მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერპოლის მიერ ძებნილი ცნობილი ქართველები
ინტერპოლის მიერ ძებნილი ცნობილი ქართველები

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ პო­ლიტ­დევ­ნილ­თა სტა­ტუ­სის მქო­ნე 25 პი­რი­დან 9-ის მი­მართ ინ­ტერ­პო­ლით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა შე­წყვი­ტა. ეს პი­რე­ბი არი­ან: მი­ხე­ილ ქა­რე­ლი, ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, ჯე­მალ ქარ­ქუსო­ვი, გი­ორ­გი ქა­და­გიშ­ვი­ლი, ლე­ვან ფხა­კა­ძე, გუ­რამ გო­გუა, მე­ლიქ რა­ი­სი­ა­ნი, ილია რა­მიშ­ვი­ლი და ია­სონ ჩიხ­ლა­ძე.

პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა: გი­ორ­გი ქა­და­გიშ­ვილს, გე­ნა­დი არ­ჩუ­ა­ძეს, ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ანს, გელა ნას­ყი­დაშ­ვილს, მი­ხე­ილ ქა­რელს, ია­სონ ჩიხ­ლა­ძეს, ლე­ვან ფხა­კა­ძეს, ქი­ბარ ხალ­ვაშს, ნიაზ ხალ­ვაშს, მა­რი­ნე ჭყო­ნი­ას, ბად­რი ბი­წა­ძეს, ზუ­რაბ გი­გუ­აშ­ვილს, გუ­რამ გო­გუ­ას, ნიკა გე­ლაშ­ვილს, თე­მურ გი­გაშ­ვილს, მე­ლიქ რა­ი­სი­ანს, გოჩა ვეტ­რი­ა­კოვს, და­ვით ბე­გი­აშ­ვილს, ია­ნიკ ქარ­ქუსოვს, ჯე­მალ ქარ­ქუსოვს, ტა­რი­ელ ხალ­ვაშს, მალ­ხაზ ბაბ­ლი­ძეს, ილია რა­მიშ­ვილს, თე­ი­მუ­რაზ შენ­გე­ლი­ას და გიგ­ლა ბა­რა­მი­ძეს.

დღეს­დღე­ო­ბით ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნილ­თა სი­ა­ში არი­ან:

იგორ გი­ორ­გა­ძე

(და­ი­ბა­და 23.06.1950წ.)

1995 წლის სექ­ტემ­ბერ­ში პრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა იგორ გი­ორ­გა­ძემ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. მას თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში და­ე­დო ბრა­ლი, რის გა­მოც ინ­ტერ­პო­ლის მიერ იძებ­ნე­ბა. იგორ პან­ტე­ლე­ი­მო­ნის ძე გი­ორ­გა­ძე იძებ­ნე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მე-17 მუხ­ლით (პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ნა­შა­უ­ლის­თვის მზა­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბის­თვის) და 67-ე მუხ­ლი (ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის.

თე­მურ ბა­სი­ლია

(10.03.1957 წ.)

ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ეკო­ნო­მი­კუ­რი მრჩე­ვე­ლი. კუ­რა­ტო­რობ­და სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვის პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბას და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. 2006 წლი­დან თე­მურ ბა­სი­ლია ინ­ტერ­პო­ლის მიერ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბა. 2008 წლის ზა­ფხულ­ში მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა. თე­მურ ბა­სი­ლია ხუთი წე­ლია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. ბა­სი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბი­სა და თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით იძებ­ნე­ბა.

ას­ლან აბა­ში­ძე

(20.07.1938 წ.)

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მმარ­თვე­ლი 1991-2004 წლებ­ში. აჭა­რა­ში მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის შემ­დეგ, 2004 წლის 6 მა­ი­სი­დან, ცხოვ­რობს რუ­სეთ­ში. 2005 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ას­ლან აბა­ში­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა და მას­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. მას ტე­რო­რიზმსა და კო­რუფ­ცი­ა­ში დას­დეს ბრა­ლი. 2007 წლის 22 იან­ვარს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ას­ლან აბა­ში­ძეს და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და 60 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რა. ას­ლან აბა­ში­ძეს ბრა­ლი ედე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში, ტე­რო­რიზმსა და თაღ­ლი­თო­ბა­ში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა-გაფ­ლან­გვა­ში.

ლე­ვან მა­მა­ლა­ძე

(17.01.1968 წ.)

1994-2003 წლებ­ში პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი რწმუ­ნე­ბუ­ლი ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ონ­ში. მას პრო­კუ­რა­ტუ­რამ 32 ეპი­ზოდ­ში წა­უ­ყე­ნა ბრა­ლი, მათ­გან 31 ქრთა­მის აღე­ბას, ხოლო ერთი _ სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ეხე­ბო­და. მის მიერ გა­მო­ძა­ლუ­ლი ქრთა­მის ოდე­ნო­ბა, გა­მო­ძი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, 600 ათას ლარს აღე­მა­ტე­ბა. მა­მა­ლა­ძეს ქარ­თუ­ლი ოქ­როს (27 ოქ­როს ზო­დის) გა­ნი­ა­ვე­ბა-მით­ვი­სე­ბა­შიც დას­დეს ბრა­ლი. ლე­ვან მა­მა­ლა­ძე 2004 წლი­დან იძებ­ნე­ბა. მას ბრა­ლად ედე­ბა ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა.

ზუ­რაბ ლობ­ჟა­ნი­ძე

(30.07. 1964 წ.)

სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო "მად­ნე­უ­ლის" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და "კვარ­ცი­ტის" აქ­ცი­ე­ბის მფლო­ბე­ლი. 2003 წლი­დან მის და ქვე­მო ქარ­თლის ექსგუ­ბერ­ნა­ტორ ლე­ვან მა­მა­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე სა­ზღვარ­გა­რეთ ოქ­როს უკა­ნო­ნო გა­ტა­ნის გამო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ლობ­ჟა­ნი­ძე 2004 წლი­დან შვე­ი­ცა­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. იძებ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 25-ე, 210-ე მუხ. მე-2 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით (ყალ­ბი საკ­რე­დი­ტო ან სა­ან­გა­რიშს­წო­რე­ბო ბა­რა­თის დამ­ზა­დე­ბა, გა­სა­ღე­ბა ან გა­მო­ყე­ნე­ბა) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის.

იო­სებ თო­ფუ­რი­ძე

(4.05. 1962 წ.)

კუდ-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე იო­სებ ვა­ლე­რის ძე თო­ფუ­რი­ძე იძებ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" და "გ" ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის _ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის, წა­მე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სათ­ვის.

ოლეგ მელ­ნი­კო­ვი

(14.02. 1966 წ.)

შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ოლეგ ვლა­დი­მე­რის ძე მელ­ნი­კო­ვი იძებ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის. მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა­ში, წა­მე­ბა­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

ალექ­სან­დრე გო­ცი­რი­ძე

(18.03.1946წ.)

გა­ზის სა­ერ­თა­შო­რი­სო კორ­პო­რა­ცი­ის ყო­ფილ უფ­როსს ბრა­ლი თაღ­ლი­თო­ბა­ში ედე­ბა. იგი იძებ­ნე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის მიერ, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 220-ე მუხ­ლით (უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბი­ო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის.

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ინტერპოლის მიერ ძებნილი ცნობილი ქართველები

ინტერპოლის მიერ ძებნილი ცნობილი ქართველები

მთავარმა პროკურატურამ პოლიტდევნილთა სტატუსის მქონე 25 პირიდან 9-ის მიმართ ინტერპოლით გამოცხადებული წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა. ეს პირები არიან: მიხეილ ქარელი, ბიძინა გიორგობიანი, ჯემალ ქარქუსოვი, გიორგი ქადაგიშვილი, ლევან ფხაკაძე, გურამ გოგუა, მელიქ რაისიანი, ილია რამიშვილი და იასონ ჩიხლაძე.

პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭა: გიორგი ქადაგიშვილს, გენადი არჩუაძეს, ბიძინა გიორგობიანს, გელა ნასყიდაშვილს, მიხეილ ქარელს, იასონ ჩიხლაძეს, ლევან ფხაკაძეს, ქიბარ ხალვაშს, ნიაზ ხალვაშს, მარინე ჭყონიას, ბადრი ბიწაძეს, ზურაბ გიგუაშვილს, გურამ გოგუას, ნიკა გელაშვილს, თემურ გიგაშვილს, მელიქ რაისიანს, გოჩა ვეტრიაკოვს, დავით ბეგიაშვილს, იანიკ ქარქუსოვს, ჯემალ ქარქუსოვს, ტარიელ ხალვაშს, მალხაზ ბაბლიძეს, ილია რამიშვილს, თეიმურაზ შენგელიას და გიგლა ბარამიძეს.

დღესდღეობით ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში არიან:

იგორ გიორგაძე

(დაიბადა 23.06.1950წ.)

1995 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ ქვეყანა დატოვა. მას თავდასხმის ორგანიზებაში დაედო ბრალი, რის გამოც ინტერპოლის მიერ იძებნება. იგორ პანტელეიმონის ძე გიორგაძე იძებნება გენერალური პროკურატურის მიერ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით (პასუხისმგებლობა დანაშაულისთვის მზადებისა და დანაშაულის ჩადენის მცდელობისთვის) და 67-ე მუხლი (ტერორისტული აქტი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

თემურ ბასილია

(10.03.1957 წ.)

ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი. კურატორობდა სიღარიბის დაძლევის პროგრამის შემუშავებას და მის განხორციელებას. 2006 წლიდან თემურ ბასილია ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნება. 2008 წლის ზაფხულში მას თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 9-წლიანი პატიმრობა. თემურ ბასილია ხუთი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. ბასილია საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი გულგრილობისა და თაღლითობის ბრალდებით იძებნება.

ასლან აბაშიძე

(20.07.1938 წ.)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი 1991-2004 წლებში. აჭარაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, 2004 წლის 6 მაისიდან, ცხოვრობს რუსეთში. 2005 წლის დეკემბერში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასლან აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მასზე ძებნა გამოაცხადა. მას ტერორიზმსა და კორუფციაში დასდეს ბრალი. 2007 წლის 22 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და 60 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ასლან აბაშიძეს ბრალი ედება ორგანიზებულ დანაშაულში, ტერორიზმსა და თაღლითობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თანხების მითვისება-გაფლანგვაში.

ლევან მამალაძე

(17.01.1968 წ.)

1994-2003 წლებში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში. მას პროკურატურამ 32 ეპიზოდში წაუყენა ბრალი, მათგან 31 ქრთამის აღებას, ხოლო ერთი _ საარჩევნო ბიულეტენების განადგურების ორგანიზებას ეხებოდა. მის მიერ გამოძალული ქრთამის ოდენობა, გამოძიების მონაცემებით, 600 ათას ლარს აღემატება. მამალაძეს ქართული ოქროს (27 ოქროს ზოდის) განიავება-მითვისებაშიც დასდეს ბრალი. ლევან მამალაძე 2004 წლიდან იძებნება. მას ბრალად ედება ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

ზურაბ ლობჟანიძე

(30.07. 1964 წ.)

სახელმწიფო საწარმო "მადნეულის" ყოფილი გენერალური დირექტორი და "კვარციტის" აქციების მფლობელი. 2003 წლიდან მის და ქვემო ქართლის ექსგუბერნატორ ლევან მამალაძის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საზღვარგარეთ ოქროს უკანონო გატანის გამო. როგორც ამბობენ, ლობჟანიძე 2004 წლიდან შვეიცარიაში იმყოფება. იძებნება საქართველოს სსკ-ის 25-ე, 210-ე მუხ. მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

იოსებ თოფურიძე

(4.05. 1962 წ.)

კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ ვალერის ძე თოფურიძე იძებნება საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.

ოლეგ მელნიკოვი

(14.02. 1966 წ.)

შსს-ს მაღალჩინოსანი ოლეგ ვლადიმერის ძე მელნიკოვი იძებნება საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი.

ალექსანდრე გოცირიძე

(18.03.1946წ.)

გაზის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილ უფროსს ბრალი თაღლითობაში ედება. იგი იძებნება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბიოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ