პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა გოჩიაშვილი მისი და მისი ძმის დაკითხვის ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს
ბექა გოჩიაშვილი მისი და მისი ძმის დაკითხვის ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს

ახალ­გაზ­რდა ჯაზ­მე­ნი ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლი მისი და მისი ძმის და­კი­თხვის ვი­დეო-აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ითხოვს. ამის შე­სა­ხებ გო­ჩი­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ იმის გამო, ჩემი და ჩემი ძმის, ლა­შას სა­ხე­ლე­ბი და­კავ­ში­რე­ბულ იქნა კრი­მი­ნა­ლურ ინ­ცი­დენ­ტთან. კი­დევ უფრო ვწუხ­ვარ იმ მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის გამო, რო­მე­ლიც ჩემს უფ­როს მე­გო­ბარს, ქალ­ბა­ტონ ბაია და­ვი­თა­ი­ას მი­ა­ყე­ნეს.

სა­კი­თხის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა ჩემი არ­ჩე­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა. რო­დე­საც ინ­ფორ­მა­ცი­ამ ჩვე­ნი და­კი­თხვის შე­სა­ხებ გა­ჟო­ნა და მე­დი­ის ყუ­რამ­დეც მი­აღ­წია, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­მი­კავ­შირ­დნენ "სკა­ი­პის" სა­შუ­ა­ლე­ბით და მე მათ მო­ვუ­ყე­ვი და­კი­თხვის დროს ჩვენ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის, შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და მუ­ქა­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც ად­გი­ლი ჰქონ­და სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ა­ში ამა წლის 8 იან­ვარს. პრე­ზი­დენ­ტის და ყო­ფი­ლი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის სა­ხე­ლე­ბი სწო­რედ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის და არა ჩემს მიერ იყო ნახ­სე­ნე­ბი და­კი­თხვის დროს და ჩემ­თვის დღემ­დე ამო­უხ­სნელ ამო­ცა­ნად რჩე­ბა, რა შუ­ა­ში იყო ერ­თის შე­ხედ­ვით ბა­ნა­ლურ კრი­მი­ნა­ლურ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ და­კი­თხვა­ზე მათი სა­ხე­ლე­ბის წა­მო­ტივ­ტი­ვე­ბა.

მე ძა­ლი­ან გული მტკი­ვა, რომ ამ ინ­ცი­დენ­ტის უნებ­ლიე მო­ნა­წი­ლე გავ­ხდი და გან­სა­კუთ­რე­ბით მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის ამ ამ­ბის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა. ვი­ღა­ცამ, ვი­საც ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია სე­ი­ფის და შიგ არ­სე­ბუ­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ, შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყე­ნა ახალ­გაზ­რდა, ხმა­უ­რი­ა­ნი მო­ზარ­დე­ბის იქ ყოფ­ნის ფაქ­ტი, ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი და ხელს ჩვენ­სკენ იშ­ვერს სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის და­სა­ფა­რად. რა­ტომ­ღაც ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ე­ბის ფერ­ხულ­ში ჩა­ერ­თო და არა­ვის ახ­სოვს, რომ ამ საქ­მე­ში ყვე­ლა­ზე დიდი მსხვერ­პლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ბა­ი­აა, რომ­ლის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია და­კარ­გუ­ლის პოვ­ნა და არა პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა.

მო­ვი­თხოვ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მოქ­ვეყ­ნდეს ჩემი და ჩემი ძმის და­კი­თხვის სრუ­ლი ვი­დეო-აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ",-აღ­ნიშ­ნუ­ლია ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბექა გოჩიაშვილი მისი და მისი ძმის დაკითხვის ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს

ბექა გოჩიაშვილი მისი და მისი ძმის დაკითხვის ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს

ახალგაზრდა ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი მისი და მისი ძმის დაკითხვის ვიდეო-აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს. ამის შესახებ გოჩიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ძალიან ვწუხვარ იმის გამო, ჩემი და ჩემი ძმის, ლაშას სახელები დაკავშირებულ იქნა კრიმინალურ ინციდენტთან. კიდევ უფრო ვწუხვარ იმ მორალური და მატერიალური ზიანის გამო, რომელიც ჩემს უფროს მეგობარს, ქალბატონ ბაია დავითაიას მიაყენეს.

საკითხის პოლიტიზირება ჩემი არჩევანი არ ყოფილა. როდესაც ინფორმაციამ ჩვენი დაკითხვის შესახებ გაჟონა და მედიის ყურამდეც მიაღწია, ჟურნალისტები დამიკავშირდნენ ”სკაიპის” საშუალებით და მე მათ მოვუყევი დაკითხვის დროს ჩვენზე განხორციელებული ზეწოლის, შეურაცხყოფისა და მუქარების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდა საბურთალოს პოლიციაში ამა წლის 8 იანვარს. პრეზიდენტის და ყოფილი კულტურის მინისტრის სახელები სწორედ გამომძიებლების და არა ჩემს მიერ იყო ნახსენები დაკითხვის დროს და ჩემთვის დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება, რა შუაში იყო ერთის შეხედვით ბანალურ კრიმინალურ ინციდენტთან დაკავშირებულ დაკითხვაზე მათი სახელების წამოტივტივება.

მე ძალიან გული მტკივა, რომ ამ ინციდენტის უნებლიე მონაწილე გავხდი და განსაკუთრებით მიუღებელია ჩემთვის ამ ამბის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა. ვიღაცამ, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია სეიფის და შიგ არსებული ძვირფასეულობის შესახებ, შესანიშნავად გამოიყენა ახალგაზრდა, ხმაურიანი მოზარდების იქ ყოფნის ფაქტი, ჩაიდინა დანაშაული და ხელს ჩვენსკენ იშვერს საკუთარი დანაშაულის კვალის დასაფარად. რატომღაც ყველა პოლიტიკური დისკუსიების ფერხულში ჩაერთო და არავის ახსოვს, რომ ამ საქმეში ყველაზე დიდი მსხვერპლი დაზარალებული, ქალბატონი ბაიაა, რომლის მთავარი პრიორიტეტია დაკარგულის პოვნა და არა პოლიტიკური თამაშებისთვის თვალყურის დევნება.

მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ჩემი და ჩემი ძმის დაკითხვის სრული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ",-აღნიშნულია ბექა გოჩიაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"