პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა 100 პატიმარი შეიწყალა
პრეზიდენტმა 100 პატიმარი შეიწყალა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის აქ­ტით სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 100-მდე პა­ტი­მარ­მა და­ტო­ვა.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შე­წყა­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ აც­ნო­ბა, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბით პა­ტიმ­რე­ბი გუ­შინ გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

თევ­დო­რა­ძის თქმით, ამ პა­ტი­მარ­თა საქ­მე­ებ­ზე თა­ვად კო­მი­სი­ას არ უმსჯე­ლია და მათი შე­წყა­ლე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს თხოვ­ნით მოხ­და.

ამას­თან, პა­ტი­მარ­თა შე­წყა­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სია სხდო­მის გა­მარ­თვას 27 იან­ვრის­თვის გეგ­მავს. თევ­დო­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 486 პა­ტიმ­რის საქ­მეს უკვე გა­ეც­ნო, მაგ­რამ გან­სა­ხილ­ვე­ლად 114 მსჯავ­რდე­ბუ­ლის საქ­მის გა­ტა­ნას აპი­რებს, რად­გან და­ნარ­ჩე­ნი საქ­მე­ე­ბი მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულ­ში მსჯავ­რდე­ბულ პი­რებს, ასე­ვე ისეთ პა­ტიმ­რებს ეხე­ბათ, რო­მელ­თაც სას­ჯე­ლის ნა­ხე­ვა­რი ჯერ არ მო­უხ­დი­ათ.

სა­უბ­რი­სას თევ­დო­რა­ძემ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ წარ­მოდ­გე­ნილ საქ­მე­თა შო­რის ბევ­რი ამ­ნის­ტი­ა­ში ხვდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პრეზიდენტმა 100 პატიმარი შეიწყალა

პრეზიდენტმა 100 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით საპატიმრო დაწესებულება 100-მდე პატიმარმა დატოვა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა, ელენე თევდორაძემ აცნობა, რომლის ინფორმაციითაც, პრეზიდენტის შეწყალებით პატიმრები გუშინ გათავისუფლდნენ.

თევდორაძის თქმით, ამ პატიმართა საქმეებზე თავად კომისიას არ უმსჯელია და მათი შეწყალება საპატრიარქოს თხოვნით მოხდა.

ამასთან, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისია სხდომის გამართვას 27 იანვრისთვის გეგმავს. თევდორაძის განცხადებით, 486 პატიმრის საქმეს უკვე გაეცნო, მაგრამ განსახილველად 114 მსჯავრდებულის საქმის გატანას აპირებს, რადგან დანარჩენი საქმეები მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს, ასევე ისეთ პატიმრებს ეხებათ, რომელთაც სასჯელის ნახევარი ჯერ არ მოუხდიათ.

საუბრისას თევდორაძემ ისიც აღნიშნა, რომ წარმოდგენილ საქმეთა შორის ბევრი ამნისტიაში ხვდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ