პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი - "ოქრუაშვილის გათავისუფლება ზურაბ ჟვანიას საკითხს საერთოდ არ უკავშირდება"
არჩილ კბილაშვილი - "ოქრუაშვილის გათავისუფლება ზურაბ ჟვანიას საკითხს საერთოდ არ უკავშირდება"

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს და აცხა­დებს, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის უსა­ფუძ­ვლო­ბის გამო მოხ­და.

რო­გორც კბი­ლაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ქა­და­გი­ძის მო­საზ­რე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მის­თვის ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და ალ­ბათ, "იქ რა­ღაც პრო­ცე­სე­ბი მი­დის", მხო­ლოდ მისი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია.

"ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­კითხს სა­ერ­თოდ არ უკავ­შირ­დე­ბა. ეს უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც იქნა წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად, იყო უსა­ფუძ­ვლო - სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის დროს ყვე­ლა მოწ­მემ, რო­მე­ლიც ადრე მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას აძ­ლევ­და, გა­ნა­ცხა­და, რომ ზე­წო­ლის შე­დე­გად მის­ცეს ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბი, ხოლო სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ იყო ან იყო სუს­ტი. ამი­ტო­მაც იქნა მი­ღე­ბუ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს ამ თე­მას სა­ერ­თოდ არ უკავ­შირ­დე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, ეს მისი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია", - გან­მარ­ტა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, მოხ­დე­ბა თუ არა ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და­კი­თხვა იმ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მან ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა უნდა მი­ი­ღოს.

"რო­მე­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლიც საქ­მეს იძი­ებს და, რო­მე­ლი პრო­კუ­რო­რიც მას ზე­დამ­ხედ­ვე­ლობს, ის იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვინ და­კი­თხოს და არის თუ არა პირი საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი. მე არ ვი­ღებ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მე რომ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ან პრო­კუ­რო­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ოქ­რუ­აშ­ვილს იმ ფრა­ზის გამო არ დავ­კი­თხავ­დი, მაგ­რამ თუ საქ­მე­ში არის სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი მისი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ალ­ბათ და­ი­კი­თხე­ბა. შე­იძ­ლე­ბა დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით და­კი­თხუ­ლი­ცაა, არ მო­მი­კი­თხავს, გა­და­ვა­მოწ­მებ, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს", - აღ­ნიშ­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი დას­კვნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა.

"გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ გვაძ­ლევს არა­ნა­ი­რი დას­კვნის გა­კე­თე­ბის სა­ფუძ­ველს - ასე იყო თუ ისე. ამა­ზე პა­სუხს გავ­ცემთ, როცა გა­მო­ძი­ე­ბა მივა ლო­გი­კურ შე­დე­გამ­დე, ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გოგ­ლა ჟვა­ნი­ას­თა­ნაც, რო­მე­ლიც გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან კავ­შირ­შია",-აღ­ნიშ­ნა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა.

18 იან­ვარს თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა "მე-9 არხთან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მისი აზ­რით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა "მკვლე­ლო­ბა არ იყო".

ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ამ ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი დღეს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ნათ­ქვა­მი ოჯა­ხის პო­ზი­ცი­ას არ ცვლის.

მი­სი­ვე გან­მა­ტე­ბით, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის იმას ლა­პა­რა­კობს, რაც აწყობს.

"რა თქმა უნდა, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა არა­ნა­ი­რად არ ცვლის ჩვენს პო­ზი­ცი­ას. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის იმას ლა­პა­რა­კობს, რაც აწყობს და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ზუს­ტად არ ვიცი, რა­ტომ აწყობს ამის თქმა. ალ­ბათ, ეს მის ცი­ხი­დან გა­მოს­ვლას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი", - გან­მარ­ტა ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ამ.

ამას­თან, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ქვრი­ვის თქმით, მის­თვის ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

"ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ასე უცებ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ალ­ბათ, იქ რა­ღაც პრო­ცე­სე­ბი მი­დის, თუმ­ცა ზუს­ტად მი­ჭირს თქმა. მე ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით რაც არ ვიცი, იმას არ ვლა­პა­რა­კობ. ალ­ბათ, გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი", - აღ­ნიშ­ნა ნინო ქა­და­გი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

არჩილ კბილაშვილი - "ოქრუაშვილის გათავისუფლება ზურაბ ჟვანიას საკითხს საერთოდ არ უკავშირდება"

არჩილ კბილაშვილი - "ოქრუაშვილის გათავისუფლება ზურაბ ჟვანიას საკითხს საერთოდ არ უკავშირდება"

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ნინო ქადაგიძე-ჟვანიას განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება მტკიცებულებების უსაფუძვლობის გამო მოხდა.

როგორც კბილაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ქადაგიძის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისთვის ოქრუაშვილის გათავისუფლება მოულოდნელი იყო და ალბათ, "იქ რაღაც პროცესები მიდის", მხოლოდ მისი სუბიექტური აზრია.

"ოქრუაშვილის გათავისუფლება ზურაბ ჟვანიას საკითხს საერთოდ არ უკავშირდება. ეს უკავშირდება იმას, რომ მტკიცებულებები, რომელიც იქნა წარდგენილი ბრალის დასასაბუთებლად, იყო უსაფუძვლო - სასამართლო განხილვის დროს ყველა მოწმემ, რომელიც ადრე მის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდა, განაცხადა, რომ ზეწოლის შედეგად მისცეს ცრუ ჩვენებები, ხოლო სხვა მტკიცებულებები არ იყო ან იყო სუსტი. ამიტომაც იქნა მიღებული ოქრუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება, ეს ამ თემას საერთოდ არ უკავშირდება და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს მისი სუბიექტური აზრია", - განმარტა მთავარმა პროკურორმა.

რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა ოქრუაშვილის დაკითხვა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააკეთა, არჩილ კბილაშვილის თქმით, გადაწყვეტილება საქმის გამომძიებელმა უნდა მიიღოს.

"რომელი გამომძიებელიც საქმეს იძიებს და, რომელი პროკურორიც მას ზედამხედველობს, ის იღებს გადაწყვეტილებას, ვინ დაკითხოს და არის თუ არა პირი საქმესთან შემხებლობაში მყოფი. მე არ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. მე რომ საქმის გამომძიებელი ან პროკურორი ვყოფილიყავი, ოქრუაშვილს იმ ფრაზის გამო არ დავკითხავდი, მაგრამ თუ საქმეში არის სხვა მონაცემები მისი ინფორმირებულების შესახებ, ალბათ დაიკითხება. შეიძლება დღეის მდგომარეობით დაკითხულიცაა, არ მომიკითხავს, გადავამოწმებ, ამის საშუალება მაქვს", - აღნიშნა კბილაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების მიმდინარეობას, მთავარი პროკურორის თქმით, გამოძიება ჯერჯერობით არანაირი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

"გამოძიება ჯერ არ გვაძლევს არანაირი დასკვნის გაკეთების საფუძველს - ასე იყო თუ ისე. ამაზე პასუხს გავცემთ, როცა გამოძიება მივა ლოგიკურ შედეგამდე, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ გოგლა ჟვანიასთანაც, რომელიც გამომძიებელთან კავშირშია",-აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

18 იანვარს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "მე-9 არხთან" საუბარში განაცხადა, რომ მისი აზრით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება "მკვლელობა არ იყო".

ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ ამ განცხადებაზე კომენტარი დღეს "ინტერპრესნიუსთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ ოქრუაშვილის ნათქვამი ოჯახის პოზიციას არ ცვლის.

მისივე განმატებით, ოქრუაშვილი ყოველთვის იმას ლაპარაკობს, რაც აწყობს.

"რა თქმა უნდა, ოქრუაშვილის განცხადება არანაირად არ ცვლის ჩვენს პოზიციას. ოქრუაშვილი ყოველთვის იმას ლაპარაკობს, რაც აწყობს და ამ სიტუაციაში ზუსტად არ ვიცი, რატომ აწყობს ამის თქმა. ალბათ, ეს მის ციხიდან გამოსვლასთანაა დაკავშირებული", - განმარტა ქადაგიძე-ჟვანიამ.

ამასთან, ზურაბ ჟვანიას ქვრივის თქმით, მისთვის ოქრუაშვილის გათავისუფლება მოულოდნელი იყო.

"ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ ოქრუაშვილი ასე უცებ გაათავისუფლეს. ალბათ, იქ რაღაც პროცესები მიდის, თუმცა ზუსტად მიჭირს თქმა. მე ოქრუაშვილისგან განსხვავებით რაც არ ვიცი, იმას არ ვლაპარაკობ. ალბათ, გაირკვევა ყველაფერი", - აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა