მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შეერქვა გიორგი ყიფშიძეს გადამგდები
რატომ შეერქვა გიორგი ყიფშიძეს გადამგდები

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმე­ბა ად­ვი­ლი არაა. ის ყო­ველ­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია და მუდ­მი­ვად სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბა. ბოლო დროს რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ ფილმში გა­და­ი­ღეს და მარ­თლა ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. გა­სულ კვი­რას "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლის" პრე­მი­ე­რამ­დე რომ და­ვუ­რე­კე ინ­ტერ­ვი­უს­თვის და დამ­თან­ხმდა, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, თუმ­ცა სა­სა­უბ­როდ ბევ­რი დრო არ გვქო­ნია. ჯერ - ქე­იფ­ზე და მერე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლის" გახ­მო­ვა­ნე­ბა­ზე უნდა წა­სუ­ლი­ყო.

- გი­ორ­გი, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" რო­გორ აღ­მოჩ­ნდი?

- ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით. ვა­ნი­კო ჩემი შვი­ლის, ალექ­სან­დრეს ნათ­ლი­აა. ალექ­სან­დრეს კი­დევ ოთხი ნათ­ლია ჰყავს. ვა­ნი­კომ მი­თხრა, შენ­ზე ვთქვი, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, სე­რი­ალ­ში შე­მო­სუ­ლი­ყა­ვიო. რა­ტომ­ღაც სა­ნამ სე­რი­ალ­ში მი­ვი­დო­დი, ჩემ­ზე ცუდი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ. ვი­ღა­ცამ თქვა, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე გა­დამგდე­ბი­აო. ამის გამო არ მე­ძახ­დნენ. ასე­თი სა­ხე­ლი კი იმი­ტომ შე­მერ­ქვა, რომ "იმედ­ში" და "რუს­თა­ვი 2"-ში გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მი­ძა­ხეს რამ­დე­ნი­მე­ჯერ. გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა კი ჩემი საქ­მე არაა. წამ­ყვა­ნო­ბა­ზე უარი ვთქვი.

- თუმ­ცა "იმედ­ზე" მიგ­ყავ­და გა­და­ცე­მა "პო­კერ რინ­გი".

- სა­შინ­ლად რომ მიმ­ყავ­და, იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ არ მე­ხერ­ხე­ბა წამ­ყვა­ნო­ბა. რამ­დენ­ჯერ­მე და­მი­რე­კეს და გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა შე­მომ­თა­ვა­ზეს. თა­ვი­დან დავ­თან­ხმდი და ბოლო წუ­თას არ მი­ვე­დი. ამ არ­მის­ვლამ ის გა­ა­კე­თა, რომ გა­დამგდე­ბი ადა­მი­ა­ნი და­მერ­ქვა და არა­ვინ არ მე­ძახ­და. სა­ხე­ლი გა­მი­ფუჭ­და. ვა­ნი­კომ ჩემ­ზე უთხრა, გა­დამგდე­ბი არაა, ტიპს გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა არ ევა­სე­ბა, რა შუ­ა­შია სე­რი­ა­ლი და ფილ­მი, აქ უპ­რობ­ლე­მოდ მო­ვაო. ჯერ სე­რი­ალ­ში გა­მომ­ცა­დეს და მერე ფილმში და­მა­კა­ვეს. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას­თან მუ­შა­ო­ბა. დღეს­დღე­ო­ბით ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში არ­სე­ბო­ბენ ზაზა ურუ­შა­ძე და გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა. მე მეტი რე­ჟი­სო­რი არ ვიცი. ამას ჩემი გე­მოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვამ­ბობ. მარ­თლა არ ვიცი სხვა რე­ჟი­სო­რი, რო­მე­ლიც უფრო კარ­გად გად­მოს­ცემს სათ­ქმელს. გი­ორ­გი ძა­ლი­ან მაგ­რად მუ­შა­ობს მსა­ხი­ო­ბებ­თან.

- რო­გორც ვხვდე­ბი, არ გა­გი­ჭირ­და ვერსკის თა­მა­ში.

- ჩემ­თვის გა­მო­ი­გო­ნეს ძვე­ლი ბიჭი. ვერსკი, ანუ ვე­რე­ლი, "ბლატ­ნოი" ტიპი, ბევ­რი ფული რომ შე­ი­ტყა­პუ­ნა. ასეთ კლი­ენტს ძა­ლი­ან ბევ­რს ვიც­ნობ. 35 წლის ვარ. ახალ­გაზ­რდა რომ ვი­ყა­ვი, იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ ასე­თე­ბი. ახალ­გაზ­რდა ვარ ახ­ლაც. მინ­დო­და მეთ­ქვა, პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი-მეთ­ქი. ვერსკის­ნა­ი­რი ბევ­რი მახ­სოვს და მივ­ხვდი, რაც უნდა მე­თა­მა­შა. იმე­დი მაქვს, სე­რი­ა­ლი გაგ­რძელ­დე­ბა და მეც ვი­თა­მა­შებ. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. რა უნდა გა­და­გი­ხა­დონ იმ­დე­ნი, რომ მსა­ხი­ო­ბის შრო­მის კომ­პენ­სა­ცია მოხ­დეს. სუფ­თა სპორ­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სი მაქვს. იმე­დია, ხალ­ხსაც მო­ე­წო­ნე­ბა ვერსკი და პერ­სო­ნაჟს და­ტო­ვე­ბენ სე­რი­ალ­ში. თუ ასე არ მოხ­და, პერ­სო­ნა­ჟი წავა სე­რი­ა­ლი­დან. ასე ხომ ბევ­რჯერ მომ­ხდა­რა. ეს ნიშ­ნავს, რომ ხალ­ხს ის პერ­სო­ნა­ჟე­ბი არ მო­ე­წო­ნა.

- ე.ი. ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა არ გაქვს?

- ანა­ზღა­უ­რე­ბა არის, უბ­რა­ლოდ, იმის თქმა მინ­და, რომ ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში იმ­დე­ნად მი­ნი­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა გვაქვს, რომ სა­სა­ცი­ლოა. უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი რომ ვიყო, ჩემი საქ­მის გარ­და, სხვა საქ­მე უნდა ვა­კე­თო. გა­მო­რი­ცხუ­ლია, თავი ჩემი საქ­მით ვირ­ჩი­ნო. ახალს არა­ფერს ვამ­ბობ.

- რა ხდე­ბო­და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლის" გა­და­ღე­ბებ­ზე?

- ორა­სი კაცი ერთ რეს­ტო­რან­ში ექ­ვსი დღე ვი­ყა­ვით. ექ­ვსი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ორა­სი კა­ცის მო­თოკ­ვა წარ­მო­გიდ­გე­ნია, რა არის? ყვე­ლას რა­ღაც­ნა­ი­რად უნდა, რომ კადრში მოხ­ვდეს და თუ ვინ­მე კადრში არ ხვდე­ბა, ამ­ბობს, მე აქ "ვაფ­შე" რა­ტომ ვარო. ზოგი მი­დი­ო­და, ზოგი მო­დი­ო­და და იყო დიდი ამ­ბა­ვი. ტიპს რომ ეგო­ნა, ფილმში მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და 2-3 დღე და­კავ­დე­ბო­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ექ­ვსი დღე უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე. მთე­ლი დღე გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ყოფ­ნით და­ი­ტან­ჯა და და­ი­ღა­ლა. ტიპ­მა თქვა, თავი და­მა­ნე­ბე­თო და წა­ვი­და. ამა­სო­ბა­ში ის ტიპი კადრში იყო. გაჩ­ნდა პრობ­ლე­მა, მათ ად­გი­ლას რა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ვი­ღა­ცე­ბის­თვის აღ­მო­ჩე­ნა იყო, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა რთუ­ლია. მსა­ხი­ო­ბო­ბა რთუ­ლია. ისე ად­ვი­ლიც არაა, ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს რომ ჰგო­ნი­ათ. მარ­თლა ძა­ლი­ან და­ვი­ტან­ჯეთ. არ ვიცი, რამ­დე­ნი წუთი მოხ­ვდე­ბა იმ მა­სა­ლი­დან, რაც ექ­ვსი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქორ­წი­ლის­თვის გა­და­ვი­ღეთ, მაგ­რამ იმ დღე­ებ­ში ორას კაცს დედა მოგ­ვეხ­ნა. მა­გი­და­ზე იყო ბუ­ტა­ფო­რია საჭ­მე­ლი. იქ რომ ჭამა და­ე­წყოთ, კად­რი გა­ფუჭ­დე­ბო­და. არ გა­ინ­ძრეთ, თქვენს ად­გი­ლას ის­ხე­დი­თო, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. მა­გა­რი სი­გი­ჟე იყო.

- რო­გორც ანონსში ჩანს, ეს ქორ­წი­ლიც არ ჩა­ივ­ლის ჩხუ­ბის გა­რე­შე.

- ყვე­ლა ქორ­წილ­ში არის ჩხუ­ბი. არც ეს იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი. სა­შინ­ლად კარ­გი სცე­ნა­რის­ტი გვყავს, ქეთი დევ­და­რი­ა­ნი. ფან­ტას­ტი­კურ "შუტ­კებს" არ­ტყამს. ფილმში გა­ჩკას მეჯ­ვა­რეს, მაკა ძა­გა­ნი­ას ვეპ­რან­ჭე­ბი. მაკა კი ისეთ კლი­ენტს თა­მა­შობს, რომ­ლის­თვი­საც ვი­ღაც ვერსკის ბლა­ტა­ვი და "დღეს შენ ჩემი ხარ" არ­მო­სუ­ლი პონ­ტია. მა­კას მა­მი­ნაც­ვა­ლი მი­ხუ­რებს საქ­მეს და ჩხუ­ბი იწყე­ბა.

- გა­და­ღე­ბებ­ზე რამე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შე­გემ­თხვა?

- შუა გა­და­ღე­ბე­ბის დროს და­მი­რე­კა ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა. რუ­სე­ბი ძა­ლი­ან მა­გარ თორ­მეტ­სე­რი­ი­ან ფილ­მს იღე­ბენ, უნდა მოხ­ვი­დე, სკა­ი­პით უნდა ჩა­ერ­თო და კას­ტინ­გი გა­ი­ა­როო. თან მე­უბ­ნე­ბა, თუ არ მოხ­ვალ, ფუ­ლის პონ­ტში ძა­ლი­ან ბევ­რს კარ­გა­ვო. გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას ვკი­თხე, რამე სცე­ნა­ში უნდა გა­და­მი­ღო-მეთ­ქი? და არა, უბ­რა­ლოდ, ბექგ­რა­უნდში სულ შენ ჩან­ხა­რო. ძა­ლი­ან ვთხო­ვე, გა­ვეშ­ვი. პი­რო­ბა მი­ვე­ცი, ერთ სა­ათ­ში მო­ვალ-მეთ­ქი და საათ-ნა­ხე­ვარ­ში მი­ვე­დი. დი­დუ­ბი­დან ვა­კე­ში გა­მოვ­გა­ზე. თან არც მარ­თვის მოწ­მო­ბა მაქვს, რომ და­ვე­ჭი­რე, დარ­ხე­უ­ლი მქონ­და. მივ­ვარ­დი სტუ­დი­ა­ში. ორ წუთ­ში გა­ვი­ა­რე რე­პე­ტი­ცია და სკა­ი­პით ჩა­ვერ­თე. ეკამ მი­თხრა, კარ­გი იყა­ვი და ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან შენ მო­ე­წო­ნეო. ჯერ არ ვიცი, როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვარ თუ არა, მაგ­რამ თუ და­მამ­ტკი­ცე­ბენ, (მა­გი­და­ზე სამ­ჯერ აკა­კუ­ნებს), ტაშ­კენ­ტში მექ­ნე­ბა გა­და­ღე­ბე­ბი და წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა მა­გა­რი იქ­ნე­ბა.

ფილ­მი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ზეა. ისე­თი­ვე პერ­სო­ნა­ჟი უნდა ვიყო, რა­საც "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ვთა­მა­შობ. ოღონდ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი ტიპი ვარ. იქ უნდა უნდა ვი­თა­მა­შო ვერსკის­ნა­ი­რი ტიპი დაღ­ვი­ნე­ბამ­დე. ანუ ზუს­ტად ვიცი, რა­ზეც მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან სცე­ნა­რის­ტე­ბი და რა ტიპი უნდა ვი­თა­მა­შო. იმე­დია, გა­მი­მარ­თლებს და ვიქ­ნე­ბი "გრუ­ზი­ნი", რო­მელ­საც რუ­სეთ­ში ბიზ­ნე­სი ჰქონ­და 90-იან წლებ­ში. ძა­ლი­ან და­მე­ვა­სა სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც გუ­ლა­მო­ვარ­დნილ­მა წა­ვი­კი­თხე და უკან გა­და­ღე­ბებ­ზე გა­მოვ­ვარ­დი. ჩა­მაც­ვეს ისევ ჩოხა და გა­და­ღე­ბა და­ვი­წყეთ. ასე­თი სი­გი­ჟე და­მე­მარ­თა. ასე­თი რამე, რო­გორც წესი, არ ხდე­ბა ხოლ­მე. თუ გა­და­ღე­ბებ­ზე მე­ო­რე საქ­მე გა­მო­გიჩ­ნდე­ბა, არა­ვინ გიშ­ვებს და გი­ორ­გიმ მაგ­რად მი­ჯიგ­რა და გა­მიშ­ვა. ღმერ­თო, ნე­ტავ, მაგ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცონ და იმ­დენ ინ­ტერ­ვი­უს მოგ­ცემ, შე­იძ­ლე­ბა ამ­ბობ­დე, აღარ მინ­და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უო.

- კარ­გი, გა­გახ­სე­ნებ და­ნა­პი­რებს. ბოლო დროს აქ­ტი­უ­რად ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თულ ფილ­მებ­ში. "ცელქ ბავ­შვებ­ში" მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა...

- ფილმში ვთა­მა­შობ "ზლა­დე­ის", ძა­ლი­ან ცუდ ადა­მი­ანს. რო­გორც "მარ­ტო სახ­ლში", "ცელქ ბავ­შვებ­შიც" ორი ბო­როტ­მოქ­მე­დია, რომ­ლებ­საც რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი და ნიკა გრი­გო­ლია ასა­ხი­ე­რე­ბენ. კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი ვარ და და­ვუკ­ვეთ, რომ მე­და­ლი­ო­ნი მო­ი­პა­რონ. ამა­ზეა აწყო­ბი­ლი სა­კა­ი­ფო სა­ა­ხალ­წლო ფილ­მი, რო­მე­ლიც კარგ გან­წყო­ბა­ზე და­გა­ყე­ნებს.

- რო­გორც ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე მი­თხა­რი, ფილ­მის პრე­მი­ე­რით კმა­ყო­ფი­ლი არ ხარ.

- ფილ­მი რამ­დე­ნი­მე ფა­ი­ლად გა­დას­ცეს კი­ნო­თე­ატრს. ვერ მო­ეს­წრო ბო­ლომ­დე დამ­თავ­რე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ არას­რულ­ყო­ფი­ლად გა­ვი­და ეკ­რან­ზე. ხმა ცუ­დად ის­მო­და. გავ­გიჟ­დი, რომ ვუ­ყუ­რებ­დი. რა­ღა­ცე­ბი არე­უ­ლი იყო. სა­მარ­ცხვი­ნო იყო. მინ­და, ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ ეს არა რე­ჟი­სო­რის, ზურა მენ­თე­შაშ­ვი­ლის, არა­მედ კი­ნო­თე­ატ­რის ბრა­ლი იყო. იმის გამო, რომ ფილ­მის პრე­მი­ე­რა 27 დე­კემ­ბერს ყო­ფი­ლი­ყო, ფილ­მის შავი მა­სა­ლა არ უნდა გა­ეშ­ვათ. იდე­ა­ში ფილ­მი რო­გო­რიც უნდა იყოს, ძა­ლი­ან კარ­გია. ვა­პი­რებთ კი­დევ ერთი ფილ­მის გა­და­ღე­ბას, ოღონდ ზღაპ­რის. მსოფ­ლიო ზღაპ­რე­ბის რე­მიქ­სი იქ­ნე­ბა. სცე­ნა­რი უკვე წა­კი­თხუ­ლი მაქვს. სა­კა­ი­ფოა და სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­ტში და­ვი­წყებთ გა­და­ღე­ბებს იმა­ვე რე­ჟი­სორ­თან.

- ზღა­პარ­ში რა როლი გექ­ნე­ბა?

- იქაც "ზლა­დეი" ვიქ­ნე­ბი.

- სულ "ზლა­დე­ის" რო­­ლებს რა­ტომ გაძ­ლე­ვენ?

- ძა­ლი­ან კარ­გი და სა­კა­ი­ფო რო­ლია. "ზლა­დეი" იქ­ნე­ბი თუ არა, ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ასე­თი როლი უფრო სა­ინ­ტე­რე­სო სა­თა­მა­შოა. მთა­ვა­რია, ცხოვ­რე­ბა­ში არ იყო "ზლა­დეი".

- პა­ტა­რა ალექ­სა­ნდრე უკვე რამ­დე­ნი­მე თვი­საა. მა­სთან დიდი დრო­ის გა­ტა­რე­ბას ახ­ერ­ხებ?

- სახ­ლში რომ მივ­დი­ვარ, პირ­ვე­ლი, რა­საც ვა­კე­თებ ისაა, რომ ალექ­სან­დრეს ვა­ბურ­თა­ვებ. ბოლო ერთი თვეა, რაც სა­ბურ­თაო გახ­და და მაგ­რად ვხა­ლი­სობ მას­თან თა­მა­შით. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ვინ­მეა. მეც და ანიც შავ­ტუ­ხე­ბი ვართ. ბავ­შვი გა­ი­ჩი­თა სა­შინ­ლად ქერა. ფე­რე­ბით აშ­კა­რად დე­და­ჩემს ჰგავს, გა­რეგ­ნუ­ლად ანის მა­მას ჰგავს ძა­ლი­ან. ანის მა­მას აქვს დიდი თვა­ლე­ბი. ალექ­სან­დრეს დიდი კი არა, უზარ­მა­ზა­რი თვა­ლე­ბი აქვს. ბავ­შვს რომ შე­ხე­დავ, ხომ შე­გიძ­ლია თქვა, ვაა, რა საყ­ვა­რე­ლი­აო. ამას რომ შე­ხე­დავ, ეგ­რე­ვე ამ­ბობ, ვაა, რამ­ხე­ლა თვა­ლე­ბი აქ­ვსო.

- ალ­ბათ უკვე გცნობს.

- იმე­დი მაქვს. ეგღა მაკ­ლია, ვერ მიც­ნოს (იცი­ნის).

- ანის ეხ­მა­რე­ბი ბავ­შვის მოვ­ლა­ში?

- როცა დრო მაქვს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვეხ­მა­რე­ბი. ძი­რი­თა­დად მე ვა­სე­ირ­ნებ ხოლ­მე.

- ალექ­სან­დრეს და, რო­გორც ვიცი, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ძმის დაბა­დე­ბით.

- რა თქმა უნდა, ნა­ტა­ლია გა­ხარ­ე­ბუ­ლია, მაგ­რამ ეჭ­ვი­ა­ნობს. როცა ალექ­სან­დრეს ავიყ­ვან ხოლ­მე ხელ­ში, მა­შინ­ვე - მა­მი­კო, მა­მი­კოო, მე­ფე­რე­ბა. დაზე ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მო­მენ­ტი მეც მქო­ნია. ჩემი და რომ გაჩ­ნდა, რო­გორც მიყ­ვე­ბი­ან, წი­თელ ზურგჩან­თა­ში ჩა­ვა­ლა­გე არა­ჟა­ნი და ნა­ხე­ვა­რი პური და სახ­ლი­დან წა­ვე­დი. მა­შინ ოთხი წლის ვი­ყა­ვი.

- სად მი­დი­ო­დი?

- არ ვიცი. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, სად წა­ვი­დო­დი. მთა­ვა­რი იყო, სახ­ლი­დან გავ­სუ­ლი­ყა­ვი. ქუ­ჩა­ზე რომ გა­დავ­დი­ო­დი, მა­მა­ჩემს მა­შინ და­ვუ­ჭე­რი­ვარ. ჩემი სურ­ვი­ლით რომ ვერ წა­მო­მიყ­ვა­ნა, ხელ­ში ავუყ­ვა­ნი­ვარ, მე კი თურ­მე ფე­ხებს ისე ვა­მოძ­რა­ვებ­დი, რომ იდე­ა­ში ისევ გამ­წა­რე­ბუ­ლი მივ­დი­ო­დი.

- მერე მა­ლე­ვე და­მე­გობ­რდით შენ და ლე­ნუ­კა?

- რა თქმა უნდა. მერე გა­მი­ა­რა ეჭ­ვი­ა­ნო­ბამ. ლე­ნუ­კა რომ გა­ი­ზარ­და, ხან­და­ხან კი ვკა­მა­თობ­დით, მაგ­რამ მის გამო სახ­ლი­დან აღარ წავ­სულ­ვარ.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რატომ შეერქვა გიორგი ყიფშიძეს გადამგდები

რატომ შეერქვა გიორგი ყიფშიძეს გადამგდები

გიორგი ყიფშიძის ინტერვიუზე დათანხმება ადვილი არაა. ის ყოველთვის დაკავებულია და მუდმივად სადღაც ეჩქარება. ბოლო დროს რამდენიმე ქართულ ფილმში გადაიღეს და მართლა ძალიან დაკავებული იყო. გასულ კვირას "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" პრემიერამდე რომ დავურეკე ინტერვიუსთვის და დამთანხმდა, ძალიან გამიკვირდა, თუმცა სასაუბროდ ბევრი დრო არ გვქონია. ჯერ - ქეიფზე და მერე "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" გახმოვანებაზე უნდა წასულიყო.

-  გიორგი, "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ აღმოჩნდი?

-  ვანიკო თარხნიშვილის წყალობით. ვანიკო ჩემი შვილის, ალექსანდრეს ნათლიაა. ალექსანდრეს კიდევ ოთხი ნათლია ჰყავს. ვანიკომ მითხრა, შენზე ვთქვი, კარგი იქნებოდა, სერიალში შემოსულიყავიო. რატომღაც სანამ სერიალში მივიდოდი, ჩემზე ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ. ვიღაცამ თქვა, გიორგი ყიფშიძე გადამგდებიაო. ამის გამო არ მეძახდნენ. ასეთი სახელი კი იმიტომ შემერქვა, რომ "იმედში" და "რუსთავი 2"-ში გადაცემის წაყვანასთან დაკავშირებით დამიძახეს რამდენიმეჯერ. გადაცემის წაყვანა კი ჩემი საქმე არაა. წამყვანობაზე უარი ვთქვი.

-  თუმცა "იმედზე" მიგყავდა გადაცემა "პოკერ რინგი".

-  საშინლად რომ მიმყავდა, იმიტომ ვამბობ, რომ არ მეხერხება წამყვანობა. რამდენჯერმე დამირეკეს და გადაცემის წაყვანა შემომთავაზეს. თავიდან დავთანხმდი და ბოლო წუთას არ მივედი. ამ არმისვლამ ის გააკეთა, რომ გადამგდები ადამიანი დამერქვა და არავინ არ მეძახდა. სახელი გამიფუჭდა. ვანიკომ ჩემზე უთხრა, გადამგდები არაა, ტიპს გადაცემის წაყვანა არ ევასება, რა შუაშია სერიალი და ფილმი, აქ უპრობლემოდ მოვაო. ჯერ სერიალში გამომცადეს და მერე ფილმში დამაკავეს. ძალიან მომეწონა გიორგი ლიფონავასთან მუშაობა. დღესდღეობით ქართულ კინემატოგრაფში არსებობენ ზაზა ურუშაძე და გიორგი ლიფონავა. მე მეტი რეჟისორი არ ვიცი. ამას ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე ვამბობ. მართლა არ ვიცი სხვა რეჟისორი, რომელიც უფრო კარგად გადმოსცემს სათქმელს. გიორგი ძალიან მაგრად მუშაობს მსახიობებთან.

-  როგორც ვხვდები, არ გაგიჭირდა ვერსკის თამაში.

-  ჩემთვის გამოიგონეს ძველი ბიჭი. ვერსკი, ანუ ვერელი, "ბლატნოი" ტიპი, ბევრი ფული რომ შეიტყაპუნა. ასეთ კლიენტს ძალიან ბევრს ვიცნობ. 35 წლის ვარ. ახალგაზრდა რომ ვიყავი, იმ პერიოდში ძალიან აქტუალურები იყვნენ ასეთები. ახალგაზრდა ვარ ახლაც. მინდოდა მეთქვა, პატარა რომ ვიყავი-მეთქი. ვერსკისნაირი ბევრი მახსოვს და მივხვდი, რაც უნდა მეთამაშა. იმედი მაქვს, სერიალი გაგრძელდება და მეც ვითამაშებ. ჩემი პერსონაჟი ძალიან მომეწონა. რა უნდა გადაგიხადონ იმდენი, რომ მსახიობის შრომის კომპენსაცია მოხდეს. სუფთა სპორტული ინტერესი მაქვს. იმედია, ხალხსაც მოეწონება ვერსკი და პერსონაჟს დატოვებენ სერიალში. თუ ასე არ მოხდა, პერსონაჟი წავა სერიალიდან. ასე ხომ ბევრჯერ მომხდარა. ეს ნიშნავს, რომ ხალხს ის პერსონაჟები არ მოეწონა.

-  ე.ი. ამ ეტაპზე არანაირი ანაზღაურება არ გაქვს?

-  ანაზღაურება არის, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს პროფესიაში იმდენად მინიმალური ანაზღაურება გვაქვს, რომ სასაცილოა. უზრუნველყოფილი რომ ვიყო, ჩემი საქმის გარდა, სხვა საქმე უნდა ვაკეთო. გამორიცხულია, თავი ჩემი საქმით ვირჩინო. ახალს არაფერს ვამბობ.

-  რა ხდებოდა "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" გადაღებებზე?

-  ორასი კაცი ერთ რესტორანში ექვსი დღე ვიყავით. ექვსი დღის განმავლობაში ორასი კაცის მოთოკვა წარმოგიდგენია, რა არის? ყველას რაღაცნაირად უნდა, რომ კადრში მოხვდეს და თუ ვინმე კადრში არ ხვდება, ამბობს, მე აქ "ვაფშე" რატომ ვარო. ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა და იყო დიდი ამბავი. ტიპს რომ ეგონა, ფილმში მიიღებდა მონაწილეობას და 2-3 დღე დაკავდებოდა, აღმოჩნდა, რომ ექვსი დღე უნდა ყოფილიყო გადასაღებ მოედანზე. მთელი დღე გადასაღებ მოედანზე ყოფნით დაიტანჯა და დაიღალა. ტიპმა თქვა, თავი დამანებეთო და წავიდა. ამასობაში ის ტიპი კადრში იყო. გაჩნდა პრობლემა, მათ ადგილას რა გაეკეთებინათ. ვიღაცებისთვის აღმოჩენა იყო, რომ მსახიობობა რთულია. მსახიობობა რთულია. ისე ადვილიც არაა, ვიღაც-ვიღაცებს რომ ჰგონიათ. მართლა ძალიან დავიტანჯეთ. არ ვიცი, რამდენი წუთი მოხვდება იმ მასალიდან, რაც ექვსი დღის განმავლობაში ქორწილისთვის გადავიღეთ, მაგრამ იმ დღეებში ორას კაცს დედა მოგვეხნა. მაგიდაზე იყო ბუტაფორია საჭმელი. იქ რომ ჭამა დაეწყოთ, კადრი გაფუჭდებოდა. არ გაინძრეთ, თქვენს ადგილას ისხედითო, გვეუბნებოდნენ. მაგარი სიგიჟე იყო.

-  როგორც ანონსში ჩანს, ეს ქორწილიც არ ჩაივლის ჩხუბის გარეშე.

-  ყველა ქორწილში არის ჩხუბი. არც ეს იქნება გამონაკლისი. საშინლად კარგი სცენარისტი გვყავს, ქეთი დევდარიანი. ფანტასტიკურ "შუტკებს" არტყამს. ფილმში გაჩკას მეჯვარეს, მაკა ძაგანიას ვეპრანჭები. მაკა კი ისეთ კლიენტს თამაშობს, რომლისთვისაც ვიღაც ვერსკის ბლატავი და "დღეს შენ ჩემი ხარ" არმოსული პონტია. მაკას მამინაცვალი მიხურებს საქმეს და ჩხუბი იწყება.

-  გადაღებებზე რამე გაუთვალისწინებელი შეგემთხვა?

-  შუა გადაღებების დროს დამირეკა ეკა ანდრონიკაშვილმა. რუსები ძალიან მაგარ თორმეტსერიიან ფილმს იღებენ, უნდა მოხვიდე, სკაიპით უნდა ჩაერთო და კასტინგი გაიაროო. თან მეუბნება, თუ არ მოხვალ, ფულის პონტში ძალიან ბევრს კარგავო. გიორგი ლიფონავას ვკითხე, რამე სცენაში უნდა გადამიღო-მეთქი? და არა, უბრალოდ, ბექგრაუნდში სულ შენ ჩანხარო. ძალიან ვთხოვე, გავეშვი. პირობა მივეცი, ერთ საათში მოვალ-მეთქი და საათ-ნახევარში მივედი. დიდუბიდან ვაკეში გამოვგაზე. თან არც მართვის მოწმობა მაქვს, რომ დავეჭირე, დარხეული მქონდა. მივვარდი სტუდიაში. ორ წუთში გავიარე რეპეტიცია და სკაიპით ჩავერთე. ეკამ მითხრა, კარგი იყავი და ყველაზე ძალიან შენ მოეწონეო. ჯერ არ ვიცი, როლზე დამტკიცებული ვარ თუ არა, მაგრამ თუ დამამტკიცებენ, (მაგიდაზე სამჯერ აკაკუნებს), ტაშკენტში მექნება გადაღებები და წარმომიდგენია, რა მაგარი იქნება.

ფილმი გასული საუკუნის 90-იან წლებზეა. ისეთივე პერსონაჟი უნდა ვიყო, რასაც "ჩემი ცოლის დაქალებში" ვთამაშობ. ოღონდ "ჩემი ცოლის დაქალებში" დაღვინებული ტიპი ვარ. იქ უნდა უნდა ვითამაშო ვერსკისნაირი ტიპი დაღვინებამდე. ანუ ზუსტად ვიცი, რაზეც მელაპარაკებიან სცენარისტები და რა ტიპი უნდა ვითამაშო. იმედია, გამიმართლებს და ვიქნები "გრუზინი", რომელსაც რუსეთში ბიზნესი ჰქონდა 90-იან წლებში. ძალიან დამევასა სცენარი, რომელიც გულამოვარდნილმა წავიკითხე და უკან გადაღებებზე გამოვვარდი. ჩამაცვეს ისევ ჩოხა და გადაღება დავიწყეთ. ასეთი სიგიჟე დამემართა. ასეთი რამე, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე. თუ გადაღებებზე მეორე საქმე გამოგიჩნდება, არავინ გიშვებს და გიორგიმ მაგრად მიჯიგრა და გამიშვა. ღმერთო, ნეტავ, მაგ როლზე დამამტკიცონ და იმდენ ინტერვიუს მოგცემ, შეიძლება ამბობდე, აღარ მინდა გიორგი ყიფშიძესთან ინტერვიუო.

-  კარგი, გაგახსენებ დანაპირებს. ბოლო დროს აქტიურად ხარ დაკავებული ქართულ ფილმებში. "ცელქ ბავშვებში" მიიღე მონაწილეობა...

-  ფილმში ვთამაშობ "ზლადეის", ძალიან ცუდ ადამიანს. როგორც "მარტო სახლში", "ცელქ ბავშვებშიც" ორი ბოროტმოქმედია, რომლებსაც რუსკა მაყაშვილი და ნიკა გრიგოლია ასახიერებენ. კოლექციონერი ვარ და დავუკვეთ, რომ მედალიონი მოიპარონ. ამაზეა აწყობილი საკაიფო საახალწლო ფილმი, რომელიც კარგ განწყობაზე დაგაყენებს.

-  როგორც ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, ფილმის პრემიერით კმაყოფილი არ ხარ.

-  ფილმი რამდენიმე ფაილად გადასცეს კინოთეატრს. ვერ მოესწრო ბოლომდე დამთავრება და საბოლოოდ არასრულყოფილად გავიდა ეკრანზე. ხმა ცუდად ისმოდა. გავგიჟდი, რომ ვუყურებდი. რაღაცები არეული იყო. სამარცხვინო იყო. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არა რეჟისორის, ზურა მენთეშაშვილის, არამედ კინოთეატრის ბრალი იყო. იმის გამო, რომ ფილმის პრემიერა 27 დეკემბერს ყოფილიყო, ფილმის შავი მასალა არ უნდა გაეშვათ. იდეაში ფილმი როგორიც უნდა იყოს, ძალიან კარგია. ვაპირებთ კიდევ ერთი ფილმის გადაღებას, ოღონდ ზღაპრის. მსოფლიო ზღაპრების რემიქსი იქნება. სცენარი უკვე წაკითხული მაქვს. საკაიფოა და სავარაუდოდ, მარტში დავიწყებთ გადაღებებს იმავე რეჟისორთან.

-  ზღაპარში რა როლი გექნება?

-  იქაც "ზლადეი" ვიქნები.

-  სულ "ზლადეის" რო­­ლებს რატომ გაძლევენ?

-  ძალიან კარგი და საკაიფო როლია. "ზლადეი" იქნები თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი როლი უფრო საინტერესო სათამაშოა. მთავარია, ცხოვრებაში არ იყო "ზლადეი".

-  პატარა ალექსა­ნდრე უკვე რამდენიმე თვისაა. მა­სთან დიდი დროის გატარებას ახ­ერხებ?

-  სახლში რომ მივდივარ, პირველი, რასაც ვაკეთებ ისაა, რომ ალექსანდრეს ვაბურთავებ. ბოლო ერთი თვეა, რაც საბურთაო გახდა და მაგრად ვხალისობ მასთან თამაშით. ძალიან საყვარელი ვინმეა. მეც და ანიც შავტუხები ვართ. ბავშვი გაიჩითა საშინლად ქერა. ფერებით აშკარად დედაჩემს ჰგავს, გარეგნულად ანის მამას ჰგავს ძალიან. ანის მამას აქვს დიდი თვალები. ალექსანდრეს დიდი კი არა, უზარმაზარი თვალები აქვს. ბავშვს რომ შეხედავ, ხომ შეგიძლია თქვა, ვაა, რა საყვარელიაო. ამას რომ შეხედავ, ეგრევე ამბობ, ვაა, რამხელა თვალები აქვსო.

-  ალბათ უკვე გცნობს.

-  იმედი მაქვს. ეგღა მაკლია, ვერ მიცნოს (იცინის).

-  ანის ეხმარები ბავშვის მოვლაში?

-  როცა დრო მაქვს, რასაკვირველია, ვეხმარები. ძირითადად მე ვასეირნებ ხოლმე.

-  ალექსანდრეს და, როგორც ვიცი, აღფრთოვანებულია ძმის დაბა­დებით.

-  რა თქმა უნდა, ნატალია გახარ­ე­ბულია, მაგრამ ეჭვიანობს. როცა ალექსანდრეს ავიყვან ხოლმე ხელში, მაშინვე - მამიკო, მამიკოო, მეფერება. დაზე ეჭვიანობის მომენტი მეც მქონია. ჩემი და რომ გაჩნდა, როგორც მიყვებიან, წითელ ზურგჩანთაში ჩავალაგე არაჟანი და ნახევარი პური და სახლიდან წავედი. მაშინ ოთხი წლის ვიყავი.

-  სად მიდიოდი?

-  არ ვიცი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად წავიდოდი. მთავარი იყო, სახლიდან გავსულიყავი. ქუჩაზე რომ გადავდიოდი, მამაჩემს მაშინ დავუჭერივარ. ჩემი სურვილით რომ ვერ წამომიყვანა, ხელში ავუყვანივარ, მე კი თურმე ფეხებს ისე ვამოძრავებდი, რომ იდეაში ისევ გამწარებული მივდიოდი.

-  მერე მალევე დამეგობრდით შენ და ლენუკა?

-  რა თქმა უნდა. მერე გამიარა ეჭვიანობამ. ლენუკა რომ გაიზარდა, ხანდახან კი ვკამათობდით, მაგრამ მის გამო სახლიდან აღარ წავსულვარ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება