საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიარდერმა ლესბოსელი ქალიშვილის მზითვს სასახლეც დაამატა
მილიარდერმა ლესბოსელი ქალიშვილის მზითვს სასახლეც დაამატა

ჰონგ კონ­გელ­მა მი­ლი­არ­დერ­მა სე­სილ ჩჟაო ჩე-ჩე­უნ­გმა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მისი ლეს­ბო­სე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის ცო­ლად მოყ­ვა­ნას შეძ­ლებს, 65 მლნ დო­ლარს პირ­დე­ბო­და, ამ სა­ჩუ­ქარს მდიდ­რუ­ლი ვი­ლაც და­ა­მა­ტა.

მარ­თა­ლია მაგ­ნატ­მა თავ­და­პირ­ვე­ლი შე­უ­რი­გე­ბე­ლი პო­ზი­ცია შე­არ­ბი­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ მის 33 წლის ქა­ლიშ­ვილ გიგი ჩჟა­ოს უფ­ლე­ბა აქვს თა­ვად გა­და­წყვი­ტოს, თუ რო­გორ უნდა ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც იმე­დი აქვს, რომ ადრე თუ გვი­ან იგი გა­თხოვ­დე­ბა და მას შვი­ლიშ­ვი­ლებს გა­უ­ჩენს.

76 წლის მი­ლი­არ­დერ­მა ჰონ­კონ­გის და­სავ­ლეთ­ში, ამ "ბედ­ნი­ე­რე­ბის სახ­ლში" The Financial Times-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­იწ­ვია და აჩ­ვე­ნა, თუ სად შე­უძ­ლი­ათ იცხოვ­რონ მის­მა მემ­კვიდ­რე­ებ­მა. თა­ვად ჩჟაო ამ ოთხსარ­თუ­ლი­ან სა­სახ­ლეს "ზო­მი­ე­რად მდიდ­რულს" უწო­დებს.

სახ­ლის მი­სა­ღებ­ში - შუ­შის კედ­ლე­ბია, სა­ი­და­ნაც ზღაპ­რუ­ლი ხედი იშ­ლე­ბა, იქვე ან­ტიკ­ვა­რუ­ლი რო­ი­ა­ლი და მო­დერ­ნისტ ან­ხე­ლა ბო­ტე­ლოს წყვი­ლი ძვირ­ფა­სი სკულპ­ტუ­რა დგას. დარ­ბა­ზის ცენ­ტრში შეკ­ვე­თით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ორ­მა­გი ჭაღი ჰკი­დია. ოთა­ხებს ძვე­ლი ევ­რო­პუ­ლი ავე­ჯი ამ­შვე­ნებს, რო­მე­ლიც ბუ­დის­ტურ ორ­ნა­მენ­ტებ­თან და ჩი­ნურ კე­რა­მი­კას­თა­ნაა კონ­ტრას­ტში.

მაგ­რამ გა­გის, რო­მე­ლიც შარ­შან პა­რიზ­ში მე­გო­ბარ გო­გო­ნა­ზე სინ ეავ­ზე და­ქორ­წინ­და, ეს სა­ჩუ­ქა­რი ნაკ­ლე­ბად ახა­რებს. ამ­ჟა­მად, გაგი მა­მის დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი ჰოლ­დინ­გის Cheuk Nang-ის დი­რექ­ტო­რია და ასე­ვე სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. დიდი ხანი იგი მა­მის საქ­მი­ა­ნი იმ­პე­რი­ის ბუ­ნებ­რივ მემ­კვიდ­რედ ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ იმის გამო, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, აჩუ­ქებს თუ არა გაგი მას მემ­კვიდ­რე­ებს, ბიზ­ნე­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მის ერთ-ერთ ვაჟს გა­და­ე­ცე­მა.

ჩჟა­ოს, რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, და­ახ­ლო­ე­ბით 10, 000 საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და. მი­ლი­არ­დე­რის თქმით, მას შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა უფრო ანაღ­ვლებს, ვიდ­რე ის, თუ ვის­თან აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა მის ქა­ლიშ­ვილს. თა­ვად გაგი აცხა­დებს, რომ ბედ­ნი­ე­რია და სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლას არ აპი­რებს. ამას­თან, მა­მა­ზე არ ბრა­ზობს და მშობ­ლის საქ­ცი­ელს მას­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბით ხსნის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო: ვინც ლეს­ბო­სელ ქალს ცო­ლად მო­იყ­ვანს, სი­მამ­რი 65 მი­ლი­ონს აჩუ­ქებს

მილიარდერმა ლესბოსელი ქალიშვილის მზითვს სასახლეც დაამატა

მილიარდერმა ლესბოსელი ქალიშვილის მზითვს სასახლეც დაამატა

ჰონგ კონგელმა მილიარდერმა სესილ ჩჟაო ჩე-ჩეუნგმა, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს, რომელიც მისი ლესბოსელი ქალიშვილის ცოლად მოყვანას შეძლებს, 65 მლნ დოლარს პირდებოდა, ამ საჩუქარს მდიდრული ვილაც დაამატა.

მართალია მაგნატმა თავდაპირველი შეურიგებელი პოზიცია შეარბილა და განაცხადა, რომ მის 33 წლის ქალიშვილ გიგი ჩჟაოს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა ცხოვრება, მაგრამ მაინც იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან იგი გათხოვდება და მას შვილიშვილებს გაუჩენს.

76 წლის მილიარდერმა ჰონკონგის დასავლეთში, ამ "ბედნიერების სახლში" The Financial Times-ის ჟურნალისტები მოიწვია და აჩვენა, თუ სად შეუძლიათ იცხოვრონ მისმა მემკვიდრეებმა. თავად ჩჟაო ამ ოთხსართულიან სასახლეს "ზომიერად მდიდრულს" უწოდებს.

სახლის მისაღებში - შუშის კედლებია, საიდანაც ზღაპრული ხედი იშლება, იქვე ანტიკვარული როიალი და მოდერნისტ ანხელა ბოტელოს წყვილი ძვირფასი სკულპტურა დგას. დარბაზის ცენტრში შეკვეთით დამზადებული ორმაგი ჭაღი ჰკიდია. ოთახებს ძველი ევროპული ავეჯი ამშვენებს, რომელიც ბუდისტურ ორნამენტებთან და ჩინურ კერამიკასთანაა კონტრასტში.

მაგრამ გაგის, რომელიც შარშან პარიზში მეგობარ გოგონაზე სინ ეავზე დაქორწინდა, ეს საჩუქარი ნაკლებად ახარებს. ამჟამად, გაგი მამის დეველოპერული ჰოლდინგის Cheuk Nang-ის დირექტორია და ასევე სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელობს. დიდი ხანი იგი მამის საქმიანი იმპერიის ბუნებრივ მემკვიდრედ ითვლებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ჯერჯერობით უცნობია, აჩუქებს თუ არა გაგი მას მემკვიდრეებს, ბიზნესი, სავარაუდოდ, მის ერთ-ერთ ვაჟს გადაეცემა.

ჩჟაოს, როგორც თავად აცხადებს, დაახლოებით 10, 000 საყვარელი ჰყავდა. მილიარდერის თქმით, მას შვილიშვილების არარსებობა უფრო ანაღვლებს, ვიდრე ის, თუ ვისთან აქვს ურთიერთობა მის ქალიშვილს. თავად გაგი აცხადებს, რომ ბედნიერია და საკუთარი პირადი ცხოვრების შეცვლას არ აპირებს. ამასთან, მამაზე არ ბრაზობს და მშობლის საქციელს მასზე მზრუნველობით ხსნის.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: ვინც ლესბოსელ ქალს ცოლად მოიყვანს, სიმამრი 65 მილიონს აჩუქებს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს