მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ფიქრობს გია ნიკოლაძე ფხიზელ ადამიანებზე
რას ფიქრობს გია ნიკოლაძე ფხიზელ ადამიანებზე

მომ­ღე­რა­ლი გია ნი­კო­ლა­ძე მალე მსმე­ნელს 2 ახალ სიმ­ღე­რას და პო­ე­მას - "ქართ ზღა­პა­რი ანი-ბანი" შეს­თა­ვა­ზებს, ამ­ჯე­რად კი გვი­ამ­ბობს, თუ რა­ტომ გად­მოხ­ტა 22 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან, რას უფრთხილ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად და რა­ტომ ურე­კა­ვენ შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი, თით­ქმის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ღა­მის 3 სა­ათ­ზე?..

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1964 წლის 21 მარ­ტი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში გა­სარ­თო­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად იყო და სა­წერ-კა­ლა­მიც მე­ლან­ში უნდა ჩა­გე­წო; ფე­რა­დი ტე­ლე­ვი­ზო­რიც კი მერე გა­მო­ვი­და.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...ის რომ გი­თხრა, რაც ყურ­ში ხში­რად მეს­მის, მე­ტიჩ­რო­ბა გა­მო­მი­ვა. ამ­ბო­ბენ, "მა­გა­რი კა­ცი­აო", მაგ­რამ ეს არ და­წე­რო. ჩემ­ზე იმა­საც ამ­ბო­ბენ, - სმა უყ­ვარ­სო. ჰოდა, ვა­ღი­ა­რებ, ალ­კოჰო­ლი მიყ­ვარს. ვფიქ­რობ, ქვე­ყა­ნა ფხი­ზე­ლი კა­ცის დაქ­ცე­უ­ლია. ნას­ვა­მი ყვე­ლა­ზე "ნაღ­დი" ვარ.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემს თავ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...დიდი ნე­ბის­ყო­ფაა.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...არა­ფერს შევ­ცვლი­დი. რო­გორც მი­ცხოვ­რია, ისე ვი­ცხოვ­რებ­დი.

- ჩემ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია...

- ...იმ მო­მენ­ტმა, როცა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ დე­და­მი­წა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, როცა...

- ...ჩემი მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი კარ­გად არი­ან.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...არც კი ვიცი, რო­დის ვიბ­ნე­ვი. არ მახ­სოვს, ბოლო დროს ეს რო­დის და­მე­მარ­თა... ლა­მა­ზი ქა­ლის და­ნახ­ვი­სას ნამ­დვი­ლად არ ვიბ­ნე­ვი და არც უცხო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყოფ­ნა მა­კომ­პლექ­სებს.

- როცა მარ­ტო ვარ...

- ...ყვე­ლა­ნა­ი­რი ნი­ღა­ბი მოხ­სნი­ლი მაქვს. ზო­გა­დად, გან­მარ­ტო­ე­ბა მიყ­ვარს ხოლ­მე.

- ძი­ლის წინ ყო­ველ­თვის...

- ...ვუ­ყუ­რებ ტე­ლე­ვი­ზორს.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოვ­დი­ვარ, როცა...

- ...ასე­თი რამ იშ­ვი­ა­თად მე­მარ­თე­ბა. მშვი­დი, მყა­რი ნერ­ვე­ბის პატ­რო­ნი ვარ, მაგ­რამ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ვინ­მე ცუ­დად თუ შე­ე­ხე­ბა, წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მო­ვალ კი არა, არ ვიცი, რა და­მე­მარ­თე­ბა.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...მუ­სი­კო­სი. მინ­და, გა­ცი­ლე­ბით მეტს ვა­კე­თებ­დე.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...სი­ზარ­მა­ცე და ზარ­მა­ცი ხალ­ხი.

- მა­ღი­ზი­ა­ნე­ბენ...

- ...მატ­რაკ­ვე­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი. ორ­ჯერ ნა­ნა­ხი პი­როვ­ნე­ბე­ბი ღა­მის 3 სა­ათ­ზე, მთვრა­ლე­ბი რომ მი­რე­კა­ვენ და რეს­ტო­რან­ში სიმ­ღე­რის - "უბე­რავს", მოს­მე­ნის მერე ჩემ­თან და­რეკ­ვით რომ მატ­რაკ­ვე­ცო­ბენ, აი, ასე­თი უზ­რდე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ღი­ზი­ა­ნე­ბენ.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...იქ, სა­დაც ვარ, - ანუ სახ­ლში.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ეშ­მაკ­თან არ მაქვს საქ­მე. ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დამთმო­ბი ვარ; იშ­ვი­ა­თად ვჯი­უტ­დე­ბი.

- ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...ინ­გლი­სუ­რი ენა და კომ­პი­უ­ტერ­ში კლი­პის მონ­ტა­ჟი.

- დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის...

- ...გა­მოს­წო­რე­ბას ვცდი­ლობ. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ ვი­მე­ო­რებ კი­დეც.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ...

- ...ლოც­ვა ხომ არ­სე­ბობს?! ჰოდა, იმი­სიც მჯე­რა, რომ წყევ­ლაც არ­სე­ბობს და ორი­ვეს დიდი ძალა აქვს.

- ბო­ლოს მე­სიზ­მრა...

- ...ჩემი ძვე­ლი სახ­ლი. სა­ერ­თოდ, სიზ­მარს ხში­რად ვნა­ხუ­ლობ და უმე­ტე­სად იმ სახ­ლში ვარ, სა­დაც ადრე ვცხოვ­რობ­დი.

- ძა­ლი­ან მინ­და...

- ...ჩემი პო­ე­მა - "ქართ ზღა­პა­რი ანი-ბანი", რო­მელ­საც მალე გა­მოვ­ცემ, ყვე­ლამ წა­ი­კი­თხოს.

- არა­ვის­თან ვლა­პა­რა­კობ...

- ...სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

- არ მჩვე­ვია...

- ...ზურგს უკან ლა­პა­რა­კი.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ღმერ­თია. "ღმერ­თი სიყ­ვა­რულს არ კრძა­ლავს, ის თვი­თონ სიყ­ვა­რუ­ლია".

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...სი­სუს­ტე­ე­ბია.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ..."ბა­ლახ­მა". მე და ბა­ლა­ხი, ძრო­ხა და ბა­ლა­ხი, ცხე­ნი და ბა­ლა­ხი გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი ვართ.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...ხში­რად მივ­დი­ვარ. მომ­წონს ექ­სტრი­მი. ერთხელ ტე­ხუ­რა­ზე 22 მეტ­რი სი­მაღ­ლი­დან გად­მოვ­ხტი: იქ ვქე­ი­ფობ­დი, რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე გად­მოხ­ტო­მა და უკან და­ვი­ხიე; მერე გა­ვი­გო­ნე, ვი­ღა­ცე­ბი ამ­ბობ­დნენ: ვერ გად­მოხ­ტე­ბა, ვერ გად­მოხ­ტე­ბაო. ჰოდა, ავ­დე­ქი და "გად­მოვფრინ­დი".

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...ვი­მორ­ცხვებ და და­ლე­ვა მინ­დე­ბა.

- მე­ში­ნია...

- ...ემანდ რამე არ შე­მე­შა­ლოს.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი...

- ...ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...რომ ბევ­რს ვსვამ და ვთვრე­ბი. თრო­ბის პრო­ცეს­ში რა სი­ა­მოვ­ნე­ბას ვნა­ხუ­ლობ? - არ ვიცი. ალ­ბათ, ეს სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გაქ­ცე­ვის ერ­თგვა­რი ფორ­მაა; როცა მინ­დე­ბა, რომ გა­ვი­თი­შო, მა­შინ ვთვრე­ბი.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...მი­ხა­რია. პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი 25 წლი­სას მეწ­ვია. ის გოგო დღეს ჩემი მე­უღ­ლეა და მთე­ლი სი­ცო­ცხლე მეყ­ვა­რე­ბა.

- ვუფრ­თხილ­დე­ბი...

- ...ოჯახს, ძმა­კა­ცო­ბას...

- ვე­რა­ვინ მა­ი­ძუ­ლებს...

- ...იმ აზ­რის შეც­ვლას, რო­მე­ლიც ჩემს პო­ე­მა­ში დევს.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...მე­გობ­რე­ბით.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...ერთ ად­გილს ვე­რა­ვის მივ­ცემ.

- ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...ეს ყვე­ლას მაგ­რად "გაგ­ვის­წორ­დე­ბო­და". მერ­წმუ­ნე, მთელ თან­ხას ბოლო "კა­პი­კამ­დე" გავ­ფან­ტავ­დი, გავფლან­გავ­დი. ფული არ მიყ­ვარს, დიდი ჭი­რია.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ამ წუთ­ში პატ­რი­არ­ქის სი­ტყვე­ბი მახ­სენ­დე­ბა: "ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი".

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ...მიყ­ვარ­ხართ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რას ფიქრობს გია ნიკოლაძე ფხიზელ ადამიანებზე

რას ფიქრობს გია ნიკოლაძე ფხიზელ ადამიანებზე

მომღერალი გია ნიკოლაძე მალე მსმენელს 2 ახალ სიმღერას და პოემას - "ქართ ზღაპარი ანი-ბანი" შესთავაზებს, ამჯერად კი გვიამბობს, თუ რატომ გადმოხტა 22 მეტრის სიმაღლიდან, რას უფრთხილდება ყველაზე მეტად და რატომ ურეკავენ შეზარხოშებული, თითქმის უცნობი ადამიანები ღამის 3 საათზე?..

- დაბადების თარიღი...

- ...1964 წლის 21 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...გამომგონებელი. ჩემს ბავშვობაში გასართობები ნაკლებად იყო და საწერ-კალამიც მელანში უნდა ჩაგეწო; ფერადი ტელევიზორიც კი მერე გამოვიდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ის რომ გითხრა, რაც ყურში ხშირად მესმის, მეტიჩრობა გამომივა. ამბობენ, "მაგარი კაციაო", მაგრამ ეს არ დაწერო. ჩემზე იმასაც ამბობენ, - სმა უყვარსო. ჰოდა, ვაღიარებ, ალკოჰოლი მიყვარს. ვფიქრობ, ქვეყანა ფხიზელი კაცის დაქცეულია. ნასვამი ყველაზე "ნაღდი" ვარ.

- თვისება, რომელიც ჩემს თავში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...დიდი ნებისყოფაა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი. როგორც მიცხოვრია, ისე ვიცხოვრებდი.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...იმ მომენტმა, როცა აღმოვაჩინე, რომ დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია.

- ბედნიერი ვარ, როცა...

- ...ჩემი მეუღლე, შვილები, მეგობრები, ახლობლები კარგად არიან.

- ვიბნევი, როცა...

- ...არც კი ვიცი, როდის ვიბნევი. არ მახსოვს, ბოლო დროს ეს როდის დამემართა... ლამაზი ქალის დანახვისას ნამდვილად არ ვიბნევი და არც უცხო საზოგადოებაში ყოფნა მაკომპლექსებს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ყველანაირი ნიღაბი მოხსნილი მაქვს. ზოგადად, განმარტოება მიყვარს ხოლმე.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ვუყურებ ტელევიზორს.

- წონასწორობიდან გამოვდივარ, როცა...

- ...ასეთი რამ იშვიათად მემართება. მშვიდი, მყარი ნერვების პატრონი ვარ, მაგრამ ჩემთვის ძალიან ახლობელ და საყვარელ ადამიანებს ვინმე ცუდად თუ შეეხება, წონასწორობიდან გამოვალ კი არა, არ ვიცი, რა დამემართება.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მუსიკოსი. მინდა, გაცილებით მეტს ვაკეთებდე.

- მეზარება...

- ...სიზარმაცე და ზარმაცი ხალხი.

- მაღიზიანებენ...

- ...მატრაკვეცა ადამიანები. ორჯერ ნანახი პიროვნებები ღამის 3 საათზე, მთვრალები რომ მირეკავენ და რესტორანში სიმღერის - "უბერავს", მოსმენის მერე ჩემთან დარეკვით რომ მატრაკვეცობენ, აი, ასეთი უზრდელი ადამიანები მაღიზიანებენ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...იქ, სადაც ვარ, - ანუ სახლში.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ეშმაკთან არ მაქვს საქმე. ადამიანებთან ურთიერთობაში დამთმობი ვარ; იშვიათად ვჯიუტდები.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური ენა და კომპიუტერში კლიპის მონტაჟი.

- დაშვებული შეცდომების...

- ...გამოსწორებას ვცდილობ. თუმცა, ზოგჯერ ვიმეორებ კიდეც.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...ლოცვა ხომ არსებობს?! ჰოდა, იმისიც მჯერა, რომ წყევლაც არსებობს და ორივეს დიდი ძალა აქვს.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...ჩემი ძველი სახლი. საერთოდ, სიზმარს ხშირად ვნახულობ და უმეტესად იმ სახლში ვარ, სადაც ადრე ვცხოვრობდი.

- ძალიან მინდა...

- ...ჩემი პოემა - "ქართ ზღაპარი ანი-ბანი", რომელსაც მალე გამოვცემ, ყველამ წაიკითხოს.

- არავისთან ვლაპარაკობ...

- ...სხვის პირად ცხოვრებაზე.

- არ მჩვევია...

- ...ზურგს უკან ლაპარაკი.

- სიყვარული ეს...

- ...ღმერთია. "ღმერთი სიყვარულს არ კრძალავს, ის თვითონ სიყვარულია".

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სისუსტეებია.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ..."ბალახმა". მე და ბალახი, ძროხა და ბალახი, ცხენი და ბალახი განუყრელი მეგობრები ვართ.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ. მომწონს ექსტრიმი. ერთხელ ტეხურაზე 22 მეტრი სიმაღლიდან გადმოვხტი: იქ ვქეიფობდი, რამდენჯერმე ვცადე გადმოხტომა და უკან დავიხიე; მერე გავიგონე, ვიღაცები ამბობდნენ: ვერ გადმოხტება, ვერ გადმოხტებაო. ჰოდა, ავდექი და "გადმოვფრინდი".

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვიმორცხვებ და დალევა მინდება.

- მეშინია...

- ...ემანდ რამე არ შემეშალოს.

- ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...ჩემი გარდაცვლილი მეგობრები არიან.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ ბევრს ვსვამ და ვთვრები. თრობის პროცესში რა სიამოვნებას ვნახულობ? - არ ვიცი. ალბათ, ეს სიტუაციიდან გაქცევის ერთგვარი ფორმაა; როცა მინდება, რომ გავითიშო, მაშინ ვთვრები.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...მიხარია. პირველი სერიოზული სიყვარული 25 წლისას მეწვია. ის გოგო დღეს ჩემი მეუღლეა და მთელი სიცოცხლე მეყვარება.

- ვუფრთხილდები...

- ...ოჯახს, ძმაკაცობას...

- ვერავინ მაიძულებს...

- ...იმ აზრის შეცვლას, რომელიც ჩემს პოემაში დევს.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...მეგობრებით.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ერთ ადგილს ვერავის მივცემ.

- ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ეს ყველას მაგრად "გაგვისწორდებოდა". მერწმუნე, მთელ თანხას ბოლო "კაპიკამდე" გავფანტავდი, გავფლანგავდი. ფული არ მიყვარს, დიდი ჭირია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ამ წუთში პატრიარქის სიტყვები მახსენდება: "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი".

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...მიყვარხართ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება