მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"115 ქვეყანა და ხუთივე კონტინენტი მოვიარეთ"
"115 ქვეყანა და ხუთივე კონტინენტი მოვიარეთ"

ან­სამ­ბლი "ორე­რა" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­ცა­რი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში და სა­ზღვარ­გა­რე­თაც. ამი­ტომ, არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია, რო­დე­საც მოს­კოვ­ში 2005 წელს ან­სამ­ბლს 45 წლის იუ­ბი­ლე გა­და­უ­ხა­დეს და ვარ­სკვლა­ვიც გა­უხ­სნეს (თბი­ლის­ში "ორე­რას" ვარ­სკვლა­ვი 2001 წელს გა­იხ­სნა). წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი იც­ვლე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ გენო ნა­დი­რაშ­ვი­ლი ბო­ლომ­დე "ორე­რას" ერ­თგუ­ლი დარ­ჩა. რო­გორც ბა­ტო­ნი გენო ამ­ბობს, ეს ან­სამ­ბლი მისი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

- ჩუ­ღუ­რეთ­ში, დო­ქის ქუ­ჩა­ზე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ოჯახ­ში უმ­ცრო­სი ვი­ყა­ვი. მყავ­და უფ­რო­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი - ორი და და ერთი ძმა... დო­ქის ქუ­ჩა­ზე სამი იტა­ლი­უ­რი ეზო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იყო და იქა­უ­რი ბავ­შვე­ბი ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და სვა­ნე­თის უბ­ნე­ლებ­თა­ნაც... ბი­ჭებ­თან ერ­თად მეც მი­ჩხუ­ბია, მაგ­რამ მალე ვრიგ­დე­ბო­დით... მე­ო­თხეკ­ლა­სელს ერთი გო­გო­ნა - თი­ნი­კო მომ­წონ­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად მორ­ცხვი ვი­ყა­ვი, რომ ვე­რა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დი. მხო­ლოდ სახ­ლი­დან სკო­ლა­ში და სკო­ლი­დან სახ­ლში ვა­ცი­ლებ­დი. თი­ნი­კოც არა­ფერს იმ­ჩნევ­და...

- თქვენ­ში პირ­ვე­ლად მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი ვინ აღ­მო­ა­ჩი­ნა?

- ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ფილ­მი "ავა­რა", რომ­ლის სა­ნა­ხა­ვად კი­ნო­თე­ატ­რში დე­დამ წა­მიყ­ვა­ნა. იმ­დე­ნად მო­მე­წო­ნა, რომ ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რის სიმ­ღე­რა და­ვი­მახ­სოვ­რე და მთე­ლი დღე­ე­ბი იმას ვღი­ღი­ნებ­დი... ჩემს მე­ზობ­ლად პრო­ფე­სო­რი (გვა­რად გო­ცი­რი­ძე) ცხოვ­რობ­და და პირ­ვე­ლად სწო­რედ მან აღ­მო­ა­ჩი­ნა ჩემ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი და დე­დას ურ­ჩია, მუ­სი­კა­ზე მი­ვეყ­ვა­ნე. არ ვიცი, რა­ტომ, მშობ­ლებ­მა მუ­სი­კა­ლურ ათწლედ­ში, ვი­ო­ლი­ნოს ჯგუფ­ში შე­მიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ვი­ო­ლი­ნო ვერ ავით­ვი­სე. სა­მა­გი­ე­როდ, სახ­ლში პი­ა­ნი­ნო გვქონ­და და დებ­მა მას­ზე დაკ­ვრა მას­წავ­ლეს. მერ­ვე კლა­სი­დან კი დი­მიტ­რი არა­ყიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მე­ო­თხე სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­და­ვე­დი და სწავ­ლა კონ­ტრა­ბა­სის გან­ხრით გან­ვაგ­რძე. მთე­ლი ბავ­შვო­ბა ჯაზს ვუს­მენ­დი და კონ­ტრა­ბას­ზე დაკ­ვრა მომ­წონ­და. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­შიც კონ­ტრა­ბა­სის გან­ხრით ვსწავ­ლობ­დი... 1956 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მან­ჯუ­რი­ი­დან მუ­სი­კო­სი გი­ორ­გი გა­ბეს­კი­რია ჩა­მო­ვი­და, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ჯა­ზორ­კესტრი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ის ორ­კესტრის­თვის მუ­სი­კო­სებს კონ­კურ­სის წე­სით არ­ჩევ­და. კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე და ორ­კესტრში კონ­ტრა­ბას­ზე ვუკ­რავ­დი. სწო­რედ მა­შინ გა­მიც­ნო პი­ა­ნის­ტმა ბო­რის რი­ჩკოვ­მა (მომ­ღე­რალ გი­უ­ლი ჩო­ხე­ლის მე­უღ­ლე) და თა­ვის მუ­სი­კა­ლურ ჯგუფ­ში მი­მიწ­ვია. 1961 წელს კი კონ­სტან­ტი­ნე პევზნერ­მა (კომ­პო­ზი­ტო­რი, დი­რი­ჟო­რი) სა­ხელ­მწი­ფო-სა­ესტრა­დო ორ­კესტრი "რერო" შექ­მნა, სა­დაც მეც მი­მიწ­ვია. "რე­რო­ში" სამი წელი დავ­ყა­ვი; 1964 წელს კი, რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვილ­მა "ორე­რა­ში" შე­მომ­თა­ვა­ზა გა­დას­ვლა. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ ან­სამ­ბლში ვმოღ­ვა­წე­ობ...

- ან­სამ­ბლ "ორე­რას" სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არა­ერთ უცხო ენა­ზე უწევ­და. რე­ა­ლუ­რად, თუ იცო­დით რო­მე­ლი­მე უცხო ენა?

- რო­გორც კი ან­სამ­ბლში მი­ვე­დი, მა­შინ­ვე უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე. ინ­გლი­სურ ენა­ში ბა­ტო­ნი გელა ჩარ­კვი­ა­ნი მა­მე­ცა­დი­ნებ­და. რად­გა­ნაც ან­სამ­ბლი უმ­თავ­რე­სად უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბა უფ­ლე­ბას გვაძ­ლევ­და, უცხო ენებ­ზე გვემ­ღე­რა და იმ პე­რი­ოდ­ში, "ორე­რა" ერ­თა­დერ­თი ან­სამ­ბლი იყო, რო­მელ­საც უცხო ენა­ზე სიმ­ღე­რის უფ­ლე­ბა ჰქონ­და. დიახ, 22 ენა­ზე ვმღე­რო­დით. გას­ტრო­ლი რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც გვქონ­და, იმ ქვეყ­ნის ენა­ზე ვას­რუ­ლებ­დით სიმ­ღე­რას. ამი­სათ­ვის კი სე­რი­ო­ზუ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დით. ღა­მე­ე­ბი გვაქვს რე­პე­ტი­ცი­ებ­ში გა­თე­ნე­ბუ­ლი... 115 ქვე­ყა­ნა და ხუ­თი­ვე კონ­ტი­ნენ­ტი მო­ვი­ა­რეთ... ჩვე­ნი პას­პორ­ტე­ბი მოს­კოვ­ში ინა­ხე­ბო­და. რო­დე­საც გას­ტრო­ლე­ბი აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში გვქონ­და, ათი დღით ადრე აც­რებს გვი­კე­თებ­დნენ, რომ იქ ჩა­სუ­ლებს, რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა არ შეგ-ვყრო­და. "გოს­კონ­ცერ­ტის­თვის" (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­კონ­ცერ­ტო სამ­მარ­თვე­ლო) ჩვენ შე­მო­სავ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი წყა­რო გახ­ლდით, მაგ­რამ იმ თან­ხი­დან კა­პი­კებს გვაძ­ლევ­დნენ. წე­ლი­წად­ში ჩვე­ნი პრე­მია 200-300 მა­ნეთს შე­ად­გენ­და.

- უცხო­ე­თის გას­ტრო­ლე­ბი­დან რა­ი­მე ამ­ბავს ხომ არ გა­იხ­სე­ნებთ?

- იე­მენ­ში (არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი) ყოფ­ნის დროს, ჩრდი­ლო­ეთ იე­მენ­სა და სამ­ხრეთ იე­მენს შო­რის ომი და­ი­წყო. გვე­გო­ნა, კონ­ცერ­ტი ჩაგ­ვეშ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. კონ­ცერ­ტის დროს, ერთი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რაზ­მი მო­ვი­და და სცე­ნას ალყა შე­მო­არ­ტყა. ჯა­რის­კა­ცე­ბი გვი­ცავ­დნენ. მათ ენა­ზე სიმ­ღე­რა რომ შე­ვას­რუ­ლეთ, აღ­ფრთო­ვან­დნენ. სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა სამ­ჯერ გაგ­ვა­მე­ო­რე­ბი­ნეს. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ქა­ლაქ ადენ­ში ჩაგ­ვიყ­ვა­ნეს, სა­დაც კონ­ცერ­ტი ჩაგ­ვა­ტა­რე­ბი­ნეს და მერე მოს­კოვ­ში გა­მოგ­ვიშ­ვეს... 1986 წელს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან პირ­ვე­ლე­ბი ჩვენ ვი­ყა­ვით, რომ­ლე­ბიც ის­რა­ელ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ (მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­შირს ის­რა­ელ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და). თელ-ავივ­ში რომ ჩა­ვე­დით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვხვდა, აე­რო­პორ­ტში წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა დაგ­ვი­ფი­ნეს... ის­რა­ელ­ში 20 დღე დავ­რჩით, ჩვენს კონ­ცერ­ტებ­ზე ხალ­ხი ბი­ლეთს ვერ შო­უ­ლობ­და - 4-ათა­სი­ა­ნი დარ­ბა­ზი გა­და­ჭე­დი­ლი გახ­ლდათ...

- რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ ფილ­მის - "ორე­რა" სრუ­ლი სვლით" გა­და­ღე­ბის პე­რი­ოდს?

- ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბის იდეა 1967 წელს სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მე­ბის სტუ­დი­ას ეკუთ­ვნო­და. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ზაალ კა­კა­ბა­ძე გახ­ლდათ. ეს ნა­მუ­შე­ვა­რი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გემ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი და ამი­ტომ, 1967 წელს, გე­მით - "შოთა რუს­თა­ვე­ლი" მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო კრუ­იზ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ. გე­მის კა­პი­ტა­ნი მახ­სოვს, გვა­რად გო­გი­ტი­ძე იყო. გა­და­ღე­ბე­ბის გამო თით­ქმის 3 თვე მოგ­ვი­წია კრუ­იზ­ში ყოფ­ნამ; და­უ­ვი­წყა­რია ის დღე­ე­ბი. იმ პე­რი­ოდ­ში ზღვა­ში 9-ბა­ლი­ან ტალ­ღებ­შიც მოვ­ყე­ვით... ოდე­სა­ში რომ ჩა­ვე­დით, მთე­ლი გემი მგზავ­რე­ბის­გან და­ი­ცა­ლა, მხო­ლოდ გე­მის ეკი­პა­ჟი და ჩვენ დავ­რჩით და ასე გა­ვემ­გზავ­რეთ ინ­გლის­ში. ინ­გლის­ში გემ­მა მგზავ­რე­ბი აიყ­ვა­ნა და ავ­სტრა­ლი­ის­კენ გავ­ცუ­რეთ. გზა­დაგ­ზა პორ­ტებ­ში ვჩერ­დე­ბო­დით. კვი­რა­ში ორ­ჯერ, მგზავ­რე­ბის­თვის კონ­ცერტს ვმარ­თავ­დით. მოკ­ლედ, გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი მარ­თლაც ბევ­რია... მახ­სოვს, ტა­ი­ტი­ზე (კუნ­ძუ­ლი წყნა­რი ოკე­ა­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში) ყოფ­ნის დროს, მე და რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლი გე­მი­დან გა­ვი­პა­რეთ. გე­მის და­რაჯს ერთი ბოთ­ლი არა­ყი მი­ვე­ცით და გაგ­ვიშ­ვა. ბარ­ში შე­ვე­დით და ერთი ბოთ­ლი ვის­კი მო­ვი­თხო­ვეთ. გვერ­დით ინ­გლი­სე­ლე­ბი ის­ხდნენ. რომ დაგ­ვი­ნა­ხეს, ერთი ბოთ­ლი ვის­კი უნდა დაგ­ვე­ლია, გა­და­ი­რივ­ნენ. სა­ნაძ­ლეო დაგ­ვი­დეს, თუ იმ ბოთლს დავ­ლევ­დით, მთელ ყუთ ვის­კის გვი­ყიდ­დნენ. სა­ნაძ­ლეო მო­ვი­გეთ და მთე­ლი ღამე ვი­ქე­ი­ფეთ. გემ­ზე დი­ლის 7 სა­ათ­ზე დავ­ბრუნ­დით, უფრო სწო­რად, მიგ­ვიყ­ვა­ნეს. იმ ბა­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ის ინ­გლი­სე­ლე­ბიც წა­მოგ­ვყვნენ, ყვე­ლა­ნი გემ­ზე ავე­დით და გე­მის ბარ­ში შე­ვე­დით. მე და ბარ­ძი­მაშ­ვილ­მა ბი­ჭე­ბი გა­ვაღ­ვი­ძეთ და კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ. სტუმ­რე­ბი გე­მი­დან რომ ჩა­ვიდ­ნენ, კა­პი­ტან­მა მე და რო­ბერ­ტი თა­ვის­თან გვიხ­მო.K ჯერ დაგვტუქ­სა, მერე კი გვი­თხრა, - ამ საქ­ცი­ელს იმი­ტომ გპა­ტი­ობთ, რომ გემს შე­მო­სა­ვა­ლი მო­უ­ტა­ნე­თო. თურ­მე სტუმ­რებს გე­მის ბარ­ში ბევ­რი ფული და­უ­ხარ­ჯავთ...

- ან­სამ­ბლში ყვე­ლა­ზე ახ­ლოს ვის­თან იყა­ვით?

- ყვე­ლას­თან ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ნი პა­ტივს ვცემ­დით. ზურა იაშ­ვილ­სა და თე­მურ და­ვი­თა­ი­ას კი სკო­ლის ასა­კი­დან ვიც­ნობ­დი. გას­ტრო­ლე­ბის დროს მე და რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ერთ ნო­მერ­ში ვცხოვ­რობ­დით... სამ­წუ­ხა­როდ, ზურა იაშ­ვი­ლი ჩვენ­გან 51 წლის ასაკ­ში წა­ვი­და.

- ბა­ტო­ნო გენო, "ორე­რას" წევ­რე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი იყა­ვით. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ გყავ­დათ. თქვე­ნი მე­უღ­ლე არ ეჭ­ვი­ა­ნობ­და?

- მე­უღ­ლე (მა­რი­ნე ჩი­ტა­ძე - პრო­ფე­სი­ით რუ­სუ­ლი ენის პე­და­გო­გი გახ­ლდათ) რომ ეჭ­ვი­ა­ნობ­და, იმი­ტო­მაც დამ­ყვე­ბო­და გას­ტრო­ლებ­ზე (იცი­ნის). ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ეკა კი თით­ქმის გას­ტრო­ლებ­ზე გა­ი­ზარ­და.

- მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სად და რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- მა­რი­ნე ჩემი ახ­ლობ­ლის, თე­მურ რუ­სიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. მშობ­ლებ­თან ერ­თად ისიც სტუმ­რად იყო მო­სუ­ლი. და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­მე­წო­ნა. ღვი­ნო რომ დავ­ლიე, გავ­თა­მამ­დი და მა­რი­ნეს მშობ­ლებს ქა­ლიშ­ვი­ლის ხელი ვთხო­ვე. იმ სა­ღა­მოს­ვე მა­რი­ნე და მისი მშობ­ლე­ბი ჩე­მი­ვე მან­ქა­ნით სახ­ლამ­დე მი­ვა­ცი­ლე... მერე მა­რი­ნეს თავი რომ არ და­ვა­ნე­ბე, მის­მა მშობ­ლებ­მა მა­რი­ნეს ძმე­ბი მო­მიგ­ზავ­ნეს, მაგ­რამ მა­ინც არ "შევ­შინ­დი" და მათი და კი­ნო­ში დავ­პა­ტი­ჟე, მერე კა­ფე­შიც წა­ვიყ­ვა­ნე. ბო­ლოს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ვე­დი მათ­თან სახ­ლში და მა­რი­ნეს ხელი ვთხო­ვე...

- მა­შინ რამ­დე­ნი წლის იყა­ვით?

- 29 წლის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში პირ­ველ ცოლ­თან უკვე გაყ­რი­ლი გახ­ლდით. პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან მალ­ხა­ზი მყავს. მა­რი­ნემ ეკა მა­ჩუ­ქა... მე და მა­რი­ნემ შე­უღ­ლე­ბი­დან 25 წლის თავ­ზე, ჯვა­რი სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ვი­წე­რეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ის 1998 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. სიმ­სივ­ნე ჰქონ­და და ვერ ვუშ­ვე­ლე. 14 წელი გა­ვი­და, რაც ჩემ გვერ­დით აღარ არის...

- თქვენს უფ­როს შვილ­ზე რას გვე­ტყვით?

- მალ­ხა­ზი უკვე პა­პაა, მან ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი - სო­ფი­კო (დე­და­ჩე­მის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი) მა­ჩუ­ქა. სო­ფი­კოს კი 2 შვი­ლი ჰყავს: გი­ორ­გი და ნი­კუ­შა.

- რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, თქვენს ქა­ლიშ­ვილს, ეკას ბინა არა აქვს, ავ­ტო­ფა­რეხ­ში ცხოვ­რობს და თქვენ­თან ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. მამა-შვი­ლი ერ­თმა­ნეთს რა­ტომ არ ელა­პა­რა­კე­ბით?

- იმი­ტომ, რომ და­უ­კი­თხა­ვად გა­თხოვ­და. ცო­ლად გაჰ­ყვა ისეთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მისი შე­სა­ფე­რი­სი არ იყო. ის პი­როვ­ნე­ბა არც ადრე მომ­წონ­და და არც ახლა მომ­წონს. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ნას, მის მე­უღ­ლეს სახ­ლი სო­ფელ­ში აქვს და იქ იცხოვ­რონ... არა­და, ეკა რომ და­ი­ბა­და, სი­ხა­რუ­ლის­გან კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი, მაგ­რამ გული მო­მიკ­ლა. არც მუ­სი­კას გაჰ­ყვა და არც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა. თუმ­ცა ეკას გო­გო­ნას, რო­გორც შე­მიძ­ლია, ვეხ­მა­რე­ბი, ჯერ პა­ტა­რაა. ბავ­შვმა რა და­ა­შა­ვა?

- მალ­ხაზს რა გა­ნათ­ლე­ბა აქვს?

- პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა.

- მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი შვი­ლიშ­ვი­ლებს თუ გა­მოჰ­ყვათ?

- მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი სო­ფი­კოს ბიჭს - გი­ორ­გის გა­მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ლია ხორ­ბა­ლა­ძის მუ­სი­კა­ლურ ჯგუფ­ში მი­ვიყ­ვა­ნე...

ლია ოსა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"115 ქვეყანა და ხუთივე კონტინენტი მოვიარეთ"

"115 ქვეყანა და ხუთივე კონტინენტი მოვიარეთ"

ანსამბლი "ორერა" წლების განმავლობაში საოცარი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ისე საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და საზღვარგარეთაც. ამიტომ, არავის გაჰკვირვებია, როდესაც მოსკოვში 2005 წელს ანსამბლს 45 წლის იუბილე გადაუხადეს და ვარსკვლავიც გაუხსნეს (თბილისში "ორერას" ვარსკვლავი 2001 წელს გაიხსნა). წლების განმავლობაში ანსამბლის წევრები იცვლებოდნენ, მაგრამ გენო ნადირაშვილი ბოლომდე "ორერას" ერთგული დარჩა. როგორც ბატონი გენო ამბობს, ეს ანსამბლი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

- ჩუღურეთში, დოქის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. ოჯახში უმცროსი ვიყავი. მყავდა უფროსი დედმამიშვილები - ორი და და ერთი ძმა... დოქის ქუჩაზე სამი იტალიური ეზო გაერთიანებული იყო და იქაური ბავშვები ერთად ვიზრდებოდით. კარგი ურთიერთობა გვქონდა სვანეთის უბნელებთანაც... ბიჭებთან ერთად მეც მიჩხუბია, მაგრამ მალე ვრიგდებოდით... მეოთხეკლასელს ერთი გოგონა - თინიკო მომწონდა, მაგრამ იმდენად მორცხვი ვიყავი, რომ ვერაფერს ვეუბნებოდი. მხოლოდ სახლიდან სკოლაში და სკოლიდან სახლში ვაცილებდი. თინიკოც არაფერს იმჩნევდა...

- თქვენში პირველად მუსიკალური ნიჭი ვინ აღმოაჩინა?

- ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო ფილმი "ავარა", რომლის სანახავად კინოთეატრში დედამ წამიყვანა. იმდენად მომეწონა, რომ ფილმის მთავარი გმირის სიმღერა დავიმახსოვრე და მთელი დღეები იმას ვღიღინებდი... ჩემს მეზობლად პროფესორი (გვარად გოცირიძე) ცხოვრობდა და პირველად სწორედ მან აღმოაჩინა ჩემში მუსიკალური ნიჭი და დედას ურჩია, მუსიკაზე მივეყვანე. არ ვიცი, რატომ, მშობლებმა მუსიკალურ ათწლედში, ვიოლინოს ჯგუფში შემიყვანეს, მაგრამ ვიოლინო ვერ ავითვისე. სამაგიეროდ, სახლში პიანინო გვქონდა და დებმა მასზე დაკვრა მასწავლეს. მერვე კლასიდან კი დიმიტრი არაყიშვილის სახელობის მეოთხე სამუსიკო სასწავლებელში გადავედი და სწავლა კონტრაბასის განხრით განვაგრძე. მთელი ბავშვობა ჯაზს ვუსმენდი და კონტრაბასზე დაკვრა მომწონდა. კონსერვატორიაშიც კონტრაბასის განხრით ვსწავლობდი... 1956 წელს, საქართველოში, მანჯურიიდან მუსიკოსი გიორგი გაბესკირია ჩამოვიდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ჯაზორკესტრი ჩამოაყალიბა. ის ორკესტრისთვის მუსიკოსებს კონკურსის წესით არჩევდა. კონკურსში გავიმარჯვე და ორკესტრში კონტრაბასზე ვუკრავდი. სწორედ მაშინ გამიცნო პიანისტმა ბორის რიჩკოვმა (მომღერალ გიული ჩოხელის მეუღლე) და თავის მუსიკალურ ჯგუფში მიმიწვია. 1961 წელს კი კონსტანტინე პევზნერმა (კომპოზიტორი, დირიჟორი) სახელმწიფო-საესტრადო ორკესტრი "რერო" შექმნა, სადაც მეც მიმიწვია. "რეროში" სამი წელი დავყავი; 1964 წელს კი, რობერტ ბარძიმაშვილმა "ორერაში" შემომთავაზა გადასვლა. იქიდან მოყოლებული ამ ანსამბლში ვმოღვაწეობ...

- ანსამბლ "ორერას" სიმღერების შესრულება არაერთ უცხო ენაზე უწევდა. რეალურად, თუ იცოდით რომელიმე უცხო ენა?

- როგორც კი ანსამბლში მივედი, მაშინვე უცხო ენების შესწავლა დავიწყე. ინგლისურ ენაში ბატონი გელა ჩარკვიანი მამეცადინებდა. რადგანაც ანსამბლი უმთავრესად უცხო ენების ინსტიტუტის სტუდენტებისგან შედგებოდა, მაშინდელი მთავრობა უფლებას გვაძლევდა, უცხო ენებზე გვემღერა და იმ პერიოდში, "ორერა" ერთადერთი ანსამბლი იყო, რომელსაც უცხო ენაზე სიმღერის უფლება ჰქონდა. დიახ, 22 ენაზე ვმღეროდით. გასტროლი რომელ ქვეყანაშიც გვქონდა, იმ ქვეყნის ენაზე ვასრულებდით სიმღერას. ამისათვის კი სერიოზულად ვემზადებოდით. ღამეები გვაქვს რეპეტიციებში გათენებული... 115 ქვეყანა და ხუთივე კონტინენტი მოვიარეთ... ჩვენი პასპორტები მოსკოვში ინახებოდა. როდესაც გასტროლები აფრიკის ქვეყნებში გვქონდა, ათი დღით ადრე აცრებს გვიკეთებდნენ, რომ იქ ჩასულებს, რაიმე დაავადება არ შეგ-ვყროდა. "გოსკონცერტისთვის" (საბჭოთა კავშირის საკონცერტო სამმართველო) ჩვენ შემოსავლის სერიოზული წყარო გახლდით, მაგრამ იმ თანხიდან კაპიკებს გვაძლევდნენ. წელიწადში ჩვენი პრემია 200-300 მანეთს შეადგენდა. 

- უცხოეთის გასტროლებიდან რაიმე ამბავს ხომ არ გაიხსენებთ?

- იემენში (არაბეთის ნახევარკუნძული) ყოფნის დროს, ჩრდილოეთ იემენსა და სამხრეთ იემენს შორის ომი დაიწყო. გვეგონა, კონცერტი ჩაგვეშლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. კონცერტის დროს, ერთი შეიარაღებული რაზმი მოვიდა და სცენას ალყა შემოარტყა. ჯარისკაცები გვიცავდნენ. მათ ენაზე სიმღერა რომ შევასრულეთ, აღფრთოვანდნენ. საკონცერტო პროგრამა სამჯერ გაგვამეორებინეს. კონცერტის შემდეგ ქალაქ ადენში ჩაგვიყვანეს, სადაც კონცერტი ჩაგვატარებინეს და მერე მოსკოვში გამოგვიშვეს... 1986 წელს, საბჭოთა კავშირიდან პირველები ჩვენ ვიყავით, რომლებიც ისრაელში გავემგზავრეთ (მაშინ საბჭოთა კავშირს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა). თელ-ავივში რომ ჩავედით, უამრავი ადამიანი დაგვხვდა, აეროპორტში წითელი ხალიჩა დაგვიფინეს... ისრაელში 20 დღე დავრჩით, ჩვენს კონცერტებზე ხალხი ბილეთს ვერ შოულობდა - 4-ათასიანი დარბაზი გადაჭედილი გახლდათ...

- როგორ გაიხსენებთ ფილმის - "ორერა" სრული სვლით" გადაღების პერიოდს?

- ამ ფილმის გადაღების იდეა 1967 წელს სატელევიზიო ფილმების სტუდიას ეკუთვნოდა. ფილმის რეჟისორი ზაალ კაკაბაძე გახლდათ. ეს ნამუშევარი მოგეხსენებათ, გემზეა გადაღებული და ამიტომ, 1967 წელს, გემით - "შოთა რუსთაველი" მსოფლიოს გარშემო კრუიზში გავემგზავრეთ. გემის კაპიტანი მახსოვს, გვარად გოგიტიძე იყო. გადაღებების გამო თითქმის 3 თვე მოგვიწია კრუიზში ყოფნამ; დაუვიწყარია ის დღეები. იმ პერიოდში ზღვაში 9-ბალიან ტალღებშიც მოვყევით... ოდესაში რომ ჩავედით, მთელი გემი მგზავრებისგან დაიცალა, მხოლოდ გემის ეკიპაჟი და ჩვენ დავრჩით და ასე გავემგზავრეთ ინგლისში. ინგლისში გემმა მგზავრები აიყვანა და ავსტრალიისკენ გავცურეთ. გზადაგზა პორტებში ვჩერდებოდით. კვირაში ორჯერ, მგზავრებისთვის კონცერტს ვმართავდით. მოკლედ, გასახსენებელი მართლაც ბევრია... მახსოვს, ტაიტიზე (კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში) ყოფნის დროს, მე და რობერტ ბარძიმაშვილი გემიდან გავიპარეთ. გემის დარაჯს ერთი ბოთლი არაყი მივეცით და გაგვიშვა. ბარში შევედით და ერთი ბოთლი ვისკი მოვითხოვეთ. გვერდით ინგლისელები ისხდნენ. რომ დაგვინახეს, ერთი ბოთლი ვისკი უნდა დაგველია, გადაირივნენ. სანაძლეო დაგვიდეს, თუ იმ ბოთლს დავლევდით, მთელ ყუთ ვისკის გვიყიდდნენ. სანაძლეო მოვიგეთ და მთელი ღამე ვიქეიფეთ. გემზე დილის 7 საათზე დავბრუნდით, უფრო სწორად, მიგვიყვანეს. იმ ბარის თანამშრომლები და ის ინგლისელებიც წამოგვყვნენ, ყველანი გემზე ავედით და გემის ბარში შევედით. მე და ბარძიმაშვილმა ბიჭები გავაღვიძეთ და კონცერტი ჩავატარეთ. სტუმრები გემიდან რომ ჩავიდნენ, კაპიტანმა მე და რობერტი თავისთან გვიხმო.K ჯერ დაგვტუქსა, მერე კი გვითხრა, - ამ საქციელს იმიტომ გპატიობთ, რომ გემს შემოსავალი მოუტანეთო. თურმე სტუმრებს გემის ბარში ბევრი ფული დაუხარჯავთ...

- ანსამბლში ყველაზე ახლოს ვისთან იყავით?

- ყველასთან ძმური ურთიერთობა მქონდა. ერთმანეთს ყველანი პატივს ვცემდით. ზურა იაშვილსა და თემურ დავითაიას კი სკოლის ასაკიდან ვიცნობდი. გასტროლების დროს მე და რობერტ ბარძიმაშვილი ყოველთვის ერთ ნომერში ვცხოვრობდით... სამწუხაროდ, ზურა იაშვილი ჩვენგან 51 წლის ასაკში წავიდა.

- ბატონო გენო, "ორერას" წევრები ძალიან პოპულარულები იყავით. თაყვანისმცემლებიც საკმაოდ გყავდათ. თქვენი მეუღლე არ ეჭვიანობდა?

- მეუღლე (მარინე ჩიტაძე - პროფესიით რუსული ენის პედაგოგი გახლდათ) რომ ეჭვიანობდა, იმიტომაც დამყვებოდა გასტროლებზე (იცინის). ჩემი ქალიშვილი ეკა კი თითქმის გასტროლებზე გაიზარდა.

- მომავალი მეუღლე სად და როგორ გაიცანით?

- მარინე ჩემი ახლობლის, თემურ რუსიშვილის დაბადების დღეზე გავიცანი. მშობლებთან ერთად ისიც სტუმრად იყო მოსული. დანახვისთანავე მომეწონა. ღვინო რომ დავლიე, გავთამამდი და მარინეს მშობლებს ქალიშვილის ხელი ვთხოვე. იმ საღამოსვე მარინე და მისი მშობლები ჩემივე მანქანით სახლამდე მივაცილე... მერე მარინეს თავი რომ არ დავანებე, მისმა მშობლებმა მარინეს ძმები მომიგზავნეს, მაგრამ მაინც არ "შევშინდი" და მათი და კინოში დავპატიჟე, მერე კაფეშიც წავიყვანე. ბოლოს, ოფიციალურად მივედი მათთან სახლში და მარინეს ხელი ვთხოვე...

- მაშინ რამდენი წლის იყავით?

- 29 წლის ვიყავი, მაგრამ იმ პერიოდში პირველ ცოლთან უკვე გაყრილი გახლდით. პირველი ცოლისგან მალხაზი მყავს. მარინემ ეკა მაჩუქა... მე და მარინემ შეუღლებიდან 25 წლის თავზე, ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ. სამწუხაროდ, ის 1998 წელს გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა და ვერ ვუშველე. 14 წელი გავიდა, რაც ჩემ გვერდით აღარ არის...

- თქვენს უფროს შვილზე რას გვეტყვით?

- მალხაზი უკვე პაპაა, მან ერთი შვილიშვილი - სოფიკო (დედაჩემის სახელი დავარქვი) მაჩუქა. სოფიკოს კი 2 შვილი ჰყავს: გიორგი და ნიკუშა.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენს ქალიშვილს, ეკას ბინა არა აქვს, ავტოფარეხში ცხოვრობს და თქვენთან ცუდი დამოკიდებულება აქვს. მამა-შვილი ერთმანეთს რატომ არ ელაპარაკებით?

- იმიტომ, რომ დაუკითხავად გათხოვდა. ცოლად გაჰყვა ისეთ ადამიანს, რომელიც მისი შესაფერისი არ იყო. ის პიროვნება არც ადრე მომწონდა და არც ახლა მომწონს. რაც შეეხება ბინას, მის მეუღლეს სახლი სოფელში აქვს და იქ იცხოვრონ... არადა, ეკა რომ დაიბადა, სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ გული მომიკლა. არც მუსიკას გაჰყვა და არც უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. თუმცა ეკას გოგონას, როგორც შემიძლია, ვეხმარები, ჯერ პატარაა. ბავშვმა რა დააშავა?

- მალხაზს რა განათლება აქვს?

- პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა.

- მუსიკალური ნიჭი შვილიშვილებს თუ გამოჰყვათ?

- მუსიკალური ნიჭი სოფიკოს ბიჭს - გიორგის გამოჰყვა, რომელიც ლია ხორბალაძის მუსიკალურ ჯგუფში მივიყვანე...

ლია ოსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"