პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის ცოლი გაუჩინარდა
პუტინის ცოლი გაუჩინარდა

რუ­სე­თის პირ­ვე­ლი ლედი ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნა თა­ვის იუ­ბი­ლე­ზეც კი არ და­ემ­შვი­დო­ბა გან­დე­გი­ლის როლს: მას ეძე­ბენ პა­რიზ­ში, მოს­კოვ­ში და მო­ნას­ტერ­ში. მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, რუ­სებს ეს ნაკ­ლე­ბად აღელ­ვებთ.

ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნა, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ცოლი, ბოლო დროს სულ გა­უ­ჩი­ნარ­და. ამან წარ­მოშ­ვა სწო­რედ მრა­ვა­ლი ჭორი, თუმ­ცა თვით რუ­სეთ­ში ამ ჭო­რებს გულ­გრი­ლად აღიქ­ვა­მენ. მის­მა და­ბა­დე­ბის დღემ წელ­საც შე­უმ­ჩნევ­ლად ჩა­ი­ა­რა - არც რა­ი­მე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი კონ­ცერ­ტი, არც ფე­ი­ერ­ვერ­კი. წელს ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ლე­დის და­ბა­დე­ბის დღეს რუ­სეთ­მა იხი­ლა, რო­გორ ეხ­ვე­ო­და პრე­ზი­დენ­ტი ფრანგ მსა­ხი­ობ ჟერ­არ დე­პარ­დი­ეს, რო­მე­ლიც შავ ზღვა­ზე პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ეახ­ლა მას რუ­სე­თის პას­პორ­ტის მი­სა­ღე­ბად.

ერთ-ერთ რუ­სულ სა­იტ­ზე გაჩ­ნდა მხო­ლოდ მცი­რე შე­ნიშ­ვნა, რომ ცო­ლის 55 წლის იუ­ბი­ლე­ზე პრე­ზი­დენ­ტი თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლებ­და დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­თან ერ­თად. "ეს პუ­ტი­ნის გა­სა­ოგ­ნე­ბე­ლი თვი­სე­ბაა. რა­ღაც მი­ზე­ზით ის ამ­ჯო­ბი­ნებს შობა აღ­ნიშ­ნოს რო­მე­ლი­მე პრო­ვინ­ცი­ულ ეკ­ლე­სი­ა­ში და ეს დღე არ გა­ა­ტა­როს თა­ვის ცოლ­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას და­ბა­დე­ბის დღე აქვს", - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი ჯე­რალ­დი­ნა ფე­ი­გე­ნი.

თუმ­ცა რუსი კო­მენ­ტა­ტო­რე­ბის­თვის ეს ფაქ­ტი სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბია. ისი­ნი მი­ეჩ­ვივ­ნენ იმ აზრს, რომ რუ­სეთს შე­უძ­ლია შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა პირ­ვე­ლი ლე­დის გა­რე­შეც. პრე­ზი­დენ­ტის ბოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფოტო ცოლ­თან ერ­თად მისი ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, 2012 წლის გა­ზა­ფხულ­ზე.

ისიც კი უც­ნო­ბია, სად ცხოვ­რობს ამ­ჟა­მად პირ­ვე­ლი ლედი. თუ ჭო­რებს ვენ­დო­ბით, ფსკოვ­თან ახ­ლოს მო­ნას­ტერ­შია, თუ სხვებს და­ვუ­ჯე­რებთ - ვი­ლა­ში მოს­კოვ­თან, პე­ტერ­ბურ­გში ან პა­რიზ­შიც კი.

ოლეგ ბლოც­კის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნის მი­ხედ­ვით, მისი სა­კუ­თა­რი მო­გო­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნამ ყო­ველ­თვის კარ­გად იცო­და "თა­ვი­სი ად­გი­ლი". "როცა მე­ო­რედ იყო ორ­სუ­ლად, მეშ­ვი­დე თვე­ზე თა­ვად უნდა ეტა­რე­ბი­ნა პა­ტა­რა შვი­ლი კი­ბე­ზე მაღ­ლა, მე­ო­რე ხელ­ში პრო­დუქ­ტე­ბით, რად­გან ქმარს მი­აჩ­ნდა, რომ ქალ­მა სახ­ლის ყვე­ლა საქ­მე თა­ვად უნდა აკე­თოს".

LE FIGARO

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პუტინის ცოლი გაუჩინარდა

პუტინის ცოლი გაუჩინარდა

რუსეთის პირველი ლედი ლუდმილა პუტინა თავის იუბილეზეც კი არ დაემშვიდობა განდეგილის როლს: მას ეძებენ პარიზში, მოსკოვში და მონასტერში. მაგრამ, როგორც ჩანს, რუსებს ეს ნაკლებად აღელვებთ.

ლუდმილა პუტინა, ვლადიმირ პუტინის ცოლი, ბოლო დროს სულ გაუჩინარდა. ამან წარმოშვა სწორედ მრავალი ჭორი, თუმცა თვით რუსეთში ამ ჭორებს გულგრილად აღიქვამენ. მისმა დაბადების დღემ წელსაც შეუმჩნევლად ჩაიარა - არც რაიმე დასამახსოვრებელი კონცერტი, არც ფეიერვერკი. წელს ქვეყნის პირველი ლედის დაბადების დღეს რუსეთმა იხილა, როგორ ეხვეოდა პრეზიდენტი ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს, რომელიც შავ ზღვაზე პრეზიდენტის რეზიდენციაში ეახლა მას რუსეთის პასპორტის მისაღებად.

ერთ-ერთ რუსულ საიტზე გაჩნდა მხოლოდ მცირე შენიშვნა, რომ ცოლის 55 წლის იუბილეზე პრეზიდენტი თხილამურებით სრიალებდა დიმიტრი მედვედევთან ერთად. "ეს პუტინის გასაოგნებელი თვისებაა. რაღაც მიზეზით ის ამჯობინებს შობა აღნიშნოს რომელიმე პროვინციულ ეკლესიაში და ეს დღე არ გაატაროს თავის ცოლთან, მიუხედავად იმისა, რომ მას დაბადების დღე აქვს", - ამბობს ექსპერტი ჯერალდინა ფეიგენი.

თუმცა რუსი კომენტატორებისთვის ეს ფაქტი სავსებით გასაგებია. ისინი მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ რუსეთს შეუძლია შესანიშნავად ფუნქციონირება პირველი ლედის გარეშეც. პრეზიდენტის ბოლო ოფიციალური ფოტო ცოლთან ერთად მისი ინაუგურაციის დროს არის გადაღებული, 2012 წლის გაზაფხულზე.

ისიც კი უცნობია, სად ცხოვრობს ამჟამად პირველი ლედი. თუ ჭორებს ვენდობით, ფსკოვთან ახლოს მონასტერშია, თუ სხვებს დავუჯერებთ - ვილაში მოსკოვთან, პეტერბურგში ან პარიზშიც კი.

ოლეგ ბლოცკის ბიოგრაფიული წიგნის მიხედვით, მისი საკუთარი მოგონებების თანახმად, ლუდმილა პუტინამ ყოველთვის კარგად იცოდა "თავისი ადგილი". "როცა მეორედ იყო ორსულად, მეშვიდე თვეზე თავად უნდა ეტარებინა პატარა შვილი კიბეზე მაღლა, მეორე ხელში პროდუქტებით, რადგან ქმარს მიაჩნდა, რომ ქალმა სახლის ყველა საქმე თავად უნდა აკეთოს".

LE FIGARO

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა