საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ნაზღაიძე ცოლის მოყვანას აპირებს
გიორგი ნაზღაიძე ცოლის მოყვანას აპირებს

მო­დელ­მა და ტელე-რა­დი­ო­წამ­ყვან­მა - გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძემ ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნის სფე­რო­შიც სცა­და ბედი: მა­მა­კა­ცე­ბის სა­მო­სის კო­ლექ­ცია შექ­მნა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მის სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის წი­ნა­შე ქა­ლე­ბი უძ­ლუ­რე­ბი ხდე­ბი­ან... თა­ვად აღარ ანაღ­ვლებს, ქა­ლე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლია თუ არა, რად­გა­ნაც მისი გული და­კა­ვე­ბუ­ლია და მალე და­ო­ჯა­ხე­ბა­საც აპი­რებს. "გზის" მეშ­ვე­ო­ბით გი­ორ­გი იმ ასა­კო­ვან ქალ­ბა­ტო­ნებს უხ­დის ბო­დიშს, რომ­ლებ­თა­ნაც წი­ნათ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნია...

- რა­ტომ­ღაც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს ჰგო­ნია, რომ თა­ვის მოვ­ლას ბევრ დროს ვან­დო­მებ, მაგ­რამ ასე არ არის. უბ­რა­ლოდ, დი­ლით ხელ-პირს ვი­ბან, თავს ვი­წეს­რი­გებ და სა­მოსს დღის რე­ჟი­მის შე­სა­ბა­მი­სად ვარ­ჩევ.

სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- 27 წლის ვარ და სა­ხის კა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას არ ვუ­ჩი­ვი. წლე­ბის მერე, თუკი ნა­ო­ჭე­ბი გა­მიჩ­ნდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სა­ხის კრე­მიც გა­მო­ვი­ყე­ნო. ღა­მის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ. ჩემი აზ­რით, როცა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დაღ­ლი­ლო­ბა არ უნდა შე­გა­ტყოს. ზო­გა­დად, კოს­მე­ტი­კას არ ვი­ყე­ნებ. მხო­ლოდ თვა­ლის ქვე­მოთ ვის­ვამ "დი­ო­რის" კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც ჩა­შა­ვე­ბულ ად­გი­ლებს კარ­გად ნიღ­ბავს.

ვარ­ცხნი­ლო­ბა და თმის ფერი

- ვარ­ცხნი­ლო­ბას ხში­რად და ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით ვიც­ვლი. გრძე­ლი თმაც მქო­ნია, მაგ­რამ კუ­ლუ­ლე­ბი და "კი­კი­ნე­ბი" - არა.

- თმის შე­ღებ­ვის სურ­ვი­ლი გაგ­ჩე­ნია?

- კი. ალ­ბათ შე­ნიშ­ნე, რომ ბევ­რი ჭა­ღა­რა მაქვს. ჰოდა, თმას ბუ­ნებ­რივ ფე­რად ვი­ღე­ბავ­დი. შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ მა­მა­კაცს ჭა­ღა­რა უფრო მე­ტად უხ­დე­ბა (იცი­ნის).

- რო­გორც ვიცი, მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის თმის შე­ღებ­ვა მი­უ­ღე­ბე­ლია...

- რა­ტომ? თმას ბევ­რი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი იღე­ბავს, მაგ­რამ მათ­ზე ცუდს არა­ფერს ამ­ბო­ბენ. ზო­გა­დად, ვი­საც რო­გორ უნდა, ისე იცხოვ­როს. თუკი 25 წლის ბიჭს ჭა­ღა­რის და­მალ­ვა სურს, ამა­ში სა­პა­ნი­კო არა­ფე­რია.

- ორი­გი­ნა­ლუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა თუ გქო­ნია?

- ბევ­რჯერ. 18 წლის ასაკ­ში, როცა რე­ა­ლი­თი შო­უ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, თავი ალაგ-ალაგ ავი­პარ­სე და შო­უ­დან რომ გა­მო­ვე­დი, ყვე­ლა ბავ­შვს ჩემ­ნა­ი­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა ჰქონ­და (იღი­მის).

- შენი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი უარ­ყო­ფი­თი აზრი არას­დროს გაშ­ფო­თებს?

- მხო­ლოდ ჩემი მე­გობ­რე­ბის აზრს ვით­ვა­ლის­წი­ნებ, ისი­ნი კი ყო­ველ­თვის და ყვე­ლა­ფერ­ში მხარს მი­ჭე­რენ, ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იწო­ნე­ბენ. ჩემ­თვის მთა­ვა­რი მათი აზ­რია და არა - ვინ­მე "ფე­ი­სის", რო­მე­ლიც ჩემი მე­გო­ბა­რი არ არის.

- ე.წ. "ფე­ი­სებ­თან" არ მე­გობ­რობ?

- თით­ქმის ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და ბევრთან ვმე­გობ­რობ კი­დეც. თუმ­ცა, გარ­კვე­ულ (არც თუ ისე მცი­რე) ნა­წილ­თან არ ვმე­გობ­რობ, რად­გან მათ ამ­ბი­ცია ულე­ვი აქვთ, რა­ღა­ცის კარ­გად გა­კე­თე­ბის შან­სი - ნული...

- ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვის წრე­ში არ გი­ღებს?

- არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ისი­ნი მი­მი­ღე­ბენ თუ არა. სურ­ვი­ლი რომ მქო­ნო­და, მათ­თან აუ­ცი­ლებ­ლად ვი­მე­გობ­რებ­დი. ამ "სვეტსკი" ელი­ტას არა­ვი­თა­რი წრე არ აქვს და სად უნდა მი­მი­ღონ?..

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- ჭამა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ჭარ­ბი წონა არ მა­წუ­ხებს - კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. ჩემი ასე­თი აღ­ნა­გო­ბა გე­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლავთ. დი­ე­ტის დაც­ვა მხო­ლოდ სე­ზო­ნუ­რად მჭირ­დე­ბა, რად­გან კუ­ჭის წყლუ­ლი მაქვს. ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე არ ვვარ­ჯი­შობ: საქ­მე­ე­ბის გამო იმ­დენს დავ­დი­ვარ, რომ ეს არც მჭირ­დე­ბა. ზოგ­მა მა­მა­კაც­მა მკერ­დი კი გა­ი­დი­და, მაგ­რამ მე ჩემი მკერ­დის ზომა მაკ­მა­ყო­ფი­ლებს - მომ­წონს, მა­ი­სურ­ზე რომ არ "მას­კდე­ბა" (იცი­ნის).

სა­მო­სი

- შო­პინგზე ვგიჟ­დე­ბი! მე­გობ­რე­ბი "შო­პოჰო­ლიკს" მე­ძა­ხი­ან. მი­მაჩ­ნია, რომ ქა­ლიც და მა­მა­კა­ციც ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბით და მო­დუ­რად უნდა იც­ვამ­დნენ. პი­რა­დად მე, სა­მოს­ში ფუ­ლის გა­დახ­და არ მე­ნა­ნე­ბა - რაც მინ­და, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ყი­დო. ტან­საც­მლის შერ­ჩე­ვი­სას ძვი­რად ღი­რე­ბულ და შე­და­რე­ბით ია­ფ­ფა­სი­ან ბრენ­დებს ერ­თმა­ნეთს ვუ­ხა­მებ.

აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- სა­ა­თე­ბი, სა­მა­ჯუ­რე­ბი, ყელ­სა­ბა­მე­ბი და სათ­ვა­ლე­ე­ბი მიყ­ვარს. აქ­სე­სუ­ა­რი აუ­ცი­ლებ­ლად, კარ­გი ხა­რის­ხის უნდა იყოს. შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­სი გეც­ვას, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა აქ­სე­სუ­ა­რით მი­იქ­ციო.

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი თავ­და­ჯე­რე­ბას გმა­ტებს?

- თავ­და­ჯე­რე­ბას - არა, უბ­რა­ლოდ, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ, როცა ვიცი, რომ მა­გა­ლი­თად, ისე­თი სათ­ვა­ლე მი­კე­თია, რო­მე­ლიც ბევრ ადა­მი­ანს მოს­წონს. სათ­ვა­ლე, სა­ა­თი, სა­მა­ჯუ­რი, ყელ­სა­ბა­მი, ჯვა­რი, კუ­ლო­ნი წმინ­და გი­ორ­გი­სა და ღვთის­მშობ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით - ეს ყვე­ლა­ფე­რი ში­ნი­დან გას­ვლი­სას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მე­კე­თოს.

იმი­ჯი

- სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სიძ­ლი­ე­რის მი­ხედ­ვით არა­სო­დეს შე­გირ­ჩე­ვია?

- არა. და­ვი­ჯე­რო, ასე­თი კა­ცის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებ? ცნო­ბი­სათ­ვის, რაც თავი მახ­სოვს, სულ ვმუ­შა­ობ...

- ყო­ველ­თვის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­დი. ამას სა­კუ­თა­რი თა­ვის პი­ა­რის­თვის ხომ არ აკე­თებ­დი?

- ბო­ლომ­დე გულ­წრფე­ლი რომ ვიყო, ისეთ რა­ღა­ცებს ვი­ტყო­დი, მტრი­სას!.. ჩემს მო­საზ­რე­ბებს თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად ვა­ფიქ­სი­რებ ხოლ­მე.

- ერთი პე­რი­ო­დი ასა­კო­ვან ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­დი...

- მა­შინ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა სწო­რად ვერ გა­მი­გო: 23 წლის ვი­ყა­ვი და 35-37 წლის ქალ­ბა­ტო­ნებს მი­ვიჩ­ნევ­დი ასა­კოვ­ნე­ბად. არა­და, ისი­ნი ახ­ლაც კი, ბევრ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა­ზე უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. მათ­თან ფლირ­ტი, სა­სიყ­ვა­რუ­ლო თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მგო­ნი, "გა­სა­ტე­ხი" არ იყო, მით უმე­ტეს, რომ კონ­კრე­ტულ მან­დი­ლოს­ნებს ვუყ­ვარ­დი და ჩემ­თან ყოფ­ნა სი­ა­მოვ­ნებ­დათ. ცნო­ბი­სათ­ვის, ამ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ფი­ნან­სე­ბით პა­რიზ­შიც გახ­ლდით...

- ამი­ტო­მაც იყო, რომ შენ­ზე ამ­ბობ­დნენ, ჟი­გო­ლო­სა­ვით იქ­ცე­ვაო...

- ჟი­გო­ლო - "კაცი გა­მო­ძა­ხე­ბით" გახ­ლავთ, ხოლო როცა ქალ­თან ერ­თად ცხოვ­რობ, რო­მელ­საც შენ­ზე კარ­გი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, ეს სულ სხვა რამე გახ­ლავთ. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ბევ­რი ქალი არ მყო­ლია და ვინც მყავ­და, იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ამი­ტომ ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია, როცა მათ ყო­ველ­თვის "რა­ღაც­ნა­ი­რად" ვახ­სე­ნებ. ამ ქალ­ბა­ტო­ნებს ბო­დიშს ვუხ­დი იმის­თვის, რომ ეს ამ­ბა­ვი თა­ვი­დან­ვე სხვა­ნა­ი­რად "გაჟ­ღერ­და".

საქ­მე

- რა­დიო და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი აღარ ვარ, დი­ზა­ი­ნე­რო­ბას მოვ­კი­დე ხელი. გარ­და ამი­სა, მაქვს ბიზ­ნე­სი, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და.

- დი­ზა­ი­ნე­რო­ბა რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნა?

- მე და ჩემი მე­გო­ბა­რი - ირა ერთ "სვეტსკი" სა­ღა­მო­ზე გახ­ლდით. ირამ ერთი დი­ზა­ი­ნე­რის შე­სა­ხებ თქვა: ეს რა დი­ზა­ი­ნე­რია? ბავ­შვო­ბი­დან ხა­ტავ, ჰოდა, მიდი, შენც და­ხა­ტე და გა­ა­კე­თე რა­მეო... ეს­კი­ზე­ბი ერთ ღა­მე­ში დავ­ხა­ტე, შემ­დეგ კი რა­ღა­ცე­ბი დავ­ხვე­წეთ და მა­მა­კა­ცე­ბის სა­მო­სის კო­ლექ­ცი­აც შე­იქ­მნა. იდე­ის­თვის ირას დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი... მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, ჩემ მიერ შექ­მნილ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის წი­ნა­შე ქა­ლე­ბი უძ­ლუ­რე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ და გა­ყიდ­ვე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მი­ზანს მი­ვაღ­წიე კი­დეც.

- ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნის სფე­რო­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას აპი­რებ?

- არა. ისე­თი კარ­გი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი გვყავს, რომ მათ კონ­კუ­რენ­ტო­ბა­ზე ფიქ­რი სირ­ცხვი­ლიც კი იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, ხან­და­ხან შოუს გავ­მარ­თავ და ცნო­ბი­სათ­ვის, ჩემი ყო­ვე­ლი კო­ლექ­ცია საქ­ველ­მოქ­მე­დო იქ­ნე­ბა.

- სა­კუ­თარ თავს ქა­ლე­ბის­თვის სა­სურ­ველ მა­მა­კა­ცად მი­იჩ­ნევ?

- რად­გა­ნაც უკვე "და­კა­ვე­ბუ­ლი" ვარ, ამას ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს. ისე კი, რო­გორც იცი, გა­და­ცე­მებ­ში ხან სექ­სუ­ა­ლურ მა­მა­კა­ცად მა­სა­ხე­ლე­ბენ, ხან - სა­სურ­ვე­ლად, "მო­ღუ­ნუ­ლად"... ერთი ვიცი: ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მოკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვი­საც არ მოვ­წონ­ვარ, "ფე­ხებ­ზე მკი­დია"!

ოჯა­ხი

- დედ-მამა, 3 ძმა და ძაღ­ლი - ლულუ მყავს. და­ახ­ლო­ე­ბით 9 წლის წინ, როცა ლულუ სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნეთ, დედა ლო­გი­ნად იყო ჩა­ვარ­დნი­ლი. ძაღ­ლი ხელ­ში რომ აიყ­ვა­ნა, სას­წა­უ­ლი მოხ­და: 2 დღე­ში ლო­გი­ნი­დან ადგა. მას შემ­დეგ ლულუ ჩვენ­თვის ოჯა­ხის წევ­რი­ვით არის...

ცოტა ხნის წინ და­ვი­ნიშ­ნე, ისიც ჩემი ასა­კის გახ­ლავთ. ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ფე­რი­სი წყვი­ლი ვართ. მალე და­ვო­ჯახ­დე­ბი. მე და ჩემი რჩე­უ­ლი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი, შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ. გვინ­და, რომ მალე ბავ­შვიც გვე­ყო­ლოს...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

გიორგი ნაზღაიძე ცოლის მოყვანას აპირებს

გიორგი ნაზღაიძე ცოლის მოყვანას აპირებს

მოდელმა და ტელე-რადიოწამყვანმა - გიორგი ნაზღაიძემ ტანსაცმლის დიზაინის სფეროშიც სცადა ბედი: მამაკაცების სამოსის კოლექცია შექმნა. როგორც თავად ამბობს, მის სამოსში გამოწყობილი მამაკაცების წინაშე ქალები უძლურები ხდებიან... თავად აღარ ანაღვლებს, ქალებისთვის სასურველია თუ არა, რადგანაც მისი გული დაკავებულია და მალე დაოჯახებასაც აპირებს. "გზის" მეშვეობით გიორგი იმ ასაკოვან ქალბატონებს უხდის ბოდიშს, რომლებთანაც წინათ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონია...

- რატომღაც, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ თავის მოვლას ბევრ დროს ვანდომებ, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ, დილით ხელ-პირს ვიბან, თავს ვიწესრიგებ და სამოსს დღის რეჟიმის შესაბამისად ვარჩევ.

სახის კანის მოვლა

- 27 წლის ვარ და სახის კანის მდგომარეობას არ ვუჩივი. წლების მერე, თუკი ნაოჭები გამიჩნდება, შეიძლება სახის კრემიც გამოვიყენო. ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ. ჩემი აზრით, როცა ცნობილი ადამიანი ხარ, საზოგადოებამ დაღლილობა არ უნდა შეგატყოს. ზოგადად, კოსმეტიკას არ ვიყენებ. მხოლოდ თვალის ქვემოთ ვისვამ "დიორის" კოსმეტიკურ საშუალებას, რომელიც ჩაშავებულ ადგილებს კარგად ნიღბავს.

ვარცხნილობა და თმის ფერი

- ვარცხნილობას ხშირად და ხასიათის მიხედვით ვიცვლი. გრძელი თმაც მქონია, მაგრამ კულულები და "კიკინები" - არა.

- თმის შეღებვის სურვილი გაგჩენია?

- კი. ალბათ შენიშნე, რომ ბევრი ჭაღარა მაქვს. ჰოდა, თმას ბუნებრივ ფერად ვიღებავდი. შემდეგ მივხვდი, რომ მამაკაცს ჭაღარა უფრო მეტად უხდება (იცინის).

- როგორც ვიცი, მამაკაცების უმეტესობისთვის თმის შეღებვა მიუღებელია...

- რატომ? თმას ბევრი ქართველი მამაკაცი იღებავს, მაგრამ მათზე ცუდს არაფერს ამბობენ. ზოგადად, ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს. თუკი 25 წლის ბიჭს ჭაღარის დამალვა სურს, ამაში საპანიკო არაფერია.

- ორიგინალური ვარცხნილობა თუ გქონია?

- ბევრჯერ. 18 წლის ასაკში, როცა რეალითი შოუში ვმონაწილეობდი, თავი ალაგ-ალაგ ავიპარსე და შოუდან რომ გამოვედი, ყველა ბავშვს ჩემნაირი ვარცხნილობა ჰქონდა (იღიმის).

- შენი მისამართით გამოთქმული უარყოფითი აზრი არასდროს გაშფოთებს?

- მხოლოდ ჩემი მეგობრების აზრს ვითვალისწინებ, ისინი კი ყოველთვის და ყველაფერში მხარს მიჭერენ, ჩემს გადაწყვეტილებას იწონებენ. ჩემთვის მთავარი მათი აზრია და არა - ვინმე "ფეისის", რომელიც ჩემი მეგობარი არ არის.

- ე.წ. "ფეისებთან" არ მეგობრობ?

- თითქმის ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ბევრთან ვმეგობრობ კიდეც. თუმცა, გარკვეულ (არც თუ ისე მცირე) ნაწილთან არ ვმეგობრობ, რადგან მათ ამბიცია ულევი აქვთ, რაღაცის კარგად გაკეთების შანსი - ნული...

- ეს საზოგადოება თავის წრეში არ გიღებს?

- არ მაინტერესებს, ისინი მიმიღებენ თუ არა. სურვილი რომ მქონოდა, მათთან აუცილებლად ვიმეგობრებდი. ამ "სვეტსკი" ელიტას არავითარი წრე არ აქვს და სად უნდა მიმიღონ?..

ვარჯიში და დიეტა

- ჭამა და ალკოჰოლური სასმელების მიღება ძალიან მიყვარს, მაგრამ ჭარბი წონა არ მაწუხებს - კარგად გამოვიყურები. ჩემი ასეთი აღნაგობა გენების დამსახურება გახლავთ. დიეტის დაცვა მხოლოდ სეზონურად მჭირდება, რადგან კუჭის წყლული მაქვს. ტრენაჟორებზე არ ვვარჯიშობ: საქმეების გამო იმდენს დავდივარ, რომ ეს არც მჭირდება. ზოგმა მამაკაცმა მკერდი კი გაიდიდა, მაგრამ მე ჩემი მკერდის ზომა მაკმაყოფილებს - მომწონს, მაისურზე რომ არ "მასკდება" (იცინის).

სამოსი

- შოპინგზე ვგიჟდები! მეგობრები "შოპოჰოლიკს" მეძახიან. მიმაჩნია, რომ ქალიც და მამაკაციც ყოველთვის გემოვნებით და მოდურად უნდა იცვამდნენ. პირადად მე, სამოსში ფულის გადახდა არ მენანება - რაც მინდა, ის აუცილებლად უნდა ვიყიდო. ტანსაცმლის შერჩევისას ძვირად ღირებულ და შედარებით იაფფასიან ბრენდებს ერთმანეთს ვუხამებ.

აქსესუარები

- საათები, სამაჯურები, ყელსაბამები და სათვალეები მიყვარს. აქსესუარი აუცილებლად, კარგი ხარისხის უნდა იყოს. შეიძლება, ჩვეულებრივი სამოსი გეცვას, მაგრამ ყურადღება აქსესუარით მიიქციო.

- აქსესუარები თავდაჯერებას გმატებს?

- თავდაჯერებას - არა, უბრალოდ, თავს კომფორტულად ვგრძნობ, როცა ვიცი, რომ მაგალითად, ისეთი სათვალე მიკეთია, რომელიც ბევრ ადამიანს მოსწონს. სათვალე, საათი, სამაჯური, ყელსაბამი, ჯვარი, კულონი წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის გამოსახულებით - ეს ყველაფერი შინიდან გასვლისას აუცილებლად უნდა მეკეთოს.

იმიჯი

- სექსუალური პარტნიორი მატერიალური სიძლიერის მიხედვით არასოდეს შეგირჩევია?

- არა. დავიჯერო, ასეთი კაცის შთაბეჭდილებას ვტოვებ? ცნობისათვის, რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ...

- ყოველთვის სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდი. ამას საკუთარი თავის პიარისთვის ხომ არ აკეთებდი?

- ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო, ისეთ რაღაცებს ვიტყოდი, მტრისას!.. ჩემს მოსაზრებებს თავშეკავებულად ვაფიქსირებ ხოლმე.

- ერთი პერიოდი ასაკოვან ქალებთან ურთიერთობაზე ალაპარაკდი...

- მაშინ ბევრმა ადამიანმა სწორად ვერ გამიგო: 23 წლის ვიყავი და 35-37 წლის ქალბატონებს მივიჩნევდი ასაკოვნებად. არადა, ისინი ახლაც კი, ბევრ ახალგაზრდა გოგონაზე უკეთ გამოიყურებიან. მათთან ფლირტი, სასიყვარულო თუ სექსუალური ურთიერთობა მგონი, "გასატეხი" არ იყო, მით უმეტეს, რომ კონკრეტულ მანდილოსნებს ვუყვარდი და ჩემთან ყოფნა სიამოვნებდათ. ცნობისათვის, ამ ქალბატონების ფინანსებით პარიზშიც გახლდით...

- ამიტომაც იყო, რომ შენზე ამბობდნენ, ჟიგოლოსავით იქცევაო...

- ჟიგოლო - "კაცი გამოძახებით" გახლავთ, ხოლო როცა ქალთან ერთად ცხოვრობ, რომელსაც შენზე კარგი მატერიალური მდგომარეობა აქვს, ეს სულ სხვა რამე გახლავთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ბევრი ქალი არ მყოლია და ვინც მყავდა, იმ პერიოდში ძალიან მიყვარდა. ამიტომ ჩემთვის შეურაცხმყოფელია, როცა მათ ყოველთვის "რაღაცნაირად" ვახსენებ. ამ ქალბატონებს ბოდიშს ვუხდი იმისთვის, რომ ეს ამბავი თავიდანვე სხვანაირად "გაჟღერდა".

საქმე

- რადიო და ტელეწამყვანი აღარ ვარ, დიზაინერობას მოვკიდე ხელი. გარდა ამისა, მაქვს ბიზნესი, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.

- დიზაინერობა რამ გადაგაწყვეტინა?

- მე და ჩემი მეგობარი - ირა ერთ "სვეტსკი" საღამოზე გახლდით. ირამ ერთი დიზაინერის შესახებ თქვა: ეს რა დიზაინერია? ბავშვობიდან ხატავ, ჰოდა, მიდი, შენც დახატე და გააკეთე რამეო... ესკიზები ერთ ღამეში დავხატე, შემდეგ კი რაღაცები დავხვეწეთ და მამაკაცების სამოსის კოლექციაც შეიქმნა. იდეისთვის ირას დიდ მადლობას ვუხდი... მიზნად დავისახე, ჩემ მიერ შექმნილ სამოსში გამოწყობილი მამაკაცების წინაშე ქალები უძლურები ყოფილიყვნენ და გაყიდვებით თუ ვიმსჯელებთ, მიზანს მივაღწიე კიდეც.

- ტანსაცმლის დიზაინის სფეროში თავის დამკვიდრებას აპირებ?

- არა. ისეთი კარგი დიზაინერები გვყავს, რომ მათ კონკურენტობაზე ფიქრი სირცხვილიც კი იქნება. უბრალოდ, ხანდახან შოუს გავმართავ და ცნობისათვის, ჩემი ყოველი კოლექცია საქველმოქმედო იქნება.

- საკუთარ თავს ქალებისთვის სასურველ მამაკაცად მიიჩნევ?

- რადგანაც უკვე "დაკავებული" ვარ, ამას ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. ისე კი, როგორც იცი, გადაცემებში ხან სექსუალურ მამაკაცად მასახელებენ, ხან - სასურველად, "მოღუნულად"... ერთი ვიცი: ჩვეულებრივი, მოკვდავი ადამიანი ვარ. სიმართლე გითხრათ, ვისაც არ მოვწონვარ, "ფეხებზე მკიდია"!

ოჯახი

- დედ-მამა, 3 ძმა და ძაღლი - ლულუ მყავს. დაახლოებით 9 წლის წინ, როცა ლულუ სახლში მოვიყვანეთ, დედა ლოგინად იყო ჩავარდნილი. ძაღლი ხელში რომ აიყვანა, სასწაული მოხდა: 2 დღეში ლოგინიდან ადგა. მას შემდეგ ლულუ ჩვენთვის ოჯახის წევრივით არის...

ცოტა ხნის წინ დავინიშნე, ისიც ჩემი ასაკის გახლავთ. ერთმანეთის შესაფერისი წყვილი ვართ. მალე დავოჯახდები. მე და ჩემი რჩეული ძალიან ბედნიერები, შეხმატკბილებულები ვართ. გვინდა, რომ მალე ბავშვიც გვეყოლოს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება