პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარსკვლავები უხერხულ სიტუაციაში
ვარსკვლავები უხერხულ სიტუაციაში

ვარ­სკვლა­ვებს ხში­რად ავი­წყდე­ბათ, რომ პა­პა­რა­ცე­ბი ყველ­გან ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ჟურ­ნალ­მა The Sun უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის კად­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ლი­დე­რის პო­ზი­ცია მომ­ღე­რალ ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი­სა და მსა­ხი­ობ მილა კუ­ნი­სის ფო­ტოს ერგო.

ფო­ტო­სუ­რა­თი მუ­სი­კა­ლუ­რი და­ჯილ­დო­ე­ბის MTV Music Awards-ის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე შარ­შან არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ფო­ტო­ზე ჯას­ტი­ნი კუ­ნი­სის მკერდს ეხე­ბა, ხოლო მილა - ტიმ­ბერ­ლე­ი­კის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს. ფო­ტო­სუ­რათ­მა თით­ქმის ყვე­ლა გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მის გა­რე­კა­ნი მო­ი­ა­რა, მაგ­რამ მი­ლამ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა.

"გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, ჩვენ ერ­თმა­ნეთს არ ვხვდე­ბით. მე და მი­ლას მხო­ლოდ პლა­ტო­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და სწო­რედ ამი­ტომ გავ­ბე­დე", - თავი იმარ­თლა ჯას­ტინ­მა.

ამ მხრივ რამ­დე­ნი­მე დღის წინ "თავი გა­მო­ი­ჩი­ნა" თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის კერპმა, 18 წლის ჯას­ტინ ბი­ბერ­მა.

პა­პა­რა­ცებ­მა ბი­ბე­რი მა­შინ გა­და­ი­ღეს, რო­დე­საც ვარ­სკვლა­ვი ფანს მკერ­დზე ეფე­რე­ბო­და. რო­გორც ჩანს, ჯას­ტი­ნის ფანი კერ­პის­გან ასეთ სი­თა­მა­მეს არ ელო­და. გო­გო­ნა ფო­ტო­ზე უხერ­ხუ­ლად იღი­მე­ბა.

ჯას­ტინს თა­ვის მარ­თლე­ბა მო­უ­წია, მის­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვარ­სკვლა­ვის და­სა­ცა­ვად გან­ცხა­დე­ბაც კი გა­ა­კე­თა.

"მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, ჯას­ტი­ნი იმ გო­გო­ნას­გან მო­შო­რე­ბით იდგა. ეს უბ­რა­ლოდ უაზ­რო­ბაა", - გა­ნა­ცხა­და 18 წლის მომ­ღერ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მსა­ხი­ო­ბი ევა ლონ­გო­რია გუ­ლახ­დი­ლი სა­მო­სი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გამო უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არა­ერ­თხელ ჩა­ვარ­დნი­ლა. ვარ­სკვლა­ვის დე­კოლ­ტე­ზე ჰო­ლი­ვუდ­ში ლე­გენ­დე­ბი კი და­დის, მაგ­რამ ეს ფო­ტო­სუ­რა­თი სხვა კად­რე­ბის­გან იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ ევას პა­პა­რა­ცე­ბის­გან ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი იცავს.

ვიქ­ტო­რია და ევა ერ­თგუ­ლი და­ქა­ლე­ბი არი­ან და გლა­მუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც ერ­თად სტუმ­რო­ბენ. ფოტო ჟურ­ნალ Vanity Fair-ის ორ­გა­ნი­ზე­ბულ საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ლონ­გო­რი­ას კაბა ჩა­ე­წია და მკერ­დი გა­მო­უჩ­ნდა, ვიქ­ტო­რი­ამ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი შე­ნიშ­ნა და მე­გო­ბარს მკერ­დზე ხელი აა­ფა­რა.

კო­ლე­გებს არც მომ­ღე­რა­ლი რი­ა­ნა ჩა­მორ­ჩე­ბა.

რი­ა­ნამ და რე­პერ­მა A$AP Rocky VMA-ს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სცე­ნა­ზე ნამ­დვი­ლი ერო­ტი­უ­ლი თა­მა­შე­ბი მო­ა­წყვეს. რი­ა­ნა და რე­პე­რი სიმ­ღე­რას Cockiness-ს მღე­როდ­ნენ. თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არა მე­ლო­დი­ამ, არა­მედ მომ­ღერ­ლე­ბის საქ­ცი­ელ­მა მი­ი­პყრო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რე­პერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რი­ა­ნას სი­ლა­მა­ზით ისე და­იბ­ნა, ვერც კი გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რო­გორ შე­ე­ხო კო­ლე­გის უკა­ნალს. რი­ა­ნამ რე­პე­რის მო­შო­რე­ბა სცა­და და სიმ­ღე­რა მშვი­დად გა­აგ­რძე­ლა. ამ ყვე­ლა­ფერს რი­ა­ნას საყ­ვა­რე­ლი, კრის ბრა­უ­ნი დარ­ბა­ზი­დან ადევ­ნებ­და თვალს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Sun-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვარსკვლავები უხერხულ სიტუაციაში

ვარსკვლავები უხერხულ სიტუაციაში

ვარსკვლავებს ხშირად ავიწყდებათ, რომ პაპარაცები ყველგან ჩასაფრებულები არიან. ჟურნალმა The Sun უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი ვარსკვლავების კადრები გამოაქვეყნა.

ლიდერის პოზიცია მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკისა და მსახიობ მილა კუნისის ფოტოს ერგო.

ფოტოსურათი მუსიკალური დაჯილდოების MTV Music Awards-ის ცერემონიალზე შარშან არის  გადაღებული. ფოტოზე ჯასტინი კუნისის მკერდს ეხება, ხოლო მილა - ტიმბერლეიკის სასქესო ორგანოს. ფოტოსურათმა თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემის გარეკანი მოიარა, მაგრამ მილამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

"გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ ერთმანეთს არ ვხვდებით. მე და მილას მხოლოდ პლატონური ურთიერთობა გვაქვს და სწორედ ამიტომ გავბედე", - თავი იმართლა ჯასტინმა.

ამ მხრივ რამდენიმე დღის წინ "თავი გამოიჩინა" თინეიჯერების კერპმა, 18 წლის ჯასტინ ბიბერმა.

პაპარაცებმა ბიბერი მაშინ გადაიღეს, როდესაც ვარსკვლავი ფანს მკერდზე ეფერებოდა. როგორც ჩანს, ჯასტინის ფანი კერპისგან ასეთ სითამამეს არ ელოდა. გოგონა ფოტოზე უხერხულად იღიმება.

ჯასტინს თავის მართლება მოუწია, მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვარსკვლავის დასაცავად განცხადებაც კი გააკეთა.

"მსგავსი არაფერი მომხდარა, ჯასტინი იმ გოგონასგან მოშორებით იდგა. ეს უბრალოდ უაზრობაა", - განაცხადა 18 წლის მომღერლის წარმომადგენელმა.

მსახიობი ევა ლონგორია გულახდილი სამოსისადმი სიყვარულის გამო უხერხულ სიტუაციაში არაერთხელ ჩავარდნილა. ვარსკვლავის დეკოლტეზე ჰოლივუდში ლეგენდები კი დადის, მაგრამ ეს ფოტოსურათი სხვა კადრებისგან იმით გამოირჩევა, რომ ევას პაპარაცებისგან ვიქტორია ბექჰემი იცავს.

ვიქტორია და ევა ერთგული დაქალები არიან და გლამურულ ღონისძიებებსაც ერთად სტუმრობენ. ფოტო ჟურნალ Vanity Fair-ის ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზეა გადაღებული. ყველასთვის მოულოდნელად ლონგორიას კაბა ჩაეწია და მკერდი გამოუჩნდა, ვიქტორიამ ჩასაფრებული ფოტოგრაფი შენიშნა და მეგობარს მკერდზე ხელი ააფარა.

კოლეგებს არც მომღერალი რიანა ჩამორჩება.

რიანამ და რეპერმა A$AP Rocky  VMA-ს ღონისძიებაზე, სცენაზე ნამდვილი ეროტიული თამაშები მოაწყვეს. რიანა და რეპერი სიმღერას Cockiness-ს მღეროდნენ. თუმცა საზოგადოების ყურადღება არა მელოდიამ, არამედ მომღერლების საქციელმა მიიპყრო. მოგვიანებით რეპერმა განაცხადა, რომ რიანას სილამაზით ისე დაიბნა, ვერც კი გააცნობიერა, როგორ შეეხო კოლეგის უკანალს. რიანამ რეპერის მოშორება სცადა და სიმღერა მშვიდად გააგრძელა. ამ ყველაფერს რიანას საყვარელი, კრის ბრაუნი დარბაზიდან ადევნებდა თვალს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება