პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნეს
 დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნეს

სა­ჯა­რო მო­ხე­ლის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლის მო­თხოვ­ნი­სა და ქრთა­მის მი­ღე­ბის, ასე­ვე, სა­ფი­ნან­სო საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტებ­ზე , სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლად ცნეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა პი­რა­დი სარ­გე­ბე­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, თან­ხმო­ბა გა­ნუ­ცხა­და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებს, ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვილს და იო­სებ იმ­ნა­ძეს, რათა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა მისი პი­რა­დი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა და მფარ­ვე­ლო­ბა გა­ე­წია აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. კერ­ძოდ, ნ.და­ვი­თაშ­ვილ­მა და ი.იმ­ნა­ძემ გა­ნიზ­რა­ხეს დად­გე­ნი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით - ყუ­რძნის მა­სა­ლას­თან ეთი­ლის ან სხვა სა­ხის სპირ­ტის შე­რე­ვით და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით ეწარ­მო­ე­ბი­ნათ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კო­ნი­ა­კე სპირ­ტი. ეთი­ლის სპირ­ტი­სა­გან კო­ნი­ა­კის სპირ­ტის მსგავ­სი სი­თხის დამ­ზა­დე­ბით მცირ­დე­ბა კო­ნი­ა­კი­სე­ბუ­რი სპირ­ტის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბო­და მისი რა­ო­დე­ნო­ბა.

გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა და­ა­რე­გის­ტრი­რეს შპს "გან­თი­ა­დი" და შპს "ნა­ფა­რე­უ­ლი." სა­ხელ­მწი­ფო გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, მათ შე­ად­გი­ნეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა, თუ რო­გორ უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო ეთი­ლის სპირ­ტი შიდა ბა­ზარ­ზე ისე, რომ არ მოქ­ცე­უ­ლი­ყო იმ­პორ­ტის და­ბეგ­ვრის რე­ჟიმ­ში.

აღ­ნიშ­ნულ პი­რებს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დას­ჭირ­დე­ბო­დათ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­თა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მფარ­ვე­ლო­ბას გა­უ­წევ­დნენ. ისი­ნი და­უ­კავ­შირ­დნენ ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის ქმარს, მე­ი­რი ჯა­ნაშ­ვილს, გა­ან­დეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მა და სთხო­ვეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან. მ.ჯა­ნაშ­ვი­ლი მო­ე­ლა­პა­რა­კა დ. კე­ზე­რაშ­ვილს, რომ მას სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ტე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ხელი შე­ე­წყო უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. დ.კეზ­რაშ­ვილ­მა, იმის ნაც­ვლად რომ მი­ე­ღო ზო­მე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის აღ­საკ­ვე­თად, რაც მისი უშუ­ა­ლო მო­ვა­ლე­ო­ბა იყო, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, და­თან­ხმდა უკა­ნო­ნო ბიზ­ნე­სის მფარ­ვე­ლო­ბას და ქრთა­მის აღე­ბას.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი იღებ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას სა­ბა­ჟო, სა­გა­და­სა­ხა­დო და სხვა მა­კონ­ტრო­ლე­ბელ ორ­გა­ნო­ებ­ზე თა­ვი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტით და გავ­ლე­ნით მო­ეხ­დი­ნა ზე­მოქ­მე­დე­ბა.

ი. იმ­ნა­ძემ და ნ. და­ვი­თაშ­ვილ­მა თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნულ სპირ­ტის სა­წარ­მოს შე­უკ­ვე­თეს 480 ტონა ეთი­ლის სპირ­ტი და და­ი­წყეს საქ­მი­ა­ნო­ბა.

2007 წლის 8 იან­ვარს 240 ტონა სპირ­ტი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და, რის სა­ნაც­ვლო­დაც კე­ზე­რაშ­ვილ­მა ქრთა­მის სა­ხით აიღო 72 000 აშშ დო­ლა­რი. ამა­ვე წლის 5 თე­ბერ­ვალს აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ 240 ტონა სპირ­ტი შე­მო­ი­ტა­ნეს. კე­ზე­რაშ­ვილ­მა და­მა­ტე­ბით ისევ 72 000 აშშ დო­ლა­რი აიღო.

2007 წლის 7 თე­ბერ­ვლი­დან 11 მა­ი­სის ჩათ­ვლით სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ შე­მო­ტა­ნილ იქნა 2 445 065 ლიტ­რი სპირ­ტი. დ.კე­ზე­რაშ­ვილ­მა ქრთა­მის სა­ხით 733 519 აშშ დო­ლა­რი აიღო.

2007 წლის მა­ი­სის ბო­ლოს უკვე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა დ.კე­ზე­რაშ­ვილ­მა ქრთა­მის სა­ხით გა­და­სახ­დე­ლი თან­ხის გაზ­რდა მო­ი­თხო­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, 2007 წლის 8 ივ­ნი­სი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნილ 3 353 269 ლიტრ სპირტზე აიღო 2 011 961 აშშ დო­ლა­რი.

2008 წლის იან­ვრი­დან კე­ზე­რაშ­ვილ­მა კვლავ გა­ზარ­და ქრთა­მად მი­სა­ღე­ბი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა და 2 203 646 ლიტრ სპირტზე 1 542 552 აშშ დო­ლა­რი აიღო. 2008 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან დე­კემ­ბრამ­დე შე­მო­ტა­ნილ 410 252 ლიტრ ეთი­ლის სპირტზე ქრთა­მად აიღო 237 946 აშშ დო­ლა­რი.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა გა­აგ­რძე­ლა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა, სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუფს, თა­ვი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტით არა­მარ­თლზო­მი­ერ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და სა­ბა­ჟო სამ­სა­ხურ­ზე და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სპირ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნას და 163 230 ლიტ­რი სპირ­ტის შე­მო­ტა­ნის შე­დე­გად უკა­ნო­ნოდ მი­ი­ღო 94 673 აშშ დო­ლა­რი.

2009 წლი­დან 2012 წლამ­დე სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში დ. კე­ზე­რაშ­ვილ­მა კონ­ტრა­ბან­დუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მი­ი­ღო 7 570 032 აშშ დო­ლა­რი.

სა­ერ­თო ჯამ­ში, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, რო­გორც მო­ხე­ლეს ქრთა­მის სა­ხით 4 669 978 აშშ დო­ლა­რი, ხოლო რო­გორც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელს, კერ­ძო პირს 7 664 705 აშშ დო­ლა­რი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნულ თან­ხებს დ.კე­ზე­რაშ­ვი­ლი შუ­ა­მავ­ლის - მისი დის მე­უღ­ლის, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რის მე­ი­რი ჯა­ნაშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით ღე­ბუ­ლობ­და.

ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ შე­მო­ტა­ნილ იქნა 19 868 312 ლიტ­რი ეთი­ლის სპირ­ტი, გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მალ­ვის სა­ხით სა­ხელ­მწი­ფომ იზა­რა­ლა 49 392 341 ლარი. თა­ვად კე­ზე­რაშ­ვილ­მა კი სა­ერ­თო ჯამ­ში, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის სა­ხით მი­ი­ღო 12 334 683 აშშ დო­ლა­რი .

მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 210-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 214 - ე მუხ­ლის მე­ო­რე და მე­ექ­ვსე ნა­წი­ლე­ბით, 338 - ე მუხ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლებ­ნის აღ­კვე­თას 11-დან 15წლამ­დე ვა­დით", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნეს

 დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნეს

საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნისა და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყოფილი მაღალჩინოსანი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს:

"გამოძიებით დადგინდა, რომ დავით კეზერაშვილმა პირადი სარგებელის მიღების მიზნით, თანხმობა განუცხადა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ნიკოლოზ დავითაშვილს და იოსებ იმნაძეს, რათა გამოეყენებინა მისი პირადი სამსახურეობრივი მდგომარეობა და მფარველობა გაეწია აღნიშნული პირების უკანონო საქმიანობისთვის. კერძოდ, ნ.დავითაშვილმა და ი.იმნაძემ განიზრახეს დადგენილი ტექნოლოგიების უხეში დარღვევით - ყურძნის მასალასთან ეთილის ან სხვა სახის სპირტის შერევით და ტექნოლოგიური მანიპულაციებით ეწარმოებინათ ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტი. ეთილის სპირტისაგან კონიაკის სპირტის მსგავსი სითხის დამზადებით მცირდება კონიაკისებური სპირტის თვითღირებულება და მნიშვნელოვნად იზრდებოდა მისი რაოდენობა.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად აღნიშნულმა პირებმა დაარეგისტრირეს შპს "განთიადი" და შპს "ნაფარეული." სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, მათ შეადგინეს დანაშაულებრივი სქემა, თუ როგორ უნდა შემოსულიყო ეთილის სპირტი შიდა ბაზარზე ისე, რომ არ მოქცეულიყო იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში.

აღნიშნულ პირებს საქმიანობაში დასჭირდებოდათ სახელმწიფო სტრუქტურათა მაღალჩინოსნების მხარდაჭერა, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მფარველობას გაუწევდნენ. ისინი დაუკავშირდნენ ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი უფროსის დავით კეზერაშვილის დის ქმარს, მეირი ჯანაშვილს, გაანდეს დანაშაულებრივი გეგმა და სთხოვეს შუამდგომლობა დავით კეზერაშვილთან. მ.ჯანაშვილი მოელაპარაკა დ. კეზერაშვილს, რომ მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ხელი შეეწყო უკანონო საქმიანობისთვის. დ.კეზრაშვილმა, იმის ნაცვლად რომ მიეღო ზომები დანაშაულებრივი სქემის აღსაკვეთად, რაც მისი უშუალო მოვალეობა იყო, რადგან იმ პერიოდში იმყოფებოდა ფინანსური პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, დათანხმდა უკანონო ბიზნესის მფარველობას და ქრთამის აღებას.

დავით კეზერაშვილი იღებდა ვალდებულებას საბაჟო, საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებზე თავისი ავტორიტეტით და გავლენით მოეხდინა ზემოქმედება.

ი. იმნაძემ და ნ. დავითაშვილმა თანხმობის მიღების შემდეგ, უკრაინულ სპირტის საწარმოს შეუკვეთეს 480 ტონა ეთილის სპირტი და დაიწყეს საქმიანობა.

2007 წლის 8 იანვარს 240 ტონა სპირტი დავით კეზერაშვილის დახმარებით საქართველოში შემოვიდა, რის სანაცვლოდაც კეზერაშვილმა ქრთამის სახით აიღო 72 000 აშშ დოლარი. ამავე წლის 5 თებერვალს აღნიშნულმა პირებმა საქართველოში კვლავ 240 ტონა სპირტი შემოიტანეს. კეზერაშვილმა დამატებით ისევ 72 000 აშშ დოლარი აიღო.

2007 წლის 7 თებერვლიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში სულ შემოტანილ იქნა 2 445 065 ლიტრი სპირტი. დ.კეზერაშვილმა ქრთამის სახით 733 519 აშშ დოლარი აიღო.

2007 წლის მაისის ბოლოს უკვე თავდაცვის მინისტრმა დ.კეზერაშვილმა ქრთამის სახით გადასახდელი თანხის გაზრდა მოითხოვა. შესაბამისად, 2007 წლის 8 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში შემოტანილ 3 353 269 ლიტრ სპირტზე აიღო 2 011 961 აშშ დოლარი.

2008 წლის იანვრიდან კეზერაშვილმა კვლავ გაზარდა ქრთამად მისაღები თანხის რაოდენობა და 2 203 646 ლიტრ სპირტზე 1 542 552 აშშ დოლარი აიღო. 2008 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე შემოტანილ 410 252 ლიტრ ეთილის სპირტზე ქრთამად აიღო 237 946 აშშ დოლარი.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, დავით კეზერაშვილმა გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა, სათავეში ჩაუდგა ორგანიზებულ ჯგუფს, თავისი ავტორიტეტით არამართლზომიერ გავლენას ახდენდა საბაჟო სამსახურზე და ხელმძღვანელობდა კონტრაბანდული სპირტის საქართველოში შემოტანას და 163 230 ლიტრი სპირტის შემოტანის შედეგად უკანონოდ მიიღო 94 673 აშშ დოლარი.

2009 წლიდან 2012 წლამდე სხვადასხვა პერიოდში დ. კეზერაშვილმა კონტრაბანდული საქმიანობის შედეგად მიიღო 7 570 032 აშშ დოლარი.

საერთო ჯამში, დავით კეზერაშვილს, როგორც მოხელეს ქრთამის სახით 4 669 978 აშშ დოლარი, ხოლო როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, კერძო პირს 7 664 705 აშშ დოლარი აქვს მიღებული. აღნიშნულ თანხებს დ.კეზერაშვილი შუამავლის - მისი დის მეუღლის, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის მეირი ჯანაშვილის მეშვეობით ღებულობდა.

ამ წლების მანძილზე დანაშაულებრივი მანიპულაციებით საქართველოში სულ შემოტანილ იქნა 19 868 312 ლიტრი ეთილის სპირტი, გადასახადების დამალვის სახით სახელმწიფომ იზარალა 49 392 341 ლარი. თავად კეზერაშვილმა კი საერთო ჯამში, უკანონო შემოსავლის სახით მიიღო 12 334 683 აშშ დოლარი .

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 214 - ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით, 338 - ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლებნის აღკვეთას 11-დან 15წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ