პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა ზაქარიაძემ რჩეულს სიყვარული გამარჯვების ღამეს აუხსნა
ლუკა ზაქარიაძემ რჩეულს სიყვარული გამარჯვების ღამეს აუხსნა

ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძეს­თან პირ­ვე­ლად ინ­ტერ­ვიუ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ჩავ­წე­რე. მა­შინ ერთ-ერთი კონ­კურ­სან­ტი გახ­ლდათ და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ამ­ჯე­რად მე­ო­რედ, უკვე "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ამ­პლუ­ა­ში შევ­ხვდი და კონ­კურ­სან­ტი ლუ­კას­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­მეჩ­ვე­ნა. მშვი­დი და მუდ­მი­ვად და­ფიქ­რე­ბუ­ლი ბიჭი, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი დამ­ხვდა. გარ­და სე­რი­ო­ზუ­ლი პრი­ზე­ბი­სა, ლუ­კამ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და სა­კუ­თა­რი ნიჭი სა­ჯა­როდ გა­მო­ი­ტა­ნა. შეხ­ვედ­რი­სას ხელ­ში წე­რი­ლი ეკა­ვა, მი­თხრა, რომ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მი­ი­ღო და ჩვენ თვალ­წინ გახ­სნა. წე­რი­ლის ავ­ტო­რი 76 წლის ბე­ბია იყო, რო­მე­ლიც რა­ი­ონ­ში 65 წლის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მი­ლოც­ვის გარ­და ერთ-ერთი კომ­პო­ზი­ტო­რის და­წე­რილ სიმ­ღე­რა­საც სთა­ვა­ზობ­და, თუმ­ცა რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს.

- ლუკა, 31 დე­კემ­ბე­რი შენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღი აღ­მოჩ­ნდა. რა მოხ­და გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ?

- იმ­დე­ნად გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ყვე­ლა­ზე დიდი სი­გი­ჟე ჩა­ვი­დი­ნე ცხოვ­რე­ბა­ში. ჯერ თბი­ლის­ში მა­მი­დის მე­გო­ბარ­თან შევ­ხვდი ახალ წელს, სა­დაც ეს პე­რი­ო­დი ვცხოვ­რობ­დი, შემ­დეგ კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბა­კუ­რი­ან­ში წა­ვე­დი. ტაქ­სი რომ გა­მო­ვი­ძა­ხე, და­იგ­ვი­ა­ნა, და­მა­ცა­დეთ, ახალ წელს ვხვდე­ბიო, რა იცო­და, ვის­თან მო­დი­ო­და (იღი­მე­ბა). ღამე ბა­კუ­რი­ან­ში წა­ვე­დით, მან­ქა­ნა­ში და­მე­ძი­ნა და რომ გა­მეღ­ვი­ძა, შუ­ა­ღა­მის ოთხ სა­ათ­ზე თოვ­ლი­ან ბა­კუ­რი­ან­ში ვი­ყა­ვი.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე ბა­კუ­რი­ან­ში წას­ვლა?

- ადრე ასე­თი რამ არა­სო­დეს გა­მი­კე­თე­ბია. სა­დაც მივ­დი­ო­დი, ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­თან­ხმებ­დი. ასე იყო პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­შიც, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ვის­თან შე­მი­თან­ხმე­ბია. ბა­კუ­რი­ან­ში ხუთ მე­გო­ბარ ბი­ჭთან ერ­თად წა­ვე­დი, შემ­დეგ კი­დევ სამი ბიჭი და ბა­თუ­მე­ლი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ. არ და­გი­მა­ლავთ და იმ გო­გო­ნე­ბი­დან ერთ-ერთი მიყ­ვარს. ეს იყო ცალ­მხრი­ვი გრძნო­ბა და პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში დრო არ მქონ­და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის.

- ბა­თუ­მე­ლია ის გო­გო­ნა?

- დიახ, რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც მა­რი­ა­მი მიყ­ვარს. მე ხომ უც­ნა­უ­რი ვარ და ჩემს ყუ­რა­დღე­ბას ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი იპყრობ­დნენ. მა­რი­ა­მი გან­სხვა­ვე­ბულ მუ­სი­კას მღე­რის, "ჩემო ცი­ცი­ნა­თე­ლას"...

- პირ­ვე­ლად სად მო­უს­მი­ნე?

- მე­გობ­რის­გან გა­ვი­გე და მერე მო­ვუს­მი­ნე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნაა. ახ­ლაც რომ წარ­მო­ვიდ­გენ, თვა­ლი მიშ­ტერ­დე­ბა.

- სიყ­ვა­რუ­ლი რო­დის აუხ­სე­ნი?

- ბა­კუ­რი­ან­ში ვუ­თხა­რი, რომ მიყ­ვარ­და. მა­ნამ­დეც იცო­და, მაგ­რამ მე არ მით­ქვამს. ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე ვე­პა­ტი­ჟე­ბო­დი, ოღონდ მე­გობ­რუ­ლად, მაგ­რამ ჩემ­თვის მას ვუმ­ღე­რო­დი (იღი­მე­ბა). მა­რი­ა­მი 16 წლის არის, ბა­თუმ­ში სწავ­ლობს და ამ პე­რი­ოდ­ში ისე და­ემ­თხვა, რომ თბი­ლის­ში ინ­გლი­სუ­რი ენის კურ­სებს გა­დი­ო­და.

- ბა­კუ­რი­ან­ში რო­გორ აუხ­სე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი?

- ის ბიჭი არ ვარ, გო­გოს ხელი და­ავ­ლოს, გვერ­დზე გა­იყ­ვა­ნოს და უთხრას, მიყ­ვარ­ხარ. ლა­მა­ზად ვუ­თხა­რი, რომ მიყ­ვარ­და, ღამე იყო და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­რე­მო. ხუთ წუთ­ში მე­გობ­რე­ბი შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ, ემო­ცი­უ­რად ვი­ყა­ვი დატ­ვირ­თუ­ლი.

- არ გი­ფიქ­რია, რომ შენი პო­პუ­ლა­რო­ბა მა­რი­ა­მის მო­ხიბ­ვლა­ში და­გეხ­მა­რე­ბო­და?

- ყო­ველ­თვის გრძნო­ბით ვმღე­რი და სცე­ნა­ზე ჩემს ში­ნა­გან სამ­ყა­როს ვა­შიშ­ვლებ. ეს იყო ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც რა­ღაც წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა. თა­ვი­დან კას­ტინგზე სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი ვჩან­დი და შემ­დეგ ჩემი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო სცე­ნი­დან გად­მო­ვე­ცი.

- ლუკა, უც­ნა­უ­რად გან­ვი­თარ­და შენი ამ­ბა­ვი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში". პირ­ველ ტურ­ში აუტ­­სა­ი­დე­რებ­ში იდე­ქი, სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­მარ­ჯვე.

- კას­ტინ­გი­დან ხალ­ხი მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, მაგ­რამ ჟი­უ­რიმ პირ­ველ ტურ­ში აუტ­სა­ი­დე­რებ­ში ჩამ­სვა. ხალ­ხის სიმ­პა­თია ყო­ველ­თვის დიდი იყო ჩემ მი­მართ და ეს პირ­ვე­ლი ტუ­რის სიმ­ღე­რე­ბი­და­ნაც გა­მოჩ­ნდა, რად­გან ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ყვე­ლა­ზე მეტი ნახ­ვა ჩემს ვი­დე­ო­ებს ჰქონ­და. მე მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ სა­კუ­თა­რი თავი ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­შინ ვაჩ­ვე­ნე, რო­დე­საც "getsemane" შე­ვას­რუ­ლე. ყვე­ლამ იცის ამ სიმ­ღე­რის გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა და რა ხმაც სჭირ­დე­ბა მის შეს­რუ­ლე­ბას.

- ამ ტუ­რამ­დე ორი დღით ადრე ჩავ­წე­რეთ ინ­ტერ­ვიუ და მა­შინ მი­თხა­რი, რომ ხმის იო­გებ­ზე პრობ­ლე­მე­ბი გქონ­და.

- ეს პრობ­ლე­მა კონ­კურ­სის ბო­ლომ­დე გამ­ყვა. ხუთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცი­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ბო­ლომ­დე არ გა­მოვ­ჯან­მრთე­ლე­ბულ­ვარ.

- კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, "იმე­დია, ამ ბავ­შვს მი­ხე­და­ვენ და არ "გა­ა­პაპ­სა­ვე­ბე­ნო"...

- კას­ტინგზეც აღ­ვნიშ­ნე, რომ პაპ­სას ტი­პის ესტრა­დას არ ვუს­მენ, რომ უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა შე­მეც­ვა­ლოს. ეს არა­სო­დეს მოხ­დე­ბა. ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც როკი უყ­ვართ და და­ა­ფა­სე­ბენ შენს ნი­ჭ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას. შე­იძ­ლე­ბა, აქამ­დე არ ჰქონ­დათ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ამ ტი­პის ვო­კა­ლი­სა და ემო­ცი­ე­ბის მქო­ნე შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გა­მო­ეყ­ვა­ნათ. მგო­ნი, ჩემი სა­ხით გა­მო­უჩ­ნდათ ასე­თი ადა­მი­ა­ნი. ჯერ­ჯე­რო­ბით პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი მპირ­დე­ბი­ან, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს" პო­პუ­ლა­რო­ბა არ მო­აკ­ლდე­ბა. რო­დე­საც ხალ­ხის რჩე­უ­ლი ხარ 75%-ით, შენი სახე არ უნდა და­კარ­გო.

- ლუკა, კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ვისი შე­ფა­სე­ბა იყო შენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- თქვენ ალ­ბათ ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის სი­ტყვებს გუ­ლის­ხმობთ - "თქვენ წი­ნა­შე მოვ­ლე­ნაა და ქუ­დე­ბი მო­ი­ხა­დე­თო"... პირ­ვე­ლი­ვე კას­ტინგზე აღ­ვნიშ­ნე, რომ ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი ჩემს თვალ­ში გე­ნი­ო­სია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კლა­სი­კო­სია, რა­საც მე ნაკ­ლე­ბად ვუს­მენ, მან იცის, რა არის მუ­სი­კა და ვინ არის მომ­ღე­რა­ლი. რა თქმა უნდა, ნინო ქა­თა­მა­ძეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვიცი, რომ მა­გა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნი ხმა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ნი­კას აზრი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის.

- ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ, თით­ქმის ყვე­ლა თა­ო­ბა გგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ალ­ბათ რთუ­ლია, შენს ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავს და­ტე­ხილ პო­პუ­ლა­რო­ბას გა­უძ­ლო.

- არა, ხალ­ხი ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს, რომ ღი­რე­ბულს უს­მი­ნოს, თან მათი ქვეყ­ნის შვი­ლის ნამ­ღერს. მათ წი­ნა­შე ყო­ველ­თვის მო­ვა­ლე ვიქ­ნე­ბი. პო­პუ­ლა­რო­ბა თავ­ში არა­სო­დეს ამ­ვარ­დნია, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბაც არ მოგ­ცემს. ასეთ ადა­მი­ა­ნებს არა­ვინ სცემს პა­ტივს. პრო­ექ­ტში მოს­ვლამ­დე ჩემს სტი­ქი­ა­ში ვმღე­რო­დი და ხალ­ხმა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვით" გა­მიც­ნო. რა თქმა უნდა, ჩემი ნი­ჭის წყა­ლო­ბით, მაგ­რამ მა­ინც ხალ­ხის შექ­მნი­ლი ვარ...

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ შენს გა­მარ­ჯვე­ბას?

- ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლით. მა­მამ ყო­ველ­თვის იცო­და, რომ თავ­ში რა­ღაც ჭია მყავ­და და მუ­სი­კა ძა­ლინ მიყ­ვარ­და, ამი­ტომ არ გაჰ­კვირ­ვე­ბია. ბა­თუმს გა­უ­ხარ­და ძა­ლი­ან, რად­გან ასე­თი ტი­პის პრო­ექ­ტში ბა­თუ­მელ­მა პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­ჯვა.

- ლუკა, ახლა სად იცხოვ­რებ?

- დე­და­ქა­ლაქ­ში, რად­გან ახლა სა­ჭი­როა აქ ყოფ­ნა. თან ალ­ბათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მექ­ნე­ბა. იმას არ ვამ­ბობ, რომ ვი­ღაც ამიყ­ვანს და მი­პატ­რო­ნებს, მაგ­რამ ალ­ბათ ყუ­რა­დღე­ბას მო­მაქ­ცე­ვენ.

- ძა­ლი­ან კარ­გი პრი­ზე­ბი მი­ი­ღე...

- გი­ტა­რით და­ვი­წყებ, ალ­ბათ ხვდე­ბით, რა­ტო­მაც. მან­ქა­ნა, ბინა ბა­თუმ­ში და საგ­ზუ­რი გო­ა­ში. სა­მოგ­ზა­უ­როდ მე­გო­ბარ­თან ერ­თად წა­ვალ და ერთი კვი­რა და­ვის­ვე­ნებ. მან­ქა­ნა უკვე გა­ვი­ფორ­მე. მარ­თვა ჯერ არ მის­წავ­ლია, მხო­ლოდ ღვე­დის შეკ­ვრა და მუ­სი­კის ჩარ­თვა ვიცი (იცი­ნის).

- 2012 შენი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის წელი იყო. ალ­ბათ მა­ინც შე­იც­ვა­ლა შენ­ში რა­ღაც...

- უფრო მხი­ა­რუ­ლი გავ­ხდი. ბა­კუ­რი­ა­ნი­დან თბი­ლის­ში რომ დავ­ბრუნ­დი, ის სამ­თვი­ა­ნი წვა­ლე­ბა გა­მახ­სენ­და. ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვნა­ხე და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. მე ჩემი იდეა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, მინ­დო­და, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით რა­ღაც ახა­ლი მეთ­ქვა. მი­ხა­რია, რომ ხალ­ხის რჩე­უ­ლი გავ­ხდი.

- ადრე მი­თხა­რი, რომ თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გწერ­დნენ, ალ­ბათ ახლა უფრო გა­აქ­ტი­ურ­დნენ.

- ახლა უკვე პი­რად ნო­მერს მთხო­ვენ, და­რეკ­ვა და და­ლა­პა­რა­კე­ბა უნ­დათ. იცით, რას აკე­თე­ბენ, ზოგი მი­რე­კავს და "ალოს"-ს რომ ვე­ტყვი, მერე ტე­ლე­ფონს მი­თი­შავს. მი­ხა­რია, რომ მა­თაც უხა­რი­ათ. კარ­გია, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი შენ მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან.

- რო­გორ ფიქ­რობ, ერთი წლ­ის შემ­დეგ რომ შევ­ხვდეთ ინ­ტერ­ვი­უ­ზე, რით და­ი­წყებ­დი სა­უ­ბარს?

- შე­იძ­ლე­ბა, კლიპ­ზე და­ვი­წყო სა­უ­ბა­რი... რო­გო­რი კლი­პი გა­მო­ვი­და (იღი­მე­ბა). არ ვიცი, არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ალ­ბათ სი­ახ­ლე­ე­ბი მექ­ნე­ბა. სამი თვის წინ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ეზო­ში ლუ­დის ფულს ვაგ­რო­ვებ­დი და ასე­თი თე­მე­ბი იყო ჩვე­ნი სა­ლა­პა­რა­კო. ახლა კი ხალ­ხის ემო­ცი­ებ­ზე ვსა­უბ­რობ. ცხოვ­რე­ბა­ში ხომ ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ლუკა ზაქარიაძემ რჩეულს სიყვარული გამარჯვების ღამეს აუხსნა

ლუკა ზაქარიაძემ რჩეულს სიყვარული გამარჯვების ღამეს აუხსნა

ლუკა ზაქარიაძესთან პირველად ინტერვიუ რამდენიმე კვირის წინ ჩავწერე. მაშინ ერთ-ერთი კონკურსანტი გახლდათ და გამარჯვებისთვის ემზადებოდა. ამჯერად მეორედ, უკვე "საქართველოს ვარსკვლავის" ამპლუაში შევხვდი და კონკურსანტი ლუკასგან რადიკალურად განსხვავებული მომეჩვენა. მშვიდი და მუდმივად დაფიქრებული ბიჭი, ძალიან გახარებული დამხვდა. გარდა სერიოზული პრიზებისა, ლუკამ თავისი ცხოვრების უდიდესი ოცნება აისრულა და საკუთარი ნიჭი საჯაროდ გამოიტანა. შეხვედრისას ხელში წერილი ეკავა, მითხრა, რომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო და ჩვენ თვალწინ გახსნა. წერილის ავტორი 76 წლის ბებია იყო, რომელიც რაიონში 65 წლის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მილოცვის გარდა ერთ-ერთი კომპოზიტორის დაწერილ სიმღერასაც სთავაზობდა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს გამარჯვებული, ამას დრო გვიჩვენებს.

- ლუკა, 31 დეკემბერი შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი აღმოჩნდა. რა მოხდა გამარჯვების შემდეგ?

- იმდენად გახარებული ვიყავი, რომ ყველაზე დიდი სიგიჟე ჩავიდინე ცხოვრებაში. ჯერ თბილისში მამიდის მეგობართან შევხვდი ახალ წელს, სადაც ეს პერიოდი ვცხოვრობდი, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად ბაკურიანში წავედი. ტაქსი რომ გამოვიძახე, დაიგვიანა, დამაცადეთ, ახალ წელს ვხვდებიო, რა იცოდა, ვისთან მოდიოდა (იღიმება). ღამე ბაკურიანში წავედით, მანქანაში დამეძინა და რომ გამეღვიძა, შუაღამის ოთხ საათზე თოვლიან ბაკურიანში ვიყავი.

- რატომ გადაწყვიტე ბაკურიანში წასვლა?

- ადრე ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია. სადაც მივდიოდი, ოჯახის წევრებს ვუთანხმებდი. ასე იყო პროექტის განმავლობაშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში არავისთან შემითანხმებია. ბაკურიანში ხუთ მეგობარ ბიჭთან ერთად წავედი, შემდეგ კიდევ სამი ბიჭი და ბათუმელი მეგობარი გოგონებიც შემოგვიერთდნენ. არ დაგიმალავთ და იმ გოგონებიდან ერთ-ერთი მიყვარს. ეს იყო ცალმხრივი გრძნობა და პროექტის განმავლობაში დრო არ მქონდა სიყვარულისთვის.

- ბათუმელია ის გოგონა?

- დიახ, რამდენიმე თვეა, რაც მარიამი მიყვარს. მე ხომ უცნაური ვარ და ჩემს ყურადღებას ყოველთვის განსხვავებული გოგონები იპყრობდნენ. მარიამი განსხვავებულ მუსიკას მღერის, "ჩემო ციცინათელას"...

- პირველად სად მოუსმინე?

- მეგობრისგან გავიგე და მერე მოვუსმინე. ძალიან ლამაზი გოგონაა. ახლაც რომ წარმოვიდგენ, თვალი მიშტერდება.

- სიყვარული როდის აუხსენი?

- ბაკურიანში ვუთხარი, რომ მიყვარდა. მანამდეც იცოდა, მაგრამ მე არ მითქვამს. ფილარმონიაში რამდენიმე მეგობართან ერთად ყველა კონცერტზე ვეპატიჟებოდი, ოღონდ მეგობრულად, მაგრამ ჩემთვის მას ვუმღეროდი (იღიმება). მარიამი 16 წლის არის, ბათუმში სწავლობს და ამ პერიოდში ისე დაემთხვა, რომ თბილისში ინგლისური ენის კურსებს გადიოდა.

- ბაკურიანში როგორ აუხსენი სიყვარული?

- ის ბიჭი არ ვარ, გოგოს ხელი დაავლოს, გვერდზე გაიყვანოს და უთხრას, მიყვარხარ. ლამაზად ვუთხარი, რომ მიყვარდა, ღამე იყო და ძალიან ლამაზი გარემო. ხუთ წუთში მეგობრები შემოგვიერთდნენ, ემოციურად ვიყავი დატვირთული.

- არ გიფიქრია, რომ შენი პოპულარობა მარიამის მოხიბვლაში დაგეხმარებოდა?

- ყოველთვის გრძნობით ვმღერი და სცენაზე ჩემს შინაგან სამყაროს ვაშიშვლებ. ეს იყო ერთ-ერთი საშუალება, რომ ჩემს პირად ცხოვრებაშიც რაღაც წვლილი შემეტანა. თავიდან კასტინგზე სხვანაირი ადამიანი ვჩანდი და შემდეგ ჩემი შინაგანი სამყარო სცენიდან გადმოვეცი.

- ლუკა, უცნაურად განვითარდა შენი ამბავი "საქართველოს ვარსკვლავში". პირველ ტურში აუტ­­საიდერებში იდექი, საბოლოოდ გაიმარჯვე.

- კასტინგიდან ხალხი მგულშემატკივრობდა, მაგრამ ჟიურიმ პირველ ტურში აუტსაიდერებში ჩამსვა. ხალხის სიმპათია ყოველთვის დიდი იყო ჩემ მიმართ და ეს პირველი ტურის სიმღერებიდანაც გამოჩნდა, რადგან ინტერნეტსივრცეში ყველაზე მეტი ნახვა ჩემს ვიდეოებს ჰქონდა. მე მაინც მიმაჩნია, რომ საკუთარი თავი ყველაზე მეტად მაშინ ვაჩვენე, როდესაც "getsemane" შევასრულე. ყველამ იცის ამ სიმღერის გენიალურობა და რა ხმაც სჭირდება მის შესრულებას.

- ამ ტურამდე ორი დღით ადრე ჩავწერეთ ინტერვიუ და მაშინ მითხარი, რომ ხმის იოგებზე პრობლემები გქონდა.

- ეს პრობლემა კონკურსის ბოლომდე გამყვა. ხუთი კვირის განმავლობაში გაციებული ვიყავი და ახლაც ბოლომდე არ გამოვჯანმრთელებულვარ.

- კონკურსის განმავლობაში სოციალურ ქსელში წერდნენ, "იმედია, ამ ბავშვს მიხედავენ და არ "გააპაპსავებენო"...

- კასტინგზეც აღვნიშნე, რომ პაპსას ტიპის ესტრადას არ ვუსმენ, რომ უკვე ჩამოყალიბებული გემოვნება შემეცვალოს. ეს არასოდეს მოხდება. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც როკი უყვართ და დააფასებენ შენს ნიჭსა და შესაძლებლობას. შეიძლება, აქამდე არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ამ ტიპის ვოკალისა და ემოციების მქონე შემსრულებელი გამოეყვანათ. მგონი, ჩემი სახით გამოუჩნდათ ასეთი ადამიანი. ჯერჯერობით პროექტის ავტორები მპირდებიან, რომ "საქართველოს ვარსკვლავს" პოპულარობა არ მოაკლდება. როდესაც ხალხის რჩეული ხარ 75%-ით, შენი სახე არ უნდა დაკარგო.

- ლუკა, კონკურსის განმავლობაში ყველაზე მეტად ვისი შეფასება იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- თქვენ ალბათ ნიკოლოზ რაჭველის სიტყვებს გულისხმობთ - "თქვენ წინაშე მოვლენაა და ქუდები მოიხადეთო"... პირველივე კასტინგზე აღვნიშნე, რომ ნიკოლოზ რაჭველი ჩემს თვალში გენიოსია. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკოსია, რასაც მე ნაკლებად ვუსმენ, მან იცის, რა არის მუსიკა და ვინ არის მომღერალი. რა თქმა უნდა, ნინო ქათამაძეც ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ მაგარი პროფესიონალია, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ნიკას აზრი უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

- ძალიან პოპულარული ხარ, თითქმის ყველა თაობა გგულშემატკივრობდა. ალბათ რთულია, შენს ასაკში მოულოდნელად თავს დატეხილ პოპულარობას გაუძლო.

- არა, ხალხი ნამდვილად იმსახურებს, რომ ღირებულს უსმინოს, თან მათი ქვეყნის შვილის ნამღერს. მათ წინაშე ყოველთვის მოვალე ვიქნები. პოპულარობა თავში არასოდეს ამვარდნია, ამის საშუალებას საზოგადოებაც არ მოგცემს. ასეთ ადამიანებს არავინ სცემს პატივს. პროექტში მოსვლამდე ჩემს სტიქიაში ვმღეროდი და ხალხმა "საქართველოს ვარსკვლავით" გამიცნო. რა თქმა უნდა, ჩემი ნიჭის წყალობით, მაგრამ მაინც ხალხის შექმნილი ვარ...

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს გამარჯვებას?

- ძალიან დიდი სიხარულით. მამამ ყოველთვის იცოდა, რომ თავში რაღაც ჭია მყავდა და მუსიკა ძალინ მიყვარდა, ამიტომ არ გაჰკვირვებია. ბათუმს გაუხარდა ძალიან, რადგან ასეთი ტიპის პროექტში ბათუმელმა პირველად გაიმარჯვა.

- ლუკა, ახლა სად იცხოვრებ?

- დედაქალაქში, რადგან ახლა საჭიროა აქ ყოფნა. თან ალბათ შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მექნება. იმას არ ვამბობ, რომ ვიღაც ამიყვანს და მიპატრონებს, მაგრამ ალბათ ყურადღებას მომაქცევენ.

- ძალიან კარგი პრიზები მიიღე...

- გიტარით დავიწყებ, ალბათ ხვდებით, რატომაც. მანქანა, ბინა ბათუმში და საგზური გოაში. სამოგზაუროდ მეგობართან ერთად წავალ და ერთი კვირა დავისვენებ. მანქანა უკვე გავიფორმე. მართვა ჯერ არ მისწავლია, მხოლოდ ღვედის შეკვრა და მუსიკის ჩართვა ვიცი (იცინის).

- 2012 შენი ოცნებების ახდენის წელი იყო. ალბათ მაინც შეიცვალა შენში რაღაც...

- უფრო მხიარული გავხდი. ბაკურიანიდან თბილისში რომ დავბრუნდი, ის სამთვიანი წვალება გამახსენდა. ახლობელი ადამიანები ვნახე და ძალიან გამიხარდა. მე ჩემი იდეა განვახორციელე, მინდოდა, საქართველოს მასშტაბით რაღაც ახალი მეთქვა. მიხარია, რომ ხალხის რჩეული გავხდი.

- ადრე მითხარი, რომ თაყვანისმცემელი გოგონები სოციალურ ქსელში გწერდნენ, ალბათ ახლა უფრო გააქტიურდნენ.

- ახლა უკვე პირად ნომერს მთხოვენ, დარეკვა და დალაპარაკება უნდათ. იცით, რას აკეთებენ, ზოგი მირეკავს და "ალოს"-ს რომ ვეტყვი, მერე ტელეფონს მითიშავს. მიხარია, რომ მათაც უხარიათ. კარგია, როცა ადამიანები შენ მიმართ კეთილგანწყობილები არიან.

- როგორ ფიქრობ, ერთი წლ­ის შემდეგ რომ შევხვდეთ ინტერ­ვიუზე, რით დაიწყებდი საუბარს?

- შეიძლება, კლიპზე დავიწყო საუბარი... როგორი კლიპი გამოვიდა (იღიმება). არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ალბათ სიახლეები მექნება. სამი თვის წინ მეგობრებთან ერთად ეზოში ლუდის ფულს ვაგროვებდი და ასეთი თემები იყო ჩვენი სალაპარაკო. ახლა კი ხალხის ემოციებზე ვსაუბრობ. ცხოვრებაში ხომ ყველაფერია მოსალოდნელი.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"