სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს მიერ აუქციონზე გატანილ ავტომობილებში 20-მდე პირმა საკუთარი ავტომობილი იცნო
შსს-ს მიერ აუქციონზე გატანილ ავტომობილებში 20-მდე პირმა საკუთარი ავტომობილი იცნო

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნილ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში 20-მდე პირ­მა სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი იცნო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უკა­ნო­ნოდ წა­არ­თვეს და მის დაბ­რუ­ნე­ბას მო­ი­თხო­ვენ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს.

"წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­დე­საც აკა­ვებ­და გარ­კვე­ულ პი­როვ­ნე­ბებს, გა­ნა­ჩე­ნის გა­რე­შე აი­ძუ­ლებ­და მათ რო­გორც უძ­რა­ვი, ისე მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი გა­და­ე­ფორ­მე­ბი­ნათ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის სა­ხელ­ზე ან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კერ­ძო პი­რე­ბის სა­ხელ­ზე, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ზე აფორ­მებ­დნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს იყო უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა, თუმ­ცა, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე მიზ­ნის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა და აჩ­ვე­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რომ­ლე­ბის გა­ტა­ნა­საც აპი­რე­ბენ აუქ­ცი­ონ­ზე. აღ­ნიშ­ნულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ამო­იც­ნო სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბით და შან­ტა­ჟის გზით იქნა გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი მათ მიერ, ხოლო გა­ნა­ჩენ­ში ის მან­ქა­ნე­ბი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი არ არის. ჩვენ მივ­მარ­თეთ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხოვთ, შე­ა­ჩე­რონ ამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნა, და­უბ­რუნ­დეს ისი­ნი კა­ნო­ნი­ერ მე­სა­კუთ­რე­ებს და არ და­უშ­ვას წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­კა­ნო­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუ­ამ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მის ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი

ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის აუქ­ცი­ო­ნის წე­სით გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­სუ­ლი წლის 24 დე­კემ­ბერს გა­ა­კე­თა.

სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზად­და 50-მდე ავ­ტო­მან­ქა­ნა. სა­უ­ბა­რია ისეთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ მო­დე­ლებ­ზე, რო­გო­რი­ცაა Range Rover, Range Rover Sport, Range Rover truck, Mercedes S, ML, INYX6, X5 და M5, რომ­ლე­ბიც უწყე­ბა­ში ახა­ლი მი­ნის­ტრის და­ნიშ­ვნამ­დე იყო შე­ძე­ნი­ლი.

თი­თო­ე­უ­ლი მან­ქა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში 100 000 დო­ლარს აჭარ­ბებს, ხოლო მათი ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, ჯამ­ში წე­ლი­წად­ში მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ჯდე­ბო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შსს-ს მიერ აუქციონზე გატანილ ავტომობილებში 20-მდე პირმა საკუთარი ავტომობილი იცნო

შსს-ს მიერ აუქციონზე გატანილ ავტომობილებში 20-მდე პირმა საკუთარი ავტომობილი იცნო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილ ავტომობილებში 20-მდე პირმა საკუთარი ავტომობილი იცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ მათ ავტომობილები უკანონოდ წაართვეს და მის დაბრუნებას მოითხოვენ. მისივე ინფორმაციით, საქმეზე მთავარ პროკურატურას გამოძიება უკვე დაწყებული აქვს.

"წინა ხელისუფლება, როდესაც აკავებდა გარკვეულ პიროვნებებს, განაჩენის გარეშე აიძულებდა მათ როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონებები გადაეფორმებინათ ძალოვანი სტრუქტურების სახელზე ან ხშირ შემთხვევაში კერძო პირების სახელზე, რომლებიც შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე აფორმებდნენ. ბუნებრივია, ეს იყო უკანონო ქმედება, თუმცა, წინა ხელისუფლების პირობებში აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე მიზნის მიღწევა შეუძლებელი იყო. დაახლოებით ერთი თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და აჩვენა ავტომობილები, რომლების გატანასაც აპირებენ აუქციონზე. აღნიშნულ ავტომობილებში ძალიან ბევრმა ადამიანმა ამოიცნო საკუთარი ავტომობილები, რომლებიც იძულებით და შანტაჟის გზით იქნა გადაფორმებული მათ მიერ, ხოლო განაჩენში ის მანქანები მოხსენიებული არ არის. ჩვენ მივმართეთ მთავარ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და კატეგორიულად მოვითხოვთ, შეაჩერონ ამ ავტომობილების აუქციონზე გატანა, დაუბრუნდეს ისინი კანონიერ მესაკუთრეებს და არ დაუშვას წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების ახალი ხელისუფლების მიერ დაკანონება", - განაცხადა ჭკადუამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის ბალანსზე არსებული ძვირადღირებული

ავტომანქანების აუქციონის წესით გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გასული წლის 24 დეკემბერს გააკეთა.

სარეალიზაციოდ გამზადდა 50-მდე ავტომანქანა. საუბარია ისეთ ძვირადღირებულ მოდელებზე, როგორიცაა Range Rover, Range Rover Sport, Range Rover truck, Mercedes S, ML, INYX6, X5 და M5, რომლებიც უწყებაში ახალი მინისტრის დანიშვნამდე იყო შეძენილი.

თითოეული მანქანის ღირებულება ხშირ შემთხვევაში 100 000 დოლარს აჭარბებს, ხოლო მათი ტექნიკური მომსახურება, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯამში წელიწადში მილიონ ლარზე მეტი ჯდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ