პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
CNN - საქართველო: შანტაჟი ჰომოსექსუალობის გამო
CNN - საქართველო: შანტაჟი ჰომოსექსუალობის გამო

cnn.com

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თქვენ გეი ხართ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა დო­მი­ნი­რებს.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ სექ­სი გაქვთ სა­ჯა­რო პირ­თან.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ვი­ღა­ცამ ფა­რუ­ლად გა­და­გი­ღოთ ამ სა­ჯა­რო პირ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დროს.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ამ მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბელ ჩა­ნა­წერს თქვე­ნი და თქვე­ნი პარტნი­ო­რის, სა­ჯა­რო პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნე­ბენ.

ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი ეს ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, თუ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ, სა­დაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი კარ­გა­დაა და­ცუ­ლი და პრი­ვა­ტუ­ლო­ბა ძვირ­ფა­სი რა­მაა.

ის, რაც სხვე­ბის­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გი­ერთს სა­ში­ნელ გა­მოც­დი­ლე­ბად ექცა.

2013 წლის 14 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია იწერ­და სა­ჯა­რო პი­რე­ბის ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლურ სქე­სობ­რივ კონ­ტაქ­ტებს და ამ ჩა­ნა­წე­რებს მათი შან­ტა­ჟი­სათ­ვის იყე­ნებ­და.

ცხა­დია, ამ ტი­პის მუ­ქა­რა, შან­ტა­ჟი და თავ­დას­ხმა ადა­მი­ა­ნებ­ზე ახა­ლი რამ არ არის და ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ის­ტო­რი­ის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ხდე­ბო­და. გლ­და­ნის ცი­ხე­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს ფაქ­ტი აღარ გაკ­ვირ­ვე­ბი­ათ. ბევ­რმა უფ­ლე­ბა­დაც­ვით­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, მათ შო­რის - "LGBT სა­ქარ­თვე­ლომ", ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს მო­უ­წო­და, შე­ე­წყვი­ტათ ასე­თი მა­სა­ლის გა­და­ცე­მა ტე­ლე­ვი­ზი­ით. მაგ­რამ, რო­გორც "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა -სა­ქარ­თვე­ლომ" გა­ნა­ცხა­და, ტე­ლე­არ­ხებ­მა არ და­იც­ვეს მა­უ­წყებ­ლო­ბის კო­დექ­სი, რომ­ლის თა­ნახ­მად, ტე­ლე­ვი­ზი­ით არ უნდა გა­და­ი­ცეს სექ­სუ­ა­ლუ­რი სცე­ნე­ბი ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე. 20-დან 23 სა­ა­თამ­დე, სექ­სუ­ა­ლუ­რი ეპი­ზო­დე­ბი­სა და სექსზე დის­კუ­სი­ის გა­და­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი და ამ შემ­თხვე­ვა­შიც მა­სა­ლა სა­თა­ნა­დოდ უნდა იყოს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. კო­დექსში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ რო­დე­საც გა­და­ი­ცე­მა ინ­ფორ­მა­ცია და­ნა­შა­ულ­ზე, "მა­უ­წყე­ბელ­მა უნდა მო­ძებ­ნოს ბა­ლან­სი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის, ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა, ბრალ­დე­ბულ­თა და მოწ­მე­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მას შო­რის".

ამ მო­წო­დე­ბის შემ­დეგ, 15 იან­ვარს, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას არ და­ურ­ღვე­ვია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, რო­დე­საც ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­დას­ცა, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ფირ­ზე ასა­ხუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

გან­მარ­ტე­ბას შვე­ბა არ მო­უ­ტა­ნია და პი­რი­ქით, ასე­თი მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა ყო­ველ­თვის არის და იქ­ნე­ბა მუდ­მი­ვი ში­შის მი­ზე­ზი მათ­თვის, ვინც გა­და­ი­ღეს და ვინც არ გა­და­უ­ღი­ათ.

სა­ქარ­თვე­ლოს LGBT ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ფე­ის­ბუ­ქით პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბას­თან და­გეგ­მეს საპ­რო­ტეს­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბა მათი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის შან­ტა­ჟის, პრო­ვო­კა­ცი­ი­სა და დამ­ცი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბამ" წა­მო­ი­წყო ონ­ლა­ინ კამ­პა­ნია "შე­მი­ტყუე ხა­ფან­გში".

ForeignPress

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

CNN - საქართველო: შანტაჟი ჰომოსექსუალობის გამო

CNN - საქართველო: შანტაჟი ჰომოსექსუალობის გამო

cnn.com

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გეი ხართ ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლობა დომინირებს.

წარმოიდგინეთ, რომ სექსი გაქვთ საჯარო პირთან.

წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ ფარულად გადაგიღოთ ამ საჯარო პირთან სექსუალური კავშირის დროს.

წარმოიდგინეთ, რომ ამ მაკომპრომეტირებელ ჩანაწერს თქვენი და თქვენი პარტნიორის, საჯარო პირის წინააღმდეგ იყენებენ.

ალბათ, ყველაფერი ეს ძნელი წარმოსადგენია, თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც ადამიანის უფლებები კარგადაა დაცული და პრივატულობა ძვირფასი რამაა.

ის, რაც სხვებისთვის დაუჯერებელია, საქართველოში ზოგიერთს საშინელ გამოცდილებად ექცა.

2013 წლის 14 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იწერდა საჯარო პირების ჰომოსექსუალურ სქესობრივ კონტაქტებს და ამ ჩანაწერებს მათი შანტაჟისათვის იყენებდა.

ცხადია, ამ ტიპის მუქარა, შანტაჟი და თავდასხმა ადამიანებზე ახალი რამ არ არის და ასეთი შემთხვევები მთელ მსოფლიოში ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ხდებოდა. გლდანის ციხეში სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ, საზოგადოებაში ეს ფაქტი აღარ გაკვირვებიათ. ბევრმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, მათ შორის - "LGBT საქართველომ", ოფიციალურ პირებს მოუწოდა, შეეწყვიტათ ასეთი მასალის გადაცემა ტელევიზიით. მაგრამ, როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" განაცხადა, ტელეარხებმა არ დაიცვეს მაუწყებლობის კოდექსი, რომლის თანახმად, ტელევიზიით არ უნდა გადაიცეს სექსუალური სცენები ღამის 12 საათამდე. 20-დან 23 საათამდე, სექსუალური ეპიზოდებისა და სექსზე დისკუსიის გადაცემა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და ამ შემთხვევაშიც მასალა სათანადოდ უნდა იყოს დამონტაჟებული. კოდექსში ასევე ნათქვამია, რომ როდესაც გადაიცემა ინფორმაცია დანაშაულზე, "მაუწყებელმა უნდა მოძებნოს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და უდანაშაულობის პრეზუმფციის, ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა და მოწმეთა პირადი ცხოვრებისადმი პატივისცემას შორის".

ამ მოწოდების შემდეგ, 15 იანვარს, არჩილ კბილაშვილმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ პროკურატურას არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, როდესაც ვიდეოჩანაწერი გადასცა, რადგან შეუძლებელი იყო ფირზე ასახული პირების იდენტიფიცირება.

განმარტებას შვება არ მოუტანია და პირიქით, ასეთი მადისკრედიტირებელი ჩანაწერების არსებობა ყოველთვის არის და იქნება მუდმივი შიშის მიზეზი მათთვის, ვინც გადაიღეს და ვინც არ გადაუღიათ.

საქართველოს LGBT ორგანიზაციებმა ფეისბუქით პროკურატურის შენობასთან დაგეგმეს საპროტესტო ღონისძიება მათი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების შანტაჟის, პროვოკაციისა და დამცირების წინააღმდეგ.

ორგანიზაცია "იდენტობამ" წამოიწყო ონლაინ კამპანია "შემიტყუე ხაფანგში".

ForeignPress

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"