სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე განიერი თეძო აქვს
ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე განიერი თეძო აქვს

მა­შინ, როცა გო­გო­ნე­ბი ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს მტან­ჯვე­ლი დი­ე­ტე­ბით ებ­რძვი­ან, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გა­ნი­ე­რი თე­ძო­სა და დიდი საჯ­დო­მის პატ­რო­ნი, 39 წლის მი­კელ ბრუკ­სი სა­კუ­თარ "კონ­ტუ­რებ­ში" თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს.

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი 190 კი­ლოს იწო­ნის, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბობს, ზედ­მე­ტი წონა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ხელს არ უშ­ლის და არ აკომ­პლექ­სებს. ქალ­ბა­ტო­ნი რეს­ტორ­ნებ­შიც ერ­თო­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლის კა­ბებ­საც იძენს, შო­პინგზეც და­დის და სა­ლო­ნებ­საც სტუმ­რობს, მაგ­რამ ჭარ­ბი წონა თავს ყო­ველ წამს ახ­სე­ნებს, მა­გა­ლი­თად, სახ­ლში გვერ­დუ­ლად და­დის, რად­გან კა­რებ­ში მისი მა­სი­უ­რი თე­ძო­ე­ბი ვერ ეტე­ვა, სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის აწყო­ბილ ლო­გინ­ზე სძი­ნავს და ავ­ტო­მო­ბი­ლის ნაც­ვლად, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბა.

მი­კე­ლის ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მისი მე­უღ­ლე რე­ჯია. რე­ჯის თქმით, ცოლი ისე­თი უყ­ვარს რო­გო­რიც არის და მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს მსუ­ქა­ნია, თუ გამ­ხდა­რი.

მი­კე­ლი ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში გამ­ხდა­რი იყო, მაგ­რამ სხე­უ­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით, თე­ძო­ე­ბი ყო­ველ­თვის გა­ნი­ე­რი ჰქონ­და. ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ბობს, რომ მისი ფარ­თო თე­ძო­ე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რია და 4 შვილ­ზე მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ წო­ნა­ში უფრო მო­ი­მა­ტა.

"4-ჯერ ვიმ­შო­ბი­ა­რე და ყო­ვე­ლი ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ წო­ნა­ში ვი­მა­ტებ­დი. მსგავ­სი თე­ძო­ე­ბი ჩემს ოჯახ­ში ბევრ ქალს აქვს, ალ­ბათ, გე­ნე­ტი­კუ­რია. თა­ნაც გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ჭამა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. კარ­გი კუ­ლი­ნა­რიც გახ­ლა­ვართ. ადრე დი­ე­ტებს ვი­ცავ­დი, მაგ­რამ ამას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. ყვე­ლა­ზე ბევ­რს სა­დილ­ზე ვჭამ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს შემ­წვა­რი ქა­თა­მი", - ამ­ბობს მი­კე­ლი.

ის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. მი­კე­ლი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის სა­მოსს რეკ­ლა­მას უკე­თებს. დიდი ზო­მის სა­მო­სის რეკ­ლა­მის ერთ ფო­ტო­სე­სი­ა­ში მას 1 000 დო­ლარს უხ­დი­ან.

იხი­ლეთ ვი­დეო: ქალი, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გა­ნი­ე­რი თეძო აქვს

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე განიერი თეძო აქვს

ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე განიერი თეძო აქვს

მაშინ, როცა გოგონები ზედმეტ კილოგრამებს მტანჯველი დიეტებით ებრძვიან, მსოფლიოში ყველაზე განიერი თეძოსა და დიდი საჯდომის პატრონი, 39 წლის მიკელ ბრუკსი საკუთარ "კონტურებში" თავს კომფორტულად გრძნობს.

ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქალბატონი 190 კილოს იწონის, მაგრამ როგორც ამბობს, ზედმეტი წონა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს არ უშლის და არ აკომპლექსებს. ქალბატონი რესტორნებშიც ერთობა, თანამედროვე სტილის კაბებსაც იძენს, შოპინგზეც დადის და სალონებსაც სტუმრობს, მაგრამ ჭარბი წონა თავს ყოველ წამს ახსენებს, მაგალითად, სახლში გვერდულად დადის, რადგან კარებში მისი მასიური თეძოები ვერ ეტევა, სპეციალურად მისთვის აწყობილ ლოგინზე სძინავს და ავტომობილის ნაცვლად, სატვირთო მანქანით გადაადგილდება.

მიკელის ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეუღლე რეჯია. რეჯის თქმით, ცოლი ისეთი უყვარს როგორიც არის და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს მსუქანია, თუ გამხდარი.

მიკელი ამბობს, რომ ახალგაზრდობაში გამხდარი იყო, მაგრამ სხეულის გარშემოწერილობასთან შედარებით, თეძოები ყოველთვის განიერი ჰქონდა. ქალბატონი ამბობს, რომ მისი ფართო თეძოები გენეტიკურია და 4 შვილზე მშობიარობის შემდეგ წონაში უფრო მოიმატა.

"4-ჯერ ვიმშობიარე და ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ წონაში ვიმატებდი. მსგავსი თეძოები ჩემს ოჯახში ბევრ ქალს აქვს, ალბათ, გენეტიკურია. თანაც გულწრფელად გეტყვით, ჭამა ძალიან მიყვარს. კარგი კულინარიც გახლავართ. ადრე დიეტებს ვიცავდი, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. ყველაზე ბევრს სადილზე ვჭამ. ძალიან მიყვარს შემწვარი ქათამი", - ამბობს მიკელი.

ის ძალიან წარმატებული ქალბატონია. მიკელი ჭარბწონიანი ქალბატონებისთვის სამოსს რეკლამას უკეთებს. დიდი ზომის სამოსის რეკლამის ერთ ფოტოსესიაში მას 1 000 დოლარს უხდიან.

იხილეთ ვიდეო: ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე განიერი თეძო აქვს

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს