მწეველები დარწმუნებულნი არიან, რომ სიგარეტი სტრესის მოხსნაში ეხმარებათ. მეცნიერები კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ მწეველებს სტრესისგან მოწევაზე უარის თქმა გაათავისუფლებს. ეს დასკვნა მედიკოსებმა 500 მწეველის შფოთვის დონის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნეს.
ლონდონის სამეფო კოლეჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მწეველებში შფოთვის დონე ჯერ მოწევის პროცესში დააფიქსირეს, შემდეგ იგივე ტესტი ამ მავნე ჩვევის მიტოვების შემდეგ გადაამოწმეს. კვლევის დაწყებამდე ყოველი მეხუთე მწეველი აცხადებდა, რომ სწორედ სიგარეტი ეხმარებოდათ სტრესული მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. ნახევარი წლის შემდეგ კი 491 მწეველიდან 68 მათგანმა საბოლოოდ უარი თქვა ამ ჩვევაზე. დადგინდა, რომ ამის შემდეგ მათი ნერვული სისტემის შფოთვის დონემ მნიშვნელოვნად იკლო.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo