მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებს დავით საგანელიძეს მისი მეუღლე
როგორ აფასებს დავით საგანელიძეს მისი მეუღლე

ქალ­ბა­ტო­ნი 23 წლი­სა­ა, მა­მა­კა­ცი მას­ზე 30 წლით უფ­რო­სი. მა­თი და­ქორ­წი­ნე­ბი­დან მე­ოთხე წე­ლი­წა­დი და­იწყო და უკ­ვე ორი შვი­ლი ჰყავთ - ორი წლის ნო­და­რი, რო­მელ­საც სა­ხე­ლი ბა­ბუ­ის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს და 10 თვის ელე­ნე. ახა­ლი წლის დღე­ებ­ში მათ ოჯახს ვსტუმ­რობ. კარ­თან ბავ­შვე­ბი მე­გე­ბე­ბი­ან ძი­ძას­თან ერ­თად. უხა­რი­ათ სტუმ­რის მის­ვლა და ჩე­მი ყუ­რადღ­ე­ბის მიქ­ცე­ვას ცდი­ლო­ბენ - ნო­დარს ნაძ­ვის ხეს­თან მივ­ყა­ვარ და თოვ­ლის ბა­ბუ­ის სა­ჩუქ­რებს მაჩ­ვე­ნებს, ელე­ნე მი­ღი­მის და მეპ­რან­ჭე­ბა. სხვა­თა შო­რის, ელე­ნე უკ­ვე და­დის. ცო­ტა ხან­ში სა­ა­ხალ­წლოდ ლა­მა­ზად მორ­თულ ოთახ­ში ბავ­შვე­ბის დე­დაც შე­მო­დის - კარ­გა ხა­ნი­ა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვმე­გობ­რობთ, მაგ­რამ პი­რის­პირ პირ­ვე­ლად ვხვდე­ბით. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნიც ჩანს. მი­ბო­დი­შებს, მე­უღ­ლე რომ ვერ დამ­ხვდა შინ. არც მიკ­ვირს - ვი­ცი, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი­ა. ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტონს სო­ფო ჰქვი­ა, გვა­რად ფარ­ცხა­ლა­ძე­ა, მი­სი მე­უღ­ლე კი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე გახ­ლავთ.

- სო­ფო, სამ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ რა­მით ხომ არ გა­ნი­ხიბ­ლეთ, ხომ არ გა­მო­იც­ვა­ლა ბა­ტო­ნი და­ვი­თი?

- და­თო სრუ­ლი­ად არ შეც­ვლი­ლა, ეგა­ა, რომ მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სტა­ტუს­მა ფი­ზი­კუ­რად ცო­ტა­თი "დაგ­ვა­შო­რა" - სულ ქუ­თა­ის­შია და შა­ბათ­-კვი­რა­საც იმ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­მო­დის, თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მე აქვს თბი­ლის­ში. თუმ­ცა ტე­ლე­ფო­ნით წამ­და­უ­წუმ რე­კავს და დაწ­ვრი­ლე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა - რო­გორ ვართ, ბავ­შვებ­მა რა ჭა­მეს, რას აკე­თე­ბენ, დრო­უ­ლად და­ი­ძი­ნეს თუ არა და ასე შემ­დეგ. მოკ­ლედ, დღის გან­რი­გი ზე­პი­რად იცის.

- ბევ­რი მით­ქმა-­მოთ­ქმა კი მოჰ­ყვა თქვენს ქორ­წი­ნე­ბას. მა­ინც რით მოგ­ხიბ­ლათ წლო­ვა­ნე­ბით ასე უფ­როს­მა მა­მა­კაც­მა?

- უპირ­ვე­ლე­სად ვიტყ­ვი, რომ მიკ­ვირს, რო­დე­საც უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვე­ბის ცხოვ­რე­ბას, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, მათ­ზე მე­ტად ღე­ლა­ვენ. არც კი ფიქ­რო­ბენ, თვი­თონ ის ადა­მი­ა­ნე­ბი რას გა­ნიც­დი­ან, სა­კუ­თარ ნა­ბიჯ­ზე თუ იფიქ­რეს, ინერ­ვი­უ­ლეს თუ არა და ასე შემ­დეგ. რო­გორ ფიქ­რობთ, ყვე­ლა­ზე მე­ტად დე­და­ჩე­მი არ ინერ­ვი­უ­ლებ­და? მით უფ­რო, რომ და­თო­ზე ცო­ტა უმ­ცრო­სიც კი არის - ად­რე გათხ­ოვ­და და 17 წლის იყო, მე რომ გა­ვუჩ­ნდი... იმ სა­ღა­მოს­ვე, და­თო რომ შე­მო­ვი­და აფ­თი­აქ­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, სიყ­ვა­რულ­ზე არც მი­ფიქ­რი­ა. ჩვე­უ­ლებ­რივ შე­ი­ძი­ნა რაც სჭირ­დე­ბო­და და წა­ვი­და, მაგ­რამ... თურ­მე, აფ­თი­ა­ქის მი­სა­მარ­თი წა­უ­კითხ­ავს, შემ­დეგ "09"-ში და­უ­რე­კავს, აფ­თი­ა­ქის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გა­უ­გი­ა, მე­რე ბევ­რი უფიქ­რია თუ ცო­ტა, გა­და­უწყ­ვე­ტია და... აფ­თი­აქ­ში და­მი­რე­კა, - გუ­შინ დი­ლით ვი­ყა­ვი თქვენ­თან, თუ გახ­სო­ვარ­თო? გა­მე­ღი­მა: დი­ლით ვე­რაფ­რით იქ­ნე­ბო­და, რად­გან სა­ღა­მოს ცვლა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ვუთხ­ა­რი კი­დეც. მკითხ­ა, შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­ფო­ნით ვი­სა­უბ­როთ ხოლ­მე და ვი­მე­გობ­რო­თო? მის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას ცუ­დად ვერ მი­ვი­ღებ­დი, რად­გან სე­რი­ო­ზულ ადა­მი­ა­ნად ვიც­ნობ­დი შო­რი­დან. ცხა­დი­ა, ისიც ვიგ­რძე­ნი, რომ მო­ვე­წო­ნე, ამი­ტომ დავ­თან­ხმდი. მე­რე შევ­ხვდით კი­დეც ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე... ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ღვ­თის ნე­ბა იყო, აბა, რა­ტომ სხვა აფ­თი­აქ­ში არ შე­ვი­და? რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რაც "სხვა­გან" წყდე­ბა. მთა­ვა­რი­ა, მივ­ხვდი, რომ და­თო იდე­ა­ლუ­რი ქმა­რი და მა­მა იქ­ნე­ბო­და. ზო­გა­დად, რაჭ­ვე­ლი კა­ცე­ბი ხომ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ამით. ბევ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლის­თვის სამ­სა­ხუ­რია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, მე კი უფ­რო მე­ო­ჯა­ხე ვარ. ისე, სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა არ­ც ერთს გვაკ­ლი­ა. შე­იძ­ლე­ბა ჩემს ასაკ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლიც კი ვჩან­ვარ.

- თქვენ, მგო­ნი, მა­მა ად­რე გარ­და­გეც­ვა­ლათ.

- სა­მი წლის ვი­ყა­ვი და ამი­ტომ მა­მა არც მახ­სოვს. ვი­ცი, რა­ტო­მაც ახ­სე­ნეთ ეს ამ­ბა­ვი: ფიქ­რობთ, რა­ღაც­ნა­ი­რად ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი? სა­ერ­თოდ, ისე მოხ­და ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ბა­ბუ­ე­ბიც ჩემს და­ბა­დე­ბამ­დე გარ­და­იც­ვალ­ნენ, მა­მის ძმაც გარ­დაც­ვლი­ლი­ა... შე­იძ­ლე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ყოფ­ნაც და­თომ შე­მივ­სო... ის მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბა­ა, ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცი და უთ­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი­ა. ში­ნი­დან ისე არ გა­ვა, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი რომ არ ჩაგ­ვკოც­ნოს. და­თოს დე­დაც ჩვენ­თან ცხოვ­რობს და უნ­და ნა­ხოთ, რა თბი­ლად ექ­ცე­ვა. ასე მგო­ნი­ა, კაცს თუ დე­და არ უყ­ვარს, ამ­ქვეყ­ნად არც არა­ვინ ეყ­ვა­რე­ბა, ამი­ტომ მა­ხა­რებს მა­თი ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა. მეც შე­იძ­ლე­ბა წამ­და­უ­წუმ არ მითხ­რას, - მიყ­ვარ­ხა­რო, - მაგ­რამ ყო­ველ წუთს რომ მო­მი­კითხ­ავს, ბავ­შვე­ბით რომ ინ­ტე­რეს­დე­ბა, დიდ სიყ­ვა­რულს არ ნიშ­ნავს? მე კი ბავ­შვო­ბი­დან თბილ და სრულ­ყო­ფილ ოჯახ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ხში­რად წარ­მო­ვიდ­გენ­დი ხოლ­მე: ვსხედ­ვართ სუფ­რას­თან დე­და, მა­მა, ჩე­მი და და მე, ვსვამთ ჩა­ის და ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რუ­ლი­თაა სავ­სე... სამ­წუ­ხა­როდ, ცხოვ­რე­ბა­ში ასე არ მოხ­და, რად­გან მა­მა ად­რე გარ­და­იც­ვა­ლა... ადა­მი­ან­მა ოჯა­ხის ფა­სი უნ­და იცო­დე და თუ ამას ვერ და­ა­ფა­სებ, ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ. შვი­ლე­ბიც ასე უნ­და გა­ზარ­დო. დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ოჯა­ხი მაქვს, სა­დაც ხან შე­იძ­ლე­ბა ვკა­მა­თობთ, ხან - გვწყინს, უფ­რო მე­ტად კი ერ­თად ყოფ­ნა გვი­ხა­რია და გვიყ­ვარს. მინ­და, დი­დი ასო­ე­ბით და­წე­როთ, რომ ვე­რა­ნა­ი­რი ან­გა­რე­ბა და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი ვერ გა­და­არ­ჩენს ურ­თი­ერ­თო­ბას, თუ­კი შინ სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო არ არის. გგო­ნი­ათ, რომ ძა­ლი­ან მა­ნე­ბივ­რებს და­თო? სუ­ლაც არა. ზედ­მე­ტი არა­ფე­რია სა­ჭი­რო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა მე­რე ყვე­ლა­ფერ­მა ფა­სი და­კარ­გოს. ალ­ბათ, და­თომ ეს კარ­გად იცის და ამი­ტო­მაც ამ­ჯო­ბი­ნებს ზო­მი­ე­რე­ბას. მეც ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, მეც ვიზ­რდე­ბი. არას­დროს მხიბ­ლავ­და კა­ცი, რო­მე­ლიც ცო­ლის­ თვა­ლის დაბ­რი­ა­ლე­ბით რა­ი­მეს გა­ა­კე­თებ­და. ჩემ­მა შვი­ლებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რომ ოჯახ­ში არის მა­მა, მა­მა­კა­ცი, ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა. ამ მხრივ, ოჯახს გა­რეთ მის სტა­ტუსს დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა არც აქვს. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს არ მო­ე­წო­ნოს ჩე­მი ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ არი­ან ე. წ. სტა­ტუ­სი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი, ოჯახ­ში რომ ვერ კა­ცო­ბენ. ასეთ­თან ვერც ვიცხ­ოვ­რებ­დი. გა­ნა მე არ ვბრა­ზობ ხოლ­მე შინ, ვა­ღი­ა­რებ - ბუზღ­უ­ნიც ვი­ცი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, და­თოს წვე­უ­ლე­ბა­ზე რომ უნ­და ჩე­მი წაყ­ვა­ნა - ძა­ლი­ან ბრა­ზობს ხოლ­მე, რომ არ მივ­ყვე­ბი, მე კი ბავ­შვე­ბის და­ტო­ვე­ბა მიძ­ნელ­დე­ბა; ხან­და­ხან ვი­ბუ­ტე­ბი კი­დეც, თვი­თო­ნაც მე­ბუ­ტე­ბა, მაგ­რამ გა­ბუტ­ვაც კი არ გრძელ­დე­ბა დიდ­ხანს. სა­ღა­მოს შინ რომ დაბ­რუნ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­მე­ლი ვართ ნაწყ­ე­ნი, მეტყ­ვის ხოლ­მე: თუ გინ­და, შე­გი­რიგ­დე, სამ დათ­ვლა­ში უნ­და მა­კო­ცოო (ი­ცი­ნის). მეც მივ­დი­ვარ და ვკოც­ნი. სხვაგ­ვა­რად არც შე­იძ­ლე­ბა: კა­მა­თი­სას ერ­თ-ერ­თმა უნ­და დათ­მოს, თუმ­ცა, უმ­ჯო­ბე­სი­ა, მსგავ­სი სურ­ვი­ლი ორი­ვეს გა­უჩ­ნდეს...

- მის სა­პარ­ლა­მენ­ტო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს ყო­ველ­თვის ეთან­ხმე­ბით?

- ად­რე გა­ვაფ­რთხი­ლე, იცო­დე, ყვე­ლა­ზე დი­დი ოპო­ზი­ცია მე გე­ყო­ლე­ბი, თუ­კი შე­ნი გუნ­დი­სა და პი­რა­დად შე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მო­მე­წო­ნა-­მეთ­ქი. თით­ქოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი­ვით ვარ და რა­ი­მე უარ­ყო­ფით ინ­ფორ­მა­ცი­ას რომ მო­ვის­მენ, შინ მოს­ვლის­თა­ნა­ვე მივ­ვარ­დე­ბი ხოლ­მე, სი­მარ­თლე რომ და­ვად­გი­ნო. სამ­წუ­ხა­როდ, მე­რე აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­მა­ხინ­ჯე­ბით გად­მოს­ცე­მენ. იმი­ტომ კი არ ვლა­პა­რა­კობ ასე, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ცო­ლი რომ ვარ, არა­მედ ამ ქვეყ­ნის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ვარ, რო­მელ­საც მარ­თლა უნ­და, ხალ­ხმა ამო­ი­სუნ­თქოს, შვე­ბა იგ­რძნოს და აღა­რა­სო­დეს გაწ­ბილ­დეს.

- სო­ფო, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა, მუ­შა­ო­ბას აპი­რებ?

- ძა­ლი­ან ჩავ­ჯე­ქი შინ. რაც გავ­თხოვ­დი, სულ ფეხ­მძი­მედ ვარ - ბავ­შვებს ვა­ჩენ და ვზრდი (ი­ცი­ნის). და­თო მეხ­ვე­წე­ბა, სად­მე წა­დი, ან შენს მე­გობ­რებ­თან, ან ერ­თად ვეწ­ვი­ოთ ვინ­მე­სო. სხვა­თა შო­რის, სუ­ლაც არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. გარ­თო­ბა, მოლ­ხე­ნა ძა­ლი­ან უყ­ვარს და უნ­და, მეც ვიმ­ხი­ა­რუ­ლო. რამ­დენ­ჯერ ყო­ფი­ლა, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მისჯ­დო­მია ჩვენს რო­ი­ალს, აქეთ­-ი­ქით ბავ­შვე­ბი და­უს­ვამს, ჩემ­თვი­საც და­უ­ძა­ხია და უმ­ღე­რი­ა. გვაქვს ხოლ­მე ასე­თი მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი... მი­ხა­რი­ა, ორი შვი­ლი რომ მყავს. მე­სა­მეც მინ­და, თა­ნაც ვი­ცი, პატ­რი­არ­ქი მო­მი­ნათ­ლავს. ბე­ბო მას­წავ­ლი­და ხოლ­მე და უკ­ვე მეც ვხვდე­ბი, რომ კარ­გია ოჯახ­ში ბევ­რი შვი­ლი, სა­შუ­ა­ლე­ბა თუ გაქვს, მით უფ­რო უნ­და გა­ა­ჩი­ნო. ოჯა­ხი გაძ­ლი­ერ­დე­ბა ამით.

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

როგორ აფასებს დავით საგანელიძეს მისი მეუღლე

როგორ აფასებს დავით საგანელიძეს მისი მეუღლე

ქალ­ბა­ტო­ნი 23 წლი­სა­ა, მა­მა­კა­ცი მას­ზე 30 წლით უფ­რო­სი. მა­თი და­ქორ­წი­ნე­ბი­დან მე­ოთხე წე­ლი­წა­დი და­იწყო და უკ­ვე ორი შვი­ლი ჰყავთ - ორი წლის ნო­და­რი, რო­მელ­საც სა­ხე­ლი ბა­ბუ­ის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს და 10 თვის ელე­ნე. ახა­ლი წლის დღე­ებ­ში მათ ოჯახს ვსტუმ­რობ. კარ­თან ბავ­შვე­ბი მე­გე­ბე­ბი­ან ძი­ძას­თან ერ­თად. უხა­რი­ათ სტუმ­რის მის­ვლა და ჩე­მი ყუ­რადღ­ე­ბის მიქ­ცე­ვას ცდი­ლო­ბენ - ნო­დარს ნაძ­ვის ხეს­თან მივ­ყა­ვარ და თოვ­ლის ბა­ბუ­ის სა­ჩუქ­რებს მაჩ­ვე­ნებს, ელე­ნე მი­ღი­მის და მეპ­რან­ჭე­ბა. სხვა­თა შო­რის, ელე­ნე უკ­ვე და­დის. ცო­ტა ხან­ში სა­ა­ხალ­წლოდ ლა­მა­ზად მორ­თულ ოთახ­ში ბავ­შვე­ბის დე­დაც შე­მო­დის - კარ­გა ხა­ნი­ა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვმე­გობ­რობთ, მაგ­რამ პი­რის­პირ პირ­ვე­ლად ვხვდე­ბით. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნიც ჩანს. მი­ბო­დი­შებს, მე­უღ­ლე რომ ვერ დამ­ხვდა შინ. არც მიკ­ვირს - ვი­ცი, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი­ა. ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტონს სო­ფო ჰქვი­ა, გვა­რად ფარ­ცხა­ლა­ძე­ა, მი­სი მე­უღ­ლე კი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე გახ­ლავთ.

- სო­ფო, სამ­წლი­ა­ნი თანაცხოვ­რე­ბის შემ­დეგ რა­მით ხომ არ გა­ნი­ხიბ­ლეთ, ხომ არ გა­მო­იც­ვა­ლა ბა­ტო­ნი და­ვი­თი?

- და­თო სრუ­ლი­ად არ შეც­ვლი­ლა, ეგა­ა, რომ მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სტა­ტუს­მა ფი­ზი­კუ­რად ცო­ტა­თი "დაგ­ვა­შო­რა" - სულ ქუ­თა­ის­შია და შა­ბათ­-კვი­რა­საც იმ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­მო­დის, თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მე აქვს თბი­ლის­ში. თუმ­ცა ტე­ლე­ფო­ნით წამ­და­უ­წუმ რე­კავს და დაწ­ვრი­ლე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა - რო­გორ ვართ, ბავ­შვებ­მა რა ჭა­მეს, რას აკე­თე­ბენ, დრო­უ­ლად და­ი­ძი­ნეს თუ არა და ასე შემ­დეგ. მოკ­ლედ, დღის გან­რი­გი ზე­პი­რად იცის.

- ბევ­რი მით­ქმა-­მოთ­ქმა კი მოჰ­ყვა თქვენს ქორ­წი­ნე­ბას. მა­ინც რით მოგ­ხიბ­ლათ წლო­ვა­ნე­ბით ასე უფ­როს­მა მა­მა­კაც­მა?

- უპირ­ვე­ლე­სად ვიტყ­ვი, რომ მიკ­ვირს, რო­დე­საც უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვე­ბის ცხოვ­რე­ბას, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, მათზე მე­ტად ღე­ლა­ვენ. არც კი ფიქ­რო­ბენ, თვი­თონ ის ადა­მი­ა­ნე­ბი რას გა­ნიც­დი­ან, სა­კუ­თარ ნა­ბიჯ­ზე თუ იფიქ­რეს, ინერ­ვი­უ­ლეს თუ არა და ასე შემ­დეგ. რო­გორ ფიქ­რობთ, ყვე­ლა­ზე მე­ტად დე­და­ჩე­მი არ ინერ­ვი­უ­ლებ­და? მით უფ­რო, რომ და­თო­ზე ცო­ტა უმ­ცრო­სიც კი არის - ად­რე გათხ­ოვ­და და 17 წლის იყო, მე რომ გა­ვუჩ­ნდი... იმ სა­ღა­მოს­ვე, და­თო რომ შე­მო­ვი­და აფ­თი­აქ­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, სიყ­ვა­რულ­ზე არც მი­ფიქ­რი­ა. ჩვე­უ­ლებ­რივ შე­ი­ძი­ნა რაც სჭირ­დე­ბო­და და წა­ვი­და, მაგ­რამ... თურ­მე, აფ­თი­ა­ქის მი­სა­მარ­თი წა­უ­კითხ­ავს, შემ­დეგ "09"-ში და­უ­რე­კავს, აფ­თი­ა­ქის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გა­უ­გი­ა, მე­რე ბევ­რი უფიქ­რია თუ ცო­ტა, გა­და­უწყ­ვე­ტია და... აფ­თი­აქ­ში და­მი­რე­კა, - გუ­შინ დი­ლით ვი­ყა­ვი თქვენ­თან, თუ გახ­სო­ვარ­თო? გა­მე­ღი­მა: დი­ლით ვე­რაფ­რით იქ­ნე­ბო­და, რად­გან სა­ღა­მოს ცვლა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ვუთხ­ა­რი კი­დეც. მკითხ­ა, შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­ფო­ნით ვი­სა­უბ­როთ ხოლ­მე და ვი­მე­გობ­რო­თო? მის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას ცუ­დად ვერ მი­ვი­ღებ­დი, რად­გან სე­რი­ო­ზულ ადა­მი­ა­ნად ვიც­ნობ­დი შო­რი­დან. ცხა­დი­ა, ისიც ვიგ­რძე­ნი, რომ მო­ვე­წო­ნე, ამი­ტომ დავ­თან­ხმდი. მე­რე შევ­ხვდით კი­დეც ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე... ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ღვ­თის ნე­ბა იყო, აბა, რა­ტომ სხვა აფ­თი­აქ­ში არ შე­ვი­და? რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რაც "სხვა­გან" წყდე­ბა. მთა­ვა­რი­ა, მივ­ხვდი, რომ და­თო იდე­ა­ლუ­რი ქმა­რი და მა­მა იქ­ნე­ბო­და. ზო­გა­დად, რაჭ­ვე­ლი კა­ცე­ბი ხომ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ამით. ბევ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლის­თვის სამ­სა­ხუ­რია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, მე კი უფ­რო მე­ო­ჯა­ხე ვარ. ისე, სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა არ­ც ერთს გვაკ­ლი­ა. შე­იძ­ლე­ბა ჩემს ასაკ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლიც კი ვჩან­ვარ.

- თქვენ, მგო­ნი, მა­მა ად­რე გარ­და­გეც­ვა­ლათ.

- სა­მი წლის ვი­ყა­ვი და ამი­ტომ მა­მა არც მახ­სოვს. ვი­ცი, რა­ტო­მაც ახ­სე­ნეთ ეს ამ­ბა­ვი: ფიქ­რობთ, რა­ღაც­ნა­ი­რად ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი? სა­ერ­თოდ, ისე მოხ­და ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ბა­ბუ­ე­ბიც ჩემს და­ბა­დე­ბამ­დე გარ­და­იც­ვალნენ, მა­მის ძმაც გარ­დაც­ვლი­ლი­ა... შე­იძ­ლე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ყოფ­ნაც და­თომ შე­მივ­სო... ის მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბა­ა, ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცი და უთ­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი­ა. ში­ნი­დან ისე არ გა­ვა, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი რომ არ ჩაგ­ვკოც­ნოს. და­თოს დე­დაც ჩვენ­თან ცხოვ­რობს და უნ­და ნა­ხოთ, რა თბი­ლად ექ­ცე­ვა. ასე მგო­ნი­ა, კაცს თუ დე­და არ უყ­ვარს, ამქვეყ­ნად არც არა­ვინ ეყ­ვა­რე­ბა, ამი­ტომ მა­ხა­რებს მა­თი ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა. მეც შე­იძ­ლე­ბა წამ­და­უ­წუმ არ მითხ­რას, - მიყ­ვარ­ხა­რო, - მაგ­რამ ყო­ველ წუთს რომ მო­მი­კითხ­ავს, ბავ­შვე­ბით რომ ინ­ტე­რეს­დე­ბა, დიდ სიყ­ვა­რულს არ ნიშ­ნავს? მე კი ბავ­შვო­ბი­დან თბილ და სრულ­ყო­ფილ ოჯახ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ხში­რად წარ­მო­ვიდ­გენ­დი ხოლ­მე: ვსხედ­ვართ სუფ­რას­თან დე­და, მა­მა, ჩე­მი და და მე, ვსვამთ ჩა­ის და ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რუ­ლი­თაა სავ­სე... სამ­წუ­ხა­როდ, ცხოვ­რე­ბა­ში ასე არ მოხ­და, რად­გან მა­მა ად­რე გარ­და­იც­ვა­ლა... ადა­მი­ან­მა ოჯა­ხის ფა­სი უნ­და იცო­დე და თუ ამას ვერ და­ა­ფა­სებ, ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ. შვი­ლე­ბიც ასე უნ­და გა­ზარ­დო. დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ოჯა­ხი მაქვს, სა­დაც ხან შე­იძ­ლე­ბა ვკა­მა­თობთ, ხან - გვწყინს, უფ­რო მე­ტად კი ერ­თად ყოფ­ნა გვი­ხა­რია და გვიყ­ვარს. მინ­და, დი­დი ასო­ე­ბით და­წე­როთ, რომ ვე­რა­ნა­ი­რი ან­გა­რე­ბა და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი ვერ გა­და­არ­ჩენს ურ­თი­ერ­თო­ბას, თუ­კი შინ სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო არ არის. გგო­ნი­ათ, რომ ძა­ლი­ან მა­ნე­ბივ­რებს და­თო? სუ­ლაც არა. ზედ­მე­ტი არა­ფე­რია სა­ჭი­რო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა მე­რე ყვე­ლა­ფერ­მა ფა­სი და­კარ­გოს. ალ­ბათ, და­თომ ეს კარ­გად იცის და ამი­ტო­მაც ამ­ჯო­ბი­ნებს ზო­მი­ე­რე­ბას. მეც ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, მეც ვიზ­რდე­ბი. არას­დროს მხიბ­ლავ­და კა­ცი, რო­მე­ლიც ცო­ლის­ თვა­ლის დაბ­რი­ა­ლე­ბით რა­ი­მეს გა­ა­კე­თებ­და. ჩემ­მა შვი­ლებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რომ ოჯახ­ში არის მა­მა, მა­მა­კა­ცი, ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა. ამ მხრივ, ოჯახს გა­რეთ მის სტა­ტუსს დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა არც აქვს. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს არ მო­ე­წო­ნოს ჩე­მი ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ არი­ან ე. წ. სტა­ტუ­სი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი, ოჯახ­ში რომ ვერ კა­ცო­ბენ. ასეთ­თან ვერც ვიცხ­ოვ­რებ­დი. გა­ნა მე არ ვბრა­ზობ ხოლ­მე შინ, ვა­ღი­ა­რებ - ბუზღ­უ­ნიც ვი­ცი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, და­თოს წვე­უ­ლე­ბა­ზე რომ უნ­და ჩე­მი წაყ­ვა­ნა - ძა­ლი­ან ბრა­ზობს ხოლ­მე, რომ არ მივ­ყვე­ბი, მე კი ბავ­შვე­ბის და­ტო­ვე­ბა მიძ­ნელ­დე­ბა; ხან­და­ხან ვი­ბუ­ტე­ბი კი­დეც, თვი­თო­ნაც მე­ბუ­ტე­ბა, მაგ­რამ გა­ბუტ­ვაც კი არ გრძელ­დე­ბა დიდ­ხანს. სა­ღა­მოს შინ რომ დაბ­რუნ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­მე­ლი ვართ ნაწყ­ე­ნი, მეტყ­ვის ხოლ­მე: თუ გინ­და, შე­გი­რიგ­დე, სამ დათ­ვლა­ში უნ­და მა­კო­ცოო (ი­ცი­ნის). მეც მივ­დი­ვარ და ვკოც­ნი. სხვაგ­ვა­რად არც შე­იძ­ლე­ბა: კა­მა­თი­სას ერ­თ-ერ­თმა უნ­და დათ­მოს, თუმ­ცა, უმ­ჯო­ბე­სი­ა, მსგავ­სი სურ­ვი­ლი ორი­ვეს გა­უჩ­ნდეს...

- მის სა­პარ­ლა­მენ­ტო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს ყო­ველ­თვის ეთან­ხმე­ბით?

- ად­რე გა­ვაფ­რთხი­ლე, იცო­დე, ყვე­ლა­ზე დი­დი ოპო­ზი­ცია მე გე­ყო­ლე­ბი, თუ­კი შე­ნი გუნ­დი­სა და პი­რა­დად შე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მო­მე­წო­ნა-­მეთ­ქი. თით­ქოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი­ვით ვარ და რა­ი­მე უარ­ყო­ფით ინ­ფორ­მა­ცი­ას რომ მო­ვის­მენ, შინ მოს­ვლის­თა­ნა­ვე მივ­ვარ­დე­ბი ხოლ­მე, სი­მარ­თლე რომ და­ვად­გი­ნო. სამ­წუ­ხა­როდ, მე­რე აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­მა­ხინ­ჯე­ბით გად­მოს­ცე­მენ. იმი­ტომ კი არ ვლა­პა­რა­კობ ასე, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ცო­ლი რომ ვარ, არა­მედ ამ ქვეყ­ნის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ვარ, რო­მელ­საც მარ­თლა უნ­და, ხალ­ხმა ამო­ი­სუნ­თქოს, შვე­ბა იგ­რძნოს და აღა­რა­სო­დეს გაწ­ბილ­დეს.

- სო­ფო, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა, მუ­შა­ო­ბას აპი­რებ?

- ძა­ლი­ან ჩავ­ჯე­ქი შინ. რაც გავ­თხოვ­დი, სულ ფეხ­მძი­მედ ვარ - ბავ­შვებს ვა­ჩენ და ვზრდი (ი­ცი­ნის). და­თო მეხ­ვე­წე­ბა, სად­მე წა­დი, ან შენს მე­გობ­რებ­თან, ან ერ­თად ვეწ­ვი­ოთ ვინ­მე­სო. სხვა­თა შო­რის, სუ­ლაც არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. გარ­თო­ბა, მოლ­ხე­ნა ძა­ლი­ან უყ­ვარს და უნ­და, მეც ვიმ­ხი­ა­რუ­ლო. რამ­დენ­ჯერ ყო­ფი­ლა, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მისჯ­დო­მია ჩვენს რო­ი­ალს, აქეთ­-ი­ქით ბავ­შვე­ბი და­უს­ვამს, ჩემ­თვი­საც და­უ­ძა­ხია და უმ­ღე­რი­ა. გვაქვს ხოლ­მე ასე­თი მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი... მი­ხა­რი­ა, ორი შვი­ლი რომ მყავს. მე­სა­მეც მინ­და, თა­ნაც ვი­ცი, პატ­რი­არ­ქი მო­მი­ნათ­ლავს. ბე­ბო მას­წავ­ლი­და ხოლ­მე და უკ­ვე მეც ვხვდე­ბი, რომ კარ­გია ოჯახ­ში ბევ­რი შვი­ლი, სა­შუ­ა­ლე­ბა თუ გაქვს, მით უფ­რო უნ­და გა­ა­ჩი­ნო. ოჯა­ხი გაძ­ლი­ერ­დე­ბა ამით.

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"