საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმა თურმანი ჰოლივუდის ყველაზე უცნაური დედიკოა
უმა თურმანი ჰოლივუდის ყველაზე უცნაური დედიკოა

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი უმა თურ­მა­ნი ჰო­ლი­ვუდ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ დე­დად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბამ ასე­თი "სტა­ტუ­სი" მის­თვის იმის გამო გა­ი­მე­ტა, რომ უმამ ახალ­შო­ბილ გო­გო­ნას მე­ტად უჩ­ვე­უ­ლო სა­ხე­ლი და­არ­ქვა.

უმას გო­გო­ნას ჰქვია რო­ზა­ლინდ არუ­შა არ­კა­დი­ნა ალ­ტა­ლუნ ფლო­რენს ლუნა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასე­თი გრძე­ლი სა­ხე­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ ყო­ფა­ში არც ისე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი უნდა იყოს.

თა­ვად უმამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ პა­ტა­რას ლუ­ნას და­უ­ძა­ხე­ბენ. რთუ­ლი სა­ხე­ლის შერ­ჩე­ვა კი იმით ახ­სნა, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ბო­ლო­ჯერ გახ­და დედა, ამი­ტომ აირ­ჩია ყვე­ლა ის სა­ხე­ლი, რომ­ლე­ბიც მოს­წონ­და და ქა­ლიშ­ვილს და­არ­ქვა. გარ­და ამი­სა, გო­გო­ნას გვა­რიც ორი ექ­ნე­ბა - თურ­მან-ბუსო­ნი და იმი­სათ­ვის, რომ ამ ბავ­შვის ექ­ვსი სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი სრუ­ლად წარ­მოთ­ქვა, კარ­გი ვარ­ჯი­ში და მეხ­სი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

ვინც არ იცის, უმა უკვე მე­სა­მედ არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ორი შვი­ლი ჰყავს მსა­ხი­ობ ეტან ჰო­უ­კის­გან, მე­ო­რე ქმრის­გან - 15 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი მაია რეი და 10 წლის ვაჟი ლე­ვონ რო­ე­ნი.

სა­ერ­თოდ, უმა ცხოვ­რე­ბა­ში ბევრ რა­მეს ირო­ნი­ით ეკი­დე­ბა. სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბულ მო­საზ­რე­ბებს თუ სა­კუ­თარ მიდ­რე­კი­ლე­ბებს, ბე­დის გა­მოც­დებს თუ სა­ჩუქ­რებს, სი­ლა­მა­ზეს თუ დი­დე­ბას. ბავ­შვის­თვის სა­ხე­ლის შერ­ჩე­ვის დრო­საც ალ­ბათ "კარგ ხა­სი­ათ­ზე" იყო.

42 წლის უმას ახ­ლან­დე­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი 49 წლის არ­პად ბუსო­ნია, ბიზ­ნეს­მე­ნი და ფი­ნან­სის­ტი. წყვი­ლი 2007 წლი­დან ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს და ნიშ­ნო­ბაც ჰქონ­დათ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. მაგ­რამ 2009 წელს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­შორ­დნენ. ერთ წე­ლი­წად­ში შე­რიგ­დნენ და მას მერე არც და­შო­რე­ბი­ან. ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლან, თუმ­ცა უმა მას ქმრად მო­იხ­სე­ნი­ებს.

ცნო­ბი­სათ­ვის, არ­პად ბუ­სონს მა­ნამ­დეც მშვე­ნი­ე­რი თა­ნამ­გზავ­რი ჰყავ­და - მისი მე­გო­ბა­რი ქალი ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ელ მა­კ­ფერ­სო­ნი იყო, რო­მელ­მაც ასე­ვე გა­უ­ჩი­ნა შვი­ლი.

Daily Mirror

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

უმა თურმანი ჰოლივუდის ყველაზე უცნაური დედიკოა

უმა თურმანი ჰოლივუდის ყველაზე უცნაური დედიკოა

ცნობილი მსახიობი უმა თურმანი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ დედად არის აღიარებული. საზოგადოებრიობამ ასეთი "სტატუსი" მისთვის იმის გამო გაიმეტა, რომ უმამ ახალშობილ გოგონას მეტად უჩვეულო სახელი დაარქვა.

უმას გოგონას ჰქვია როზალინდ არუშა არკადინა ალტალუნ ფლორენს ლუნა. რასაკვირველია, ასეთი გრძელი სახელი ჩვეულებრივ ყოფაში არც ისე მოსახერხებელი უნდა იყოს.

თავად უმამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პატარას ლუნას დაუძახებენ. რთული სახელის შერჩევა კი იმით ახსნა, რომ, სავარაუდოდ, ის ბოლოჯერ გახდა დედა, ამიტომ აირჩია ყველა ის სახელი, რომლებიც მოსწონდა და ქალიშვილს დაარქვა. გარდა ამისა, გოგონას გვარიც ორი ექნება - თურმან-ბუსონი და იმისათვის, რომ ამ ბავშვის ექვსი სახელი და გვარები სრულად წარმოთქვა, კარგი ვარჯიში და მეხსიერება იქნება საჭირო.

ვინც არ იცის, უმა უკვე მესამედ არის დაქორწინებული. ორი შვილი ჰყავს მსახიობ ეტან ჰოუკისგან, მეორე ქმრისგან - 15 წლის ქალიშვილი მაია რეი და 10 წლის ვაჟი ლევონ როენი.

საერთოდ, უმა ცხოვრებაში ბევრ რამეს ირონიით ეკიდება. საყოველთაოდ აღიარებულ მო­საზრებებს თუ საკუთარ მიდრეკილებებს, ბედის გამოცდებს თუ საჩუქრებს, სილამაზეს თუ დიდებას. ბავშვისთვის სახელის შერჩევის დროსაც ალბათ "კარგ ხასიათზე" იყო.

42 წლის უმას ახლანდელი მეორე ნახევარი 49 წლის არპად ბუსონია, ბიზნესმენი და ფინანსისტი. წყვილი 2007 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს და ნიშნობაც ჰქონდათ გამოცხადებული. მაგრამ 2009 წელს მოულოდნელად დაშორდნენ. ერთ წელიწადში შერიგდნენ და მას მერე არც დაშორებიან. ოფიციალურად არ დაქორწინებულან, თუმცა უმა მას ქმრად მოიხსენიებს.

ცნობისათვის, არპად ბუ­სონს მანამდეც მშვენიერი თანამგზავრი ჰყავდა - მისი მეგობარი ქალი ცნობილი მოდელი ელ მაკფერსონი იყო, რომელმაც ასევე გაუჩინა შვილი.

Daily Mirror

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება