მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ხუჯაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება
დათო ხუჯაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება

მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მო­ღე­რა­ლი დათო ხუ­ჯა­ძე სოლო კონ­ცერ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბა. უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა დათო ხუ­ჯა­ძე თბი­ლის­შია და სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებს აგ­ვა­რებს.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას დათო ხუ­ჯა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სოლო კონ­ცერ­ტი მარ­ტის ბო­ლოს ან აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

- ინ­ტენ­სი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბი სოლო კონ­ცერ­ტის­თვის. მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებ სპონ­სო­რებ­თან და ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა.

- ალ­ბათ, ძველ სიმ­ღე­რებ­საც შე­ას­რუ­ლებთ...

- იქ­ნე­ბა ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბიც და იქ­ნე­ბა ახა­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბიც. სცე­ნა­ზე ბო­ლომ­დე უნდა და­ვი­ხარ­ჯო.

- მარ­ტო იდ­გე­ბით სცე­ნა­ზე?

- მოს­კოვ­ში მე ჩემი ჯგუ­ფი მყავს. ისი­ნი კუ­ბე­ლე­ბი არი­ან. ასე რომ, ქარ­თულ-კუ­ბუ­რი კონ­ცერ­ტი გა­მო­ვა. კარ­გი გან­წყო­ბა იქ­ნე­ბა.

- რო­გორც გა­ვი­გე, სოლო კონ­ცერ­ტამ­დე კლუ­ბურ კონ­ცერტსაც გეგ­მავ თბი­ლის­ში.

- მარ­თა­ლია, 25 იან­ვარს კლუ­ბურ კონ­ცერტს გავ­მარ­თავ ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში. 12 სიმ­ღე­რას შე­ვას­რუ­ლებ, რო­გორც ახალს, ასე­ვე ძველს.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დათო ხუჯაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება

დათო ხუჯაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება

მოსკოვში მოღვაწე ქართველი მოღერალი დათო ხუჯაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება. უკვე რამდენიმე დღეა დათო ხუჯაძე თბილისშია და საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას დათო ხუჯაძემ აღნიშნა, სოლო კონცერტი მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

- ინტენსიურად ვემზადები სოლო კონცერტისთვის. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ სპონსორებთან და ვნახოთ, რა გამოვა.

- ალბათ, ძველ სიმღერებსაც შეასრულებთ...

- იქნება ძველი სიმღერებიც და იქნება ახალი კომპოზიციებიც. სცენაზე ბოლომდე უნდა დავიხარჯო.

- მარტო იდგებით სცენაზე?

- მოსკოვში მე ჩემი ჯგუფი მყავს. ისინი კუბელები არიან. ასე რომ, ქართულ-კუბური კონცერტი გამოვა. კარგი განწყობა იქნება.

- როგორც გავიგე, სოლო კონცერტამდე კლუბურ კონცერტსაც გეგმავ თბილისში.

- მართალია, 25 იანვარს კლუბურ კონცერტს გავმართავ ერთ-ერთ ღამის კლუბში. 12 სიმღერას შევასრულებ, როგორც ახალს, ასევე ძველს.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება