პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - "არ უნდა იფიქროს დამსაქმებელმა, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული"
თეა წულუკიანი - "არ უნდა იფიქროს დამსაქმებელმა, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული"

სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პრე­ზენ­ტა­ცია იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გახ­სნა. რო­გორც პრე­ზენ­ტა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, შრო­მის მოქ­მედ კო­დექსში ყვე­ლა­ზე მეტ კრი­ტი­კას რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან, დამ­საქ­მებ­ლის მიერ და­საქ­მე­ბუ­ლის არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის გა­რე­შე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმ­სა­ხუ­რებ­და.

მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ეს სა­კი­თხი მთლი­ა­ნად იც­ვლე­ბა, ასე­ვე იც­ვლე­ბა შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ზე­პირ ხა­სი­ათს ატა­რებ­და, იყო მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და და­საქ­მე­ბულს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლევ­და. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბი ცვლი­ლე­ბა­თა პრო­ექ­ტში ახ­ლე­ბუ­რად რე­გუ­ლირ­დე­ბა.

"რე­ა­ლუ­რად დღეს სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს ტექ­სტი, რო­მე­ლიც იმ­სა­ხუ­რებს შრო­მის კო­დექ­სის სა­ხელ­წო­დე­ბას, ამი­ტო­მაც გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი პროფ­კავ­ში­რებ­თან, დამ­საქ­მებ­ლებ­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და შე­ვი­მუ­შა­ვეთ ახა­ლი პრო­ექ­ტი. მთა­ვა­რი აქ არის ერთი რამ - არც ერთ დამ­საქ­მე­ბელს მო­მა­ვალ­ში არ შე­ეძ­ლე­ბა და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე, ერთი ხე­ლის მოს­მით, და­საქ­მე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს. ასე­ვე, შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის ზე­პი­რი ფორ­მე­ბი შე­ი­ძე­ნენ წე­რი­ლო­ბით და უფრო დე­ტა­ლურ ხა­სი­ათს. დრო­ე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა ინ­ტე­რე­სე­ბი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხით და­ცუ­ლი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა იფიქ­როს დამ­საქ­მე­ბელ­მა, რომ შრო­მის კო­დექ­სი მას­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის რე­ფორ­მი­რე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე და­ე­ვა­ლა და ცვლი­ლე­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის­თვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შე­იქ­მნა, რო­მელ­მაც არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა. სა­მუ­შაო ჯგუფ­მა ასე­ვე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­მარ­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის, დამ­საქ­მე­ბელ­თა სხვა­დას­ხვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რას ასე­ვე ეს­წრე­ბი­ან სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის, მთავ­რო­ბის, პროფ­კავ­ში­რე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

რო­გორც პროფ­კავ­ში­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, ახალ პრო­ექ­ტში სა­მუ­შაო ჯგუფ­მა თით­ქმის სრუ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ყვე­ლა ის მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც პროფ­კავ­ში­რებს შრო­მის კო­დექ­სის მი­მართ ჰქონ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

თეა წულუკიანი - "არ უნდა იფიქროს დამსაქმებელმა, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული"

თეა წულუკიანი - "არ უნდა იფიქროს დამსაქმებელმა, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული"

სასტუმრო "რედისონში" შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე წულუკიანმა აღნიშნა, შრომის მოქმედ კოდექსში ყველაზე მეტ კრიტიკას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლება იმსახურებდა.

მისივე თქმით, ახალი პროექტის მიხედვით, ეს საკითხი მთლიანად იცვლება, ასევე იცვლება შრომითი ხელშეკრულებების ფორმატი, რომელიც ძირითადად ზეპირ ხასიათს ატარებდა, იყო მოკლევადიანი და დასაქმებულს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას არ აძლევდა. თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული საკითხები ცვლილებათა პროექტში ახლებურად რეგულირდება.

"რეალურად დღეს საქართველოს არ აქვს ტექსტი, რომელიც იმსახურებს შრომის კოდექსის სახელწოდებას, ამიტომაც გვქონდა შეხვედრები პროფკავშირებთან, დამსაქმებლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შევიმუშავეთ ახალი პროექტი. მთავარი აქ არის ერთი რამ - არც ერთ დამსაქმებელს მომავალში არ შეეძლება დასაბუთების გარეშე, ერთი ხელის მოსმით, დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლოს. ასევე, შრომითი ურთიერთობის ზეპირი ფორმები შეიძენენ წერილობით და უფრო დეტალურ ხასიათს. დროებით დასაქმებულთა ინტერესები იქნება მაღალი ხარისხით დაცული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს დამსაქმებელმა, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული", - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შრომის კანონმდებლობის რეფორმირება იუსტიციის სამინისტროს ახალი მთავრობის პირველივე სხდომაზე დაევალა და ცვლილებების შემუშავებისთვის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც არსებული კანონმდებლობის ხარვეზების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა. სამუშაო ჯგუფმა ასევე კონსულტაციები გამართა სამინისტროების, პროფესიული კავშირების, დამსაქმებელთა სხვადასხვა გაერთიანებების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებიან საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესსექტორის, მთავრობის, პროფკავშირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

როგორც პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, ახალ პროექტში სამუშაო ჯგუფმა თითქმის სრულად გაითვალისწინა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც პროფკავშირებს შრომის კოდექსის მიმართ ჰქონდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა