემდებარება.

სარფის საბაჟოზე დაავადებული კარტოფილის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ გაახმაურა. მისი განცხადებით, ფაქტის შესახებ იმპორტიორ ქვეყანას ეცნობება.

ამასთან, როგორც კირვალიძემ განმარტა, სურსათის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის უვნებლობის კოდექსში ცვლილებებს ამზადებს, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპრაკებისას ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. მისივე თქმით, სააგენტომ რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც ბაზარში საქონლის ხორცის ნაცვლად ვირის და ცხენის ხორცი შედიოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"