მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი დემეტრაძე: "ციხეში სამჯერ მომწამლეს"
გიორგი დემეტრაძე: "ციხეში სამჯერ მომწამლეს"

-წინ და­ჯე­ქი, მან­ქა­ნის ღვე­დი შე­ი­კა­რი, პო­ლი­ცი­ამ არ და­გა­ჯა­რი­მოს, -უთხრა გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძეს ბი­ძამ და შავი ჯიპი ად­გი­ლი­დან დაძ­რა...

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი პირ­ვე­ლად ბი­ძის სახ­ლში, ატე­ნის ქუ­ჩა­ზე მი­ვი­და.

13 იან­ვარს მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვე­ლო­დით. რო­გორც ყო­ველ­თვის, ფეხ­ბურ­თე­ლის ქო­მა­გი, ოთარ მა­მა­სახ­ლი­სი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და, მა­ი­სურ­ზე გი­ორ­გის ფოტო ჰქონ­და გა­მო­სა­ხუ­ლი. "დე­მე­ზე ლექ­სი დავ­წე­რე, მო­დით, მის გა­მოს­ვლამ­დე წა­გი­კი­თხავთ..." მის­მა ლექსმა ყვე­ლა კარგ გან­წყო­ბა­ზე და­ა­ყე­ნა. "ახლა ერ­თად დავ­დგეთ და რო­გორც კი გა­მოჩ­ნდე­ბა, და­ვი­ძა­ხოთ: -დემე, დემე", -თქვა მან და დიდ­ხანს ლო­დი­ნი არ დას­ჭირ­ვე­ბია, მარ­თლაც შე­ძა­ხი­ლე­ბით დახ­ვდნენ გი­ორ­გის.

გი­ორ­გის მამა, ბა­ტო­ნი შალ­ვა მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, თვა­ლე­ბი ცრემ­ლი­ა­ნი ჰქონ­და და ცი­ხის შე­სას­ვლელ­თან გან­მარ­ტო­ე­ბით იდგა. შვი­ლის და­ნახ­ვა­ზე სახე გა­ე­ბად­რა და მო­ნატ­რე­ბულ ვაჟს გა­და­ეხ­ვია. 11-ის წუ­თებ­ზე რკი­ნის კარი სა­ბად­რა­გო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­ღეს და მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით ორმა პა­ტი­მარ­მა -გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძემ და ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლის ნა­თე­სავ­მა, და­ვით ძნე­ლა­ძემ და­ტო­ვეს...

2 წელი და 7 თვე გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში ფეხ­ბურ­თელ­მა. რო­გორც კი ბი­ძის სახ­ლში ფეხი შედ­გა, ღი­მი­ლით თქვა, -ახლა ცრემ­ლე­ბი არ და­მა­ნა­ხო­თო! -და მო­ნატ­რე­ბულ ნა­თე­სა­ვებს გა­და­ეხ­ვია. მერე ისევ ბი­ძას მი­უბ­რუნ­და: "იქ­ნე­ბა ახლა პურ­მა­რი­ლი? იმ­დე­ნი ძეხ­ვი მაქვს ცი­ხე­ში ამ წლებ­ში ნა­ჭა­მი, რომ მეტი აღარ შე­იძ­ლე­ბა".

ნელ-ნელა ახ­ლობ­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. გი­ორ­გი დის შვი­ლიშ­ვი­ლებს მო­ე­სიყ­ვა­რუ­ლა, მათ შო­რის, 3 წლის ულა­მა­ზეს გო­გო­ნას, რო­მე­ლიც 4 თვის და­ტო­ვა. ფეხ­ბურ­თე­ლის დის­შვილ­მა -ანამ გა­იხ­სე­ნა, რო­გო­რი შოკი იყო მათ­თვის გი­ორ­გის და­კა­ვე­ბა: "სახ­ლში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი შე­მო­იჭრ­ნენ, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ატ­რი­ა­ლეს, ია­რაღს ეძებ­დნენ. ჩემი უფ­რო­სი გო­გოს შარ­ვლის ჯი­ბე­ე­ბიც კი ამო­აბ­რუ­ნეს, იქი­დან რვე­უ­ლის და­კუ­ჭუ­ლი ფურ­ცლე­ბი ამო­ი­ღეს და და­ი­წყეს გარ­კვე­ვა, იქ­ნებ "ობ­ში­ა­კის" ფურ­ცლე­ბი არი­სო? სახ­ლის ჩხრე­კას რომ მორ­ჩნენ, ჩემი პა­ტა­რა გო­გო­ნას ეტ­ლთან მი­ვიდ­ნენ, 4 თვის ბავ­შვის ამოყ­ვა­ნა მომ­თხო­ვეს, ესეც უნდა გავ­ჩხრი­კო­თო; ამა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვთქვი, ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი... დღეს ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ გი­ორ­გი დაგ­ვიბ­რუნ­და".

ცი­ხი­დან გა­მო­სულ ფეხ­ბურ­თელს ხელ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფურ­ცე­ლი ეჭი­რა.

-არ ვიცი, სად წა­ვი­ღო, ნე­ტავ უნდა შე­ვი­ნა­ხო? -იკი­თხა მან. ამ ერ­თგვერ­დი­ან ფურ­ცელ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო მისი ბრა­ლი და ის, რომ ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

-გი­ორ­გი, რა გან­ცდაა, როცა ცი­ხის კედ­ლებს ტო­ვებ და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარ?

-ყვე­ლა იმ პა­ტიმ­რის­თვის, რო­მე­ლიც ცი­ხეს ტო­ვებს, ეს დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმე­დი მაქვს, სხვე­ბიც მალე და­ტო­ვე­ბენ იქა­უ­რო­ბას, რად­გან ბევ­რი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი იხ­დის სას­ჯელს. რა თქმა უნდა, მე უდა­ნა­შა­უ­ლო ვი­ყა­ვი. ახლა ნამ­დვი­ლად ეი­ფო­რი­ა­ში ვარ. ბუ­ნებ­რი­ვია, ემო­ცი­ე­ბი უხ­ვა­დაა, როცა პა­ტი­მა­რი ქუ­ჩა­ში პირ­ვე­ლად გა­მო­დი­ხარ. ახლა ძალ­ზე ვცდი­ლობ ემო­ცი­ის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას. ვფიქ­რობ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა.

-რო­გო­რი იყო პა­ტიმ­რებ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა?

-იცით, ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, როცა შენ გა­დი­ხარ და სხვე­ბი იქ რჩე­ბი­ან. მინ­და, ისი­ნიც იმე­დი­ა­ნად იყ­ვნენ და მალე გა­მო­ვიდ­ნენ იქი­დან, რო­გორც უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი. იმ იმე­დით და­ვემ­შვი­დო­ბე მათ, რომ მალე გა­რეთ შევ­ხვდე­ბი. ახლა ძა­ლი­ან კარ­გი დი­რექ­ტო­რი და­ნიშ­ნეს, და­რახვე­ლი­ძე. პა­ტიმ­რებს კარ­გად ექ­ცე­ვა. რაც ის მო­ვი­და, კონ­ფლიქ­ტი არ მომ­ხდა­რა. იცის ადა­მი­ა­ნებ­თან მიდ­გო­მა, ძვე­ლი, გა­მოც­დი­ლი კად­რია.

-რო­დის გა­გიჩ­ნდა იმის იმე­დი, რომ ცი­ხეს სას­ჯე­ლის მოხ­დამ­დე და­ტო­ვებ­დი?

-1-ელ ოქ­ტომ­ბერს, რო­გორც კი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, ვი­ცო­დით, რომ გა­მო­ვი­დო­დი და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და. მა­შინ ვიგ­რძე­ნი თავი თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ა­ნად. ამ დღის შემ­დეგ უკვე აღარც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. რაც მთა­ვა­რია, არ­ჩევ­ნე­ბი მო­გე­ბუ­ლი იყო და ცხა­დი გახ­და, ისი­ნი ქვე­ყა­ნას მო­შორ­დე­ბოდ­ნენ. და­კა­ვე­ბის დღი­დან ფი­ზი­კუ­რად არ შემ­ხე­ბი­ან, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა ნამ­დვი­ლად ხდე­ბო­და. მა­ში­ნებ­დნენ, რომ ყვე­ლა­ფერს წა­მარ­თმევ­დნენ. ცი­ხე­ში ჩა­გაკ­ლავთ, გა­რეთ არ გა­გიშ­ვებთ, თუ სხვას არ ამ­ხე­ლო!.. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ გამ­ტე­ხეს, ვერ შე­მა­ში­ნეს. ახლა თქვენც ხე­დავთ, ბო­ლოს შე­ში­ნე­ბუ­ლი ვინ დარ­ჩა: ადე­იშ­ვი­ლი გაქ­ცე­უ­ლია, ზოგი ცი­ხე­შია, ბევ­რი და­ჭე­რას ელო­დე­ბა და ზო­გი­ერ­თი ში­შით "პად­ვალ­ში" იმა­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ: გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე 2010 წელს თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. იმ დროს მე­გო­ბარს, და­ვით გაგ­ნი­ძეს უნდა შეხ­ვედ­რო­და და მას ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს მიმ­დევ­რო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი. მა­შინ მხო­ლოდ მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, კახა მი­სი­რე­ლი გა­მო­უშ­ვეს თავ­დე­ბით და მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო. უჩ­ვე­უ­ლოა, მაგ­რამ ძა­ლო­ვან მი­სი­რელ­საც ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა-შე­ნახ­ვა ედე­ბო­და ბრა­ლად. კახა მი­სი­რე­ლიც დახ­ვდა 13 იან­ვარს ცი­ხეს­თან დე­მეტ­რა­ძეს. თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა იმა­ზე სა­უბ­რობ­და, რომ დე­მეტ­რა­ძე კრი­მი­ნა­ლად შე­რა­ცხილ ვატო ყი­ფი­ან­თან მე­გობ­რო­ბის გამო და­ი­სა­ჯა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისიც კარ­გად ახ­სოვს, რომ ცი­ხე­ში მყო­ფი ვატო ყი­ფი­ა­ნი 2008 წელს თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­უშ­ვა პა­ტიმ­რო­ბი­დან და ქვეყ­ნი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბაც მის­ცა.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2010 წლის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­ვით კვი­ჟი­ნა­ძემ ვა­სილ ლურ­სმა­ნაშ­ვილ­თან 140.000 დო­ლა­რი წა­ა­გო. კვი­ჟი­ნა­ძემ დახ­მა­რე­ბა ცნო­ბილ ავ­ტო­რი­ტეტს, ვახ­ტანგ ყი­ფი­ანს სთხო­ვა. შე­თან­ხმე­ბით გა­და­წყდა, რომ 70.000 დო­ლა­რი ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს ჩაჰ­ბარ­დე­ბო­და, და­ნარ­ჩენ თან­ხას, ქურ­დე­ბის სა­ხე­ლით, ყი­ფი­ა­ნი აი­ღებ­და და თან­ხა მთლი­ა­ნად და­ფა­რუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბო­და. ფე­იქ­რიშ­ვი­ლი კვი­ჟი­ნა­ძის­გან თან­ხას ითხოვ­და. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნულ გარ­ჩე­ვა­ში და­ვით გაგ­ნი­ძე, გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე და კახა მი­სი­რე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, და­კა­ვე­ბი­სას დე­მეტ­რა­ძეს ხელ­ში ჰქონ­და ცე­ლო­ფან­ში ჩა­დე­ბუ­ლი 30.000 დო­ლა­რი, ხოლო გაგ­ნი­ძეს -10.700. თა­ვად გაგ­ნი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ეს თან­ხა სრუ­ლად მის­გან ამო­ი­ღეს, რად­გან დე­მეტ­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რამ­დე და­ა­კა­ვეს. იმა­ვეს ამ­ბობ­და დე­მეტ­რა­ძეც, აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მე­გო­ბარ­მა და­უ­რე­კა და მას­თან შე­სახ­ვედ­რად წა­ვი­და, მაგ­რამ გზა­ში პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს, ხე­ლე­ბი გა­და­უგ­რი­ხეს და ძირს და­აგ­დეს. "მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ და მი­თხა­რით, სა­ი­დან უნდა ვიყო ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რი? მა­შინ და­მი­დას­ტუ­რეთ, რომ რა­ი­მე ქურ­დულ გარ­ჩე­ვა­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა", -აცხა­დებ­და სა­სა­მარ­თლო­ზე იგი. პრო­ცეს­ზე ისიც გა­ირ­კვა, რომ მას ვატო ყი­ფი­ან­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რიც კი არ ჰქო­ნია, არა­თუ რა­ი­მე სა­ხის შე­თან­ხმე­ბა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ძა­ლოვ­ნებ­მა ამ საქ­მე­ზე კი­დევ ერთი პირი, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლიც და­ა­კა­ვეს. კვი­ჟი­ნა­ძის წა­გე­ბუ­ლი თან­ხა სწო­რედ მის­თვის უნდა გა­და­ე­ცათ. მან თქვა, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჰქონ­და ყი­ფი­ან­თან და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორ­მეს. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლებს -დე­მეტ­რა­ძე­სა და გაგ­ნი­ძეს, ისი­ნი გა­მარ­თლე­ბას ითხოვ­დნენ. სა­ბო­ლოო სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას გი­ორ­გიმ მო­სა­მარ­თლეს ასე მი­მარ­თა: "სა­მარ­თლი­ან გა­ნა­ჩენს ვი­თხოვ, მეტს არა­ფერს!" მაგ­რამ მა­ინც გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს. გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძეს 6 წელი მი­უ­სა­ჯეს, ხოლო და­ვით გაგ­ნი­ძეს -8 წელი.

-გი­ორ­გი, და­კა­ვე­ბის დღი­დან თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევ. მა­შინ ვატო ყი­ფი­ან­თან შენს მე­გობ­რო­ბას და­უ­კავ­ში­რეს ეს და­კა­ვე­ბა, რას ითხოვ­დნენ შენ­გან?

-ითხოვ­დნენ, და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა ვატო ყი­ფი­ა­ნი და მის­თვის ხელი და­მე­დო. უარი ვთქვი. კი­დევ სხვა პი­რებ­ზე ითხოვ­დნენ ჩემ­გან ჩვე­ნე­ბებს, მაგ­რამ როცა ვერ გამ­ტე­ხეს და არა­ფერ­ზე წა­ვე­დი, ახა­ლი ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­მი­ყე­ნეს, -ახლა მი­ლი­ო­ნი მო­ი­ტა­ნე და ერთ წელს მო­გის­ჯი­თო. მერე ესეც შეც­ვა­ლეს და მი­თხრეს, -ეს თან­ხა გა­და­ი­ხა­დე და გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებ­თო. ვუ­პა­სუ­ხე, -მი­ლი­ო­ნი თქვენ მო­მე­ცით და კი­დევ ერთი წელი და­მი­მა­ტეთ-მეთ­ქი... პრო­კუ­რო­რე­ბი ვაჭ­რე­ბად იყ­ვნენ გა­დაქ­ცე­უ­ლე­ბი. ადე­იშ­ვი­ლი ჰალ­სტუ­ხი­ა­ნი ვირ­თხაა, ის გზავ­ნი­და ამ ხალ­ხს. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე მი­დი­ო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა, მაგ­რამ ჩა­ი­შა­ლა, რად­გან ჩვენ­გან კა­ტე­გო­რი­უ­ლი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს, რომ ხელი ვინ­მეს­თვის დაგ­ვე­დო... მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდა მათი სა­მიზ­ნე -ბევ­რი ნაც­ნო­ბი შემ­ხვდა იქ; ბევ­რი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ზის, რო­გორც მე.

-რამ­დე­ნი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იც­ვა­ლეთ. ისიც ვიცი, რომ ცი­ხე­ში ცუდ პი­რო­ბებ­ში გამ­ყო­ფებ­დნენ. იქ­ნებ გვი­ამ­ბოთ, რა გზა გა­მო­ი­ა­რეთ და­კა­ვე­ბის დღი­დან დღემ­დე?

-გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 10 თვე ვი­ყა­ვი. სა­შინ­ლად მძი­მე პი­რო­ბე­ბი იყო. თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რად არ შემ­ხე­ბი­ან. თუ არ აღი­ა­რე და­ნა­შა­უ­ლი, მათ მო­თხოვ­ნებს არ ემორ­ჩი­ლე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, გე­მუქ­რე­ბი­ან, რომ გა­და­გიყ­ვა­ნენ უფრო მძი­მე ად­გი­ლას და ასეც მოხ­და. მკაც­რი რე­ჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს უმე­ტე­სად ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ვა­ღი­ა­რებ­დით ბრალს. მათ შო­რის, მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის წევ­რე­ბიც იყ­ვნენ. ერთი თვე იქ სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­ვა­ტა­რე. სი­ტყვე­ბით ამის გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია. და­მიბ­ლო­კეს ბა­რა­თი და მისი სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ფული არ მქონ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი თვე მა­შიმ­ში­ლეს. ესეც არა­ფე­რი. და­უ­ბა­ნე­ლი ვი­ყა­ვი მთე­ლი თვე, რად­გან არც სა­პო­ნი მქონ­და, არც ჯაგ­რი­სი და კბი­ლის პას­ტა, ჰი­გი­ე­ნის­თვის არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და, ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დიც კი არ გვქონ­და, -წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დღე­ში ვიქ­ნე­ბო­დით. სამი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით ერთ სა­კან­ში და სა­მი­ვე -ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ღო­რე­ბი­ვით გა­მოგ­ვკე­ტეს. დაგ­ვაწ­ვი­ნეს რკი­ნის სა­წოლ­ზე და არა­ფერს გვაძ­ლევ­დნენ. ამა­ზე მეტი რა უნდა გიქ­ნან?! იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ერთი წელი გა­ვა­ტა­რე. ჩა­კე­ტი­ლი ხარ სა­კან­ში, არა­ნა­ი­რი ვარ­ჯი­შის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გაქვს, დღე­ში მხო­ლოდ ერთ სა­ა­თი გა­მოჰ­ყავ­ხარ სა­სე­ირ­ნოდ, თუ ამას სე­ირ­ნო­ბა ჰქვია. ფარ­თო­ბი 4 კვ.მ-ია და იქ და­დი­ხარ. შა­ბათ-კვი­რას არა­ვინ გა­სე­ირ­ნებს...

იქი­დან რუს­თა­ვის მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. იქ ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი იყო. ფეხ­ბურთს ყო­ველ­დღე ვთა­მა­შობ­დით. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უფ­რო­სი ლაშა ბრეგ­ვა­ძე თა­ვა­დაც იყო ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლი. დიდი სტა­დი­ო­ნი გვქონ­და და თა­მა­შით ვერ­თო­ბო­დით, სხვა რითი უნდა და­კავ­დე იქ, თუ არა სპორ­ტით?! მერე იქი­დან ორ­თა­ჭა­ლა­ში, მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­მიყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც გავ­თა­ვი­სუფ­ლდი. ამას "გამ­შვებ ზო­ნას" ეძა­ხი­ან. ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი ცი­ხე­ე­ბი მო­მა­ტა­რეს, ერთი გე­გუ­თის კო­ლო­ნია არ მი­ნა­ხავს. მძი­მე იყო გლ­დან­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი. მარ­თა­ლია, ფი­ზი­კუ­რად არა­ვინ შემ­ხე­ბია, მაგ­რამ როცა გეს­მის, შენ გვერ­დით საკ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნებს რო­გორ აწა­მე­ბენ, სცე­მენ, გეს­მის მათი გან­წი­რუ­ლი ხმე­ბი, ყვი­რი­ლი, ამის გაძ­ლე­ბა ძნე­ლია. ყვე­ლა­ფე­რი ეს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ზე სა­შინ­ლად მოქ­მე­დებს.

-სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა­ში ცალ­კე ჰყავ­დით გა­მო­კე­ტი­ლი; ასე­თი სას­ჯე­ლი რა­ტომ და­იმ­სა­ხუ­რეთ?

-პრო­ცეს­ზე გა­დაყ­ვა­ნის დროს ბად­რაგ­თან მო­მი­ვი­და შე­კა­მა­თე­ბა და ხომ უნდა და­ვე­სა­ჯე?!. მას მერე მარ­ტო მოვ­ყავ­დი სა­სა­მარ­თლო­ში და ცალ­კე ოთახ­ში მკე­ტავ­დნენ, სა­ში­ნელ სი­ცი­ვე­ში. ასე, მარ­ტო გა­მო­კე­ტილს, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გა­ტა­რე­ბა მი­წევ­და. მერე პრო­ცეს­ზე სი­ცი­ვის­გან გა­ლურ­ჯე­ბუ­ლი შევ­დი­ო­დი. ასე­თე­ბი იყ­ვნენ: თუ გა­აპ­რო­ტეს­ტებ­დი მათ უკა­ნო­ნო­ბას, ასე გექ­ცე­ოდ­ნენ. უბ­რა­ლოდ -გსჯიდ­ნენ. რო­გორც მივ­ხვდი, მა­თაც ავა­ლებ­დნენ და ისი­ნი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი იყ­ვნენ -ალ­ბათ ადე­იშ­ვი­ლი და დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან ავა­ლებ­დნენ.

-გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვენა გა­და­ი­ჭე­რი. რა იყო ამის მი­ზე­ზი? დეპ­რე­სია?

-კარ­ცერ­ში სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ გა­და­მიყ­ვა­ნეს. ეს დას­ჯის ერთ-ერთი მე­თო­დი იყო. წა­მე­ბის სხვა­დას­ხვა მე­თოდს მი­მარ­თავ­დნენ და ეს მე­თო­დე­ბი იც­ვლე­ბო­და. მარ­ტო დავ­რჩი და 5 დღე კარ­ცერ­ში გა­ვა­ტა­რე. ვცდი­ლობ­დი, დეპ­რე­სი­ა­ში არ ჩავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი და ამა­ზე არ მე­ფიქ­რა, მაგ­რამ როცა მარ­ტო დავ­რჩი, მო­მე­შა­ლა ნერ­ვე­ბი და ხელი გა­ვი­ჭე­რი. მერე ექიმს და­უ­ძა­ხეს და ჩემს სა­კან­ში და­მაბ­რუ­ნეს. რო­გორც წესი, ასე­თი რამ არ ხდე­ბა: როცა კარ­ცე­რი­დან ამო­გიყ­ვა­ნენ, სხვა სა­კან­ში შეჰ­ყავ­ხარ. ამის მერე იყო, მკაცრ რე­ჟიმ­ში რომ გა­და­მიყ­ვა­ნეს.

-დრო რო­გორ გაგ­ყავ­და?

-ვკი­თხუ­ლობ­დი გა­ზე­თებს, ჟურ­ნა­ლებს, წიგ­ნებს, ვუს­მენ­დი რა­დი­ოს, დღე­ში რამ­დე­ნი­მე სა­ათს ვვარ­ჯი­შობ­დი.

-კვე­ბა რო­გო­რი გქონ­დათ?

-იქა­ურ საჭ­მელს ვერ შე­ჭამ. ერთი თვე ბა­რა­თის გა­რე­შე რომ დამ­ტო­ვეს, სხვა გზა არ მქონ­და და იძუ­ლე­ბით ვჭამ­დი. ისე, სამ­ჯერ მომ­წამ­ლეს. ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი იყ­ვნენ... ყვე­ლა­ფერს მა­ღა­ზი­ა­ში ვყი­დუ­ლობ­დი. ოთხშა­ბათს და პა­რას­კევს ლო­ბიო გვქონ­და.

-რო­გორც მახ­სოვს, მა­მა­შენს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში შენი და­ხა­სი­ა­თე­ბაც არ მის­ცეს. რა რე­აქ­ცია გქონ­და ამა­ზე? ბევ­რმა მე­გო­ბარ­მა გაქ­ცია ზურ­გი?

-ფე­დე­რა­ცი­ი­დან ფეხ­ბურ­თელს და­ხა­სი­ა­თე­ბას რომ არ მის­ცემ­დნენ, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ჩემ­თვის და მარ­თლა გა­ვოგნ­დი. ეტყო­ბა, შე­ა­ში­ნეს და დღემ­დე აში­ნე­ბენ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს. ფაქ­ტია -მა­მას ეს სა­ბუ­თი არ მის­ცეს. რე­ზი­კო არ­ვე­ლა­ძეს მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო -შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მა­მას ეხ­მა­რე­ბო­და პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა­ში, მაგ­რამ დო­მენ­ტი სი­ჭი­ნა­ვა რამ შე­ა­ში­ნა, არ ვიცი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­გობ­რებს, ისი­ნი და­მიდ­გნენ გვერ­დში, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თებ­მა ჩემი იმე­დი ვერ გა­ა­მარ­თლეს. ზოგს შე­ე­შინ­და, ზოგს სხვა მი­ზე­ზი ჰქონ­და იმი­სა, რომ არ ეაქ­ტი­უ­რა. არ ვიცი, მათი აზრი აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს და მათ მოს­მე­ნას არ ვა­პი­რებ. ბო­ლომ­დე და­მიდ­გა კახა კა­ლა­ძე და სხვე­ბი.

-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მო­ი­თხოვ?

-აუ­ცი­ლებ­ლად. ხე­ლახ­ლა უნდა მოხ­დეს ამ საქ­მის გან­ხილ­ვა და სი­მარ­თლის დად­გე­ნა. მარ­თა­ლია, გა­რეთ ვარ, მაგ­რამ ჩემი მე­გო­ბა­რი და­თუ­ნა გაგ­ნი­ძე სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ ზის ცი­ხე­ში. თან ავად­მყო­ფობს. რაც მალე და­ი­ნიშ­ნე­ბა პრო­ცე­სე­ბი და გავ­მარ­თლდე­ბით, მით მალე და­ტო­ვებს ცი­ხეს. პირ­ველ რიგ­ში მას უნდა მივ­ხე­დო და პრო­ცე­სებ­ზე ყვე­ლა­ნი დარ­წმუნ­დე­ბით ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში.

-შო­ბას თქვენ­თან ერ­თად, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი შეხ­ვდა...

-წლე­ვან­დე­ლი ახა­ლი წელი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან ვი­ცო­დი, მალე დავ­ტო­ვებ­დი იქა­უ­რო­ბას. 1-ელ იან­ვარს დი­ლამ­დე არ გვე­ძი­ნა. მარ­თა­ლია, სას­მე­ლი არ იყო, მაგ­რამ საჭ­მე­ლი ბევ­რი გვქონ­და. შო­ბას თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ჩვენ­თან ერ­თად და­ეს­წრო წირ­ვას. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი გო­გოა და კარ­გი ადა­მი­ა­ნი. პა­ტიმ­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი გუ­ლის­ყუ­რით მო­ის­მი­ნა.

-შენი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი რო­გო­რია?

-ახლა ეი­ფო­რი­ა­ში ვარ. შე­გა­ტყო­ბი­ნებთ, რას ვი­ზამ. ჩემ­თვის სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა დას­რულ­და. 36 წლის ვარ, 2 წელი და 7 თვე ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი. აქ­ტი­უ­რი ფეხ­ბურ­თი მორ­ჩა. ხან­და­ხან ეზო­ში ვი­თა­მა­შებ მე­გობ­რებ­თან ერ­თად. როცა და­მა­კა­ვეს, მა­შინ ვვარ­ჯი­შობ­დი და გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, სამ­წლი­ან კონ­ტრაქ­ტზე ხელი უნდა მო­მე­წე­რა, მივ­დი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მი­შა­ლეს და ცი­ხე­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ გა­მომ­კე­ტეს.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

გიორგი დემეტრაძე: "ციხეში სამჯერ მომწამლეს"

გიორგი დემეტრაძე: "ციხეში სამჯერ მომწამლეს"

-წინ დაჯექი, მანქანის ღვედი შეიკარი, პოლიციამ არ დაგაჯარიმოს, -უთხრა გიორგი დემეტრაძეს ბიძამ და შავი ჯიპი ადგილიდან დაძრა...

გათავისუფლებული ფეხბურთელი პირველად ბიძის სახლში, ატენის ქუჩაზე მივიდა.

13 იანვარს მის გათავისუფლებას სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, ნათესავები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები ველოდით. როგორც ყოველთვის, ფეხბურთელის ქომაგი, ოთარ მამასახლისი ძალიან აქტიურობდა, მაისურზე გიორგის ფოტო ჰქონდა გამოსახული. "დემეზე ლექსი დავწერე, მოდით, მის გამოსვლამდე წაგიკითხავთ..." მისმა ლექსმა ყველა კარგ განწყობაზე დააყენა. "ახლა ერთად დავდგეთ და როგორც კი გამოჩნდება, დავიძახოთ: -დემე, დემე", -თქვა მან და დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, მართლაც შეძახილებით დახვდნენ გიორგის.

გიორგის მამა, ბატონი შალვა მის გათავისუფლებამდე ძალიან ნერვიულობდა, თვალები ცრემლიანი ჰქონდა და ციხის შესასვლელთან განმარტოებით იდგა. შვილის დანახვაზე სახე გაებადრა და მონატრებულ ვაჟს გადაეხვია. 11-ის წუთებზე რკინის კარი საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა გააღეს და მე-12 დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით ორმა პატიმარმა -გიორგი დემეტრაძემ და ზურაბ ნოღაიდელის ნათესავმა, დავით ძნელაძემ დატოვეს...

2 წელი და 7 თვე გაატარა ციხეში ფეხბურთელმა. როგორც კი ბიძის სახლში ფეხი შედგა, ღიმილით თქვა, -ახლა ცრემლები არ დამანახოთო! -და მონატრებულ ნათესავებს გადაეხვია. მერე ისევ ბიძას მიუბრუნდა: "იქნება ახლა პურმარილი? იმდენი ძეხვი მაქვს ციხეში ამ წლებში ნაჭამი, რომ მეტი აღარ შეიძლება".

ნელ-ნელა ახლობლები შეიკრიბნენ. გიორგი დის შვილიშვილებს მოესიყვარულა, მათ შორის, 3 წლის ულამაზეს გოგონას, რომელიც 4 თვის დატოვა. ფეხბურთელის დისშვილმა -ანამ გაიხსენა, როგორი შოკი იყო მათთვის გიორგის დაკავება: "სახლში პოლიციელები შემოიჭრნენ, ყველაფერი გადაატრიალეს, იარაღს ეძებდნენ. ჩემი უფროსი გოგოს შარვლის ჯიბეებიც კი ამოაბრუნეს, იქიდან რვეულის დაკუჭული ფურცლები ამოიღეს და დაიწყეს გარკვევა, იქნებ "ობშიაკის" ფურცლები არისო? სახლის ჩხრეკას რომ მორჩნენ, ჩემი პატარა გოგონას ეტლთან მივიდნენ, 4 თვის ბავშვის ამოყვანა მომთხოვეს, ესეც უნდა გავჩხრიკოთო; ამაზე კატეგორიული უარი ვთქვი, ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი... დღეს ძალიან გახარებულები ვართ, რომ გიორგი დაგვიბრუნდა".

ციხიდან გამოსულ ფეხბურთელს ხელში გათავისუფლების ფურცელი ეჭირა.

-არ ვიცი, სად წავიღო, ნეტავ უნდა შევინახო? -იკითხა მან. ამ ერთგვერდიან ფურცელში მითითებული იყო მისი ბრალი და ის, რომ ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

-გიორგი, რა განცდაა, როცა ციხის კედლებს ტოვებ და თავისუფალი ხარ?

-ყველა იმ პატიმრისთვის, რომელიც ციხეს ტოვებს, ეს დღე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, სხვებიც მალე დატოვებენ იქაურობას, რადგან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იხდის სასჯელს. რა თქმა უნდა, მე უდანაშაულო ვიყავი. ახლა ნამდვილად ეიფორიაში ვარ. ბუნებრივია, ემოციები უხვადაა, როცა პატიმარი ქუჩაში პირველად გამოდიხარ. ახლა ძალზე ვცდილობ ემოციისგან თავის შეკავებას. ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ყველაფერი დალაგდება.

-როგორი იყო პატიმრებთან დამშვიდობება?

-იცით, ყველაზე რთულია, როცა შენ გადიხარ და სხვები იქ რჩებიან. მინდა, ისინიც იმედიანად იყვნენ და მალე გამოვიდნენ იქიდან, როგორც უდანაშაულო ადამიანები. იმ იმედით დავემშვიდობე მათ, რომ მალე გარეთ შევხვდები. ახლა ძალიან კარგი დირექტორი დანიშნეს, დარახველიძე. პატიმრებს კარგად ექცევა. რაც ის მოვიდა, კონფლიქტი არ მომხდარა. იცის ადამიანებთან მიდგომა, ძველი, გამოცდილი კადრია.

-როდის გაგიჩნდა იმის იმედი, რომ ციხეს სასჯელის მოხდამდე დატოვებდი?

-1-ელ ოქტომბერს, როგორც კი არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლება შეიცვალა, ვიცოდით, რომ გამოვიდოდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაშინ ვიგრძენი თავი თავისუფალ ადამიანად. ამ დღის შემდეგ უკვე აღარც ვნერვიულობდი. რაც მთავარია, არჩევნები მოგებული იყო და ცხადი გახდა, ისინი ქვეყანას მოშორდებოდნენ. დაკავების დღიდან ფიზიკურად არ შემხებიან, მაგრამ ფსიქოლოგიური ზემოქმედება ნამდვილად ხდებოდა. მაშინებდნენ, რომ ყველაფერს წამართმევდნენ. ციხეში ჩაგაკლავთ, გარეთ არ გაგიშვებთ, თუ სხვას არ ამხელო!.. ყველაფრის მიუხედავად, ვერ გამტეხეს, ვერ შემაშინეს. ახლა თქვენც ხედავთ, ბოლოს შეშინებული ვინ დარჩა: ადეიშვილი გაქცეულია, ზოგი ციხეშია, ბევრი დაჭერას ელოდება და ზოგიერთი შიშით "პადვალში" იმალება.

შეგახსენებთ: გიორგი დემეტრაძე 2010 წელს თბილისში დააკავეს. იმ დროს მეგობარს, დავით გაგნიძეს უნდა შეხვედროდა და მას ქურდული სამყაროს მიმდევრობაში დასდეს ბრალი. მაშინ მხოლოდ მასთან ერთად დაკავებული პოლიციელი, კახა მისირელი გამოუშვეს თავდებით და მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. უჩვეულოა, მაგრამ ძალოვან მისირელსაც ქურდული სამყაროს წევრობა და იარაღის უკანონო ტარება-შენახვა ედებოდა ბრალად. კახა მისირელიც დახვდა 13 იანვარს ციხესთან დემეტრაძეს. თავიდანვე ყველა იმაზე საუბრობდა, რომ დემეტრაძე კრიმინალად შერაცხილ ვატო ყიფიანთან მეგობრობის გამო დაისაჯა, თუმცა საზოგადოებას ისიც კარგად ახსოვს, რომ ციხეში მყოფი ვატო ყიფიანი 2008 წელს თავად ხელისუფლებამ გაუშვა პატიმრობიდან და ქვეყნიდან გასვლის უფლებაც მისცა.

საქმის მასალების მიხედვით, 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე დავით კვიჟინაძემ ვასილ ლურსმანაშვილთან 140.000 დოლარი წააგო. კვიჟინაძემ დახმარება ცნობილ ავტორიტეტს, ვახტანგ ყიფიანს სთხოვა. შეთანხმებით გადაწყდა, რომ 70.000 დოლარი ლურსმანაშვილის მეგობარ დავით ფეიქრიშვილს ჩაჰბარდებოდა, დანარჩენ თანხას, ქურდების სახელით, ყიფიანი აიღებდა და თანხა მთლიანად დაფარულად ჩაითვლებოდა. ფეიქრიშვილი კვიჟინაძისგან თანხას ითხოვდა. გამოძიების მტკიცებით, აღნიშნულ გარჩევაში დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი მონაწილეობდნენ.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებისას დემეტრაძეს ხელში ჰქონდა ცელოფანში ჩადებული 30.000 დოლარი, ხოლო გაგნიძეს -10.700. თავად გაგნიძე ირწმუნება, რომ ეს თანხა სრულად მისგან ამოიღეს, რადგან დემეტრაძესთან შეხვედრამდე დააკავეს. იმავეს ამბობდა დემეტრაძეც, აღნიშნავდა, რომ მეგობარმა დაურეკა და მასთან შესახვედრად წავიდა, მაგრამ გზაში პოლიციელებმა დააკავეს, ხელები გადაუგრიხეს და ძირს დააგდეს. "მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვთამაშობ და მითხარით, საიდან უნდა ვიყო ქურდული სამყაროს წევრი? მაშინ დამიდასტურეთ, რომ რაიმე ქურდულ გარჩევაში მივიღე მონაწილეობა", -აცხადებდა სასამართლოზე იგი. პროცესზე ისიც გაირკვა, რომ მას ვატო ყიფიანთან სატელეფონო საუბარიც კი არ ჰქონია, არათუ რაიმე სახის შეთანხმება.

მოგვიანებით, ძალოვნებმა ამ საქმეზე კიდევ ერთი პირი, დავით ფეიქრიშვილიც დააკავეს. კვიჟინაძის წაგებული თანხა სწორედ მისთვის უნდა გადაეცათ. მან თქვა, რომ მოლაპარაკება ჰქონდა ყიფიანთან და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. რაც შეეხება თავად ბრალდებულებს -დემეტრაძესა და გაგნიძეს, ისინი გამართლებას ითხოვდნენ. საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას გიორგიმ მოსამართლეს ასე მიმართა: "სამართლიან განაჩენს ვითხოვ, მეტს არაფერს!" მაგრამ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. გიორგი დემეტრაძეს 6 წელი მიუსაჯეს, ხოლო დავით გაგნიძეს -8 წელი.

-გიორგი, დაკავების დღიდან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევ. მაშინ ვატო ყიფიანთან შენს მეგობრობას დაუკავშირეს ეს დაკავება, რას ითხოვდნენ შენგან?

-ითხოვდნენ, დამესახელებინა ვატო ყიფიანი და მისთვის ხელი დამედო. უარი ვთქვი. კიდევ სხვა პირებზე ითხოვდნენ ჩემგან ჩვენებებს, მაგრამ როცა ვერ გამტეხეს და არაფერზე წავედი, ახალი ულტიმატუმი წამიყენეს, -ახლა მილიონი მოიტანე და ერთ წელს მოგისჯითო. მერე ესეც შეცვალეს და მითხრეს, -ეს თანხა გადაიხადე და გაგათავისუფლებთო. ვუპასუხე, -მილიონი თქვენ მომეცით და კიდევ ერთი წელი დამიმატეთ-მეთქი... პროკურორები ვაჭრებად იყვნენ გადაქცეულები. ადეიშვილი ჰალსტუხიანი ვირთხაა, ის გზავნიდა ამ ხალხს. საპროცესო შეთანხმებაზე მიდიოდა მოლაპარაკება, მაგრამ ჩაიშალა, რადგან ჩვენგან კატეგორიული პასუხი მიიღეს, რომ ხელი ვინმესთვის დაგვედო... მთელი საქართველო აღმოჩნდა მათი სამიზნე -ბევრი ნაცნობი შემხვდა იქ; ბევრი უდანაშაულოდ ზის, როგორც მე.

-რამდენიმე დაწესებულება გამოიცვალეთ. ისიც ვიცი, რომ ციხეში ცუდ პირობებში გამყოფებდნენ. იქნებ გვიამბოთ, რა გზა გამოიარეთ დაკავების დღიდან დღემდე?

-გლდანის დაწესებულებაში 10 თვე ვიყავი. საშინლად მძიმე პირობები იყო. თუმცა ფიზიკურად არ შემხებიან. თუ არ აღიარე დანაშაული, მათ მოთხოვნებს არ ემორჩილები, ბუნებრივია, გემუქრებიან, რომ გადაგიყვანენ უფრო მძიმე ადგილას და ასეც მოხდა. მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაგვიყვანეს უმეტესად ის ადამიანები, რომლებიც არ ვაღიარებდით ბრალს. მათ შორის, მუხროვანის ამბოხის წევრებიც იყვნენ. ერთი თვე იქ საშინელ მდგომარეობაში გავატარე. სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია. დამიბლოკეს ბარათი და მისი სარგებლობის უფლება არ მქონდა. ბუნებრივია, ფული არ მქონდა და ფაქტობრივად, ერთი თვე მაშიმშილეს. ესეც არაფერი. დაუბანელი ვიყავი მთელი თვე, რადგან არც საპონი მქონდა, არც ჯაგრისი და კბილის პასტა, ჰიგიენისთვის არანაირი საშუალება არ არსებობდა, ტუალეტის ქაღალდიც კი არ გვქონდა, -წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდით. სამი ადამიანი ვიყავით ერთ საკანში და სამივე -ასეთ მდგომარეობაში. ღორებივით გამოგვკეტეს. დაგვაწვინეს რკინის საწოლზე და არაფერს გვაძლევდნენ. ამაზე მეტი რა უნდა გიქნან?! იმ დაწესებულებაში ერთი წელი გავატარე. ჩაკეტილი ხარ საკანში, არანაირი ვარჯიშის საშუალება არ გაქვს, დღეში მხოლოდ ერთ საათი გამოჰყავხარ სასეირნოდ, თუ ამას სეირნობა ჰქვია. ფართობი 4 კვ.მ-ია და იქ დადიხარ. შაბათ-კვირას არავინ გასეირნებს...

იქიდან რუსთავის მე-17 დაწესებულებაში გადამიყვანეს. იქ ნორმალური პირობები იყო. ფეხბურთს ყოველდღე ვთამაშობდით. დაწესებულების უფროსი ლაშა ბრეგვაძე თავადაც იყო ფეხბურთის მოყვარული. დიდი სტადიონი გვქონდა და თამაშით ვერთობოდით, სხვა რითი უნდა დაკავდე იქ, თუ არა სპორტით?! მერე იქიდან ორთაჭალაში, მე-12 დაწესებულებაში მიმიყვანეს, საიდანაც გავთავისუფლდი. ამას "გამშვებ ზონას" ეძახიან. ფაქტობრივად, მთელი ციხეები მომატარეს, ერთი გეგუთის კოლონია არ მინახავს. მძიმე იყო გლდანში გატარებული პერიოდი. მართალია, ფიზიკურად არავინ შემხებია, მაგრამ როცა გესმის, შენ გვერდით საკნებში ადამიანებს როგორ აწამებენ, სცემენ, გესმის მათი განწირული ხმები, ყვირილი, ამის გაძლება ძნელია. ყველაფერი ეს ადამიანის ფსიქიკაზე საშინლად მოქმედებს.

-სასამართლოს შენობაში ცალკე ჰყავდით გამოკეტილი; ასეთი სასჯელი რატომ დაიმსახურეთ?

-პროცესზე გადაყვანის დროს ბადრაგთან მომივიდა შეკამათება და ხომ უნდა დავესაჯე?!. მას მერე მარტო მოვყავდი სასამართლოში და ცალკე ოთახში მკეტავდნენ, საშინელ სიცივეში. ასე, მარტო გამოკეტილს, რამდენიმე საათის გატარება მიწევდა. მერე პროცესზე სიცივისგან გალურჯებული შევდიოდი. ასეთები იყვნენ: თუ გააპროტესტებდი მათ უკანონობას, ასე გექცეოდნენ. უბრალოდ -გსჯიდნენ. როგორც მივხვდი, მათაც ავალებდნენ და ისინი შემსრულებლები იყვნენ -ალბათ ადეიშვილი და დეპარტამენტიდან ავალებდნენ.

-გლდანის დაწესებულებაში ვენა გადაიჭერი. რა იყო ამის მიზეზი? დეპრესია?

-კარცერში სრულიად უმიზეზოდ გადამიყვანეს. ეს დასჯის ერთ-ერთი მეთოდი იყო. წამების სხვადასხვა მეთოდს მიმართავდნენ და ეს მეთოდები იცვლებოდა. მარტო დავრჩი და 5 დღე კარცერში გავატარე. ვცდილობდი, დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი და ამაზე არ მეფიქრა, მაგრამ როცა მარტო დავრჩი, მომეშალა ნერვები და ხელი გავიჭერი. მერე ექიმს დაუძახეს და ჩემს საკანში დამაბრუნეს. როგორც წესი, ასეთი რამ არ ხდება: როცა კარცერიდან ამოგიყვანენ, სხვა საკანში შეჰყავხარ. ამის მერე იყო, მკაცრ რეჟიმში რომ გადამიყვანეს.

-დრო როგორ გაგყავდა?

-ვკითხულობდი გაზეთებს, ჟურნალებს, წიგნებს, ვუსმენდი რადიოს, დღეში რამდენიმე საათს ვვარჯიშობდი.

-კვება როგორი გქონდათ?

-იქაურ საჭმელს ვერ შეჭამ. ერთი თვე ბარათის გარეშე რომ დამტოვეს, სხვა გზა არ მქონდა და იძულებით ვჭამდი. ისე, სამჯერ მომწამლეს. ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ... ყველაფერს მაღაზიაში ვყიდულობდი. ოთხშაბათს და პარასკევს ლობიო გვქონდა.

-როგორც მახსოვს, მამაშენს ფეხბურთის ფედერაციაში შენი დახასიათებაც არ მისცეს. რა რეაქცია გქონდა ამაზე? ბევრმა მეგობარმა გაქცია ზურგი?

-ფედერაციიდან ფეხბურთელს დახასიათებას რომ არ მისცემდნენ, ეს წარმოუდგენელი იყო ჩემთვის და მართლა გავოგნდი. ეტყობა, შეაშინეს და დღემდე აშინებენ ფედერაციის პრეზიდენტს. ფაქტია -მამას ეს საბუთი არ მისცეს. რეზიკო არველაძეს მადლობა მინდა გადავუხადო -შეძლებისდაგვარად, მამას ეხმარებოდა პრობლემის გადაწყვეტაში, მაგრამ დომენტი სიჭინავა რამ შეაშინა, არ ვიცი. რაც შეეხება მეგობრებს, ისინი დამიდგნენ გვერდში, მაგრამ ზოგიერთებმა ჩემი იმედი ვერ გაამართლეს. ზოგს შეეშინდა, ზოგს სხვა მიზეზი ჰქონდა იმისა, რომ არ ეაქტიურა. არ ვიცი, მათი აზრი აღარ მაინტერესებს და მათ მოსმენას არ ვაპირებ. ბოლომდე დამიდგა კახა კალაძე და სხვები.

-რეაბილიტაციას მოითხოვ?

-აუცილებლად. ხელახლა უნდა მოხდეს ამ საქმის განხილვა და სიმართლის დადგენა. მართალია, გარეთ ვარ, მაგრამ ჩემი მეგობარი დათუნა გაგნიძე სრულიად უდანაშაულოდ ზის ციხეში. თან ავადმყოფობს. რაც მალე დაინიშნება პროცესები და გავმართლდებით, მით მალე დატოვებს ციხეს. პირველ რიგში მას უნდა მივხედო და პროცესებზე ყველანი დარწმუნდებით ჩემს უდანაშაულობაში.

-შობას თქვენთან ერთად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეხვდა...

-წლევანდელი ახალი წელი ყველაზე გამორჩეული იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან ვიცოდი, მალე დავტოვებდი იქაურობას. 1-ელ იანვარს დილამდე არ გვეძინა. მართალია, სასმელი არ იყო, მაგრამ საჭმელი ბევრი გვქონდა. შობას თეა წულუკიანი ჩვენთან ერთად დაესწრო წირვას. ძალიან ჭკვიანი გოგოა და კარგი ადამიანი. პატიმრების პრობლემები გულისყურით მოისმინა.

-შენი სამომავლო გეგმები როგორია?

-ახლა ეიფორიაში ვარ. შეგატყობინებთ, რას ვიზამ. ჩემთვის საფეხბურთო კარიერა დასრულდა. 36 წლის ვარ, 2 წელი და 7 თვე ციხეში ვიყავი. აქტიური ფეხბურთი მორჩა. ხანდახან ეზოში ვითამაშებ მეგობრებთან ერთად. როცა დამაკავეს, მაშინ ვვარჯიშობდი და გადაწყვეტილი იყო, სამწლიან კონტრაქტზე ხელი უნდა მომეწერა, მივდიოდი საქართველოდან, მაგრამ ეს ყველაფერი ჩამიშალეს და ციხეში უდანაშაულოდ გამომკეტეს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ