მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი 300 წლიან "პარტიანკებზე" უარს იტყვის
რუსეთი 300 წლიან "პარტიანკებზე" უარს იტყვის

მიმ­დი­ნა­რე წელს რუ­სე­თის არ­მია თა­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძველ ატ­რი­ბუტ­ზე, "პარ­ტი­ან­კებ­ზე" უარს იტყვის. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის ახალ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სერ­გეი შო­ი­გუმ გა­ა­კე­თა. მი­ნის­ტრის თქმით, წლის ბო­ლომ­დე ხმა­რე­ბი­დან არა მხო­ლოდ თა­ვად "პარ­ტი­ან­კა", არა­მედ თვი­თონ მისი სა­ხე­ლიც უნდა ამო­ვი­დეს.

"პარ­ტი­ან­კებს" რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 300 წე­ლი­წა­დია, ჯერ კი­დევ პეტ­რე პირ­ვე­ლის მმარ­თვე­ლო­ბი­დან ხმა­რო­ბენ. შემ­დეგ მას რო­გორც მე­ფის რუ­სე­თის, ასე­ვე საბ­ჭო­თა არ­მია ხმა­რობ­და. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში "პარ­ტი­ან­კე­ბი" ჯა­რის­კა­ცის გარ­დე­რო­ბის უც­ვლე­ლი ატ­რი­ბუ­ტი იყო. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, "პარ­ტი­ან­კა" ქსო­ვი­ლის ნა­ჭე­რია, რო­მელ­საც ჯა­რის­კა­ცი ჩექ­მე­ბის ჩაც­მის წინ ფეხ­ზე იხ­ვევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ის წინ­დის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს. თუმ­ცა მის­გან გან­სხვა­ვე­ბით "პარ­ტი­ან­კე­ბი" ტერფზე გარ­კვე­უ­ლი წე­სის მი­ხედ­ვით უნდა და­იხ­ვეს. არ­სე­ბობს ორი სა­ხის - ზა­ფხუ­ლის და ზამ­თრის "პარ­ტი­ან­კე­ბი". ზა­ფხუ­ლის- ბამ­ბის­გან, ზამ­თრის კი - შა­ლის­გან მზად­დე­ბა.

გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში პრაქ­ტი­კულ "პარ­ტი­ან­კებს" არა მხო­ლოდ საბ­ჭო­უ­რი არ­მია ხმა­რობ­და. ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი წინ­დებ­ზე 1960-იან წლებ­ში გა­და­ვი­და. 1990-ში მათ­ზე უარი ფი­ნეთ­მა, 2004-ში კი უკ­რა­ი­ნამ თქვა. დღეს "პარ­ტი­ან­კე­ბის" ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი რუ­სე­თის არ­მი­აა.

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ისი­ნი წინ­დებ­ზე უკეთ რუ­სე­თის არ­მი­ა­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­ხის ფეხ­საც­მელ­ზე მი­დი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რი შე­და­რე­ბით იაფ ქერ­ზის ჩექ­მებ­ზეა, რომ­ლებ­საც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯა­რის­კა­ცე­ბი ხმა­რო­ბენ. უხე­ში ქერ­ზა წინ­დებს ად­ვი­ლად ხევს. ამი­ტო­მაც ასე­თი ჩექ­მე­ბის ხმა­რე­ბი­სას "პარ­ტი­ან­კე­ბის" მოხ­მა­რე­ბა უფრო გა­მარ­თლე­ბუ­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რის­კა­ცის ფე­ხებს ორ­მა­გად შე­მოხ­ვე­უ­ლი რბი­ლი ნა­ჭე­რი იცავს.

2007 წელს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის ახალ ფორ­მა­ზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. გეგ­მით მას­ში ქერ­ზის ჩექ­მე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­თინ­კე­ბით, "პარ­ტი­ან­კე­ბი" კი - წინ­დე­ბით უნდა ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი­ყო. მაგ­რამ ფი­ნან­სურ­მა ფაქ­ტორ­მა გეგ­მებს ხელი შე­უ­შა­ლა. ბა­თინ­კე­ბის დამ­ზა­დე­ბა უფრო ძვი­რი ჯდე­ბა. ჰი­გი­ე­ნუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წინ­დე­ბი "პარ­ტი­ან­კებ­თან" შე­და­რე­ბით ხშირ რე­ცხვას სა­ჭი­რო­ე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად მათი რა­ო­დე­ნო­ბა არ­მი­ა­ში "პარ­ტი­ან­კე­ბი­სას" 3-4-ჯერ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. ეს კი და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბია არ­მი­ის­თვის.

დღეს სა­კუ­თა­რი არ­მი­ის­თვის რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრი ახალ ფორ­მას ქმნის. თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, კო­მუ­ნის­ტუ­რი გად­მო­ნაშ­თი ხმა­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით მა­ინც დარ­ჩე­ბა. სა­ნამ ზურ­გის სამ­სა­ხუ­რი ჯა­რის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის წინ­დე­ბით სრულ მო­მა­რა­გე­ბას შეძ­ლებს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

რუსეთი 300 წლიან "პარტიანკებზე" უარს იტყვის

რუსეთი 300 წლიან "პარტიანკებზე" უარს იტყვის

მიმდინარე წელს რუსეთის არმია თავის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ატრიბუტზე, "პარტიანკებზე" უარს იტყვის. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გააკეთა. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე ხმარებიდან არა მხოლოდ თავად "პარტიანკა", არამედ თვითონ მისი სახელიც უნდა ამოვიდეს.

"პარტიანკებს" რუსი ჯარისკაცები დაახლოებით 300 წელიწადია, ჯერ კიდევ პეტრე პირველის მმართველობიდან ხმარობენ. შემდეგ მას როგორც მეფის რუსეთის, ასევე საბჭოთა არმია ხმარობდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში "პარტიანკები" ჯარისკაცის გარდერობის უცვლელი ატრიბუტი იყო. მარტივად რომ ვთქვათ, "პარტიანკა" ქსოვილის ნაჭერია, რომელსაც ჯარისკაცი ჩექმების ჩაცმის წინ ფეხზე იხვევს. ამ შემთხვევაში ის წინდის ფუნქციას ასრულებს. თუმცა მისგან განსხვავებით "პარტიანკები" ტერფზე გარკვეული წესის მიხედვით უნდა დაიხვეს. არსებობს ორი სახის - ზაფხულის და ზამთრის "პარტიანკები". ზაფხულის- ბამბისგან, ზამთრის კი - შალისგან მზადდება.

გასულ საუკუნეში პრაქტიკულ "პარტიანკებს" არა მხოლოდ საბჭოური არმია ხმარობდა. ევროპის ქვეყნების უმეტესი ნაწილი წინდებზე 1960-იან წლებში გადავიდა. 1990-ში მათზე უარი ფინეთმა, 2004-ში კი უკრაინამ თქვა. დღეს "პარტიანკების" ყველაზე აქტიური მომხმარებელი რუსეთის არმიაა.

მიჩნეულია, რომ ისინი წინდებზე უკეთ რუსეთის არმიაში არსებულ ყველა სახის ფეხსაცმელზე მიდიან. ამ შემთხვევაში საუბარი შედარებით იაფ ქერზის ჩექმებზეა, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში ჯარისკაცები ხმარობენ. უხეში ქერზა წინდებს ადვილად ხევს. ამიტომაც ასეთი ჩექმების ხმარებისას "პარტიანკების" მოხმარება უფრო გამართლებულია. ამ შემთხვევაში ჯარისკაცის ფეხებს ორმაგად შემოხვეული რბილი ნაჭერი იცავს.

2007 წელს რუსეთის თავდაცვის უწყებამ ჯარისკაცებისთვის ახალ ფორმაზე დაიწყო მუშაობა. გეგმით მასში ქერზის ჩექმები თანამედროვე ბათინკებით, "პარტიანკები" კი - წინდებით უნდა ჩანაცვლებულიყო. მაგრამ ფინანსურმა ფაქტორმა გეგმებს ხელი შეუშალა. ბათინკების დამზადება უფრო ძვირი ჯდება. ჰიგიენურობიდან გამომდინარე წინდები "პარტიანკებთან" შედარებით ხშირ რეცხვას საჭიროებენ. შესაბამისად მათი რაოდენობა არმიაში "პარტიანკებისას" 3-4-ჯერ უნდა აღემატებოდეს. ეს კი დამატებითი ხარჯებია არმიისთვის.

დღეს საკუთარი არმიისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრი ახალ ფორმას ქმნის. თუმცა სავარაუდოდ, კომუნისტური გადმონაშთი ხმარებაში გარკვეული პერიოდით მაინც დარჩება. სანამ ზურგის სამსახური ჯარის საჭირო რაოდენობის წინდებით სრულ მომარაგებას შეძლებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა