საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30-მდე პირი შსს-ს ჩამორთმეული მანქანების უკან დაბრუნებას სთხოვს
30-მდე პირი შსს-ს ჩამორთმეული მანქანების უკან დაბრუნებას სთხოვს

30-მდე პირი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მათ­თვის გა­სულ წლებ­ში ჩა­მორ­თმე­უ­ლი მან­ქა­ნე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვს, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ად­ვო­კა­ტებ­მა , ირმა ჭკა­დუ­ამ და ზუ­რაბ ტა­ბი­ძემ დღეს გა­მარ­თულ სპე­ცი­ა­ლურ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თეს.

ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში აუქ­ცი­ონ­ზე გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­მი­ნის­ტროს უკა­ნო­ნოდ ჰქონ­და მით­ვი­სე­ბუ­ლი, ამ­ჟა­მად კი რე­ა­ლუ­რი მე­პატ­რო­ნე­ე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნი­სა და ქო­ნე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით გა­მო­ძი­ე­ბას ითხო­ვენ.

მათ შო­რის, ვინც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უკვე მი­მარ­თა, ორი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გივი თო­და­ძე და თე­მურ სა­მუ­შია დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ.

გივი თო­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი კუთ­ვნი­ლი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი "რე­ინ­ჯრო­ვერ სპორ­ტი" და "კრა­ის­ლერ 300", რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჯამ­ში 100 ათას დო­ლა­რამ­დე შე­ად­გენს, საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის გა­ფორ­მე­ბის გა­რან­ტი­ის მიზ­ნით სა­მი­ნის­ტროს­თვის გარ­კვე­უ­ლი სქე­მის შე­დე­გად სა­ჩუქ­რად გა­და­ა­ცე­მი­ნეს.

კერ­ძოდ, რო­გორც თო­და­ძე ამ­ბობს, პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის დროს მან­ქა­ნე­ბი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე ჯერ მინ­დო­ბი­ლო­ბით გა­და­ა­ფორ­მე­ბი­ნეს, შემ­დეგ მის­მა მე­უღ­ლემ იძუ­ლე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის ახ­ლობ­ლის სა­ხელ­ზე გა­და­ა­ფორ­მა, სა­ბო­ლო­ოდ კი ამ პი­როვ­ნე­ბამ მან­ქა­ნე­ბი სა­მი­ნის­ტროს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა.

ამას­თან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თქმით, მას აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი კუთ­ვნი­ლი "რე­ინ­ჯრო­ვერ სპორ­ტით" კუდ-ის ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ლე­ვან ქარ­და­ვას მე­უღ­ლე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, ხოლო მე­ო­რე ავ­ტო­მან­ქა­ნა "კრა­ის­ლერ 300" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, ასე­ვე ად­ვო­კა­ტე­ბი იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ დღეს რო­დე­საც ქვე­ყა­ნას ახა­ლი გუნ­დი მარ­თავს, აღ­დგე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და მათ­თვის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა უკან და­უბ­რუნ­დე­ბათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მის ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის აუქ­ცი­ო­ნის წე­სით გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­სუ­ლი წლის 24 დე­კემ­ბერს გა­ა­კე­თა.

სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზად­და 50-მდე ავ­ტო­მან­ქა­ნა. სა­უ­ბა­რია ისეთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ მო­დე­ლებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: Range Rover, Range Rover Sport, Range Rover truck, Mercedes S, ML, INYX6, X5 და M5, რომ­ლე­ბიც უწყე­ბა­ში ახა­ლი მი­ნის­ტრის და­ნიშ­ვნამ­დე იყო შე­ძე­ნი­ლი.

თი­თო­ე­უ­ლი მან­ქა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში 100 000 დო­ლარს აჭარ­ბებს, ხოლო მათი ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, ჯამ­ში წე­ლი­წად­ში მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ჯდე­ბო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

30-მდე პირი შსს-ს ჩამორთმეული მანქანების უკან დაბრუნებას სთხოვს

30-მდე პირი შსს-ს ჩამორთმეული მანქანების უკან დაბრუნებას სთხოვს

30-მდე პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს მათთვის გასულ წლებში ჩამორთმეული მანქანების უკან დაბრუნებას სთხოვს, - ამის შესახებ განცხადება ადვოკატებმა , ირმა ჭკადუამ და ზურაბ ტაბიძემ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

ადვოკატების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2012 წლის დეკემბერში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ძვირადღირებული ავტომანქანების უმეტესობა სამინისტროს უკანონოდ ჰქონდა მითვისებული, ამჟამად კი რეალური მეპატრონეები სამართლიანობის აღდგენისა და ქონების უკან დაბრუნების მიზნით გამოძიებას ითხოვენ.

მათ შორის, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა, ორი დაზარალებული გივი თოდაძე და თემურ სამუშია დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ.

გივი თოდაძის განცხადებით, მისი კუთვნილი ორი ავტომობილი "რეინჯროვერ სპორტი" და "კრაისლერ 300", რომელთა ღირებულება ჯამში 100 ათას დოლარამდე შეადგენს, საპროცესო გარიგების გაფორმების გარანტიის მიზნით სამინისტროსთვის გარკვეული სქემის შედეგად საჩუქრად გადააცემინეს.

კერძოდ, როგორც თოდაძე ამბობს, პატიმრობაში ყოფნის დროს მანქანები მეუღლის სახელზე ჯერ მინდობილობით გადააფორმებინეს, შემდეგ მისმა მეუღლემ იძულებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის ახლობლის სახელზე გადააფორმა, საბოლოოდ კი ამ პიროვნებამ მანქანები სამინისტროს საჩუქრად გადასცა.

ამასთან დაზარალებულის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მისი კუთვნილი "რეინჯროვერ სპორტით" კუდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ლევან ქარდავას მეუღლე გადაადგილდებოდა, ხოლო მეორე ავტომანქანა "კრაისლერ 300" შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ემსახურებოდა.

როგორც დაზარალებულები, ასევე ადვოკატები იმედს გამოთქვამენ, რომ დღეს როდესაც ქვეყანას ახალი გუნდი მართავს, აღდგება სამართლიანობა და მათთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკან დაუბრუნდებათ.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის ბალანსზე არსებული ძვირადღირებული ავტომანქანების აუქციონის წესით გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გასული წლის 24 დეკემბერს გააკეთა.

სარეალიზაციოდ გამზადდა 50-მდე ავტომანქანა. საუბარია ისეთ ძვირადღირებულ მოდელებზე, როგორიცაა: Range Rover, Range Rover Sport, Range Rover truck, Mercedes S, ML, INYX6, X5 და M5, რომლებიც უწყებაში ახალი მინისტრის დანიშვნამდე იყო შეძენილი.

თითოეული მანქანის ღირებულება ხშირ შემთხვევაში 100 000 დოლარს აჭარბებს, ხოლო მათი ტექნიკური მომსახურება, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯამში წელიწადში მილიონ ლარზე მეტი ჯდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ