პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა ბროლაძე და მარიკა თხელიძე მეორე დუეტისთვის ემზადებიან
ბექა ბროლაძე და მარიკა თხელიძე მეორე დუეტისთვის ემზადებიან

მომ­ღერ­ლებ­მა ბექა ბრო­ლა­ძემ და მა­რი­კა თხე­ლი­ძემ ერთი დუ­ე­ტი, ჯა­მი­რო­ქუ­ა­ის ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის ქა­ვე­რი უკვე ჩა­წე­რეს, თუმ­ცა რო­გორც ბე­ქამ მი­თხრა, სიმ­ღე­რა სა­კუ­თარ თავს მო­არ­გეს და სო­ლო­დან დუ­ე­ტად გა­და­ა­კე­თეს, არან­ჟი­რე­ბაც სულ სხვა­ნა­ი­რი გა­კეთ­და და რა­დიო თუ ტე­ლე­ე­თერ­ში პრე­მი­ე­რაც შედ­გა, თუმ­ცა მა­რი­ნა ბე­რი­ძის რჩე­ვით, ბე­ქამ და მა­რი­კამ ამ სიმ­ღე­რა­ზე კლი­პის გა­და­ღე­ბა არ ისურ­ვეს და ახა­ლი, ამ­ჯე­რად ქარ­თუ­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა­ზე და­ი­წყეს ზრუნ­ვა. სწო­რედ ამ სიმ­ღე­რა­ზე გა­და­ი­ღე­ბენ კლიპს.

ბექა ბრო­ლა­ძე:

- მე და მა­რი­კას დიდი ხა­ნია გვინ­დო­და დუ­ე­ტის ჩა­წე­რა. არ გვი­ფიქ­რია, რომ რო­მე­ლი­მე ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის­თვის მიგ­ვე­მარ­თა და სიმ­ღე­რის და­წე­რა გვე­თხო­ვა. გვსურ­და, კარ­გი ქა­ვე­რი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ოღონდ სა­კუ­თა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით და არა კო­პი­რე­ბით. გა­დავ­წყვი­ტეთ, ჯა­მი­რო­ქუ­ა­ის სო­ლო­სიმ­ღე­რა, ბად გირლს აგ­ვე­ღო და სწო­რედ მას­ზე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ქა­ვე­რი. კობა მეს­ხი­ამ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არან­ჟი­რე­ბა მოგ­ვიმ­ზა­და. ვფიქ­რობთ, რომ კარ­გი ქა­ვე­რი გა­მო­ვი­და და ეს ნამ­დვი­ლად ჩვე­ნი ვერ­სი­აა. ექ­სპე­რი­მენ­ტი იყო და გა­ა­მარ­თლა. კარ­გი გა­სა­ჯა­ზე­ბე­ლი სიმ­ღე­რა გა­მო­ვი­და (იღი­მე­ბა).

- შენ და მა­რი­კა დიდი ხა­ნია ერ­თმა­ნეთს იც­ნობთ?

- საკ­მა­ოდ დიდი ხა­ნია. მე ხუთი წელი ჯანო კა­ხი­ძის ბი­ჭუ­ნა­თა კა­პე­ლა­ში ვმღე­რო­დი. მა­რი­კამ მიშა მდი­ნა­რა­ძის პრო­ექ­ტი "აჭა­რა მი­უ­ზიქ ჰოლ­ში" გა­ა­კე­თა, მიხ­ვდი ალ­ბათ, რამ­დე­ნი წლის წი­ნან­დელ ამ­ბავ­ზე გე­უბ­ნე­ბი, იქ ჯერ კი­დევ კლუ­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. მა­შინ ბი­ჭუ­ნა­თა კა­პე­ლი­დან რამ­დე­ნი­მე მომ­ღე­რა­ლი აგ­ვარ­ჩი­ეს და მა­რი­კას­თან ერ­თად გა­მოვ­დი­ო­დით. სწო­რედ იქ გა­ვი­ცა­ნი მა­რი­კა.

- კლი­პის გა­და­ღე­ბა არ გინ­დათ დუ­ეტ­ზე?

- გვინ­დო­და, გა­და­სა­ღე­ბი ად­გი­ლე­ბიც შე­ვარ­ჩი­ეთ. კლი­პი ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ მიშა ჭი­ჭი­ბოშ­ვილს უნდა გა­და­ე­ღო, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ფერ­ზე რჩე­ვას მა­რი­ნა ბე­რი­ძეს ვე­კი­თხე­ბი, ახ­ლაც ასე მო­ვი­ქე­ცი. მას დუ­ე­ტი მო­ვას­მე­ნი­ნე. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ეს დუ­ე­ტი. სხვა სიმ­ღე­რებ­ზე ასე­თი მო­წო­ნე­ბა არ გა­მო­უ­ხა­ტავს, თუმ­ცა გვირ­ჩია, რად­გან ქა­ვე­რია, კლი­პი არ გა­და­ი­ღოთ, რად­გან შე­საძ­ლოა, "იუ­თუბ­ზე" გან­თავ­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებ­ზე მცი­რე­ო­დე­ნი პრობ­ლე­მა შე­გექ­მნა­თო. ამი­ტო­მაც ამ სიმ­ღე­რის პრე­მი­ე­რა "იმ­ედის დი­ლა­ში" შედ­გა, ერთ-ერ­თმა რა­დი­ომ კი ექ­სკლუ­ზი­ვი აიღო და ატ­რი­ა­ლებს სა­კუ­თარ ეთერ­ში, მაგ­რამ მა­რი­ნა ბე­რი­ძემ გვი­თხრა, კარ­გი იქ­ნე­ბა, ქარ­თუ­ლე­ნო­ვან დუ­ეტს თუ გა­ა­კე­თებთ და კლიპს გა­და­ი­ღებ­თო. ეს იდეა მოგ­ვე­წო­ნა და ახლა ამა­ზე ვმუ­შა­ობთ. გვინ­და, რო­მე­ლი­მე ქარ­თველ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვენ­თვის და­წე­როს სიმ­ღე­რა. ამ დუ­ე­ტის გა­კე­თე­ბას ახლო მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ბექა ბროლაძე და მარიკა თხელიძე მეორე დუეტისთვის ემზადებიან

ბექა ბროლაძე და მარიკა თხელიძე მეორე დუეტისთვის ემზადებიან

მომღერლებმა ბექა ბროლაძემ და მარიკა თხელიძემ ერთი დუეტი, ჯამიროქუაის ცნობილი სიმღერის ქავერი უკვე ჩაწერეს, თუმცა როგორც ბექამ მითხრა, სიმღერა საკუთარ თავს მოარგეს და სოლოდან დუეტად გადააკეთეს, არანჟირებაც სულ სხვანაირი გაკეთდა და რადიო თუ ტელეეთერში პრემიერაც შედგა, თუმცა მარინა ბერიძის რჩევით, ბექამ და მარიკამ ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება არ ისურვეს და ახალი, ამჯერად ქართული, ორიგინალური სიმღერის ჩაწერაზე დაიწყეს ზრუნვა. სწორედ ამ სიმღერაზე გადაიღებენ კლიპს.

ბექა ბროლაძე:

- მე და მარიკას დიდი ხანია გვინდოდა დუეტის ჩაწერა. არ გვიფიქრია, რომ რომელიმე ქართველი კომპოზიტორისთვის მიგვემართა და სიმღერის დაწერა გვეთხოვა. გვსურდა, კარგი ქავერი გაგვეკეთებინა, ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციით და არა კოპირებით. გადავწყვიტეთ, ჯამიროქუაის სოლოსიმღერა, ბად გირლს აგვეღო და სწორედ მასზე გაგვეკეთებინა ქავერი. კობა მესხიამ სრულიად განსხვავებული არანჟირება მოგვიმზადა. ვფიქრობთ, რომ კარგი ქავერი გამოვიდა და ეს ნამდვილად ჩვენი ვერსიაა. ექსპერიმენტი იყო და გაამართლა. კარგი გასაჯაზებელი სიმღერა გამოვიდა (იღიმება).

- შენ და მარიკა დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ?

- საკმაოდ დიდი ხანია. მე ხუთი წელი ჯანო კახიძის ბიჭუნათა კაპელაში ვმღეროდი. მარიკამ მიშა მდინარაძის პროექტი "აჭარა მიუზიქ ჰოლში" გააკეთა, მიხვდი ალბათ, რამდენი წლის წინანდელ ამბავზე გეუბნები, იქ ჯერ კიდევ კლუბი ფუნქციონირებდა. მაშინ ბიჭუნათა კაპელიდან რამდენიმე მომღერალი აგვარჩიეს და მარიკასთან ერთად გამოვდიოდით. სწორედ იქ გავიცანი მარიკა.

- კლიპის გადაღება არ გინდათ დუეტზე?

- გვინდოდა, გადასაღები ადგილებიც შევარჩიეთ. კლიპი ახალგაზრდა რეჟისორ მიშა ჭიჭიბოშვილს უნდა გადაეღო, მაგრამ ვინაიდან ყველაფერზე რჩევას მარინა ბერიძეს ვეკითხები, ახლაც ასე მოვიქეცი. მას დუეტი მოვასმენინე. სხვათა შორის, ძალიან მოეწონა ეს დუეტი. სხვა სიმღერებზე ასეთი მოწონება არ გამოუხატავს, თუმცა გვირჩია, რადგან ქავერია, კლიპი არ გადაიღოთ, რადგან შესაძლოა, "იუთუბზე" განთავსების შემთხვევაში საავტორო უფლებებზე მცირეოდენი პრობლემა შეგექმნათო. ამიტომაც ამ სიმღერის პრემიერა "იმ­ედის დილაში" შედგა, ერთ-ერთმა რადიომ კი ექსკლუზივი აიღო და ატრიალებს საკუთარ ეთერში, მაგრამ მარინა ბერიძემ გვითხრა, კარგი იქნება, ქართულენოვან დუეტს თუ გააკეთებთ და კლიპს გადაიღებთო. ეს იდეა მოგვეწონა და ახლა ამაზე ვმუშაობთ. გვინდა, რომელიმე ქართველმა კომპოზიტორმა სპეციალურად ჩვენთვის დაწეროს სიმღერა. ამ დუეტის გაკეთებას ახლო მომავალში ვგეგმავთ.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"