მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-მა ყველაზე მძლავრი ბომბი გააუმჯობესა
აშშ-მა ყველაზე მძლავრი ბომბი გააუმჯობესა

ამე­რი­კელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა რამ­დე­ნი­მე­ტო­ნი­ა­ნი ბუნ­კერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბომ­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წყა­ლო­ბით, რომ­ლებ­ზეც 82 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა, მისი ეფ­ქ­ტუ­რო­ბა რამ­დე­ნად­მე გა­ი­ზარ­და.

MOP-ის ტი­პის ბომ­ბის შექ­მნა ამე­რი­კე­ლებ­მა 2002 წელს და­ი­წყეს. მას­ზე "ლო­ქ­ჰი­იდ მარ­ტი­ნი" და "ბო­ინ­გი" ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ობ­დნენ. 2007-ში აშშ-ის ერთ-ერთ პო­ლი­გონ­ზე ახა­ლი ბომ­ბი პირ­ვე­ლად გა­მო­ცა­დეს. ოთხი წლის თავ­ზე, 2011-ში ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მი­ი­ღეს და ნიშ­ნუ­ლი GBU-57 მი­ა­ნი­ჭეს. ბომ­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­წის­ქვეშ მდე­ბა­რე ბუნ­კე­რე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად იყო გან­კუთ­ვნი­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, ის ჩრდი­ლო კო­რე­ი­სა და ირა­ნის მი­წის­ქვე­შა სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად შე­იქ­მნა. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ბომ­ბის შექ­მნა­სა და გა­მოც­და­ზე ამე­რი­კუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 400 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა. დღეს ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი ავი­ა­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში 20 ასე­თი ბომ­ბია.

ბომ­ბის სიგ­რძე 6,2 მეტ­რია და ის 13600 კი­ლოგ­რამს იწო­ნის, სა­ი­და­ნაც 2500 კი­ლოგ­რა­მი საბ­რძო­ლო ნა­წილ­ზე მო­დის. მა­ღა­ლი სიმ­ტკი­ცის ფო­ლა­დის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კორ­პუ­სის წყა­ლო­ბით, სა­ბა­ზო მო­დი­ფი­კა­ცი­ა­ში ბომბს აფეთ­ქე­ბამ­დე 8-დან 60 მ-მდე სის­ქის არ­მი­რე­ბუ­ლი ბე­ტო­ნის (მისი სიმ­კვრი­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე) ან კლდო­ვა­ნი ქა­ნე­ბის გარ­ღვე­ვა შუძ­ლია. სა­მიზ­ნე­ზე ბომ­ბის და­მიზ­ნე­ბა თა­ნამ­გზავ­რუ­ლი სა­ნა­ვი­გა­ციო სის­ტე­მით ხდე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ერთი GBU-57 სა­შუ­ა­ლოდ 3,5 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი ღირს.

დღე­ის­თვის GBU-57-ის გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ B-2A-ს ტი­პის ბომბდამ­შე­ნებს შე­უძ­ლი­ათ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ირან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­დას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, თე­ი­რა­ნის ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ზე იე­რიშს სწო­რედ ამ ბუნ­კერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბომ­ბე­ბით მი­ი­ტა­ნენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

აშშ-მა ყველაზე მძლავრი ბომბი გააუმჯობესა

აშშ-მა ყველაზე მძლავრი ბომბი გააუმჯობესა

ამერიკელმა სპეციალისტებმა რამდენიმეტონიანი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი გააუმჯობესეს. ჩატარებული სამუშაოების წყალობით, რომლებზეც 82 მილიონი დოლარი დაიხარჯა, მისი ეფქტურობა რამდენადმე გაიზარდა.

MOP-ის ტიპის ბომბის შექმნა ამერიკელებმა 2002 წელს დაიწყეს. მასზე "ლოქჰიიდ მარტინი" და "ბოინგი" ერთობლივად მუშაობდნენ. 2007-ში აშშ-ის ერთ-ერთ პოლიგონზე ახალი ბომბი პირველად გამოცადეს. ოთხი წლის თავზე, 2011-ში ის შეიარაღებაში მიიღეს და ნიშნული GBU-57 მიანიჭეს. ბომბი სპეციალურად მიწისქვეშ მდებარე ბუნკერების გასანადგურებლად იყო განკუთვნილი. სპეციალისტთა აზრით, ის ჩრდილო კორეისა და ირანის მიწისქვეშა სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად შეიქმნა. არსებული ცნობებით, ბომბის შექმნასა და გამოცდაზე ამერიკული ბიუჯეტიდან დაახლოებით 400 მილიონი დოლარი დაიხარჯა. დღეს ამერიკის სტრატეგიული ავიაციის განკარგულებაში 20 ასეთი ბომბია.

ბომბის სიგრძე 6,2 მეტრია და ის 13600 კილოგრამს იწონის, საიდანაც 2500 კილოგრამი საბრძოლო ნაწილზე მოდის. მაღალი სიმტკიცის ფოლადისგან დამზადებული კორპუსის წყალობით, საბაზო მოდიფიკაციაში ბომბს აფეთქებამდე 8-დან 60 მ-მდე სისქის არმირებული ბეტონის (მისი სიმკვრივიდან გამომდინარე) ან კლდოვანი ქანების გარღვევა შუძლია. სამიზნეზე ბომბის დამიზნება თანამგზავრული სანავიგაციო სისტემით ხდება. არსებული ცნობებით, ერთი GBU-57 საშუალოდ 3,5 მილიონი აშშ დოლარი ღირს.

დღეისთვის GBU-57-ის გამოყენება მხოლოდ B-2A-ს ტიპის ბომბდამშენებს შეუძლიათ. სავარაუდოდ, ირანთან ურთიერთობის გაფუჭებისა და მოვლენების სამხედრო დაპირისპირებაში გადასვლის შემთხვევაში, თეირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშს სწორედ ამ ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით მიიტანენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა