მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსკა მაყაშვილის მხიარული თავგადასავლები
რუსკა მაყაშვილის მხიარული თავგადასავლები

ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ უნდა იყოს, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბა­ში. მისი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი დე­და­მის­მა, ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა - თა­მარ მა­ყაშ­ვილ­მა გაგ­ვიმ­ხი­ლა და ისიც დას­ძი­ნა: რუს­კა ბავ­შვო­ბა­ში სას­წა­უ­ლებს ახ­დენ­და, მაგ­რამ ეს არას­დროს მიკ­ვირ­და, რად­გან პა­ტა­რა­ო­ბი­სას მას­ზე უფრო მე­ტად ცელ­ქი ვი­ყა­ვიო.

- ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, რო­გორც ვიცი, პა­ტა­რა რუს­კას სტუმ­რე­ბი აბა­ზა­ნა­ში შეჰ­ყავ­და და მათ სა­რე­ცხი ფხვნი­ლით "რე­ცხავ­და".

- მარ­თა­ლია, მაგ­რამ ეგ ამ­ბა­ვი აღარ მახ­სოვ­და (იცი­ნის). ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო. მისი ეზო­ში ჩას­ვლა და ყვე­ლა ბავ­შვის სახ­ლში გაქ­ცე­ვა ერთი გახ­ლდათ. თა­მა­ში­სას ბავ­შვებს მი­წას, პეპ­ლებს ან რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბებს აჭ­მევ­და. ერთი პე­რი­ო­დი, როცა ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­ჭირ­და და სა­ჭი­რო ნივ­თებს, სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებს სიმ­წრით ვყი­დუ­ლობ­დით, რუს­კას სტუმ­რად მო­სუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის ბავ­შვე­ბი აბა­ზა­ნა­ში შეჰ­ყავ­და, მათ სა­რე­ცხ ფხვნილს აყ­რი­და და ტან­საც­მლი­ა­ნად "რე­ცხავ­და". თან, იმ პე­რი­ოდ­ში აბა­ზა­ნას ისე­თი კარი ჰქონ­და, შიგ­ნი­დან თუ და­კე­ტავ­დი, გა­რე­დან მისი გახ­სნის შან­სი არ იყო... მოკ­ლედ, სა­ოც­რე­ბებს აკე­თებ­და. სახ­ლში სა­თა­მა­შო ხა­ლი­ჩე­ბი ჰქონ­დათ და ჯერ ერთ ხა­ლი­ჩას და­ა­ფენ­და, მას­ზე ჭურ­ჭელს და­ა­ლა­გებ­და, მერე მე­ო­რე ხა­ლი­ჩას გა­და­ა­ფენ­და, შემ­დეგ კი ამ ყვე­ლა­ფერს ჩა­ქუ­ჩით ლე­წავ­და.

- ბავ­შვე­ბი რუს­კას უსი­ტყვოდ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ?

- კი, კი! რა უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, არ და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ?! არ ვიცი, და­ში­ნე­ბით თუ რა მე­თო­დით, მაგ­რამ მას ნამ­დვი­ლად, ყვე­ლა ემორ­ჩი­ლე­ბო­და.

- ამ ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი რუს­კას გამო არ გსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ?

- რო­გორ არა! მო­დი­ოდ­ნენ და მა­გა­ლი­თად, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - იცით, თქვენ­მა შვილ­მა ჩემს შვილს მიწა აჭა­მაო. მაგ­რამ მე რა მექ­ნა, თუ უკვე აჭა­მა? ამ ამ­ბით მეც შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, ბორ­ჯომ­ში ვის­ვე­ნებ­დით. ერთ დღეს რუს­კა გაქ­რა. ბევ­რი ვე­ძე­ბეთ და ბო­ლოს, რო­გორც იქნა, მი­ვა­გე­ნით: დიდი კა­რა­და წა­უქ­ცე­ვია და მის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი, სა­წყა­ლო­ბად გვე­ძახ­და. ერთხელ კი­დევ, ცხენს უკან და­უდ­გა და ეთა­მა­შე­ბო­და. ჰოდა, ამ თა­მაშ-თა­მაშ­ში შუბ­ლი გა­ი­ტე­ხა. ჭრი­ლო­ბა გა­ვუ­კე­რეთ და პა­ტა­რა ნა­ი­ა­რე­ვი დარ­ჩა. და­ნარ­ჩე­ნი შემ­თხვე­ვე­ბი­დან სულ "სუფ­თად"ძვრე­ბო­და. არაგ­ვმა რომ წა­ი­ღო, ეს ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვია: რუს­კა და მისი მე­გო­ბა­რი, კო­ტი­კო გე­ლაშ­ვი­ლი (ტრიო "სი­მის"წევ­რის - რეზო გე­ლაშ­ვი­ლის შვი­ლი) არაგვზე, ერთი ნა­პი­რი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ. უცებ, რუს­კას ფეხი აუ­ცურ­და, კო­ტი­კომ ვერ და­ი­ჭი­რა და დი­ნე­ბამ წა­ი­ღო. ყვე­ლა­ნი გავ­ქვავ­დით. ვი­ცო­დით, რომ არაგ­ვში მისი და­ჭე­რა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და ვე­ღარ გა­ვი­გეთ, რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ვხე­დავ, ბი­ჭე­ბი მო­დი­ან და რუს­კა მხარ­ზე უზით. რუს­კას ბე­დად, თურ­მე ისი­ნი არაგვზე ბა­ნა­ობ­დნენ და რომ და­უ­ნა­ხავთ, წყლი­დან ამო­უთ­რე­ვი­ათ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბე­დის­წე­რაა? დღეს­დღე­ო­ბით რუს­კა წარ­მა­ტე­ბუ­ლი რომ არის, ესეც იღ­ბა­ლია?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვფიქ­რობ, ადა­მი­ანს იღ­ბა­ლი თუ არ აქვს, წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ა­ღევს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ბე­დის­წე­რას რომ მი­ა­წე­რო, არც ასეა საქ­მე. რუს­კამ ყვე­ლა­ფე­რი უდი­დე­სი შრო­მი­სა და სწავ­ლის შე­დე­გად მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ გარ­კვე­ულ­წი­ლად, გა­უ­მარ­თლა კი­დეც.

- გე­ნე­ტი­კა­ზე რას გვე­ტყვით?

- სხვა­თა შო­რის, გე­ნე­ტი­კაც ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. რომ გი­თხრათ, მე ძა­ლი­ან წყნა­რი და მშვი­დი ბავ­შვი ვი­ყა­ვი-მეთ­ქი, - მო­გა­ტყუ­ებთ. რუს­კა­ზე ბევ­რად ცელ­ქი ვი­ყა­ვი: სა­ხუ­რა­ვებ­ზე დავ­ძვრე­ბო­დი; თუ ვინ­მე სკო­ლა­ში ფან­ჯრი­დან ხტე­ბო­და, პირ­ვე­ლი მე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. "რო­ლი­კებს"შევ­წი­რე თავი და ხერ­ხე­მა­ლი და­ვი­ზი­ა­ნე. რუს­კას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხი­ფა­თი­ა­ნიც ვი­ყა­ვი.

- შვი­ლის გამო მას­წავ­ლებ­ლე­ბი სკო­ლა­ში თუ გი­ბა­რებ­დნენ?

- რო­გორ არა! ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში, ყო­ველ­დღე დი­რექ­ტო­რის კარ­თან ვი­ყა­ვი ატუ­ზუ­ლი. რუს­კა ხან "კარ­ნიზ­ზე"იყო ასუ­ლი და მი­რე­კავ­დნენ, - ჩა­მო­იყ­ვა­ნეო; ხა­ნაც - მას­წავ­ლებ­ლებს სხვა რა­ღა­ცე­ბით უხეთ­ქავ­და გულს...

- მას რა მე­თო­დით სჯი­დით?

- სულ მის თმა­ზე "მე­კი­და"ხელი, სა­ა­თო­ბით კუ­თხე­ში იდგა. რუს­კას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნი­ნუ­ცა ძა­ლი­ან წყნა­რი იყო და თუ კუ­თხე­ში და­ვა­ყე­ნებ­დი, საქ­მე­ში მე­ზობ­ლე­ბი ერე­ოდ­ნენ. აი, დას­ჯი­ლი რუს­კა კი სცე­ნებს მარ­თავ­და, ცრემ­ლებს აღ­ვარ­ღვა­რებ­და და იძახ­და: - "რა უბე­დურ დღე­ზე ვარ გა­ჩე­ნი­ლი, რა და­ვა­შა­ვე..."ბავ­შვო­ბი­დან ამ­ბობ­და, რომ ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე იყო და ამის გამო, სულ სცე­ნე­ბის გა­მარ­თვა­სა და რო­ლის მორ­გე­ბას ცდი­ლობ­და. ჰოდა, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელს ხში­რად ვე­უბ­ნე­ბო­დი: ვა­ი­მე, რო­გორ უყ­ვარ­და რუს­კას ვე­რი­კო-მეთ­ქი. ის კი იცი­ნო­და, - ალ­ბათ ჩემი პორ­ტრე­ტი სახ­ლში ცუ­დად გი­დევთ და ბავ­შვი მხო­ლოდ ვე­რი­კოს პორ­ტრეტს ხე­დავ­სო (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, რუს­კას ვე­რი­ჩკა შე­არ­ქვეს და ზოგ-ზო­გი­ერ­თე­ბი დღე­საც ასე ეძა­ხი­ან.

- სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა უყ­ვარ­და?

- ოჰ, არა! სწავ­ლის ხსე­ნე­ბა არც რუს­კას უნ­დო­და და არც - ნი­ნუ­ცას. ბო­ლოს, როცა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე და­ფიქ­რდნენ, ორ წე­ლი­წად­ში შე­ის­წავ­ლეს ის, რაც წლე­ბის მან­ძილ­ზე უნდა ეს­წავ­ლათ და წა­ე­კი­თხათ. ვგუ­ლის­ხმობ არა მარ­ტო ქარ­თულ, არა­მედ რუ­სულ და უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც.

- ბი­ჭებ­თან თუ მე­გობ­რობ­და? გო­გო­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი თა­მა­შე­ბით უფრო კარ­გად ერ­თო­ბო­და თუ ბი­ჭუ­რი რა­ღა­ცე­ბი იზი­დავ­და?

- ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ბი­ჭე­ბი ნაკ­ლე­ბად იყ­ვნენ, მაგ­რამ ვინც იყო, მათ­თან დღემ­დე ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. სხვა­თა შო­რის, ნი­ნუ­ცას და მე უფრო მეტი მე­გო­ბა­რი ბიჭი გვყავ­და, ვიდ­რე რუს­კას. მას თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც დი­დად არ აწუ­ხებ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა თა­მა­შებს: პა­ტა­რა აკ­ვა­ნი გვქონ­და. მა­მა­ჩე­მი გა­მო­უ­ტან­და ხოლ­მე, რათა რუს­კა გა­ერ­თო, მაგ­რამ ბავ­შვი ბა­ბუ­ას ცივი უა­რით ის­ტუმ­რებ­და, - ამით ვერ ვი­თა­მა­შე­ბო. სა­მა­გი­ე­როდ, "კარ­ტი"უყ­ვარ­და, მაგ­რამ ჩვენს ოჯახ­ში "კარ­ტი", ნარ­დი და ამ­გვა­რი თა­მა­შე­ბი აკ­რძა­ლუ­ლი იყო, რად­გან ამ გა­სარ­თო­ბებს მამა ვერ იტან­და. ჩვენ არ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დით და ასე­თი თა­მა­შე­ბით გარ­თო­ბის სურ­ვი­ლი არას­დროს გა­მოგ­ვით­ქვამს, მაგ­რამ რუს­კა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე გიჟ­დე­ბო­და. ერთ დღე­საც, დედა შინ გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი დამ­ხვდა და მი­თხრა: შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა და­ვი­ნა­ხე, რომ რუს­კა და ბი­ჭი­კო "კარტს"თა­მა­შობ­დნე­ნო (იღი­მის). თო­ჯი­ნე­ბის თა­მა­შით თავი არას­დროს მო­უკ­ლავს. სა­მა­გი­ე­როდ, ამა თუ იმ ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ მისი გან­ხილ­ვა და სპექ­ტაკ­ლე­ბად დად­გმა მოს­წონ­და.

- თუ ელო­დით, რომ ოდეს­მე რუს­კა ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი იქ­ნე­ბო­და?

- არ ვიცი, ამ კი­თხვა­ზე რა უნდა გი­პა­სუ­ხოთ... ბოლო პე­რი­ოდ­ში რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ის­მის ყველ­გან. ამას წი­ნათ რე­ჟი­სორ ალე­კო ცა­ბა­ძის მე­უღ­ლე მე­უბ­ნე­ბო­და, - რუს­კა სა­ხალ­ხო მსა­ხი­ო­ბია. იმას კი არ ვგუ­ლის­ხმობ, რომ სა­ხალ­ხო წო­დე­ბა აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, არა­მედ იმას, რომ დიდ­სა თუ პა­ტა­რას იმ­დე­ნად უყ­ვარს, ყვე­ლას მისი სა­ხე­ლი აკე­რია პირ­ზე, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ხალ­ხო­აო.

- გარ­კვე­უ­ლი ასა­კის შემ­დეგ, მშობ­ლე­ბი შვი­ლებს გა­თხო­ვე­ბას ურ­ჩე­ვენ. თქვენ ამ თე­მა­ზე რამ­დე­ნად ხში­რად ელა­პა­რა­კე­ბით?

- ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, რომ რუს­კა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე ბევ­რს ფიქ­რობს და იმე­დია, ამ სა­კი­თხში შეც­დო­მას არ და­უშ­ვებს.

- ბოლო დროს შინ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად არის, არა?

- არა, ბოლო დღე­ე­ბია, სახ­ლში ხში­რად მო­დის. პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი"მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში კი თით­ქმის ოთხი თვე არ მო­სუ­ლა შინ. არის დღე­ე­ბი, როცა გა­დაბ­მუ­ლად რამ­დე­ნი­მე დღე არ სძი­ნავს. ახლა შე­და­რე­ბით მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აქვს.

- გა­დაღ­ლი­ლო­ბის გამო ხში­რად წუ­წუ­ნებს?

- შე­იძ­ლე­ბა თქვას, - და­ვი­ღა­ლეო, მაგ­რამ არას­დროს იტყვის: არ წა­ვალ, აღარ მინ­და საქ­მის კე­თე­ბაო...

- ზოგი ამ­ბობს, რომ რუს­კა კარ­გი მსა­ხი­ო­ბია, მაგ­რამ მისი საქ­ცი­ე­ლი, მი­მი­კე­ბი, ქმე­დე­ბე­ბი მა­ინც აღი­ზი­ა­ნებს. თუნ­დაც ის, რომ როცა პრო­ექ­ტის - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი"გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს, ია­ტაკ­ზე გაწ­ვა...

- იმ პე­რი­ოდ­ში ვე­რა­ფერს აც­ნო­ბი­ე­რებ­და და ასე ამი­ტო­მაც მო­იქ­ცა. არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ანჩო რუს­კა არ არის. აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნია, ან­ჩოს­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. მე თუ მკი­თხავთ, რუს­კა ტრა­გი­კუ­ლი მსა­ხი­ო­ბი უფ­როა. ის სულ სხვა­ნა­ი­რია თე­ატ­რში, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებ­მა იცი­ან. უბ­რა­ლოდ, ან­ჩოს როლს ზუს­ტად და ძა­ლი­ან სწო­რად თა­მა­შობ­და. შვი­ლის­თვის ბევ­რი შე­ნიშ­ვნა მაქვს მი­ცე­მუ­ლი და ეს რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სჭირ­დე­ბა კი­დეც, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ის ძა­ლი­ან სწო­რად უდ­გე­ბა საქ­მეს და ცდი­ლობს, თი­თო­ე­უ­ლი შე­ნიშ­ვნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. სულ ვე­უბ­ნე­ბი: თუ ხარ, კარ­გი უნდა იყო, თუ არა და, სულ არ უნდა არ­სე­ბობ­დე-მეთ­ქი. ახ­ლობ­ლე­ბი დამ­ცი­ნი­ან: ჯერ ფარ­და ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი არ არის, თა­მა­რა რუს­კას­კენ შე­ნიშ­ვნე­ბით რომ მირ­ბი­სო.

იცი, რუს­კა ბავ­შვო­ბა­ში რო­გორ იც­ვამ­და? - დე­და­ჩე­მის კა­ბას შე­მო­იც­ვამ­და და ქუ­ჩა­ში ისე გა­დი­ო­და, ხალ­ხი კი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ხვდე­ბო­და. სკო­ლა­ში ფე­რა­დი "პი­ჟა­მო­თი"მი­დი­ო­და, თუმ­ცა ეს არ მიკ­ვირ­და: თა­ვის დრო­ზე თა­ვა­დაც ცალ-ცალი ფეხ­საც­მლით დავ­დი­ო­დი, მა­მა­ჩე­მის ჩე­ჩუნ­ჩის პი­ჯა­კი­თა და წი­თე­ლი თმით. შე­იძ­ლე­ბა ეს ვი­ღა­ცის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს, მაგ­რამ ჩვენ­ზე ცუდს მა­ინც არა­ვინ არას­დროს ამ­ბობ­და. ისე კი, ხალ­ხის ჭო­რა­ო­ბა დი­დად არას­დროს მა­წუ­ხებ­და. მათ ნათ­ქვამს ყო­ველ­თვის ვის­მენ­დი, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი, რად­გა­ნაც ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რო­ბით თა­ვის გა­მო­ჩე­ნას კი არ ვცდი­ლობ, არა­მედ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მია, მე ასე მომ­წონს და ასე უნდა ჩა­ვიც­ვა, სხვა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია.

ნონა კუ­ტი­ბაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუსკა მაყაშვილის მხიარული თავგადასავლები

რუსკა მაყაშვილის მხიარული თავგადასავლები

ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ როგორი იქნებოდა რუსკა მაყაშვილი ბავშვობაში. მისი საინტერესო თავგადასავლები დედამისმა, ცნობილმა მსახიობმა - თამარ მაყაშვილმა გაგვიმხილა და ისიც დასძინა: რუსკა ბავშვობაში სასწაულებს ახდენდა, მაგრამ ეს არასდროს მიკვირდა, რადგან პატარაობისას მასზე უფრო მეტად ცელქი ვიყავიო.

- ქალბატონო თამარ, როგორც ვიცი, პატარა რუსკას სტუმრები აბაზანაში შეჰყავდა და მათ სარეცხი ფხვნილით "რეცხავდა".

- მართალია, მაგრამ ეგ ამბავი აღარ მახსოვდა (იცინის). ძალიან ცელქი იყო. მისი ეზოში ჩასვლა და ყველა ბავშვის სახლში გაქცევა ერთი გახლდათ. თამაშისას ბავშვებს მიწას, პეპლებს ან რაღაც საშინელებებს აჭმევდა. ერთი პერიოდი, როცა ცხოვრება ძალიან გაჭირდა და საჭირო ნივთებს, სარეცხ საშუალებებს სიმწრით ვყიდულობდით, რუსკას სტუმრად მოსული ნათესავების ბავშვები აბაზანაში შეჰყავდა, მათ სარეცხ ფხვნილს აყრიდა და ტანსაცმლიანად "რეცხავდა". თან, იმ პერიოდში აბაზანას ისეთი კარი ჰქონდა, შიგნიდან თუ დაკეტავდი, გარედან მისი გახსნის შანსი არ იყო... მოკლედ, საოცრებებს აკეთებდა. სახლში სათამაშო ხალიჩები ჰქონდათ და ჯერ ერთ ხალიჩას დააფენდა, მასზე ჭურჭელს დაალაგებდა, მერე მეორე ხალიჩას გადააფენდა, შემდეგ კი ამ ყველაფერს ჩაქუჩით ლეწავდა.

- ბავშვები რუსკას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ?

- კი, კი! რა უფლება ჰქონდათ, არ დამორჩილებოდნენ?! არ ვიცი, დაშინებით თუ რა მეთოდით, მაგრამ მას ნამდვილად, ყველა ემორჩილებოდა.

- ამ ბავშვების მშობლები რუსკას გამო არ გსაყვედურობდნენ?

- როგორ არა! მოდიოდნენ და მაგალითად, მეუბნებოდნენ, - იცით, თქვენმა შვილმა ჩემს შვილს მიწა აჭამაო. მაგრამ მე რა მექნა, თუ უკვე აჭამა? ამ ამბით მეც შეწუხებული ვიყავი. მახსოვს, ბორჯომში ვისვენებდით. ერთ დღეს რუსკა გაქრა. ბევრი ვეძებეთ და ბოლოს, როგორც იქნა, მივაგენით: დიდი კარადა წაუქცევია და მის ქვეშ მოყოლილი, საწყალობად გვეძახდა. ერთხელ კიდევ, ცხენს უკან დაუდგა და ეთამაშებოდა. ჰოდა, ამ თამაშ-თამაშში შუბლი გაიტეხა. ჭრილობა გავუკერეთ და პატარა ნაიარევი დარჩა. დანარჩენი შემთხვევებიდან სულ "სუფთად"ძვრებოდა. არაგვმა რომ წაიღო, ეს ცნობილი ამბავია: რუსკა და მისი მეგობარი, კოტიკო გელაშვილი (ტრიო "სიმის"წევრის - რეზო გელაშვილის შვილი) არაგვზე, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადადიოდნენ. უცებ, რუსკას ფეხი აუცურდა, კოტიკომ ვერ დაიჭირა და დინებამ წაიღო. ყველანი გავქვავდით. ვიცოდით, რომ არაგვში მისი დაჭერა შეუძლებელი იყო და ვეღარ გავიგეთ, როგორ მოვქცეულიყავით. რაღაც პერიოდის შემდეგ ვხედავ, ბიჭები მოდიან და რუსკა მხარზე უზით. რუსკას ბედად, თურმე ისინი არაგვზე ბანაობდნენ და რომ დაუნახავთ, წყლიდან ამოუთრევიათ.

- როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ბედისწერაა? დღესდღეობით რუსკა წარმატებული რომ არის, ესეც იღბალია?

- რასაკვირველია, ვფიქრობ, ადამიანს იღბალი თუ არ აქვს, წარმატებას ვერ მიაღევს, მაგრამ ყველაფერი ბედისწერას რომ მიაწერო, არც ასეა საქმე. რუსკამ ყველაფერი უდიდესი შრომისა და სწავლის შედეგად მოიპოვა, მაგრამ გარკვეულწილად, გაუმართლა კიდეც.

- გენეტიკაზე რას გვეტყვით?

- სხვათა შორის, გენეტიკაც ძალიან ბევრს ნიშნავს. რომ გითხრათ, მე ძალიან წყნარი და მშვიდი ბავშვი ვიყავი-მეთქი, - მოგატყუებთ. რუსკაზე ბევრად ცელქი ვიყავი: სახურავებზე დავძვრებოდი; თუ ვინმე სკოლაში ფანჯრიდან ხტებოდა, პირველი მე უნდა ვყოფილიყავი. "როლიკებს"შევწირე თავი და ხერხემალი დავიზიანე. რუსკასგან განსხვავებით, ხიფათიანიც ვიყავი.

- შვილის გამო მასწავლებლები სკოლაში თუ გიბარებდნენ?

- როგორ არა! ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ყოველდღე დირექტორის კართან ვიყავი ატუზული. რუსკა ხან "კარნიზზე"იყო ასული და მირეკავდნენ, - ჩამოიყვანეო; ხანაც - მასწავლებლებს სხვა რაღაცებით უხეთქავდა გულს...

- მას რა მეთოდით სჯიდით?

- სულ მის თმაზე "მეკიდა"ხელი, საათობით კუთხეში იდგა. რუსკასგან განსხვავებით, ნინუცა ძალიან წყნარი იყო და თუ კუთხეში დავაყენებდი, საქმეში მეზობლები ერეოდნენ. აი, დასჯილი რუსკა კი სცენებს მართავდა, ცრემლებს აღვარღვარებდა და იძახდა: - "რა უბედურ დღეზე ვარ გაჩენილი, რა დავაშავე..."ბავშვობიდან ამბობდა, რომ ვერიკო ანჯაფარიძე იყო და ამის გამო, სულ სცენების გამართვასა და როლის მორგებას ცდილობდა. ჰოდა, სოფიკო ჭიაურელს ხშირად ვეუბნებოდი: ვაიმე, როგორ უყვარდა რუსკას ვერიკო-მეთქი. ის კი იცინოდა, - ალბათ ჩემი პორტრეტი სახლში ცუდად გიდევთ და ბავშვი მხოლოდ ვერიკოს პორტრეტს ხედავსო (იცინის). სხვათა შორის, რუსკას ვერიჩკა შეარქვეს და ზოგ-ზოგიერთები დღესაც ასე ეძახიან.

- საშინაო დავალების მომზადება უყვარდა?

- ოჰ, არა! სწავლის ხსენება არც რუსკას უნდოდა და არც - ნინუცას. ბოლოს, როცა პროფესიის არჩევაზე დაფიქრდნენ, ორ წელიწადში შეისწავლეს ის, რაც წლების მანძილზე უნდა ესწავლათ და წაეკითხათ. ვგულისხმობ არა მარტო ქართულ, არამედ რუსულ და უცხოურ ლიტერატურასაც.

- ბიჭებთან თუ მეგობრობდა? გოგონების საყვარელი თამაშებით უფრო კარგად ერთობოდა თუ ბიჭური რაღაცები იზიდავდა?

- ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ბიჭები ნაკლებად იყვნენ, მაგრამ ვინც იყო, მათთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. სხვათა შორის, ნინუცას და მე უფრო მეტი მეგობარი ბიჭი გვყავდა, ვიდრე რუსკას. მას თაყვანისმცემლებიც დიდად არ აწუხებდნენ. რაც შეეხება თამაშებს: პატარა აკვანი გვქონდა. მამაჩემი გამოუტანდა ხოლმე, რათა რუსკა გაერთო, მაგრამ ბავშვი ბაბუას ცივი უარით ისტუმრებდა, - ამით ვერ ვითამაშებო. სამაგიეროდ, "კარტი"უყვარდა, მაგრამ ჩვენს ოჯახში "კარტი", ნარდი და ამგვარი თამაშები აკრძალული იყო, რადგან ამ გასართობებს მამა ვერ იტანდა. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებოდით და ასეთი თამაშებით გართობის სურვილი არასდროს გამოგვითქვამს, მაგრამ რუსკა ამ ყველაფერზე გიჟდებოდა. ერთ დღესაც, დედა შინ განცვიფრებული დამხვდა და მითხრა: შინ დაბრუნებულმა დავინახე, რომ რუსკა და ბიჭიკო "კარტს"თამაშობდნენო (იღიმის). თოჯინების თამაშით თავი არასდროს მოუკლავს. სამაგიეროდ, ამა თუ იმ ფილმის ნახვის შემდეგ მისი განხილვა და სპექტაკლებად დადგმა მოსწონდა.

- თუ ელოდით, რომ ოდესმე რუსკა ასეთი წარმატებული მსახიობი იქნებოდა?

- არ ვიცი, ამ კითხვაზე რა უნდა გიპასუხოთ... ბოლო პერიოდში რუსკა მაყაშვილის სახელი ისმის ყველგან. ამას წინათ რეჟისორ ალეკო ცაბაძის მეუღლე მეუბნებოდა, - რუსკა სახალხო მსახიობია. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ სახალხო წოდება აქვს მინიჭებული, არამედ იმას, რომ დიდსა თუ პატარას იმდენად უყვარს, ყველას მისი სახელი აკერია პირზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახალხოაო.

- გარკვეული ასაკის შემდეგ, მშობლები შვილებს გათხოვებას ურჩევენ. თქვენ ამ თემაზე რამდენად ხშირად ელაპარაკებით?

- ჩემი აზრით, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რუსკა გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობს და იმედია, ამ საკითხში შეცდომას არ დაუშვებს.

- ბოლო დროს შინ ძალიან იშვიათად არის, არა?

- არა, ბოლო დღეებია, სახლში ხშირად მოდის. პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები"მონაწილეობის პერიოდში კი თითქმის ოთხი თვე არ მოსულა შინ. არის დღეები, როცა გადაბმულად რამდენიმე დღე არ სძინავს. ახლა შედარებით მეტი თავისუფალი დრო აქვს.

- გადაღლილობის გამო ხშირად წუწუნებს?

- შეიძლება თქვას, - დავიღალეო, მაგრამ არასდროს იტყვის: არ წავალ, აღარ მინდა საქმის კეთებაო...

- ზოგი ამბობს, რომ რუსკა კარგი მსახიობია, მაგრამ მისი საქციელი, მიმიკები, ქმედებები მაინც აღიზიანებს. თუნდაც ის, რომ როცა პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები"გამარჯვებულად გამოაცხადეს, იატაკზე გაწვა...

- იმ პერიოდში ვერაფერს აცნობიერებდა და ასე ამიტომაც მოიქცა. არაერთხელ მითქვამს, რომ ანჩო რუსკა არ არის. აბსოლუტურად სხვანაირი ადამიანია, ანჩოსგან რადიკალურად განსხვავებული. მე თუ მკითხავთ, რუსკა ტრაგიკული მსახიობი უფროა. ის სულ სხვანაირია თეატრში, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულებმა იციან. უბრალოდ, ანჩოს როლს ზუსტად და ძალიან სწორად თამაშობდა. შვილისთვის ბევრი შენიშვნა მაქვს მიცემული და ეს რასაკვირველია, სჭირდება კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, ის ძალიან სწორად უდგება საქმეს და ცდილობს, თითოეული შენიშვნა გაითვალისწინოს. სულ ვეუბნები: თუ ხარ, კარგი უნდა იყო, თუ არა და, სულ არ უნდა არსებობდე-მეთქი. ახლობლები დამცინიან: ჯერ ფარდა ჩამოშვებული არ არის, თამარა რუსკასკენ შენიშვნებით რომ მირბისო.

იცი, რუსკა ბავშვობაში როგორ იცვამდა? - დედაჩემის კაბას შემოიცვამდა და ქუჩაში ისე გადიოდა, ხალხი კი აღფრთოვანებული ხვდებოდა. სკოლაში ფერადი "პიჟამოთი"მიდიოდა, თუმცა ეს არ მიკვირდა: თავის დროზე თავადაც ცალ-ცალი ფეხსაცმლით დავდიოდი, მამაჩემის ჩეჩუნჩის პიჯაკითა და წითელი თმით. შეიძლება ეს ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ჩვენზე ცუდს მაინც არავინ არასდროს ამბობდა. ისე კი, ხალხის ჭორაობა დიდად არასდროს მაწუხებდა. მათ ნათქვამს ყოველთვის ვისმენდი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგანაც ექსტრავაგანტურობით თავის გამოჩენას კი არ ვცდილობ, არამედ ეს ყველაფერი ჩემია, მე ასე მომწონს და ასე უნდა ჩავიცვა, სხვანაირად არ შემიძლია.

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება