საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა დღეიდან დაიწყო
საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა დღეიდან დაიწყო

სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვა დღე­ი­დან იწყე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხის პიარ აქ­ტი­ვო­ბებს გეგ­მავს.

11:00 სა­ა­თი­დან სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტებ­სა და ბი­უ­ლე­ტე­ნებს და­რი­გე­ბა და­ი­წყე­ბა. 12:00 სა­ათ­ზე, სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­დი­ას­თან ერ­თად ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ცენ­ტრ "კრწა­ნისს" ეწ­ვე­ვი­ან. სას­წავ­ლო ცენ­ტრის მე­თა­უ­რი, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ლე­ვან ბე­რია ჟურ­ნა­ლის­ტებს რეკ­რუ­ტე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებ­სა და სა­წყი­სი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის კურსს გა­აც­ნობს.

15:00 სა­ათ­ზე, სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის ფორ­მატ­ში ისა­უბ­რე­ბენ. ჟურ­ნა­ლის­ტებს ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, თა­მარ ქა­რო­სა­ნი­ძე მი­აწ­ვდის.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თა­მარ ქა­რო­სა­ნი­ძე ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის ეზო­ში და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ "არ­მი­ას" მო­თა­მა­შე­ე­ბიც მი­ი­ღე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა დღეიდან დაიწყო

საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა დღეიდან დაიწყო

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევა დღეიდან იწყება. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის პიარ აქტივობებს გეგმავს.

11:00 საათიდან საინფორმაციო ბუკლეტებსა და ბიულეტენებს დარიგება დაიწყება. 12:00 საათზე, სამინისტროს წარმომადგენლები მედიასთან ერთად ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისს" ეწვევიან. სასწავლო ცენტრის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ბერია ჟურნალისტებს რეკრუტების საცხოვრებელ პირობებსა და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გააცნობს.

15:00 საათზე, საკონტრაქტო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით სამინისტროს წარმომადგენლები პრესკონფერენციის ფორმატში ისაუბრებენ. ჟურნალისტებს ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ქაროსანიძე მიაწვდის.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, თამარ ქაროსანიძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლებს. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელიც ასევე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან იქნება დაკავშირებული, მონაწილეობას საკალათბურთო კლუბ "არმიას" მოთამაშეებიც მიიღებენ.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"