მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უიტნი ჰიუსტონი ნარკოტიკებს ძმამ დააჩვია
უიტნი ჰიუსტონი ნარკოტიკებს ძმამ დააჩვია

მომ­ღე­რალ უიტ­ნი ჰი­უს­ტო­ნის ნარ­კო­ტი­კე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ვარ­სკვლა­ვის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, მომ­ღე­რალ ბობი ბრა­უნს აბ­რა­ლებ­დნენ, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ საქ­მე­ში დამ­ნა­შა­ვე მისი ძმაა.

სენ­სა­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა ვარ­სკვლა­ვის ძმამ, მა­იკლმა ოპრა უინფრის შო­უ­ში გა­ა­კე­თა. მო­უ­ლოდ­ნელ­მა აღი­ა­რე­ბამ თა­ვად ტე­ლე­წამ­ყვა­ნიც კი გა­ა­ო­ცა. შო­უ­ში მა­იკლთან ერ­თად მომ­ღერ­ლის დედა, სისი ჰი­უს­ტო­ნიც იმ­ყო­ფე­ბო­და. მომ­ღერ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გარ­დაც­ვლილ ვარ­სკვლავს იხ­სე­ნებ­დნენ, რო­დე­საც მა­იკლმა გა­ნა­ცხა­და, რომ უიტ­ნის ნარ­კო­ტი­კე­ბი მან გა­ა­სინ­ჯა.

"ეს თემა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. დიახ, უიტ­ნის ნარ­კო­ტი­კე­ბი მე გა­ვა­სინ­ჯე. უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როთ, რომ 80-იან წლებ­ში ნარ­კო­ტი­კი და­საშ­ვე­ბი იყო. იმ ეპო­ქა­ში გა­სარ­თობ ინ­დუსტრი­ა­ში კო­კა­ი­ნი ცუდ საქ­მეს­თან არ ასო­ცირ­დე­ბო­და. დღეს სხვა­ნა­ი­რად აღიქ­მე­ბა, ჩვენ არ ვი­ცო­დით. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბას ვაგ­რძე­ლებ, მაგ­რამ არ ვცო­ცხლობ. ის ჩემი პა­ტა­რა იყო", - გა­ნა­ცხა­და ვარ­სკვლა­ვის ძმამ.

შე­გახ­სე­ნებთ, 48 წლის მომ­ღე­რა­ლი 11 თე­ბერ­ვალს სას­ტუმ­რო "ბე­ვერ­ლი ჰილ­ტო­ნის" სა­ა­ბა­ზა­ნო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ნიუ-ჯერ­სი­ში, მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ნი­უ­არკში დაკ­რძა­ლეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია hollyscoop.com-ის მი­ხედ­ვით.

უიტნი ჰიუსტონი ნარკოტიკებს ძმამ დააჩვია

უიტნი ჰიუსტონი ნარკოტიკებს ძმამ დააჩვია

მომღერალ უიტნი ჰიუსტონის ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ოჯახის წევრები და მისი თაყვანისმცემლები ვარსკვლავის ყოფილ მეუღლეს, მომღერალ ბობი ბრაუნს აბრალებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ საქმეში დამნაშავე მისი ძმაა.

სენსაციური განცხადება ვარსკვლავის ძმამ, მაიკლმა ოპრა უინფრის შოუში გააკეთა. მოულოდნელმა აღიარებამ თავად ტელეწამყვანიც კი გააოცა. შოუში მაიკლთან ერთად მომღერლის დედა, სისი ჰიუსტონიც იმყოფებოდა. მომღერლის ოჯახის წევრები გარდაცვლილ ვარსკვლავს იხსენებდნენ, როდესაც მაიკლმა განაცხადა, რომ უიტნის ნარკოტიკები მან გაასინჯა.

"ეს თემა ძალიან მტკივნეულია. დიახ, უიტნის ნარკოტიკები მე გავასინჯე.  უნდა გააცნობიეროთ, რომ 80-იან წლებში ნარკოტიკი დასაშვები იყო. იმ ეპოქაში გასართობ ინდუსტრიაში კოკაინი ცუდ საქმესთან არ ასოცირდებოდა. დღეს სხვანაირად აღიქმება, ჩვენ არ ვიცოდით. მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებას ვაგრძელებ, მაგრამ არ ვცოცხლობ. ის ჩემი პატარა იყო", - განაცხადა ვარსკვლავის ძმამ.

შეგახსენებთ, 48 წლის მომღერალი 11 თებერვალს სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" სააბაზანოში გარდაიცვალა. იგი ნიუ-ჯერსიში, მშობლიურ ქალაქ ნიუარკში დაკრძალეს.

მომზადებულია hollyscoop.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება