საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჯაფარიძე - "გია ხუხაშვილი "პიქსელის" შენობაში ზის და ბიზნესის წარმომადგენლებს იბარებს"
ზურაბ ჯაფარიძე - "გია ხუხაშვილი "პიქსელის" შენობაში ზის და ბიზნესის წარმომადგენლებს იბარებს"

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მთავ­რო­ბას ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ზე ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის დღე­ვან­დელ რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე დე­პუ­ტატ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ე.წ. ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე "პიქ­სე­ლის" შე­ნო­ბა­ში ზის და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს იბა­რებს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­თა­ის­ში და­ფუძ­ნე­ბულ შპს "მაკ­ნა­ტუ­ნა­ში" შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმის გამო შე­ვიდ­ნენ და დი­რექ­ტო­რი და ორი დის­ტრი­ბუ­ტო­რი და­ა­კა­ვეს, რომ მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად წილ­ში ჩაჯ­დო­მა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს უარი უთხრეს.

დე­პუ­ტა­ტი იმა­საც ამ­ბობს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლის ზრდა ნულს გა­უ­ტოლ­და, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იკლო ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა, ბან­კე­ბის მხრი­დან სეს­ხის გა­ცე­მამ, რაც მი­უ­თი­თებს, რომ ნდო­ბა კერ­ძო სექ­ტო­რის მი­მართ აღარ არ­სე­ბობს.

ჯა­ფა­რი­ძის მტკი­ცე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ და­პი­რე­ბუ­ლი ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის ნაც­ვლად, უფრო მე­ტად მცირ­დე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. დე­პუ­ტა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ამის მი­ზე­ზი არის მთავ­რო­ბის და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­უ­აზ­რე­ბე­ლი რი­ტო­რი­კა და ქმე­დე­ბე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ზურაბ ჯაფარიძე - "გია ხუხაშვილი "პიქსელის" შენობაში ზის და ბიზნესის წარმომადგენლებს იბარებს"

ზურაბ ჯაფარიძე - "გია ხუხაშვილი "პიქსელის" შენობაში ზის და ბიზნესის წარმომადგენლებს იბარებს"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას ბიზნესსექტორზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ე.წ. ექსპერტი გია ხუხაშვილი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "პიქსელის" შენობაში ზის და ბიზნესის წარმომადგენლებს იბარებს.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისში დაფუძნებულ შპს "მაკნატუნაში" შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები იმის გამო შევიდნენ და დირექტორი და ორი დისტრიბუტორი დააკავეს, რომ მოთხოვნის მიუხედავად წილში ჩაჯდომაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს უარი უთხრეს.

დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ყველა ეკონომიკური მაჩვენებელის ზრდა ნულს გაუტოლდა, მნიშვნელოვნად იკლო ინვესტიციებმა, ბანკების მხრიდან სესხის გაცემამ, რაც მიუთითებს, რომ ნდობა კერძო სექტორის მიმართ აღარ არსებობს.

ჯაფარიძის მტკიცებით, "ქართული ოცნების" მიერ დაპირებული ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, უფრო მეტად მცირდება სამუშაო ადგილები. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი არის მთავრობის და მისი ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის გაუაზრებელი რიტორიკა და ქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა