პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოსო თოფურიძემ ჩემთვის ვეღარ მოიცალა, თორემ ახლა ციხეში ვიქნებოდი!"
"სოსო თოფურიძემ ჩემთვის ვეღარ მოიცალა, თორემ ახლა ციხეში ვიქნებოდი!"

არ­ქი­ტექ­ტო­რი გუ­რამ გუ­რა­მიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან 2008 წელს გა­მო­ა­სახ­ლეს, 2010 წელს კი სა­ჯა­რო რე­ესტრის ამო­ნა­წე­რით გა­არ­კვია, რომ ვე­რა­ზე, გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­სა­მე შე­სახ­ვევ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი, სა­დაც გა­ი­ზარ­და, კა­ხე­თის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის გი­ორ­გი სი­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე იყო გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი.

- ბა­ტო­ნო გუ­რამ, რა­ტომ დარ­ჩით უსახ­ლკა­როდ?

- 2000 წელს ბიზ­ნე­სის წა­მო­სა­წყე­ბად თან­ხა დამ­ჭირ­და, მივ­მარ­თე შპს "ჯუ­ლის" (მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯული ბა­ი­დოშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად გაქ­ცე­უ­ლია) და მისი მეშ­ვე­ო­ბით 5 იპო­თე­კა­რის­გან ვი­სეს­ხე 26 ათა­სი დო­ლა­რი. ხელ­ზე ავი­ღე 21 ათა­სი დო­ლა­რი და ეს თან­ხა წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში დავ­ფა­რე. 5 იპო­თე­კა­რი­დან ერთ-ერთი, ვინ­მე ნამი გო­ჩე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მას შემ­დეგ არ მი­ნა­ხავს, მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე ზარს არ პა­სუ­ხობ­და, ჯუ­ლიც ამ­ბობ­და, ნა­მის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი არ ვი­ციო. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ჩა­ვი­ხე­დე, იქ­ნებ მი­სა­მარ­თით ვი­პო­ვო-მეთ­ქი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ გაგ­რა­ში იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. რა­ღას ვი­ზამ­დი, ჯუ­ლის მი­ვე­ცი ნა­მის­თვის გა­და­სა­ცე­მი 10 ათა­სი დო­ლა­რი... 2003 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლი. ამა­სო­ბა­ში ავა­წყვე ბიზ­ნე­სი, პრო­ექ­ტე­ბი მქონ­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში, შე­ვირ­თე ცოლი, შეგ­ვე­ძი­ნა შვი­ლე­ბი. ეტყო­ბა, იფიქ­რეს, ფული აქვს და მოდი "გავ­წე­წო­თო" და გა­მოჩ­ნდა ნამი გო­ჩე­ლაშ­ვი­ლი...

- თქვენ ხომ ჯული ბა­ი­დოშ­ვილს გა­და­ე­ცით ნა­მის კუთ­ვნი­ლი თან­ხა?

- დიახ, მაგ­რამ გა­ირ­კვა, რომ ჯუ­ლიმ ეს თან­ხა გო­ჩე­ლაშ­ვილს არ გა­დას­ცა. სამ წე­ლი­წად­ში ნამი გო­ჩე­ლაშ­ვი­ლის­გან ნა­სეს­ხე­ბი 10 ათა­სი დო­ლა­რი თა­ვის პრო­ცენ­ტე­ბი­ა­ნად და სა­უ­რა­ვე­ბი­ა­ნად 155 ათა­სი დო­ლა­რი გახ­და. ვი­ნა­ი­დან ჩემი სახ­ლი მი­ლი­ონ-ნა­ხევ­რად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი, გო­ჩე­ლაშ­ვი­ლი და ბა­ი­დოშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­დნენ და­ნარ­ჩენ იპო­თე­კა­რებს და გა­უ­რიგ­დნენ, ვი­თომ თქვენ­თვი­საც არ გა­და­უხ­დია ფული და ვუ­ჩივ­ლო­თო. მხო­ლოდ ერ­თმა იპო­თე­კარ­მა თქვა ამ გა­რი­გე­ბა­ზე უარი.

- რო­დის გა­მო­გა­სახ­ლეს?

- 2008 წელს გა­მოგ­ვა­სახ­ლეს ისე, რომ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დით. არც შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­სუ­ლა. მე უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ყა­ვი სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი, როცა ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სახ­ლი­დან გა­მო­ყა­რეს.

თიკო გუ­რა­მიშ­ვი­ლი, გუ­რამ გუ­რა­მიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე: - ბავ­შვე­ბი და­ვა­ძი­ნე და დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­თან ერ­თად ვსა­დი­ლობ­დი, რო­დე­საც შინ შე­მოგ­ვი­ვარ­და ექ­ვსი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი სა­აღ­სრუ­ლე­ბო ბი­უ­რო­დან. მათ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ბი­ძიშ­ვი­ლი. გვიყ­ვი­როდ­ნენ, დრო­ზე გა­დით სახ­ლი­და­ნო, ტომ­რე­ბი ჰქონ­დათ მო­ტა­ნი­ლი, აც­ვივ­დნენ მე­ო­რე სარ­თულ­ზე, გა­ა­ღეს კა­რა­დე­ბი და ამ ტომ­რებ­ში ყრიდ­ნენ ყვე­ლა­ფერს. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ბავ­შვებს სძი­ნავთ, ნუ შე­მი­ში­ნებთ-მეთ­ქი და ამა­ნაც არ გაჭ­რა. და­შა­ლეს ბავ­შვე­ბის სა­წო­ლე­ბი. ერ­თმა მათ­გან­მა მი­თხრა, ეს სა­წო­ლი მა­ინც აღარ დაგ­ჭირ­დე­ბათ და ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს წა­ვუ­ღე­ბო. ჩემს დე­დამ­თილს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი აქვს და ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან შა­ქარ­მა აუ­წია. გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო, გა­და­უ­ღეს კარ­დი­ოგ­რა­მა, ექიმ­მა თქვა, ამ ქალ­ბა­ტო­ნის გან­ძრე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა და დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცი­თო. ექიმს აუყ­ვირ­დნენ, მოს­ყი­დუ­ლი ხარ და ამას სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ­ბო­ბო. ყვე­ლა­ფე­რი და­ამ­ტვრი­ეს, და­შა­ლეს და ერთ ოთახ­ში შე­ყა­რეს. ტე­ლე­ვი­ზო­რიც კი მო­ი­პა­რეს. ჩემს შვი­ლებს დღემ­დე მტკივ­ნე­უ­ლად ახ­სოვთ ის დღე...

გუ­რამ გუ­რა­მიშ­ვი­ლი: - როცა შე­ვი­ტყვე, რომ ჩემი ოჯა­ხი ქუ­ჩა­ში გა­მო­ყა­რეს, დავ­ბრუნ­დი უკ­რა­ი­ნი­დან და ვი­ჩივ­ლე სა­სა­მარ­თლო­ში. მე­გო­ნა, სა­მარ­თალს ვი­პო­ვი­დი, მაგ­რამ... სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლომ ათა­სი ლარი შე­მა­ტა­ნი­ნა იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­მოგ­დე­ბულ ადა­მი­ანს ჩი­ვი­ლის უფ­ლე­ბა მო­მე­პო­ვე­ბი­ნა. რო­გორც კი მივ­მარ­თე პრო­კუ­რა­ტუ­რას, ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ვი­ღე პა­სუ­ხი, თქვე­ნი სა­ჩი­ვა­რი არ არის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლიო. მა­შინ რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის ხელი ერია?!

- კუ­დის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სოსო თო­ფუ­რი­ძე რო­გორ ჩა­ე­რია ამ საქ­მე­ში?

- სოსო თო­ფუ­რი­ძემ მარ­ტყოფ­ში სახ­ლის დაპ­რო­ექ­ტე­ბა მთხო­ვა, ძმა­კა­ცუ­რად გვერ­დით და­მი­დე­ქიო. ვუ­თხა­რი, მუ­შებს თავ­ზე ვერ და­ვად­გე­ბი, რად­გან სხვა საქ­მე­ე­ბიც მაქვს და კი­დევ, სახ­ლის პრობ­ლე­მას ვაგ­ვა­რებ-მეთ­ქი. და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ მოხ­და ჩემი გა­მო­სახ­ლე­ბა. მი­თხრა, შენ სახ­ლის აშე­ნე­ბა­ში და­მეხ­მა­რე და მა­გას მე მო­გიგ­ვა­რე­ბო. და­ა­ვა­ლა ეს საქ­მე ვი­ღა­ცას და და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. მე ვუ­შე­ნებ­დი თო­ფუ­რი­ძეს სახ­ლს მარ­ტყოფ­ში, და­მი­რე­კავ­და და მე­ტყო­და, გუ­რამ, ერთი მან­ქა­ნა ქვი­შა არის სა­ჭი­როო და მეც ვგზავ­ნი­დი, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ყვე­ლა­ფერ­ში ფულს ვიხ­დი­დი... გა­მო­ძი­ე­ბი­სას გა­ირ­კვა, რომ იმ­ხა­ნად ჩემი სახ­ლი 80 წლის მარ­ტო­ხე­ლა პე­და­გო­გის, ნა­თე­ლა შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი ამ­ტკი­ცებ­და იმას, რომ სახ­ლი უკა­ნო­ნოდ წა­მარ­თვეს, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მე იბ­ლო­კე­ბო­და და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ამის გამო გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო. ერთ დღე­საც და­მი­რე­კა სოსო თო­ფუ­რი­ძემ და მი­თხრა, სხვა­ნა­ი­რად პრობ­ლე­მა ვერ მოგ­ვარ­დე­ბა, გა­და­ი­ხა­დე 155 ათა­სი დო­ლა­რი და ეგ სახ­ლი და­გიბ­რუნ­დე­ბაო. რა თქმა უნდა, ვი­უ­ა­რე და შე­ვუ­ჩე­რე სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბაც. ვუ­თხა­რი, ჩემი შვი­ლე­ბი რომ გა­იზ­რდე­ბი­ან, ხომ მე­ტყვი­ან, მამა ჩვენ უსახ­ლკა­როდ დაგვტო­ვე და ვი­ღა­ცას სახ­ლი აუ­შე­ნეო? ეტყო­ბა ამან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და და­მე­მუქ­რა, და­ას­რუ­ლე მშნებ­ლო­ბა, თო­რემ და­გი­ჭე­რო. რაღა მექ­ნა,შვი­ლე­ბი უსახ­ლკა­როდ დამ­რჩნენ და მა­მის გა­რე­შეც ხომ არ დავ­ტო­ვებ­დი? მოკ­ლედ, მივ­ხვდი, ბრძო­ლას აზრი აღარ ჰქონ­და და გავ­ჩუმ­დი. ამას მალე მოჰ­ყვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნა და თო­ფუ­რი­ძემ ჩემ­თვის ვე­ღარ მო­ი­ცა­ლა, თო­რემ ახლა ცი­ხე­ში ვიქ­ნე­ბო­დი. 2010 წელს შემ­თხვე­ვით ჩა­ვი­ხე­დე რე­ესტრის ამო­ნა­წერ­ში და ვნა­ხე, რომ ჩემი სახ­ლი უშუ­ა­ლოდ გი­ორ­გი სი­ბაშ­ვილ­ზეა გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი. იმ­ხა­ნად სი­ბაშ­ვი­ლი კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ღვი­ნი­აშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე იყო. თვი­თო­ნაც გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­სა­მე შე­სახ­ვევ­ში ცხოვ­რობს წარ­თმე­ულ ბი­ნა­ში. სი­ბაშ­ვილს გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობს მათ კი - ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი. მო­ვამ­ზა­დე სარ­ჩე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის სა­ხელ­ზე. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­მარ­თალს მი­ვაღ­წევ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"სოსო თოფურიძემ ჩემთვის ვეღარ მოიცალა, თორემ ახლა ციხეში ვიქნებოდი!"

"სოსო თოფურიძემ ჩემთვის ვეღარ მოიცალა, თორემ ახლა ციხეში ვიქნებოდი!"

არქიტექტორი გურამ გურამიშვილი საკუთარი სახლიდან 2008 წელს გამოასახლეს, 2010 წელს კი საჯარო რეესტრის ამონაწერით გაარკვია, რომ ვერაზე, გოგებაშვილის მესამე შესახვევში მდებარე სახლი, სადაც გაიზარდა, კახეთის ყოფილი გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ყოფილი მოადგილის გიორგი სიბაშვილის სახელზე იყო გადაფორმებული.

- ბატონო გურამ, რატომ დარჩით უსახლკაროდ?

- 2000 წელს ბიზნესის წამოსაწყებად თანხა დამჭირდა, მივმართე შპს "ჯულის" (მისი ხელმძღვანელი ჯული ბაიდოშვილი ამჟამად გაქცეულია) და მისი მეშვეობით 5 იპოთეკარისგან ვისესხე 26 ათასი დოლარი. ხელზე ავიღე 21 ათასი დოლარი და ეს თანხა წელიწად-ნახევარში დავფარე. 5 იპოთეკარიდან ერთ-ერთი, ვინმე ნამი გოჩელაშვილი, რომელიც მას შემდეგ არ მინახავს, მითითებულ ნომერზე ზარს არ პასუხობდა, ჯულიც ამბობდა, ნამის კოორდინატები არ ვიციო. ხელშეკრულებაში ჩავიხედე, იქნებ მისამართით ვიპოვო-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაგრაში იყო რეგისტრირებული. რაღას ვიზამდი, ჯულის მივეცი ნამისთვის გადასაცემი 10 ათასი დოლარი... 2003 წელს ხელისუფლება შეიცვალა და მოვიდა სააკაშვილი. ამასობაში ავაწყვე ბიზნესი, პროექტები მქონდა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, შევირთე ცოლი, შეგვეძინა შვილები. ეტყობა, იფიქრეს, ფული აქვს და მოდი "გავწეწოთო" და გამოჩნდა ნამი გოჩელაშვილი...

- თქვენ ხომ ჯული ბაიდოშვილს გადაეცით ნამის კუთვნილი თანხა?

- დიახ, მაგრამ გაირკვა, რომ ჯულიმ ეს თანხა გოჩელაშვილს არ გადასცა. სამ წელიწადში ნამი გოჩელაშვილისგან ნასესხები 10 ათასი დოლარი თავის პროცენტებიანად და საურავებიანად 155 ათასი დოლარი გახდა. ვინაიდან ჩემი სახლი მილიონ-ნახევრად იყო შეფასებული, გოჩელაშვილი და ბაიდოშვილი დაუკავშირდნენ დანარჩენ იპოთეკარებს და გაურიგდნენ, ვითომ თქვენთვისაც არ გადაუხდია ფული და ვუჩივლოთო. მხოლოდ ერთმა იპოთეკარმა თქვა ამ გარიგებაზე უარი.

- როდის გამოგასახლეს?

- 2008 წელს გამოგვასახლეს ისე, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. არც შეტყობინება მოსულა. მე უკრაინაში ვიყავი სამუშაოდ წასული, როცა ჩემი ოჯახის წევრები სახლიდან გამოყარეს.

თიკო გურამიშვილი, გურამ გურამიშვილის მეუღლე: - ბავშვები დავაძინე და დედამთილ-მამამთილთან ერთად ვსადილობდი, როდესაც შინ შემოგვივარდა ექვსი შეიარაღებული მამაკაცი სააღსრულებო ბიუროდან. მათ ხელმძღვანელობდა ადვოკატი გიორგი ბიძიშვილი. გვიყვიროდნენ, დროზე გადით სახლიდანო, ტომრები ჰქონდათ მოტანილი, აცვივდნენ მეორე სართულზე, გააღეს კარადები და ამ ტომრებში ყრიდნენ ყველაფერს. ვეუბნებოდი, ბავშვებს სძინავთ, ნუ შემიშინებთ-მეთქი და ამანაც არ გაჭრა. დაშალეს ბავშვების საწოლები. ერთმა მათგანმა მითხრა, ეს საწოლი მაინც აღარ დაგჭირდებათ და ჩემს შვილიშვილებს წავუღებო. ჩემს დედამთილს შაქრიანი დიაბეტი აქვს და ნერვიულობისგან შაქარმა აუწია. გამოვიძახეთ სასწრაფო, გადაუღეს კარდიოგრამა, ექიმმა თქვა, ამ ქალბატონის განძრევა არ შეიძლება და დასვენების საშუალება მიეცითო. ექიმს აუყვირდნენ, მოსყიდული ხარ და ამას სპეციალურად ამბობო. ყველაფერი დაამტვრიეს, დაშალეს და ერთ ოთახში შეყარეს. ტელევიზორიც კი მოიპარეს. ჩემს შვილებს დღემდე მტკივნეულად ახსოვთ ის დღე...

გურამ გურამიშვილი: - როცა შევიტყვე, რომ ჩემი ოჯახი ქუჩაში გამოყარეს, დავბრუნდი უკრაინიდან და ვიჩივლე სასამართლოში. მეგონა, სამართალს ვიპოვიდი, მაგრამ... სააკაშვილის სასამართლომ ათასი ლარი შემატანინა იმისთვის, რომ საკუთარი სახლიდან გამოგდებულ ადამიანს ჩივილის უფლება მომეპოვებინა. როგორც კი მივმართე პროკურატურას, ოპერატიულად მივიღე პასუხი, თქვენი საჩივარი არ არის დაკმაყოფილებულიო. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ამ ყველაფერში გიორგი ღვინიაშვილის ხელი ერია?!

- კუდის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე როგორ ჩაერია ამ საქმეში?

- სოსო თოფურიძემ მარტყოფში სახლის დაპროექტება მთხოვა, ძმაკაცურად გვერდით დამიდექიო. ვუთხარი, მუშებს თავზე ვერ დავადგები, რადგან სხვა საქმეებიც მაქვს და კიდევ, სახლის პრობლემას ვაგვარებ-მეთქი. დაინტერესდა, როგორ მოხდა ჩემი გამოსახლება. მითხრა, შენ სახლის აშენებაში დამეხმარე და მაგას მე მოგიგვარებო. დაავალა ეს საქმე ვიღაცას და დაიწყო გამოძიება. მე ვუშენებდი თოფურიძეს სახლს მარტყოფში, დამირეკავდა და მეტყოდა, გურამ, ერთი მანქანა ქვიშა არის საჭიროო და მეც ვგზავნიდი, ბუნებრივია, ამ ყველაფერში ფულს ვიხდიდი... გამოძიებისას გაირკვა, რომ იმხანად ჩემი სახლი 80 წლის მარტოხელა პედაგოგის, ნათელა შერაზადიშვილის სახელზე იყო გაფორმებული. ყველაფერი ამტკიცებდა იმას, რომ სახლი უკანონოდ წამართვეს, მაგრამ პროკურატურაში საქმე იბლოკებოდა და გამომძიებელი ამის გამო გაოცებული იყო. ერთ დღესაც დამირეკა სოსო თოფურიძემ და მითხრა, სხვანაირად პრობლემა ვერ მოგვარდება, გადაიხადე 155 ათასი დოლარი და ეგ სახლი დაგიბრუნდებაო. რა თქმა უნდა, ვიუარე და შევუჩერე სახლის მშენებლობაც. ვუთხარი, ჩემი შვილები რომ გაიზრდებიან, ხომ მეტყვიან, მამა ჩვენ უსახლკაროდ დაგვტოვე და ვიღაცას სახლი აუშენეო? ეტყობა ამან გააღიზიანა და დამემუქრა, დაასრულე მშნებლობა, თორემ დაგიჭერო. რაღა მექნა,შვილები უსახლკაროდ დამრჩნენ და მამის გარეშეც ხომ არ დავტოვებდი? მოკლედ, მივხვდი, ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა და გავჩუმდი. ამას მალე მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა და თოფურიძემ ჩემთვის ვეღარ მოიცალა, თორემ ახლა ციხეში ვიქნებოდი. 2010 წელს შემთხვევით ჩავიხედე რეესტრის ამონაწერში და ვნახე, რომ ჩემი სახლი უშუალოდ გიორგი სიბაშვილზეა გადაფორმებული. იმხანად სიბაშვილი კახეთის გუბერნატორის ღვინიაშვილის მოადგილე იყო. თვითონაც გოგებაშვილის მესამე შესახვევში ცხოვრობს წართმეულ ბინაში. სიბაშვილს გიორგი ღვინიაშვილი მფარველობს მათ კი - ზურაბ ადეიშვილი. მოვამზადე სარჩელი გენერალური პროკურორის სახელზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სამართალს მივაღწევ.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ