დიზაინერმა კლაუდიო სელიბერტიმ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სამზარეულო შექმნა, რომლის ფასი მილიონნახევარ დოლარს აღემატება.
სამზარეულო, რომელსაც დიზაინერმა Fiore di Cristallo დაარქვა, ქვის და მურანის შუშისგანაა შექმნილი. მისი ფასი 1 600 000 აშშ დოლარია, თუმცა ეს თანხა რომ გქონდეთ, ლუქს-კლასის სამზარეულოს მოსაპოვებლად რიგში ჩადგომა და 8 თვიანი ლოდინი მოგოწევთ. მისი შეძენის სურვილი უამრავმა მილიონერმა გამოთქვა და ამასთან, Fiore di Cristallo-ის აწყობას დიდი დრო უნდა.
კლაუდიო სელებრიტის "ჯადოსნურ" სამზარუელოში შედის მაგიდა, რომელიც მურანის შუშის მთლიანი ნატეხისგანაა გამოთლილი. მის გვერდით პროდუქტების მოსამზადებელი დაფაა მოთავსებული, რომელიც ქვისგანაა ნაკვეთი. სამზარეულო სვაროვსკის თვლებით მორთული ნათურებითაა განათებული. მათი ფასი 42 000 აშშ დოლარია.
სამზარეულოს 27 თარო 700 000 დოლარის ღირებულებისაა, ხოლო რაც შეეხება მაცივარს, რომელიც ასევე შედის Fiore di Cristallo-ს კომპლექტში, მისი ფასი 8000 დოლარია.
რაც შეეხება სამზარეულოს ნიჟარას, ის კრისტალისგანაა შექმნილი და 4200 აშშ დოლარი, ხოლო ონკანი - 2100 აშშ დოლარი ღირს.
სამზარეულო ინდივიდუალური იქნება, ვინაიდან კლიენტებს ფერის და დეტალების შერჩევის შესაძლებლობა აქვთ.
მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.