საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ მრავლდებიან ქართველები საქართველოში?
რატომ ვერ მრავლდებიან ქართველები საქართველოში?

ინი­ცი­ა­ტი­ვამ, რომ პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან მშო­ბი­ა­რო­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ფენა და­ა­ინ­ტე­რე­სა. ით­ქვა, რომ მშო­ბი­ა­რო­ბის თან­ხას ერ­თი­ა­ნი სა­და­ზღვე­ვო ფონ­დი და­ფა­რავს, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვლი­დან ამუ­შავ­დე­ბა და თუ აქამ­დე სა­ხელ­მწი­ფო მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ქალ­თა მშო­ბი­ა­რო­ბას აფი­ნან­სებ­და, 1-ლი ივ­ლი­სი­დან და­ფი­ნან­სე­ბა სა­ყო­ველ­თაო გახ­დე­ბა. შეც­ვლის კი მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ უმწვა­ვეს დე­მოგ­რა­ფი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ას - ამ სა­კი­თხზე დე­მოგ­რა­ფი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ან­ზორ სახ­ვა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ბოლო წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა და პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დაღი და­ას­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოგ­რა­ფი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას. მა­გა­ლი­თად, თუ 1990 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 92 815 ბავ­შვი და­ი­ბა­და, 2011 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით ეს რი­ცხვი 58 015-მდე შემ­ცირ­და. 2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ ხელთ არ გვაქვს, მაგ­რამ შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბა თვალ­ში სა­ცე­მია. 2003 წელს შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თით­ქმის მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვი­და - 46 ათა­სის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობ­და. შემ­დგომ წლებ­ში კი ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ჩვი­ლე­ბის რი­ცხვმა კვლავ მო­ი­მა­ტა და 2009 წლი­სათ­ვის პიკს მი­აღ­წია - გა­ი­ზარ­და 63 377-მდე. ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობ­და, რომ შო­ბა­დო­ბის ზრდა­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნა აქ­ცენ­ტი, რო­მე­ლიც 2003 წლი­დან 2009 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო არა შო­ბა­დო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის ზრდით, არა­მედ სხვა ფაქ­ტო­რის ზე­გავ­ლე­ნით: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 1990-იან წლე­ბამ­დე და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი სწო­რედ ახლა შე­დი­ან ფერ­ტი­ლურ ასაკ­ში, ანუ იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 1980-იან წლებ­ში და­ი­ბად­ნენ, დღეს თვი­თონ გვევ­ლი­ნე­ბი­ან მშობ­ლე­ბად. სამ­წუ­ხა­როდ, მათ სულ მალე შეც­ვლის შემ­დგომ წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი თა­ო­ბა, რაც შო­ბა­დო­ბის დო­ნის მკვეთრ შემ­ცი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლომ ემიგ­რან­ტე­ბის სა­ხით ისე­დაც და­კარ­გა მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შო­ბა­დო­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა­სა და ქვეყ­ნის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შე­უ­წყო­ბენ ხელს.

- ბა­ტო­ნო ან­ზორ, კონ­კრე­ტუ­ლად რა ღო­ნის­ძი­ე­ბებს გუ­ლის­ხმობთ?

- მი­სა­სალ­მე­ბე­ლია მთავ­რო­ბის ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ 2013 წლის 1-ლი ივ­ლი­სი­დან ყვე­ლა მშო­ბი­ა­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნანსდე­ბა, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­უქ­მე­ბაც, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვინც მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო თავს იკა­ვებს ბავ­შვის გა­ჩე­ნი­სა­გან. ამ­გვარ ღო­ნი­ძი­ე­ბებს შე­იძ­ლე­ბა მი­ვე­სალ­მოთ, თუმ­ცა მარ­ტო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა სა­სურ­ველ ნა­ყოფს ვერ გა­მო­ი­ღებს.

- რა­ტომ?

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ისე­თი პრობ­ლე­მა, რო­გო­რიც არის ერთ წლამ­დე ბავ­შვთა გარ­დაც­ვა­ლე­ბა. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ამო­ცა­ნაა ის, რომ ჩვი­ლე­ბი აღარ კვდე­ბოდ­ნენ. მოდი, კვლავ გა­დავ­ხე­დოთ სტა­ტის­ტი­კას: 2005 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 916 ერთ წლამ­დე ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა, 2011 წელს კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 703-მდე შემ­ცირ­და, თუმ­ცა ესეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გია. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც იმოქ­მე­დებს, სა­ჭი­როა ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ჩვილ ბავ­შვთა გარ­დაც­ვა­ლე­ბის დო­ნეს შე­ამ­ცი­რებს. საკ­მა­ოდ "შთამ­ბეჭ­და­ვი" ციფ­რე­ბი გვაქვს მკვდრად­შო­ბა­დო­ბის მი­ხედ­ვი­თაც. მა­გა­ლი­თად: 2011 წელს ქვე­ყა­ნა­ში 563 გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვი და­ი­ბა­და. ამი­ტომ, მხო­ლოდ ის, რომ მშო­ბი­ა­რო­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა, პრობ­ლე­მას ვერ გა­და­წყვეტს, რად­გან ქალს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა სჭირ­დე­ბა მშო­ბი­ა­რო­ბამ­დეც და მის შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც. შო­ბა­დო­ბა კომ­პლექ­სუ­რი პრობ­ლე­მაა და ის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან. სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა ხელს შე­უ­წყობს შო­ბა­დო­ბის მა­ტე­ბა­საც და მკვდრად­შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბა­საც. რო­გორ­მე უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც შე­ნარ­ჩუნ­დეს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად არის. მხო­ლოდ სწო­რი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­მნას, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა აღარ შემ­ცირ­დეს.

- ბა­ტო­ნო ან­ზორ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შოა გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის პროგ­ნო­ზი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა.

- დიახ, ეს პროგ­ნო­ზი ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა, რად­გან 2050 წლი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა 3 მი­ლი­ო­ნამ­დე შემ­ცირ­დეს. თა­ნაც, რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა მათ­გან ქარ­თვე­ლი და რამ­დე­ნი - სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, არ ვი­ცით, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ ჭრილ­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის რე­გის­ტრი­რე­ბა, რაც არ­თუ­ლებს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის გან­სა­ზღვრას. სხვა­თა შო­რის, შო­ბა­დო­ბის კლე­ბის ტენ­დენ­ცია მარ­ტო ჩვენ­თან კი არა, მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა. რა­ტომ? - ადრე ადა­მი­ა­ნი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გორც სა­მუ­შაო ძალა და ოჯა­ხიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო, ბევ­რი ბავ­შვი ჰყო­ლო­და, დღეს ბევ­რი შვი­ლის ყოლა, ასე ვთქვათ, არა­რენ­ტა­ბე­ლუ­რია. რა­ტომ გა­ა­ჩენს დედა ბავ­შვს, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში უმუ­შევ­რო­ბი­სა და უსახ­სრო­ბი­სათ­ვის არის გან­წი­რუ­ლი? ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სტი­მუ­ლი, მშო­ბელს ბავ­შვის გა­ჩე­ნის სურ­ვი­ლი რომ გა­უჩ­ნდეს. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარგ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს შვი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან მო­სახ­ლე­ო­ბის სა­პენ­სიო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიბ­მა. მა­გა­ლი­თად, თუ ადა­მი­ანს ეცო­დი­ნე­ბა, რომ მისი პენ­სია და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შვი­ლე­ბის რი­ცხვზე, სტი­მუ­ლი მი­ე­ცე­მა, უფრო მეტი ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნოს და თუ შვი­ლე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან, ხელ­ფა­სი­დან გა­და­უ­რი­ცხონ მშო­ბელს გარ­კვე­უ­ლი თან­ხა, ეს ბევ­რს გა­უ­ჩენს მო­ტი­ვა­ცი­ას, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი შვი­ლი იყო­ლი­ოს. მხო­ლოდ მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბით შევ­ძლებთ ჩვე­ნი ერი გა­და­შე­ნე­ბას გა­და­ვარ­ჩი­ნოთ.

ბა­ტონ­მა ან­ზორ სახ­ვა­ძემ მოგ­ვა­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, კერ­ძოდ - მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხვი, ასე­ვე, ცო­ცხლად და­ბა­დე­ბულ, 1 წლამ­დე გარ­დაც­ვლილ და მკვდრად­შო­ბილ ბავ­შვთა რი­ცხვი:

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რატომ ვერ მრავლდებიან ქართველები საქართველოში?

რატომ ვერ მრავლდებიან ქართველები საქართველოში?

ინიციატივამ, რომ პირველი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება, ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენა დააინტერესა. ითქვა, რომ მშობიარობის თანხას ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს, რომელიც თებერვლიდან ამუშავდება და თუ აქამდე სახელმწიფო მხოლოდ სოციალურად დაუცველ ქალთა მშობიარობას აფინანსებდა, 1-ლი ივლისიდან დაფინანსება საყოველთაო გახდება. შეცვლის კი მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ უმწვავეს დემოგრაფიულ სიტუაციას - ამ საკითხზე დემოგრაფი, ასოცირებული პროფესორი ანზორ სახვაძე გვესაუბრება:

- ბოლო წლებში ქვეყანაში დატრიალებულმა სოციალურმა და პოლიტიკურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას. მაგალითად, თუ 1990 წელს საქართველოში 92 815 ბავშვი დაიბადა, 2011 წლის მონაცემებით ეს რიცხვი 58 015-მდე შემცირდა. 2012 წლის მონაცემები ჯერ ხელთ არ გვაქვს, მაგრამ შობადობის შემცირება თვალში საცემია. 2003 წელს შობადობის მაჩვენებელი თითქმის მინიმუმამდე დავიდა - 46 ათასის ფარგლებში მერყეობდა. შემდგომ წლებში კი ახალდაბადებული ჩვილების რიცხვმა კვლავ მოიმატა და 2009 წლისათვის პიკს მიაღწია - გაიზარდა 63 377-მდე. ძველი ხელისუფლება ცდილობდა, რომ შობადობის ზრდაზე გაეკეთებინა აქცენტი, რომელიც 2003 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში შეინიშნებოდა, თუმცა ეს გამოწვეული იყო არა შობადობის ინტენსივობის ზრდით, არამედ სხვა ფაქტორის ზეგავლენით: მოგეხსენებათ, 1990-იან წლებამდე დაბადებული ბავშვები სწორედ ახლა შედიან ფერტილურ ასაკში, ანუ იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც 1980-იან წლებში დაიბადნენ, დღეს თვითონ გვევლინებიან მშობლებად. სამწუხაროდ, მათ სულ მალე შეცვლის შემდგომ წლებში დაბადებული მცირერიცხოვანი თაობა, რაც შობადობის დონის მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში საქართველომ ემიგრანტების სახით ისედაც დაკარგა მილიონზე მეტი ადამიანი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შობადობის დონის ამაღლებასა და ქვეყნის დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყობენ ხელს.

- ბატონო ანზორ, კონკრეტულად რა ღონისძიებებს გულისხმობთ?

- მისასალმებელია მთავრობის ახალი ინიციატივა, რომ 2013 წლის 1-ლი ივლისიდან ყველა მშობიარობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება, ასევე მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში გადასახადების გაუქმებაც, რაც სერიოზული შეღავათი იქნება მათთვის, ვინც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო თავს იკავებს ბავშვის გაჩენისაგან. ამგვარ ღონიძიებებს შეიძლება მივესალმოთ, თუმცა მარტო ამ მიმართულებით ღონისძიებების გატარება სასურველ ნაყოფს ვერ გამოიღებს.

- რატომ?

- აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ისეთი პრობლემა, როგორიც არის ერთ წლამდე ბავშვთა გარდაცვალება. უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ის, რომ ჩვილები აღარ კვდებოდნენ. მოდი, კვლავ გადავხედოთ სტატისტიკას: 2005 წელს საქართველოში 916 ერთ წლამდე ბავშვი გარდაიცვალა, 2011 წელს კი ეს მაჩვენებელი 703-მდე შემცირდა, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი დანაკარგია. კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებითაც იმოქმედებს, საჭიროა ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების დონეს შეამცირებს. საკმაოდ "შთამბეჭდავი" ციფრები გვაქვს მკვდრადშობადობის მიხედვითაც. მაგალითად: 2011 წელს ქვეყანაში 563 გარდაცვლილი ბავშვი დაიბადა. ამიტომ, მხოლოდ ის, რომ მშობიარობა უფასო იქნება, პრობლემას ვერ გადაწყვეტს, რადგან ქალს განსაკუთრებული ყურადღება და სამედიცინო მომსახურება სჭირდება მშობიარობამდეც და მის შემდგომ პერიოდშიც. შობადობა კომპლექსური პრობლემაა და ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან. სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება ხელს შეუწყობს შობადობის მატებასაც და მკვდრადშობადობის შემცირებასაც. როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ქვეყანაში მოსახლეობის ის რაოდენობა მაინც შენარჩუნდეს, რომელიც ამჟამად არის. მხოლოდ სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში შეიძლება ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა შეიქმნას, რომ მოსახლეობა აღარ შემცირდეს.

- ბატონო ანზორ, განსაკუთრებით საგანგაშოა გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც მომავალში საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდება.

- დიახ, ეს პროგნოზი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რადგან 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა შეიძლება 3 მილიონამდე შემცირდეს. თანაც, რამდენი იქნება მათგან ქართველი და რამდენი - სხვა ეროვნების წარმომადგენელი, არ ვიცით, რადგან საქართველოში აღარ მიმდინარეობს ეროვნულ ჭრილში დემოგრაფიული მონაცემების რეგისტრირება, რაც ართულებს ქვეყნის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის განსაზღვრას. სხვათა შორის, შობადობის კლების ტენდენცია მარტო ჩვენთან კი არა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეინიშნება. რატომ? - ადრე ადამიანი განიხილებოდა, როგორც სამუშაო ძალა და ოჯახიც დაინტერესებული იყო, ბევრი ბავშვი ჰყოლოდა, დღეს ბევრი შვილის ყოლა, ასე ვთქვათ, არარენტაბელურია. რატომ გააჩენს დედა ბავშვს, რომელიც მომავალში უმუშევრობისა და უსახსრობისათვის არის განწირული? ამიტომ, აუცილებელია სტიმული, მშობელს ბავშვის გაჩენის სურვილი რომ გაუჩნდეს. ვფიქრობ, ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს შვილების რაოდენობასთან მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მიბმა. მაგალითად, თუ ადამიანს ეცოდინება, რომ მისი პენსია დამოკიდებული იქნება შვილების რიცხვზე, სტიმული მიეცემა, უფრო მეტი ბავშვი გააჩინოს და თუ შვილები ვალდებულნი იქნებიან, ხელფასიდან გადაურიცხონ მშობელს გარკვეული თანხა, ეს ბევრს გაუჩენს მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი იყოლიოს. მხოლოდ მსგავსი ღონისძიებების გატარებით შევძლებთ ჩვენი ერი გადაშენებას გადავარჩინოთ.

ბატონმა ანზორ სახვაძემ მოგვაწოდა საქართველოს დემოგრაფიული მონაცემები, კერძოდ - მოსახლეობის რიცხვი, ასევე, ცოცხლად დაბადებულ, 1 წლამდე გარდაცვლილ და მკვდრადშობილ ბავშვთა რიცხვი:

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"